“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #4


გალაქტიკა NGC 4449. ასი ათასობით ლურჯი და წითელი ვარსკვლავის ერთობლიობა, რომელთა გროვა ფეიერვერკის მსგავს გამოსახულებას ქმნის.


ნისლეული IC 4406. პლანეტარული ნისლეული, რომელიც ცისარტყელას ფერებშია. სხვა მსგავსი ნისლეულების მსგავსად ისიც გამოირჩევა სიმეტრიით.


გალაქტიკა Messier 66. სპირალური გალაქტიკის უჩვეულო აგებულება: ასიმეტრიული სპირალური საცეცები და გადაადგილებული გული. ამის მიზეზი სავარაუდოდ გრავიტაციული ძალებია.


ნისლეული HD 44179. ასევე ცნობილი, როგორც წითელი მართკუთხა ნისლეული. ეს სახელი თავისი ფორმის გამო მიიღო. თუმცა ამ სურათზე გამოჩნდა, რომ ის უფრო X-ის ფორმისაა, რომელსაც აკრავს გავარვარებული აირის ხაზოვანი გროვები.


Cassiopeia A. სუპერნოვას აფეთქების შედეგად დარჩენილი ნაფლეთები, რომლებიც კასიოპეიას თანავარსკვლავედში მდებარეობს. ირმის ნახტომში ყველაზე ეს ყველაზე დიდი ნაშთია, რაც ვარსკვლავის აფეთქების შემდგომ დარჩა.


ტარანტულის ნისლეული. ეს ნისლეული 170 000 სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწიდან. სურათის ცენტრში ცხელი ვარსკვლავების კლასტერია სახელად R136. ეს ვარსკვლავები შედიან იმ უმსხვილესებში, რომლებიც დღესდღეობითაა ცნობილი.


გალაქტიკა NGC 4522. სპირალური გალაქტიკის ერთ-ერთი ცნობილი ვარიანტი, რომლის უმეტეს ნაწილს აირები შეადგენს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი მოძრაობის სიჩქარეა 10 მილიონი კმ/სთ.


კლასტერი Trumpler 16. კოლოსალური ვარსკვლავების წყვილი – WR 25 და Tr16-244. WR 25 ყველაზე ნათელი ვარსკვლავია სურათის ცენტრში. Tr16-244 კი მის მეზობლადაა, ზემოთ და მარცხნივ.


რეგიონი N11. ადგილი დიდ მაგელანურ ღრუბლებში, სადაც ვარსკვლავების ჩამოყალიბება ხდება. ახალგაზრდა ვარსკვლავებისა და აირის ღრუბლების გროვა ჩვენ მეზობელ გალაქტიკაში.


Pismis 24. ვარსკვლავების გროვა ნისლეულ NGC 6357-ის გულში. ნისლეულის ნაწილი იონიზებულია ახალგაზრდა ლურჯი ვარსკვლავებით.


გალაქტიკა NGC 5584. ჰაბლის სურათზე ულამაზესი სპირალური გალაქტიკა მოჩანს. მისი მეშვეობით სამყაროს გაფართოების ტემპის უფრო ზუსტი გამოთვლა მოხერხდა.


იუპიტერი. გიგანტური პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა გამოსახულება. ბნელი ლაქა ქვედა მარჯვენა მხარეს პლანეტის ატმოსფეროში შეჭრილი ასტეროიდის ან კომეტის ნამსხვრევებია.


ჰანის ობიექტი. უცნაური ობიექტი, რომელი გარს არტყავს 300 000 სინათლის წლის სიგრძეზე გალაქტიკა IC 2497-ს. ობიექტის გულიდან წამოსული სიმხურვალე მის ერთ ნაწილს მწვანედ ანათებს.


ჰელიქსის ნისლეული. ეს ობიექტი იმდენად მასიურია, რომ ორი ტელესკოპის გამოყენება გახდა საჭირო სურათის გადასაღებად. ის პლანეტარული ნისლეულია, აირების გროვა მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ.


ნისლეული NGC 2346. ეს ნისლეული მოიცავს უამრავ ვარსკვლავს, რომლებიც სიცოცხლის ბოლო სტადიაში არიან. მის ცენტრში ვარსკვლავების წყვილია, რომლებიც 16 დღიან ორბიტას შემოწერენ.


კვერცხის ნისლეული. ასევე ცნობილი, როგორც CRL2688, დაახლოებით 3000 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული.


გალაქტიკა NGC 4402. მის შემადგენლობაში არის მტვრისა და აირის გაღუნული და ამოზნექილი გროვები, რაც მაღალი ტემპერატურის მქონე აირების ძალების ზემოქმედების შედეგია.


გალაქტიკა NGC 1132. ეს არის უზარმაზარი გალაქტიკა, რომელიც წარმოადგენს წარსულში რამდენიმე გალაქტიკის გაერთიანების შედეგს. გარშემო არტყია ჯუჯა გალაქტიკები და სფერული კლასტერები.

_______________

წინა ნაწილები:

ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: