რომელიღაც პარალელურ სამყაროში შენ შეუკვეთე მოკა ლატეს ნაცვლად


ბრიტანული გაზეთის “თაიმსის” მეშვეობით სტივენ ჰოკინგმა ადრე გაავრცელა განცხადება, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის მცდელობას საფრთხეც ახლავს თან – იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ინტელექტუალურები და განვითარებულნი არიან, მათი დედამიწაზე სტუმრობით შეიძლება ინდიელების ბედი გვეწიოს. “წარმოიდგინეთ, თუკი ისინი მოძრაობენ უზარმაზარი ხომალდებით და მათი მშობლიური პლანეტის მთელ რესურსებს ინახავენ. ასეთი განვითარებული არსებები ალბათ გახდებიან მომთაბარეები, დაიპყრობენ გზაში შემხვედრ პლანეტებს და მოახდენენ მათ კოლონიზაციას. თუკი უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები გვესტუმრებიან, ვფიქრობ, შედეგი იგივე იქნება, რაც ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკაში ჩასვლას ჰქონდა – ადგილობრივი ამერიკელებისთვის ამას კარგი შედეგი არ მოყოლია.” – განაცხადა მეცნიერმა.

განაგრძე კითხვა

BBC Horizon – პარალელური სამყაროები


წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ, სამყაროში ყველაფერს მოუძებნოთ ახსნა – დაწყებული პატარა მოვლენებიდან, დამთავრებული უდიდესით. ეს ის ოცნებაა, რომელმაც აინშტაინიდან მოყოლებული, მოხიბლა წამყვანი მეცნიერები. ამჟამად ისინი ფიქრობენ, რომ გასაღებს მიაგნეს. თეორია განსაცვიფრებელია და უჩვეულო დასკვნა აქვს: სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთადერთი არაა.
განაგრძე კითხვა

მიჩიო კაკუ უცხოპლანეტელების შესახებ


ამერიკელი მეცნიერი, თანამედროვე თეორეტიკოსი ფიზიკოსი, მიჩიო კაკუ ხსნის უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათი არსებობის შესაძლებლობასა და კონტაქტის ვარიანტებს.

განაგრძე კითხვა

სტივენ ჰოკინგი სამყაროს შესახებ


კითხვები, რომლებსაც ცნობილმა მეცნიერმა, სტივენ ჰოკინგმა გასცა პასუხები 2008 წელს TED-ის კონფერენციაზე:

* საიდან მოვდივართ ჩვენ?
* როგორ გაჩნდა სამყარო?
* მარტო ვართ სამყაროში?
* არის სიცოცხლე სადმე, დედამიწის გარდა?
* როგორია ადამიანების მომავალი?

განაგრძე კითხვა

მიჩიო კაკუ – ცივილიზაციის ტიპები

ამერიკელი მეცნიერის, თანამედროვე თეორეტიკოსი ფიზიკოსის, მიჩიო კაკუს ერთ-ერთი პატარა ლექცია, რომელიც ეხება ცივილიზაციების სხვადასხვა ტიპებს.
განაგრძე კითხვა

ცნობილი სამყარო

ვიდეოში ნაჩვენებია მეცნიერულად გამოკვლეული სამყაროს მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ასტრონომიულ გაზომვებსა და გათვლებზე. მოგზაურობა იწყება ჰიმალაის მთებიდან, ცდება დედამიწის ატმოსფეროს და იჭრება სხვადასხვა ვარსკვლავებსა და გალაქტიკების სიღრმეებში, ბოლოს კი სამყაროს ვიზუალური მოდელით მთავრდება. ვიდეო შექმნილია AMNH-ის (The American Museum of Natural History) ჯგუფის მიერ.

განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #5


გალაქტიკა AM 0644-741. ბრილიანტის სამაჯურის მსგავსი ლურჯი რგოლი, რომელიც მოყვითალო ბირთვს აკრავს გარშემო, დიამეტრში 150 000 სინათლის წლის ზომისაა. ის უფრო ფართოა, ვიდრე მთლიანი ირმის ნახტომი.
განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #4


გალაქტიკა NGC 4449. ასი ათასობით ლურჯი და წითელი ვარსკვლავის ერთობლიობა, რომელთა გროვა ფეიერვერკის მსგავს გამოსახულებას ქმნის.
განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #3


გალაქტიკა ESO 510-G13. ჰაბლის ტელესკოპმა უჩვეულო გალაქტიკა დააფიქსირა და ფოტოზე აღბეჭდა მისი დეტალები, დაბრეცილი მტვრის დისკო და სპირალური კიდეები.
განაგრძე კითხვა

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #2


წითელი ობობას ნისლეული. ამ პლანეტარულ ნისლეულში სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ვარსკვლავებია, ხოლო ვარსკვლავური ქარები ქმნიან ტალღებს, რომლებიც სიგრძეში 100 მილიარდ კმ-ს აღწევენ.

განაგრძე კითხვა