
ეს გასაოცარი ადგილები დედამიწაზე მეტად მარსს, ნეპტუნს, პლუტონსა და მსგავს ციურ სხეულებს უფრო შეესაბამება. ისინი გაბნეულია პლანეტის სხვადასხვა წერტილებში და წარმოადგენენ იშვიათ და უჩვეულო პეიზაჟებს – თეთრი უდაბნო ეგვიპტეში, მონუმენტის ხეობა აშშ-ში, შოკოლადის ბორცვები ფილიპინებში და ა.შ.
ჭდე: ლანდშაფტი
პეიზაჟები წიგნებისგან

წიგნებში აღწერილი ლამაზი ბუნება არც ისე იშვიათია, ამით ლიტერატურა საკმაოდ მდიდარია. თუმცა წიგნებისგან შექმნილი პეიზაჟები კი იშვიათიცაა და უცნაურიც 🙂
10 არამიწიერი ლანდშაფტი დედამიწაზე

კოსმოსის კვლევის ადრეულ ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ადამიანები მალე ეწვეოდნენ პლუტონს და მთვარეზე რამდენიმე კვირით გამგზავრება ჩვეულებრივი მოვლენა გახდებოდა. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები აღწერდნენ ვენერასა და მარსზე მდებარე სოფლებს, კონტაქტებს არამიწიერ ცივილიზაციებთან. ნახევარი საუკუნის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პროგნოზები არ გამართლდა: ვარსკვლავური სამყაროს ნაცვლად ადამიანებმა ვირტუალურში გადაინაცვლეს. თუმცა ამით არ იწურება იმის იმედი, რომ ადამიანებს უცხოპლანეტური გარემოს ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ. ჟურნალმა “ფორბსმა” შეკრიბა 10 ყველაზე გასაოცარი ადგილი დედამიწაზე, რომლებიც ძნელია დაიჯერო, რომ ნამდვილად დედამიწაზე არსებობენ. სიაში შეგხვდებათ გოგირდის მდუღარე ტბები, მუდმივი წვიმის პლატოები, ყველაზე მშრალი ხეობა და სხვა უნიკალური ადგილები.