მიჩიო კაკუ – ცივილიზაციის ტიპები

ამერიკელი მეცნიერის, თანამედროვე თეორეტიკოსი ფიზიკოსის, მიჩიო კაკუს ერთ-ერთი პატარა ლექცია, რომელიც ეხება ცივილიზაციების სხვადასხვა ტიპებს.

__________________________________________________________________________________________

როცა ჩვენ, ფიზიკოსები კოსმოსში სიცოცხლეს ვეძებთ, პატარა მწვანე კაცუნების ძებნით კი არ ვართ დაკავებული, არამედ ვეძებთ პირველი, მეორე და მესამე ტიპის ცივილიზაციებს.

I ტიპის ცივილიზაცია: ათვისებული აქვთ პლანეტის რესურსები. აკონტროლებენ მიწისძვრას, ამინდს, ვულკანებს, აშენებენ ქალაქებს ოკეანეზე. რაც პლანეტას ეხება, ყველაფერი მათი კონტროლის ქვეშაა. ესაა პირველი ტიპის ცივილიზაცია.

II ტიპის ცივილიზაცია: ეს ცივილიზაცია ვარსკვლავურია. მათ უკვე ამოწურეს პლანეტის რესურსები და ენერგიას პირდაპირ დედა-ვარსკვლავისგან იღებენ. ისინი იყენებენ მზის აფეთქებებს და მისი ენერგიით ამუშავებენ (კვებავენ) უზარმაზარ მექანიზმებს.

საბოლოოდ ისინი ამოწურავენ ვარსკვლავის ენერგიას და გაეშურებიან გალაქტიკაში. იქ დაიწყებენ მილიონობით ვარსკვლავის ენერგიის ათვისებას (ეს უკვე III ტიპის ცივილიზაციაა).

მაგალითისთვის, ბაკ როჯერსი შეესაბამება პირველი ტიპის, პლანეტარულ ცივილიზაციას. Star Trek და “პლანეტების ფედერაცია” ესადაგება მეორე სისტემას. ხოლო “ვარსკვლავური ომების იმპერია” მესამე ტიპის ცივილიზაციის ნიმუშია.

რომელს ვესადაგებით ჩვენ, ამ სკალის მიხედვით? ჩვენ ვართ 0 ტიპის ცივილიზაცია. ჩვენ საერთოდ ვერ ვხვდებით ამ სისტემაში. ჩვენ ენერგიას არ ვიღებთ ვარსკვლავებიდან და გალაქტიკიდან, არამედ მკვდარი მცენარეებიდან – ნავთობისა და ქვანახშირისგან. თუმცა შეგვიძლია მიახლოებით გამოვთვალოთ, როდის მივაღწევთ პირველი ტიპის ცივილიზაციის მდგომარეობას – დაახლოებით 100 წელიწადში.

ყოველდღე, როცა ვკითხულობ გაზეთებს, ვრწმუნდები, ხომ თანდათანობით ხდება ჩვენი გადასვლა 0-დან I ტიპის ცივილიზაციამდე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში.

რა არის ევროკავშირი? ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კონკურენციას უწევს NAFTA-ს, ანუ აშშ-ს, კანადასა და მექსიკას. მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მოწმენი ვართ პირველი ტიპის ეკონომიკის დასაწყისისა. რა ენა იქნება წამყვანი პირველი ტიპის ეკონომიკაში? მსოფლიოს რომელ წერტილშიც გინდა ჩავიდე, როცა შეხება მაქვს წარჩინებულ პირებთან, დიალოგს ყოველთვის ვმართავთ ინგლისურ ენაზე. ინგლისური არის მათი მეორე სასაუბრო ენა. მომავალშიც ასე იქნება: ყველას ექნება საკუთარი, მშობლიური ენა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე ისაუბრებენ I ტიპის ენაზე, ანუ ინგლისურზე. ასევე იქნება I ტიპის კულტურა და I ტიპის პოლიტიკური სისტემა.

რა არის ინტერნეტი? ინტერნეტი ეს არის დასაწყისი I ტიპის სატელეფონო (საკომუნიკაციო) სისტემისა. ეს გარდამავალი პერიოდი, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ისტორიაში. მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამ მომენტში ბუნდოვანია, მოვახერხებთ თუ არა გადასვლას.

კოსმოსზე ჩატარებული დაკვირვებებიდან ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულება I, II ან III ტიპის ცივილიზაციის არსებობისა. მაგრამ მათემატიკურად თუ მივუდგებით, სამყაროში უნდა იყოს სამივე ტიპის ათასობით ცივილიზაციები. თუმცა მათ აღმოჩენას მაინც ვერ ვახერხებთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ არ გადავსულვართ 0 ტიპიდან I ტიპის ცივილიზაციაზე. ეს პერიოდი ყველაზე სახიფათო მომენტია დანარჩენ გადასვლებთან შედარებით. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ინტეგრაცია, ტოლერანტობა, მრავალფეროვანი კულტურა, მეორე მხრივ, სახეზეა მასიური განადგურების იარაღები, ბიოლოგიური იარაღები, ბირთვული იარაღები, ასევე საერთაშორისო ტერორიზმის ზრდა, რაც დამაბრკოლებელი საკითხებია წინსვლისას.

თუკი ოდესმე გვექნება გალაქტიკაში საფრენი ხომალდები და ვეწვევით სხვა სისტემებს, სავარაუდოდ აღმოვაჩენთ ისეთ პლანეტებს, სადაც რადიაციის ძალიან მაღალი დონე იქნება, ან რომელთა ატმოსფეროც ძალიან ცხელია სიცოცხლისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ მცხოვრები ცივილიზაცია ვერ გადავიდა 0-დან I ეტაპზე.

როცა II ეტაპის დონეზე ხარ, უკვდავი ხდები. იქიდან, რაც კი დღეს მეცნიერებისთვის არის ცნობილი, ვერაფერი გაანადგურებს მეორე ტიპის ცივილიზაციას. სუპერნოვასაც კი არ შეუძლია ეს. ისინი ან სხვა პლანეტაზე გადაინაცვლებენ, ან უბრალოდ შეაჩერებენ ამ დამანგრეველ პროცესებს.

III ტიპის ცივილიზაცია ხდება გალაქტიკური. მათ აქვთ უნარი, რომ თავად გალაქტიკის ბედი აკონტროლონ. სხვათაშორის, თუკი მესამე ტიპის ცივილიზაციის დონეზე ხარ, გალაქტიკის გამოსაკვლევად კაპიტან კერს ან რაიმე დანადგარებს კი არ აგზავნი, რომლებიც ერთი ვარსკვლავური სისტემიდან მეორეზე “იხტუნავებენ” – არა, მაშინ ხომ მილიონობით წლები დასჭირდება ‘ირმის ნახტომის’ გამოკვლევას. ეს ხდება ასე: შენ ქმნი რობოტს, რომელსაც აგზავნი მთვარეზე. შემდეგ იქ აიგება ქარხანა, სადაც ამ რობოტის მილიონობით კოპიო შეიქმნება, რომლებიც თავის მხრივ, სხვა “მთვარეებზე” გაფრინდებიან. ამის შემდეგ სადმე დაჯდომისას თითოეული კოპიო კიდევ ცალკე ქარხანას შექმნის. ერთი რობოტისგან მიიღებ მილიონ რობოტს, მილიონიდან – მილიონჯერ მილიონს და ა.შ. საბოლოოდ მივიღებთ სფეროს, რომელიც შედგება ტრილიონობით რობოტისგან და ფართოვდება სინათლის სიჩქარით. ისინი ეშვებიან სხვადასხვა “მთვარეებზე” და იცდიან, სანამ 0 ტიპის ცივილიზაცია გადავა I ეტაპზე.

ჩვენ ასეთი რამ ჯერ არ გვინახავს. ეს არის საფუძველი ფილმისა “2001: კოსმოსური ოდისეა”. ეს ფილმი ყველაზე კარგად გადმოსცემს 0 ტიპის ცივილიზაციის კავშირს მესამე ტიპთან. სტენლი კუბრიკს ფილმის დასაწყისში ჰქონდა ჩართული ინტერვიუები წამყვან ასტრონომებთან და მეცნიერებთან, რომლებიც ამბობდნენ იგივეს – გალაქტიკაზე დაკვირვების ყველაზე კარგი გზა არის გაუშვა რობოტი მთვარეზე და შემდეგ ქარხნის აშენება, სადაც შეიქმნება ახალი რობოტები და ისინი მოახდენენ სხვა “მთვარეების” კოლონიზებას. ბოლო მომენტში კუბრიკმა ამოჭრა ეს 5 წუთი და ფილმი გახდა სუპერმისტიური. მაგრამ როცა დააპირებთ ამ ფილმის ნახვას, დააკვირდით მონოლითს მთვარეზე, რომელიც შესაძლოა იყოს მესამე ტიპის ცივილიზაციის ჩავლის კვალი. ისინი ელოდებიან, როდის გადავალთ 0 ეტაპიდან I ტიპის ცივილიზაციაზე.

როდის გვექნება მთვარეზე ისეთი ბაზა, რომელიც შეძლებს ასეთი მონოლითის აღმოჩენას? სავარაუდოდ 100 წელიწადში. ასე რომ დღევანდელი თაობა და ჩვენი შვილიშვილები წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან თაობას, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უვლია. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს – გადავალთ 0-დან I ეტაპზე თუ გავანადგურებთ საკუთარ თავებს ჩვენი ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობის გამო?

დასასრული.

Advertisements

4 responses to “მიჩიო კაკუ – ცივილიზაციის ტიპები

  1. Pingback: მიჩიო კაკუ უცხოპლანეტელების შესახებ « ჩრდილოეთის ციალი

  2. Pingback: ინტერვიუ მიჩიო კაკუსთან « ჩრდილოეთის ციალი

  3. Pingback: უცხოპლანეტელები « ჩრდილოეთის ციალი

  4. datuna 14/08/2012, 2:20 PM

    მეოცნებე ადამიანის ტიპიური მაგალითია ეს მეცნიერი 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: