
მართალია, ყველაზე მაღალ ხმას ვერ გამოსცემს, მაგრამ 2 მილიმეტრი სიგრძის წყლის ბაღლინჯოს სხეულის ზომებთან შედარებით ყველაზე მაღალი ტონალობა აქვს. ეს არსება, რომელიც უხეშად ბრინჯის მარცვლის ზომისაა, შოტლანდიელმა და ფრანგმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს. მისი ხმა ადიოდა 105 დეციბელამდე, რაც პნევმატური ჩაქუჩის ხმაურს უტოლდება. თუმცა ბუნების მოყვარულთა საბედნიეროდ, მწერის წყალში ყოფნისას ეს ბგერები ჰაერში სათანადოდ ვეღარ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ამხელა ხმას წყლის ბაღლინჯო გამოიმუშავებს სასქესო ორგანოს მუცელზე ხახუნით, დაახლოებით ისე, როგორც ზოგიერთი ჭრიჭინა. ხმოვანი გენიტალიები ცხოველთა სამყაროში საკმაოდ იშვიათია, თუმცა ასობით სხვა გზაც არსებობს ყვირილისთვის, ყმუილისთვის, ღმუილისთვის და ა.შ.
ჭდე: სახეობა
National Geographic: ღრმა წყლის ბინადრები

ადამიანები იშვიათად ხვდებიან ფურფუშებიან ზვიგენს, რომელიც ამჯობინებს ოკეანის სიღრმეში ყოფნას, ზედაპირიდან 1500 მეტრით ქვემოთ. მისი ორგანიზმის ანალიზმა აჩვენა, რომ ამ სახეობას შემორჩენილი აქვს ბევრი ფიზიკური მახასიათებელი მისი წინაპრებიდან, რომლებიც დინოზავრების დროს ბინადრობდნენ. 1.6 მეტრი სიგრძის ეგზემპლარი პირველად 2007 წელს აღმოაჩინეს იაპონიის თავთხელ წყლებში. დაჭერიდან რამდენიმე საათში მოკვდა.
როგორი მამები არიან ცხოველები?

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ყველაზე გავრცელებული ბუ – დიდი რქიანი ბუ – შრომისმოყვარე პარტნიორი და მამაა. გვიან ზამთარში, როცა მისი მეწყვილე ბუდეში რჩება 2 ან 3 კვერცხთან, მამრი დაფრინავს და მათთვის აქტიურად ეძებს საკვებს. მიაქვს თაგვები, ვირთხები, ციყვები. როცა ნაშიერები იჩეკებიან, საქმე ურთულდება – დამატებით ორი ან სამი მღრღნელის მიტანა უწევს.
სმილოდონი – ხმალკბილა კატა

სმილოდონი გადაშენებული სახეობაა ხმალკბილა კატების ოჯახიდან. მისი საბინადრო არეალი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა. წარმოიშვა დაახლოებით 2.5 მილიონი წლის წინ, გადაშენდა – 10 000 წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მას ხმალკბილა ვეფხვსაც ეძახიან, ის არ წარმოადგენდა ვეფხვის სახეობას. სმილოდონი ბერძნული სიტყვებიდან წარმოდგება: σμίλη (სმილე) – დანა და ὀδoύς (ოდოუს) – კბილი.
განაგრძე კითხვა
იბერიული ფოცხვერი

იბერიული ფოცხვერი ერთ-ერთია იმ სახეობათაგან, რომლებსაც კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი აქვთ მინიჭებული. მისი საბინადრო არეალია იბერიის (პირინეის) ნახევარკუნძული. წარსულში ეს სახეობა ევრაზიული ფოცხვერის ქვესახეობად იყო მიჩნეული, თუმცა მოგვიანებით გამოაცალკევეს. ორივე სახეობა ცენტრალურ ევროპაში გაჩნდა პლეისტოცენის ეპოქაში, შემდეგ კი საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით გაიყვნენ.
განაგრძე კითხვა