კაილაში – ადამიანთაგან შეურყვნელი მთა

კაილაშის მთა ტიბეტში მდებარეობს და ჰიმალაის მთათა სისტემას ეკუთვნის. ეს იდუმალი და ულამაზესი მთა იმითაა გამორჩეული, რომ მასზე არცერთ მთამსვლელს ფეხი არ დაუდგამს.

კაილაშის მთა აზიის ოთხი გრძელი მდინარის სათავესთან მდებარეობს: ინდუსის, სუტლეის, კარნალისა და ბრაჰმაპუტრას. მთასთან ახლოს ორი ტბაა: მანასაროვარი და რაკშასტალი.

მთის სიმაღლეა 6638 მეტრი. სიტყვა “კაილაშა” (कैलाश पर्वत) სანსკრიტზე ბროლს ნიშნავს. მსოფლიოში სწორედ ამ სახელითაა გავრცელებული. ადგილობრივი ტიბეტელები კი მას “განგს რიპოჩეს” ეძახიან, რაც თოვლის ძვირფას თვლებს ნიშნავს. ტიბეტელი ბუდისტი ბერები კი “კანგრი რიპოჩეს”, რაც ითარგმნება როგორც თოვლის ძვირფასი მთა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს მთა დაუპყრობელია. მიზეზი ისაა, რომ ის წმინდა ადგილად ითვლება 4 რელიგიაში – ბუდიზმში, ინდუიზმში, ჯაინიზმში და ბონში. შესაბამისად, ამ რელიგიის წარმომადგენლები არავის აძლევენ მთის დალაშქვრის უფლებას, რადგან მათი რელიგიური გრძნობები შეილახება. იგივე მიზეზის გამო ჩინეთმა და გაერომ ვეტო დაადეს და ალპინისტებისთვის კაილაში დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება.

ინდუიზმი – დემონებისა და უარყოფითი ემოციების გამანადგურებელი ღმერთი შივა კაილაშის მწერვალზე ცხოვრობს თავის ცოლთან, პარვატისთან ერთად, რომელიც ჰიმალაის მთების შვილია. ორივენი მუდმივ მედიტაციაში იმყოფებიან და თუ ვინმე იქ მისვლას გაბედავს, ქვეყანას საშინელი რისხვა დაატყდება თავს.

ინდუიზმის წმინდა წიგნის, ვიშნუ პურანას მიხედვით, კაილაშის მთა დედამიწის ცენტრია, მისი ოთხი მხარე კი აგებულია ბროლისგან, ლალისგან, ოქროსგან და ლაპის ლაზურისგან (მოლურჯო-მოცისფრო ძვირფასი ქვა). ის გარშემორტყმულია 6 მთით, რაც სიმბოლურად ლოტოსის ყვავილთან ასოცირდება. კაილაშიდან ჩამომავალი 4 მდინარე კი 4 მეოთხედად ჰყოფს დედამიწას. მთაზე მდებარეობს უმნიშვნელოვანესი ინდუისტური ნაგებობა კაილაშის ტაძარი. ლეგენდის მიხედვით, შივას მცველს, რავანას, დედა ავად გაუხდა და სიარული არ შეეძლო. რავანამ ტაძარი მოიკიდა ზურგზე და მთაზე აიტანა, დედასთან. მისი სიმამაცითა და ნებისყოფით განცვიფრებულმა შივამ ის დალოცა და უკვდავება უბოძა.

ბუდიზმი – ტანტრულ ბუდიზმში კაილაში არის ბუდა-დემჩოგის სახლი. დემჩოგი მუდმივი ნეტარების სიმბოლოა. როგორც ამბობენ, ყველაზე ცნობილი ბუდისტი იოგი და პოეტი მილარეპა (მე-11-12 საუკუნეები) ტიბეტში ჩავიდა, რათა მის კოლეგას ბონის რელიგიაში, ნარო ბონ-ჩუნს შეჯიბრებოდა მაგიაში. ორთაბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ უპირატესობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ვინც მთის მწვერვალს პირველი მიაღწევდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. ნარო ბონ-ჩუნი შეჯდა ჯადოსნურ დრამზე (საკრავზე) და გაფრინდა. მილარეპამ კი მედიტაცია განაგრძო. ის-ის იყო, ბონ-ჩუნი მწვერვალს აღწევდა, რომ უცებ მილარეპა წამოხტა, მზის სხივს გაჰყვა და დაასწრო ასვლა.

ბონი – ბონის რელიგიაში ითვლება რომ ეს მთა და ზოგადად მიმდებარე რეგიონი არის მსოფლიო სპირიტუალური ძალების თავმოყრის ადგილი.

ჯაინიზმი – ჯაინისტები მას “აშტაპადას” (8 საფეხური) უწოდებენ. ამ მთის მწერვალზე ნირვანას მდგომარეობას მიაღწია ბრძენმა რიშაბჰამ, მათი რელიგიის დამაარსებელმა.

Advertisements

One response to “კაილაში – ადამიანთაგან შეურყვნელი მთა

  1. tikogvadzabia 06/07/2012, 12:08 AM

    მაინტერესებს კაილაშის მთა მართლა მთაა ,თუ უბრალოდ პირამიდაა,რომელიც დროთა განმავლობაში მთას დაემსგავსა..ექსპედიციამ აღმოაჩინა ასეთი საფეხუროვანი პირამიდები ტიბეტში…და თუ გაქვთ ინფორმაცია მისი ძალის შესახებ..გამიგია რომ გარკვეული ძალა აქვს ამ მთას და არსებობს ვარაუდი რომ ჰიტლერმა საკუთარი მიზნების გამო გააგზავნა ტიბეტში მთის გამოსაკვლევად ექსპედიცია .თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია დადეთ .გმადლობთ.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: