პეიზაჟები წიგნებისგან


წიგნებში აღწერილი ლამაზი ბუნება არც ისე იშვიათია, ამით ლიტერატურა საკმაოდ მდიდარია. თუმცა წიგნებისგან შექმნილი პეიზაჟები კი იშვიათიცაა და უცნაურიც 🙂

 


ბოლო 30 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ მხატვარ გაი ლამარს უმუშავია სცენარისტად, რეჟისორად, კომპოზიტორად, შექმნილი აქვს მუსიკალური ინსტრუმენტები, იყო მომღერალი, მოქანდაკე, მხატვარი და მწერალი.

 


მის სკულპტურულ ნამუშევრებში არის წიგნებში ამოკვეთილი ლანდშაფტებისა და შენობების ორი სერია, რომლებსაც “ბიბლიოსი” და “დიდი კედელი” უწოდა.

 


ძველი წიგნების სქელი ფურცლები ნელა და დაკვირვებით იჭრება, რის შედეგადაც ფურცლებზე ჩნდება სხვადასხვა სახის ლანდშაფტები – მთები, დაბლობები და უძველესი შენობები.

 


თავად მხატვარი ამბობს: “წიგნის ფურცლებიდან მე ვჭრი ბუნებას და ვხატავ რომანტიკულ პეიზაჟებს”.

 


“გამოუყენებელი ცოდნის მთები ისევ გარდაიქმნებიან იმად, რაც თავიდან იყვნენ – მთებად.”

 


“შემდეგ ნელ-ნელა იშლებიან და გარდაიქმნებიან გორაკებად.”

 


“შემდეგ დაბლდებიან და იქცევიან მინდვრებად.”

 


“ვადაგასული ენციკლოპედიები ისევ იძენენ ახალ დანიშნულებას და სარგებლიანი ხდებიან.”

 


“ნისლი და ღრუბლები შლიან ყველაფერს, რაც ჩვენ ვიცით, ყველაფერს, რაზეც ოდესმე გვიფიქრია.”

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

10 responses to “პეიზაჟები წიგნებისგან

  1. Luka Floyd 13/01/2012, 6:10 PM

    გამოვშტერდი O_o

    Like

  2. nancygaladriel 14/01/2012, 1:09 AM

    ძალიან მაგარია ❤

    Like

  3. Chiamaria 14/01/2012, 12:41 PM

    რამდენი წიგნი მოსპო ეხლა ამან 😐

    Like

    • Charlius 14/01/2012, 3:46 PM

      მეც ეგ ვიფიქრე, პირველად რო ვნახე 😀 მარა როგორც მივხვდი, ძირითადად ძველ წიგნებს იყენებს

      Like

    • Luka Floyd 14/01/2012, 9:11 PM

      რაც არ უნდა მოესპო რამე ძვირადღირებული და რამე ეგეთი არ იქნებოდა 😀

      Like

  4. timetobeyourself 16/01/2012, 2:07 AM

    რა მაგარიააა…. გამოვშტერდიო… ჯერ ამის მოფიქრება არ გინდ?!…… ხელოვნების ნიმუშია რა

    Like

  5. cucqira 16/01/2012, 10:03 PM

    აი მაროშკინამ რო წიგნი დაწერა მაგ სტილის წინგენბი იქნებოდა დამშვიდდით 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: