საბჭოთა კავშირის 10 უდიდესი საიდუმლო


● იმ დროის უდიდესი ბირთვული კატასტროფა.
თუკი ისტორიის ყველაზე საშინელ ბირთვულ კატასტროფაზე ჩამოვარდება საუბარი, პირველად ალბათ ჩერნობილი და ფუკუშიმა გაგახსენდებათ. მცირეოდენმა თუ იცის 1957 წლის კიშტიმის ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოზიორსკში, ჩელიაბინსკის ოლქში მოხდა, რუსეთის სამხრეთ ნაწილში. ჩერნობილის მსგავსად ამ კატასტროფის მიზეზიც არასწორი გადაწყვეტილებები იყო, კონკრეტულად კი უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა. 6-ვე რეაქტორი განლაგებული იყო ყიზილტაშის ტბის სიახლოვეს, გამაგრილებელი სისტემა კი რადიაციით დაბინძურებულ წყალს პირდაპირ ტბაში უშვებდა. მაღალი რადიაციის მქონე ნარჩენები საბოლოოდ მდინარე ობში ხვდებოდა, იქიდან კი – ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში. 1953 წელს დაამატეს თხევადი ნარჩენების შესანახი მოწყობილობა, რომელიც შედგებოდა 8 მ სიღრმეში ბეტონში ჩაშენებული ფოლადის ცისტერნებისგან. რადიოაქტიურობის მაღალი დონის გამო ნარჩენები ხურდებოდა, რის აღმოსაფხვრელადაც გამაგრილებელი სისტემები დააყენეს. 1957 წელს ერთ-ერთი ცისტერნის გამაგრილებელი სისტემა, რომელიც 70-80 ტონა სითხეს მოიცავდა, წყობიდან გამოვიდა და შეკეთება შეუძლებელი გახდა, ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ მიგდების გამო ტემპერატურამ 350 გრადუსამდე აიწია და მოხდა 70-100 ტონა ტროტილის ექვივალენტი ქიმიური აფეთქება, რამაც 160 ტონიანი ბეტონის სახურავი მიწისქვეშეთიდან ჰაერში აისროლა. რადიოაქტიური ნალექები 20 000 კვ. კმ-ზე გავრცელდა, აფეთქებიდან 10-11 საათის შემდეგ რადიოაქტიურმა ღრუბელმა 350 კმ-ით გადაინაცვლა ჩრდილოეთით. რადიოაქტიური გამოსხივება დაახლოებით 270 000 ადამიანს მიწვდა, ევაკუაციისას კი 11 000 ადამიანს გაუნადგურდა საცხოვრებელი. მხოლოდ 1976 წელს ეცნობა დასავლეთს ეს ამბავი საბჭოთა ემიგრანტის ჟორეს მედვედევის მიერ, ხოლო დეტალები საქვეყნოდ ცნობილი გახდა 1989 წელს, ჩერნობილის მოვლენიდან 3 წლის შემდგომ.

განაგრძე კითხვა

მღვდელი, რომელმაც უმწეო ბავშვის გადარჩენით მსოფლიო ისტორია შეცვალა


ქმედება, რომელიც ერთი შეხედვით ფრიად კეთილშობილურია, შესაძლოა, კაცობრიობის ისტორიაში მოწყალების ყველაზე ცუდი მაგალითი იყოს. გერმანული არქივებიდან სააშკარაოზე გამოიტანეს ძველი გაზეთები, რომლებიც გვაუწყებენ, რომ ერთხელ 4 წლის ბიჭუნა დახრჩობას გადაარჩინეს. ერთი შეხედვით, ამაში გასაოცარი არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისტორიკოსების თქმით, ეს ბიჭი ადოლფ ჰიტლერი იყო.

განაგრძე კითხვა

ცნობილი ფოტოები და მათი ისტორიები (+18)

ლანჩის დრო ცათამბჯენზე. შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც 11 მუშა როკფელერის ცენტრში, ნიუ-იორკის ცათამბჯენის 69-ე სართულის დირეზე ზის და ლანჩს მიირთმევს. ფოტო გადაღებულია 1932 წლის 29 სექტემბერს, მშენებლობის ბოლო თვეში. 2 ოქტომბერს დაიბეჭდა ყოველდღიურ გაზეთში “New York Herald Tribune”. ფოტოგრაფის, ჩარლზ ებეტსის აღიარება მხოლოდ 2003 წელს მოხდა, მანამდე კი ფოტოს ავტორი უცნობად რჩებოდა.

განაგრძე კითხვა