ყველაზე მაღალი ტემბრის მქონე ცხოველები


მართალია, ყველაზე მაღალ ხმას ვერ გამოსცემს, მაგრამ 2 მილიმეტრი სიგრძის წყლის ბაღლინჯოს სხეულის ზომებთან შედარებით ყველაზე მაღალი ტონალობა აქვს. ეს არსება, რომელიც უხეშად ბრინჯის მარცვლის ზომისაა, შოტლანდიელმა და ფრანგმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს. მისი ხმა ადიოდა 105 დეციბელამდე, რაც პნევმატური ჩაქუჩის ხმაურს უტოლდება. თუმცა ბუნების მოყვარულთა საბედნიეროდ, მწერის წყალში ყოფნისას ეს ბგერები ჰაერში სათანადოდ ვეღარ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ამხელა ხმას წყლის ბაღლინჯო გამოიმუშავებს სასქესო ორგანოს მუცელზე ხახუნით, დაახლოებით ისე, როგორც ზოგიერთი ჭრიჭინა. ხმოვანი გენიტალიები ცხოველთა სამყაროში საკმაოდ იშვიათია, თუმცა ასობით სხვა გზაც არსებობს ყვირილისთვის, ყმუილისთვის, ღმუილისთვის და ა.შ.


 


მტირალა მაიმუნი ყველაზე ხმაურიანი მიწის ცხოველია. მისი ძახილი, რომელიც მსმენელთა აზრით, ღრენა უფროა, 5 კმ-ის რადიუსში ისმის. ხმის გამოცემას ახერხებს გაფართოებული ენისქვეშა ძვლით, რომელსაც U-ს ფორმა აქვს და ყელის მიდამოში მდებარეობს. გაფართოებული ძვალი ქმნის ე.წ. ყელის კანს, რომელშიც მაიმუნის ხმა ახდენს რეზონაციას გამოშვებამდე. მაიმუნებს განსხვავებული ბგერების გამოცემა შეუძლიათ, როგორიცაა მაგალითად ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი, დაცული ტერიტორიისა და მეწყვილის მეთვალყურეობის აღმნიშვნელი ძახილი. თუმცა მათი ლექსიკონი ადამიანებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

 


კოკის ხის ბაყაყებიდან მხოლოდ მამრს შეუძლია ყიყინი, თანაც ისე ხმამაღლა, რომ ამ მაჩვენებლით ყველაზე ხმამაღალი ამფიბიის სტატუსს ეუფლება. ასობით დეციბელის სიმძლავრის ხმა ორი რამისთვის სჭირდებათ – ისინი გამოსცემენ ‘კოკის’ მსგავს ბგერებს. ‘კო’ მიმართულია სხვა მამრებისკენ და ანიშნებს, რომ ტერიტორია დაკავებულია. ხოლო ‘კი’ ეკუთვნის მდედრებს და გამოხატავს მზადყოფნას შეწყვილებისთვის. მათ სამშობლოში – პუერტო-რიკოში – კოკის ხის ბაყაყი ითვლება კუნძულის ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილად. მაგრამ ჰავაიზე, სადაც სწრაფად გავრცელდა, როგორც დამპყრობელი სახეობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავის ტკივილად იქცა. ამ ხმაურიანი არსებების გამო ჰავაელებმა მრავალი ღამე გაათენეს. ერთად შეყრილი ბაყაყების ხმაური გაზონის საკრეჭისას უტოლდება, რასაც ცხადია, ადგილობრივები მიუჩვევლები იყვნენ.

 


ლურჯი ვეშაპი ყველაზე მაღალი ხმის მქონე ძუძუმწოვარია, მისი სიმძლავრე 188 დეციბელს აღწევს. ლურჯი ვეშაპები არ გამოსცემენ ისეთ რთულ ბგერებს, როგორსაც კუზიანი ვეშაპები, მაგრამ მათი დაბალი სიხშირის “პულსები” – რომელთაგან ზოგიერთი ადამიანის ყურისთვის არაა აღქმადი – ვრცელდება 800 კმ-ის მოშორებით. რამდენიმე წლის წინ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ლურჯმა ვეშაპებმა ხმის სიმძლავრე შეარბილეს 30%-ით გასული საუკუნის 60-იან წლებთან შედარებით. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მათ აღარ სჭირდებათ ხმამაღალი ბგერები. ეს სახეობა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა, თუმცა 1966 წლიდან მათზე ნადირობა აკრძალულია და თანდათან ისევ მატულობს მათი პოპულაცია.

 


კრევეტი-პისტოლეტი არ მღერის, არ ჭყივის, არ ღრიალებს და არც ყვირის, მაგრამ მას შეუძლია გამოსცეს ყველაზე მძლავრი ხმა ცოცხალ ორგანიზმებს შორის. მას მსხვერპლის გამოჭერის ორიგინალური ხერხი აქვს: სპეციალური აგებულების მარწუხებით ისვრის წყლის ჭავლებს 100 კმ/სთ სიჩქარით, რის შედეგადაც წარმოიქმნება დაბალი წნევისა და მაღალი სიმხურვალის ბუშტუკები. როცა ეს ბუშტუკები სკდება, ხდება მინი-აფეთქება და გამოთავისუფლდება მინიმუმ 200 დეციბელის სიმძლავრის ხმა, რაც უმეტესწილად ადგილზე კლავს კრევეტის საკბილოს. როცა კოლონიებად ცხოვრობენ, მათ მიერ გამოცემული ხმები თავისუფლად გადაფარავს წყალქვეშა ნავის ხმაურს.

 


არავის ენდომება გუახაროების თანდასწრებით ყოფნა, როცა ისინი სახლში ბრუნდებიან ღამის გასათევად – გამოქვაბულის ეს ბინადრები არიან აქამდე ცნობილი ყველაზე ხმაურიანი ფრინველები. როცა მრავალი მათგანი ერთ გუნდად იკვრება, მოსმენამ შეიძლება დაყრუებაც გამოიწვიოს. სავსებით ბნელ გამოქვაბულებში გადაადგილებისთვის გუახარო ექოლოკაციას იყენებს. მაგრამ განსხვავებით ღამურასგან, მისი ბგერები ადამიანის ყურისთვის სავსებით აღქმადია. თითოეული მათგანი გამკივანად ყვირის 100 დეციბელზე, გუნდში კი ათასობით ფრინველია. ამ ექოლოკაციურ ხმებს მხოლოდ ღამით იყენებენ გზის გასაგნებად და არა ნადირობისას. ეს ალბათ იმის გამოა, რომ მგრძნობელობა დაბალი აქვთ: ექსპერიმენტის დროს გუახარო შეეჯახა პლასტმასის თეფშს, რომელიც სიგანეში 10 სმ იყო, თუმცა აირიდა 20 სმ-იანი და უფრო ფართო ობიექტები.

 


ჭრიჭინას სახეობა Gryllotalpa vinae ყველაზე ხმაურიანი მწერის წოდებას ატარებს. ეს არსება იყენებს განვითარებულ წინა ფეხებს რუპორის ფორმის სოროს ამოსათხრელად. შემდეგ იმალება სოროში და გამოსცემს ისეთ ხმებს, რომლის გაგონებაც ადამიანებს 600 მეტრის მოშორებით შეუძლიათ. 1 მეტრის სიღრმის თხრილი ასრულებს მიკროფონის ფუნქციას და ხმის დონე აჰყავს 92 დეციბელზე, რაც სათიბი მანქანის ძრავის ხმაურის ტოლფასია. თხრილის მეშვეობით G. vinae თავის ტონალობას 30%-ით აძლიერებს.

Advertisements

One response to “ყველაზე მაღალი ტემბრის მქონე ცხოველები

  1. Apple Butaphory 18/07/2011, 1:10 AM

    krevetebi naxe raa..yochag magat :)))))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: