არამიწიერი პეიზაჟები დედამიწაზე


ეს გასაოცარი ადგილები დედამიწაზე მეტად მარსს, ნეპტუნს, პლუტონსა და მსგავს ციურ სხეულებს უფრო შეესაბამება. ისინი გაბნეულია პლანეტის სხვადასხვა წერტილებში და წარმოადგენენ იშვიათ და უჩვეულო პეიზაჟებს – თეთრი უდაბნო ეგვიპტეში, მონუმენტის ხეობა აშშ-ში, შოკოლადის ბორცვები ფილიპინებში და ა.შ.


 


ქვის ფორმირებები გორემის ხეობაში, კაპადოკია, თურქეთი. აქ გვხვდება კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომლებიც რომის იმპერიის დროინდელია.


სალარ-დე-უიუნი მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბაა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ბოლივიაში, ანდების დაბოლოებასთან მდებარეობს.


გეიზერის ცხელი წყაროები შავი კლდის უდაბნოში, ნევადის შტატი, აშშ.


თეთრი უდაბნო ეგვიპტეში, აქ გვხვდება კირქვის მასიური ფორმირებები, რომლებიც მშრალი ცხელი ქარებისგან (სამუმი) ჩამოყალიბდნენ.


პარიას კანიონი-წითელი კლდეები ჩრდილოეთ არიზონასა და სამხრეთ იუტაში, ეს რეგიონი შედგება ღრმა კანიონებისა და რამდენიმე კმ სიგრძის ქვის სვეტებისგან.


ქვის ფორმირებები კაპადოკიაში, ცენტრალურ თურქეთში.


რიშატის სტრუქტურა (ასევე ცნობილია, როგორც „საჰარის თვალი”) – რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც მავრიტანიაში მდებარეობს.


შოკოლადის ბორცვები ბოჰოლის კუნძულზე, ფილიპინებში. ეს უცნაური სახელი რეგიონმა იმიტომ მიიღო, რომ ბუნებრივად წარმოქმნილი 1800-მდე გორაკი მშრალ სეზონში შოკოლადისფერი ბალახითაა დაფარული.


საბურავების ნაკვალევი სალარ-დე-უიუნის მარილიან ველზე ბოლივიაში.


პარიას კანიონი – უკაცრიელი ადგილი აშშ-ში.


მზის ამოსვლა მონუმენტის ხეობაში, იუტას შტატი, აშშ.


ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკი ნამიბიაში, რომელიც მოიცავს ნამიბიის უდაბნოს (მიიჩნევა პლანეტის უძველეს უდაბნოდ) და ნაუკლუფტის მთიან რეგიონს.


სტროკურის გეიზერი ჰაუკადალურში, ისლანდია. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეიზერია და ყოველ 4-8 წუთში იფრქვევა.


ლამაზი ჰორიზონტი სამხრეთ ჯორჯიის კუნძულის თავზე, ანტარქტიდა.


უდაბნო და ქვიშის დიუნები ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნულ პარკში, ნამიბია.


გეიზერები იფრქვევიან შავი კლდის უდაბნოში, ნევადა, აშშ.


ალვორდის უდაბნოს დახეთქილი ზედაპირი, ორეგონი, აშშ.


არც ისე სტუმართმოყვარე ტერიტორია ტურკანას ტბის სამხრეთ სანაპიროზე, კენია. აქ მდებარეობს ტელეკის ვულკანი, რომლიდანაც ლავა ბოლოს 130 წლის წინ ამოიფრქვა.


მარილიანი წყლები ქმნიან ყავისფერ დინებას მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე.


რიშატის სტრუქტურა მავრიტანიაში. თავიდან მიიჩნეოდა, რომ ეს იყო მეტეორიტის დაცემის ადგილი, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ვულკანური ამობურცულობა ყოფილა, საიდანაც ლავა არასდროს ამოიფრქვა და დროთა განმავლობაში ეროზიისგან დადაბლდა.


ყინულის გროვები ანტარქტიდაზე.


დრაკონის სისხლის ხეები ჰომილის პლატოზე, კუნძული სოკოტრა, იემენი. ეს სახელი მცენარემ მიიღო წითელი წვენის გამო, რომელსაც დროდადრო გამოყოფს ხოლმე.


შავი კლდის უდაბნო, ნევადა, აშშ


მკვდარი ზღვის სანაპირო ეინ-გედის ოაზისთან, ისრაელი. სანაპიროზე გაჩენილი ხვრელების მიზეზია მიწისქვეშა წყლები, რომლებიც ზღვის ფსკერზე მდებარე მარილის მარაგებს ხსნიან.


ალვორდის უდაბნო, ორეგონის შტატი, აშშ.
 
 
მსგავსი პოსტი – 10 არამიწიერი ლანდშაფტი დედამიწაზე

Advertisements

7 responses to “არამიწიერი პეიზაჟები დედამიწაზე

  1. karamelka 22/04/2012, 8:36 PM

    რა მაგარია! ულამაზესი ადგილებია

    Like

  2. vincentfarrellartist 24/04/2012, 5:37 AM

    amazing photos!!!!where is this place?it looks so beautiful!

    Like

  3. michael 24/04/2012, 2:12 PM

    დრაკონის სისხლის ხეები ყველაზე უცხოპლანეტურად გამოიყურება, ძალიან მაგარია.

    Like

  4. contact 28/04/2012, 12:37 PM

    zalian kargi fotoebia momewona

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: