
გასაოცარი ახალი პლანეტების აღმოჩენა მუდმივად ხდება და თანდათანობით კოსმოსში მდებარე ობიექტების ზედაპირების სულ უფრო მკვეთრ გამოსახულებებს ვიღებთ. ხოლო ჩვენ გარშემო არსებულ მიკროსკოპულ სამყაროში უცნაური ქმნილებებისა და იდუმალი ლანდშაფტების განსაცვიფრებელ ხედებს ვაწყდებით. რამდენად ზუსტად შეგიძლიათ, დაადგინოთ მათ შორის განსხვავება და განსაზღვროთ, გამოსახულება მიკროსკოპში გადაღებული ფოტოა თუ ეგზოპლანეტის ზედაპირი?
კატეგორია: ბუნება & სამყარო
დედამიწის უდიდესი ტელესკოპი უცხოპლანეტელების ძიებაში

დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი სერო არმაზონესზე, ჩილეში მდებარე მთაზე. აქ იწყება დედამიწის უდიდესი ტელესკოპის მშენებლობა და მისი სახელი იქნება „ევროპის ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი” (E-ELT). სახელი თითქოს გაზვიადებული ჩანს, მაგრამ არ ტყუის. E-ELT მინიმუმ ათჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე დედამიწის ზედაპირზე არსებული ნებისმიერი ტელესკოპი და საკმარისად მგრძნობიარე საიმისოდ, რომ მზის სისტემის მიღმა სიცოცხლე შენიშნოს.
აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პირველი პლანეტა დასახლებად ზონაში

ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პირველი პლანეტა, რომელიც მდებარეობს თავისი ვარსკვლავის დასახლებად ზონაში – არეალში, სადაც პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია. Kepler-186f-ის აღმოჩენა ადასტურებს, რომ ჩვენი მზის სისტემის გარდა სხვაგანაც არის დედამიწის მსგავსი, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტები.
როგორ წარმოედგინათ სსრკ-ელ მხატვრებს კოსმოსში ცხოვრება

საბჭოთა კავშირში მცხოვრებ მხატვრებს მუშათა უტოპია მხოლოდ დედამიწაზე არ წარმოედგინათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ დიდი კომუნისტური ექსპერიმენტი საბოლოოდ სხვა ადგილებზეც გავრცელდებოდა. წარმოგიდგენთ მათი ხელოვნების ნიმუშებსა და კონცეპტუალურ დიზაინს, რომლებზეც საბჭოთა კავშირი კოსმოსშია გასული. ისინი შექმნილია გასული საუკუნის 50-60-70-იან წლებში, როცა სსრკ და აშშ ერთმანეთს კოსმოსურ რბოლაში ეჯიბრებოდნენ.
ახალი ინფორმაცია უძველეს ასტეროიდზე

3.26 მილიარდი წლის წინ – დინოზავრებამდე დიდი ხნით ადრე – დაახლოებით 58 კმ სიგანის ასტეროიდი დედამიწაზე ჩამოვარდა. გეოლოგებმა შეძლეს ამ კატაკლიზმური მოვლენის რეკონსტრუქცია და, როგორც აღმოჩნდა, გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.
გეოფიზიკოსების ნორმან სლიპისა და დონ ლოუის მეშვეობით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
იდუმალი კიბორჩხალას ნისლეული

ანტიკური ხანის ასტრონომები ცის მოძრაობას აღნუსხავდნენ, ბეჯითად აღნიშნავდნენ ხოლმე გადაადგილებებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე. მთვარის გამოსახულება პატარ-პატარა ტემპებით ყოველღამე იცვლებოდა, ჩვენი პლანეტარული მეგობრები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, იშვიათად კი მოკაშკაშე ყინულოვანი მაწანწალები ჩაგვიქროლებდნენ ხოლმე.
მაგრამ ვარსკვლავები? ისინი ძირითადად ერთ ადგილზე რჩებოდნენ, ამიტომ როცა ახალი, ვარსკვლავის მსგავსი ნათება ცოტა ხნით გამოჩნდებოდა და შემდეგ ფერმკრთალდებოდა, დედამიწაზე მყოფი ცის დამკვირვებლები აუცილებლად შენიშნავდნენ ხოლმე.
ჩრდილოეთის ციალი ისლანდიაში
25 თებერვალს მზეზე წლის ყველაზე მძლავრი კორონალური ამოფრქვევა მოხდა, დამუხტული ნაწილაკების დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას კი ფერადი და ეფექტური ციალი წარმოიქმნა.
სატურნის თანამგზავრ ენცელადზე შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს

როგორც იცით, გასული წლის დეკემბერში მეცნიერებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრ ევროპას სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები გააჩნია. ამჯერად მსგავსი აღმოჩენა გაკეთდა სატურნის თანამგზავრ ენცელადის შესახებ – მის სიღმეებში თხევადი წყლის ოკეანეა, რომელიც ზომით ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ზემო ტბის მსგავსია და მასში შეიძლება ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობდნენ.
კოსმოსის საოცარი ფოტოები, რომლებიც მოყვარულმა ასტრონომმა გადაიღო

ერთი შეხედვით, ეს ფოტოები შეიძლება „ნასას” ტელესკოპებით გადაღებული გეგონოთ, მაგრამ სინამდვილეში მიჩიგანში მცხოვრებ 60 წლის მოყვარულ ასტრონომს ტერი ჰენკოკს ეკუთვნის და არა კოსმოსური ობსერვატორიიდან, არამედ სახლის უკანა მხარეს მდებარე ბაღიდან გადაიღო.
სტივენ ჰოკინგი: თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლებით?

ეს ლექცია ეხება შემდეგ საკითხს – შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება თუ ის თვითნებური და შემთხვევითია? უძველეს დროში სამყარო საკმაოდ თვითნებური ჩანდა. ისეთი კატასტროფები, როგორიცაა წყალდიდობები და დაავადებები, ყველანაირი გაფრთხილების თუ დაკვირვებადი მიზეზის გარეშე ხდებოდა. პრიმიტიულმა ხალხმა ეს ბუნებრივი მოვლენები დაუკავშირა უცნაური და ახირებული ღმერთებისა და ქალღმერთების პანთეონს. არ არსებობდა რაიმე გზა მათი მოქმედების წინასწარ ამოსაცნობად, ამიტომ ერთადერთი იმედი იყო მათთვის საჩუქრების მიძღვნა ან რაიმე ქმედებით გულის მოლბობა. ბევრი ადამიანი დღესაც ანალოგიურად იქცევა და ასე ცდილობს წარმატების მოპოვებას. მაგალითად, მზად არიან რაღაც გააკეთონ იმისთვის, რომ გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღონ ან მართვის მოწმობა ჩააბარონ.