“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #2


წითელი ობობას ნისლეული. ამ პლანეტარულ ნისლეულში სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ვარსკვლავებია, ხოლო ვარსკვლავური ქარები ქმნიან ტალღებს, რომლებიც სიგრძეში 100 მილიარდ კმ-ს აღწევენ.


კარინას ნისლეული. სურათი, რომელიც ვარსკვლავების დაბადებაზე ახალ ცნობებს იძლევა. ამ პროცესში ვარსკვლავები ნაკუწებად აქცევენ გარშემო არსებულ ნივთიერებებს, რაც მორჩენილია იმ ღრუბლიდან, რომლისგანაც დაიბადნენ.


დიდი მაგელანური ღრუბელი. მეზობელი გალაქტიკის ფოტო, სადაც ვარსკვლავების ჩამოყალიბება ხდება. მასზე მოჩანს გავარვარებული აირები, ბნელი მტვრის ღრუბლები და ახალგაზრდა, ცხელი ვარსკვლავები.


კარინას ნისლეული. მტვრისა და აირის სვეტი, რომელიც 7500 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს კარინას ნისლეულის სამხრეთ ნაწილში. თავად სვეტი 3 სინათლის წლის სიგრძისაა. მის მახლობლად მდებარე ვარსკვლავები რადიაციითა და სწრაფი ქარებით ახდენენ მასზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ ახალი ვარსკვლავების დაბადებას.


კარინას ნისლეული. ნისლეულის აქამდე უცნობი, საინტერესო და მიმზიდველი მხარე. მის გადასაღებად ტელესკოპები 4 სხვადასხვა კუთხით მიმართეს, გამოიყენეს 6 სხვადასხვა ფერის ფილტრი. დედამიწიდან მას 8000 სინათლის წელი აშორებს. მასში შემავალი ვარსკვლავები მზეზე 10-ჯერ ცხელი და 100-ჯერ მძიმეა.


კონუსის ნისლეული. ეს ციური ობიექტი, რომელიც მეწამული ზღვიდან ამოსულ მხეცს ჰგავს, მტვრისა და აირების სვეტია. სახელი მისი ფორმის გამო ეწოდა. მისი სიმაღლე 23 მილიონჯერ აღემატება მანძილს დედამიწიდან მთვარემდე.


იუპიტერი. ბნელი ლაქის ახლო ხედი გიგანტურ პლანეტაზე. დაფიქსირდა 2009 წლის 23 ივლისს.


გაერთიანებული გალაქტიკები. გალაქტიკების წყვილის საოცარი სანახაობა, მათი ციური “თამაში” კატა-თაგვისას ჰგავს. 300 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ წყვილს “თაგვები” უწოდეს, რადგან აირებისა და ვარსკვლავების გროვა ფორმით კუდს მიაგავს.


ფრიალას გალაქტიკა. გიგანტური გალაქტიკა, რომელიც “დიდი სპირალური დიზაინის” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია. ვარსკვლავების ჩამოყალიბების სუპერგიგანტური რეგიონები საკმაოდ მკაფიოდ მოჩანს. ეს სურათი ყველაზე მკვეთრი და დეტალურად ამსახველია სპირალური გალაქტიკისა მათ შორის, რაც კი ტელესკოპ “ჰაბლით” გადაღებულა.


მორევის გალაქტიკა. სპირალური გალაქტიკის კიდევ ერთი საოცარი სტრუქტურა, მისი ხვეული საცეცები, მოყვითალო გული, ახალგაზრდა (გარეთ) და ძველი (გულში) ვარსკვლავები.


ტურბულენტური აირების ქარიშხალი. გავარვარებული წყალბადის, ჟანგბადისა და გოგირდის აირების გროვა აბობოქრებულ ოკეანესავით ღელავს. მისი სიგრძე უხეშად 3 სინათლის წელიწადის ზომისაა.


კოსმოსური მტვრის ბორცვები. ეს სურათი აჩვენებს მტვრის ხაზებსა და ვარსკვლავების გროვებს, რაც დასტურია იმისა, რომ გალაქტიკა NGC 1316 შეიქმნა ორი სხვა დიდი გალაქტიკის შეჯახებით.


გალაქტიკა M74. სურათზე მოჩანს ნათელი მოვარდისფრო რეგიონები სპირალური საცეცების სიახლოვეს. ეს საცეცები არის უზარმაზარი, შედარებით ხანმოკლე სიცოცხლის მქონე წყალბადის აირის გროვები, რომლებიც რადიაციის გამო ხურდებიან და ანათებენ. მოვარდისფრო რეგიონები კი იონიზებული წყალბადის (წყალბადი, რომელმაც ელექტრონები დაკარგა) გროვაა.


V838 Mon. ვარსკვლავ V838 Mon-ის (ან V838 Monocerotis) ფოტო, რომელიც მის გარშემო მტვრის გროვებს აფიქსირებს.


ნისლეული NGC 2080. მეორენაირად “მოჩვენების თავის ნისლეული” ჰქვია. ის წარმოადგენს ვარსკვლავების დაბადების რეგიონთა ჯაჭვს და დიდ მაგელანურ ღრუბლებში მდებარეობს. ორი განათებული არე, A1 და A2, ძალიან ცხელია, შეიცავენ წყალბადსა და ჟანგბადს. გამომდინარე იქიდან, რომ აირის ღრუბლებზე ჯერ არ უმოქმედია მნიშვნელოვნად ახლომდებარე ვარსკვლავების რადიაციას, ისინი ბოლო 10 000 წლის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბებულიყო.


გალაქტიკა NGC 6217. სპირალური გალაქტიკა 6 მილიონი სინათლის წელიწადის სიგრძეზეა გაშლილი. “ჰაბლმა” ფოტოები გადაუღო 2009 წლის 13 ივნისსა და 8 ივლისს.


გალაქტიკა NGC 7049. ვარსკვლავების სფერული გროვები მის გარშემო მოკაშკაშე წერტილებად ჩანს. ასტრონომები ამ გალაქტიკის შესწავლით ვარსკვლავების ევოლუციის შესახებ უფრო მეტს იგებენ.


სტეფანის ოთხეული. გალაქტიკების გაერთიანებაში მოჩანს ვარსკვლავების მრავალფეროვანი ნაირსახეობა, დაწყებული ახალგაზრდა ლურჯი ვარსკვლავებიდან დამთავრებული ხნიერი წითელი ვარსკვლავებით.


გალაქტიკა UGC 10214. ეს გალაქტიკა სხვებისგან ფორმით განსხვავდება – მას ვარსკვლავების გროვისგან შემდგარი კუდის მსგავსი გამონაზარდი აქვს, რომელიც 280 000 სინათლის წელიწადის სიგრძეზეა გაჭიმული.


მტვრის ღრუბლები. მტვრისა და აირის გროვები, რომლებიც ჩვენს გალაქტიკაში, ირმის ნახტომში მდებარეობს. ის შედგება ელემენტებისგან, რომლებიც აყალიბებენ ვარსკვლავებს გალაქტიკებში და ზოგადად, მთელ სამყაროში.

____________

წინა ნაწილი

Advertisements

One response to ““ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #2

  1. ილიასბლოგი 23/11/2011, 1:06 AM

    ვფიქრობ სამოთხე ეს უნდა იყოს,ვარსკვლავები კი მართლა ხალხია

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: