წამების უსაშინლესი მეთოდები შუა საუკუნეების პერიოდში


მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მრავალი სასარგებლო რამ გამოიგონა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის დასაცავად, ისტორიაში შავი წერტილებიც მრავლადაა. შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდებით წამება აქტიურად გამოიყენებოდა კრიმინალთა და არასასურველ ადამიანთა დასასჯელად თუ გამოძიებისთვის, მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ძალაუფლებას და ნერგავდნენ შიშს რიგით მოკვდავებში. მიუხედავად იმისა, რამდენად ამაზრზენი და ბარბაროსული ჩანს ისინი დღევანდელი გადმოსახედიდან, ერთ დროს ამ მეთოდების გამოყენება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მის მარწუხებში შეიძლებოდა, უბრალოდ განსხვავებული აზრის ქონის გამო აღმოჩენილიყავით.


 


თავის მსრესავი
ნიკაპი მაგიდას ეყრდნობოდა, თავის ქალა კი გუმბათოვან სახურავში თავსდებოდა. ჯალათი ხრახნის ტრიალს იწყებდა, რაც სახურავს სწევდა ქვემოთ. ჯერ კბილები იმსხვრეოდა და ღრძილები სკდებოდა, შემდეგ ყბა ნაქუცდებოდა, ბოლოს თვალები ვარდებოდა ბუდიდან, რასაც ტვინის ყურებიდან გადმოჟონვა აგვირგვინებდა. თავის მსრესავის ზოგიერთ ვერსიას სპეციალური სათავსოც კი ჰქონდა, რომელიც გადმოცვენილ თვალებს იჭერდა. საწყის პერიოდში ამ მოწყობილობის გამოყენებისას წამების პერიოდი უფრო ხანგრძლივი იყო – ჯალათი ხრახნს ზემოთ ასწევდა ხოლმე, ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ ქვემოთ სწევდა. ყოველ მოჭერაზე საბრალო მსხვერპლს მთელ სხეულში ტკივილის საშინელი ტალღა უვლიდა.

 


კატის თათი
მართალია, ყოველთვის სიკვდილს არ იწვევდა, მაგრამ არანაკლები ტკივილის მოყენება შეეძლო. კატის თათს ზოგჯერ სპეციალურ სახელურს უკეთებდნენ, არსებობდა მისი სხვადასხვა ვერსია ზომისა და გარეგნობის მიხედვით, რაც ჯალათის ხელის ფორმაზე იყო დამოკიდებული. მორგების შემდეგ იწყებოდა დამნაშავის სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან ქსოვილების მოგლეჯა, გაპობა, ჭრილობის მიყენება და დასახიჩრება. კატის თათის ბასრი კბილანები ძვლამდე აღწევდნენ და მსხვერპლს არაადამიანურ ტკივილს აყენებდნენ.

 


მუხლების მხლეჩავი
მოქმედების პრინციპი სახელიდანაც გასაგებია. მოწყობილობა იყო ხის და მოიცავდა ორ ნაჭერს, რომლებიც კბილანებით იყვნენ აღჭურვილნი. მსხვერპლის ფეხებს მათ შორის ათავსებდნენ, ისე რომ კბილანები წინიდან და უკნიდან მუხლებს შეხებოდა. ამის შემდეგ იწყებოდა ხრახნების ტრიალი. ხრახნები ხის ნაჭრებში იყო გაყრილი და კბილანები ერთმანეთისკენ მიიწევდნენ, სანამ არ შეეხებოდნენ. ამის შედეგად, ფეხების ნაწილი მუხლს ქვემოთ სრულიად უსარგებლო ხდებოდა. ხანდახან იყენებდნენ სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც, მაგალითად მკლავებისთვის. მუხლების მხლეჩავი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ინკვიზიტორებში.

 


მენაგვის ქალიშვილი
ეს მოწყობილობა გამოიგონა ლონდონის თაუერის ლეიტენანტმა სერ უილიამ სკევინგტონმა ჰენრი VIII-ის მეფობის პერიოდში. მისი მეშვეობით სხეულის შეკუმშვას ახდენდნენ. ზედა ნაწილში თავსა და ხელებს უყრიდნენ, ქვედაში – ფეხებს. წამების დაწყებისთანავე მსხვერპლს ეწყებოდა კუნთოვანი და შინაგანი ორგანოების ქსოვილების კრუნჩხვა. ამის შემდეგ იწყებოდა სისხლდენები ცხვირიდან და ყურებიდან. თუკი ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა, მიღებული შოკისგან სრული აშლილობა ემართებოდა.

 


იუდას სკამი/იუდას აკვანი
ბრალდებულს აშიშვლებდნენ და პირამიდის ფორმის მოწყობილობაზე ზემოდან სვამდნენ, საჯდომით ან ვაგინით წვეტზე. არის ვარაუდი, რომ ზოგჯერ ამ დროს ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ, რაც სხეულის ქვემოთ მოქაჩვას იწვევდა, წვეტი კი ღრმად შედიოდა ტანში და თანდათან შუაზე ყოფდა სხეულს. თუმცა ამის გარეშეც საკმაოდ ზიანდებოდა კანი, კუნთები, კიდურები და ძვლები, გადარჩენის შანსი მინიმალური იყო და ამ შემთხვევაშიც ფსიქიკური აშლილობა გარდაუვალი გახლდათ. გამომძიებელთა გემოვნების მიხედვით, ჯალათს შეიძლებოდა მსხვერპლი ექანავებინა კიდეც, რომ მეტად დატანჯულიყო.

 


ესპანური ვირი/ხის ცხენი
წამების ეს მეთოდი არამარტო ევროპაში, არამედ ცამეტი კოლონიის პერიოდის ამერიკაშიც (XVIII ს) გამოიყენებოდა. ის წარმოადგენდა სამკუთხა ფორმის ხის გრძელ ნაჭერს, რომელსაც ზედა მხარეს ბასრი კუთხე ჰქონდა. შიშველ მსხვერპლს მასზე სვამდნენ და ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ. აგონიის დადგომის მომენტი დამოკიდებული იყო იმაზე, ჯალათი რამდენად მძიმე ნაჭრებს შეაბამდა. წყაროები გვიამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში წონის გადაჭარბების გამო ბრალდებულის სხეული შუაზე იპობოდა.

 


მგუდავი მსხალი
ეს ინსტრუმენტი შედგებოდა წაწვეტებული რკინის ნაჭრისა და მასზე მიმაგრებული ფოთლის ფორმის სეგმენტებისგან. მას ძალის გამოყენებით ათავსებდნენ პირში, უკანალში ან საშოში, შემდეგ კი ნელ-ნელა გახსნა იწყებოდა. ცხადია, ეს პროცედურა საშინლად აუტანელი და გაუსაძლისი იყო. დასჯის მეთოდი დამოკიდებული იყო ბრალდებულის დანაშაულზე – ჰომოსექსუალებს ანუსში უკეთებდნენ, ღვთისმგმობელებსა და მატყუარებს – პირში, მსუბუქი ყოფაქცევის ან დემონებთან სექსუალური კონტაქტის დამამყარებელ ქალებს – საშოში. მგუდავი მსხალი იწვევდა საშინელ დასახიჩრებებს და უმეტესად სიკვდილით მთავრდებოდა.

 


ტყვიის მშხეფავი
ეს ინსტრუმენტი წარმოადგენდა გრძელი სახულურის ბოლოში მიმაგრებულ სფეროს, რომელსაც შიგნით სათავსო ჰქონდა. სფერო ორი ნაწილისგან შედგებოდა და მათი გაცალკევება შესაძლებელი იყო. წამების დაწყებამდე სფერო ივსებოდა გამდნარი მეტალით, ადუღებული ზეთით, მდუღარე წყლით ან გუდრონით. სფეროს მეორე ნაწილს ნახვრეტები ჰქონდა, ამიტომ დაბმული მსხვერპლის სხეულის ზემოდან გადატარებისას სითხე იღვრებოდა და უკიდურესად ცხელი მასა საბრალო ადამიანებს ესხმებოდათ.

 


მკერდის მჭრელი
გამოიყენებოდა როგორც სადამსჯელო ღონისძიებებში, ასევე დაკითხვისას. დასჯისას მას ახურებდნენ და ქალებს (ძირითადად დაუქორწინებლებს) მკერდზე ადებდნენ, რომ ნიშანი (დამღა) დასდებოდათ. ინკვიზიციის ეპოქაში მას შერცხვენილი ქალებისთვის იყენებდნენ, ისეთებისთვის, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ მწვალებლობაში, ღვთის გმობაში, სიშვა-მრუშობაში, აბორტში, მაგიაში და ა.შ. ზოგჯერ კი მოწყობილობის რკინის კლანჭებით იქამდე უსერავდნენ მკერდს, სანამ რბილ სისხლიან მასად არ იქცეოდა. არსებობდა მკერდის მჭრელის სხვა ვარიანტიც, რომელსაც „ობობას” ეძახდნენ. ამ შემთხვევაში, რკინის მარწუხებს მკერდზე უჭერდნენ და აქეთ-იქით წევდნენ, სანამ მკერდის ორივე ნაწილი სხეულს არ მოწყდებოდა.

 


ნიანგის მაკრატელი
ეს საწამებელი ინსტრუმენტი გვიან შუა საუკუნეების ევროპაში გამოიყენებოდა და განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც შეეცდებოდა მეფის მოკვლას ან მოახერებდა კიდეც ამას. მაკრატელი რკინისგან იყო დამზადებული და მარწუხის პრინციპით მოქმედებდა, მაგრამ ჩვეულებრივი პირების ნაცვლად მას ჰქონდა ნახევრად ცილინდრული ფორმის ღეროები, რომლებიც კბილანებით ან წვეტებით იყვნენ აღჭურვილი. გახურების შემდეგ მას სასქესო ორგანოზე მოსდებდნენ და ცოტა ხნის შემდეგ გაჭიმვის მეთოდით აგლეჯდნენ. ზოგჯერ სასქესო ორგანოების მაგივრად თითებს აცლიდნენ, ზოგჯერ – ორივეს ერთად.

 


ჭირვეულის ლაგამი
ეს იარაღი პოპულარული იყო 1500-იანი წლების ინგლისსა და შოტლანდიაში, თუმცა მე-19 საუკუნემდე გვხვდება. ამ ნიღაბს იმ ქალებს უკეთებდნენ, რომლებიც სახელგანთქმულნი იყვნენ ჭორაობითა და ტყუილებით. თავად ნიღაბი ზოგჯერ ტკივილს არ აყენებდა მის მფლობელს, მხოლოდ გარკვეულ მოძრაობებში ზღუდავდა მას – ჰქონდა კბილანებიანი რკინის გამოზანარდი, რომელიც პირში თავსდებოდა და ენას აკავებდა. პატარა ღერო მხოლოდ დისკომფორტის მომტანი იყო, დიდი კი ენას სერავდა და მუდმივ სისხლდენას იწვევდა. ამ ინსტრუმენტის ზოგიერთ სახეობას დამატებით გრძელი ღეროც ჰქონდა, რომელიც ყელს აღიზიანებდა. ნიღაბს ზოგჯერ ცხოველის თავის ფორმა ჰქონდა, რაც დამნაშავის ქმედებასთან ასოცირდებოდა (მაგალითად, ვირი უჭკუობას აღნიშნავდა). თუკი ფიქრობთ, რომ ეს მსუბუქი სასჯელი იყო, გაგაცნობთ ბონუსს – ასეთი ნიღბის მატარებლებს მთელ ქალაქში თუ სოფელში (სადაც ცხოვრობდნენ) უწევდათ სიარული, რის შედეგადაც მუდმივი დაცინვისა და შეურაცხყოფის ატანა უწევდათ. ხშირად კი ადგილობრივი გლეხები იჭერდნენ, ბოძზე აბამდნენ და აწამებდნენ, უმეტესად ქვებით ქოლავდნენ.

 


ერეტიკოსის ჩანგალი
ერეტიკოსის ჩანგალი მეტალის ღერო იყო, რომელსაც ორივე მხარეს კილანები ჰქონდა და მიმაგრებული იყო მსხვერპლის ყელზე შემოხვეულ ტყავის ქამარზე. ერთი კბილანა ნიკაპის ქვემოთ თავსდებოდა, მეორე კი მკერდის ძვალს ებჯინებოდა. ტკივილის აცილების ან შემსუბუქების მიზნით საჭირო იყო თავის მუდამ აღმართულ მდგომარეობაში დაჭერა, რაც კისერს ძაბავდა. ყბის ნებისმიერი მოძრაობა იწვევდა კბილანების კანში შესობას. ეს მეთოდი არაჩვეულებრივი იყო ხანგრძლივი დროით წამებისთვის, რადგან არ იწვევდა სწრაფ სიკვდილს. მსხვერპლს, როგორც წესი, შიმშილი, წყურვილი, დაღლილობა და გამოფიტვა უღებდა ბოლოს.

 


მარწუხი
ეს ერთი შეხედვით მარტივი მოწყობილობა საკმაოდ ჭკვიანური რამ გახლდათ. პატიმარი თითებს ათავსებდა მეტალის ბრტყელ ნაჭრებს შორის, რომლებიც 1 ან მეტი ხრახნით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ამ ნაჭრებს გლუვი გამონაზარდები ან ბასრი კბილანები ჰქონდათ, რომლებიც თითებში ერჭობოდნენ, მოძრაობას უზღუდავდნენ და საბოლოოდ ძვლების მსხვრევას იწვევდნენ. მოწყობილობა პატარა იყო, მაგრამ მოკლე დროში და მცირეოდენი ძალისხმევით იწვევდა გაუსაძლის ტკივილს. მსგავსი ფორმის, ოღონდ უფრო დიდ იარაღებს იყენებდნენ ფეხის თითების, მაჯების, იდაყვებისა და მუხლების შემთხვევაში.

 


ესპანური ობობა
ეს საწამებელი ინსტრუმენტი მკერდის მჭრელის ვარიაციას წარმოადგენდა, ოღონდ უფრო აუტანელ ტკივილებს იწვევდა. მას ჰქონდა მეტალის გრძელი ბრჭყალები, რომლებიც ხურდებოდა და ქალის მკერდში ნელ-ნელა შედიოდა. თუკი ხორცის რბილი ქსოვილების დაგლეჯა და დაწვა საკმარისი არ იყო, მაშინ არანაკლებ სასტიკი მეთოდით მკერდს მთლიანად აგლეჯდნენ. ეს მეთოდი ძირითადად მეუღლის მოღალატეების მიმართ გამოიყენებოდა. არსებობდა სხვა, მსგავსად სასტიკი ვარიანტებიც – გახურებულ ბრჭყალებს უყრიდნენ მუცელში ან დუნდულებზე, შემდეგ კი ჭერზე კიდებდნენ. სხეულის სიმძიმე იწვევდა ჭრილობების წარმოქმნას, კანი იწელებოდა და იწყებოდა ხშირი სისხლდენა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იყო. მიწაზე დავარდნის შემდგომ მსხვერპლი რამდენიმე საათში კვდებოდა.

 


გაროტე
მსხვერპლს სვამდნენ და თოკებით აბამდნენ, რომ არ ემოძრავა. ყელს კი ყულფში აყოფინებდნენ. ამის შემდეგ ჯალათი იწყებდა ხრახნის ტრიალს, რაც იწვევდა ნელ-ნელა გაგუდვას და საბოლოოდ სიკვდილს. გაროტეს ზოგიერთი სახეობა აღჭურვილი იყო კბილანებით, რომლებიც მსხვერპლს ზურგში ესობოდა. ზოგი მათგანი სუნთქვის შეკავების გამო კლავდა ადამიანს (ასფიქსიით), ზოგი კი კისრის მალების მტვრევასაც ითვალისწინებდა და სასჯელს უფრო აუტანელს ხდიდა. ყელზე მოსახვევი მასალებიც სხვადასხვანაირი იყო: თოკები, ტყავი, გიტარის სიმები, პიანინოს სიმები, ნეილონი და ა.შ.

ესპანელები გაროტეზე გაგუდვით კლავდნენ იმას, ვინც ცოდვას აღიარებდა. ვინც არ აღიარებდა, მას გაროტეზე აბამდნენ და წვავდნენ. დაწვა უფრო დიდხანს გრძელდებოდა და გაცილებით საშინელი იყო, ამიტომ ინკვიზიციის მარწუხებში მოხვედრილები ამჯობინებდნენ, დანაშაული ეღიარებინათ, გინდაც ჩადენილი არ ჰქონოდათ.

გაროტეს ყველაზე ცნობილი მსხვერპლია ფილიპინელი სასულიერო პირების ტრიო „გომბურზა”, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 1872 წლის სამხედრო ამბოხებაში. გაროტეს სხვადასხვა ქვეყნებში იყენებდნენ, ბოლო შემთხვევა კი 1977 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა ესპანეთში.

 


საწამებელი ძელი
ეს იყო ხის ან მეტალის ჩარჩო, რომელსაც ორივე მხარეს გორგოლაჭი ჰქონდა. ტუსაღებს ხელებსა და ფეხებს უკრავდნენ და გორგოლაჭზე უმაგრებდნენ, რომ არ ემოძრავათ, შემდეგ კი შოლტავდნენ. ამის შემდეგ იწყებოდა გორგოლაჭების ტრიალი, სხეული ნელ-ნელა იჭიმებოდა, სანამ შეერთების ადგილები ბუდიდან არ ამოცვივდებოდა. ეს მეთოდი დანაშაულში გამოსატყდომად ან ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებოდა. ხშირად ერთი ადამიანის წამებას სხვა პატიმრები უყურებდნენ, რომ წინასწარ ჩანერგვოდათ ფსიქოლოგიური შიში, სანამ მათი დრო მოვიდოდა. თუკი ეს არ იმოქმედებდა და ბრალდებული არ ალაპარაკდებოდა, გრძელდებოდა გორგოლაჭების ტრიალი და მკლავები ფოსოებიდან ვარდებოდა. საწამებელი ძელის ზოგიერთ ვარიანტს ლურსმნებიც ჰქონდა, რომლებიც მსხვერპლს ზურგში ესობოდა და გაწელვისას უფრო მეტ ზიანს აყენებდა კანსა და კუნთებს.

 


სარზე გასმა
ამ მეთოდის ძირითადი დანიშნულება იყო სხეულში გრძელი სარის გაყრა. სარი შეიძლებოდა გაყრილიყო მუცლიდან, ნეკნებიდან, უკანა ტანიდან და ქალების შემთხვევაში საშოდანაც, საბოლოოდ კი პირიდან ან ზურგიდან ამოდიოდა. მტანჯველი იყო ეს მეთოდი იმ მხრივ, რომ მსხვერპლი დიდხანს ეწამებოდა. სარის პოზიციას ისე ადგენდნენ, რომ დამნაშავე არ ჩამოცურებულიყო. თუ საჭირო იყო, დამატებით სარებსაც იყენებდნენ პოზიციის შესანარჩუნებლად. ფართხალი, მოძრაობა, თავის დახსნის მცდელობა საბოლოოდ იმას იწვევდა, რომ სარები უფრო ღრმად შედიოდა სხეულში და ტანჯვას კიდევ მეტად აუტანელს ხდიდა.

ეს მეთოდი საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი წერს:

ჯერი თბილისზე მიდგა. ოთხი საუკუნე თბილისი უცხოელთა ტყვეობაში იყო. დიდგორის შემდგომ წელს, 1122 წელს მეფე დავითმა თბილისი დაიპყროო, გვამცნობს მემატიანე. ამ შემთხვევაში იგი ძალზე ძუნწ ცნობებს გვაწვდის ამ დიდი ისტორიული მნიშვნელობის ფაქტის თაობაზე. სამაგიეროდ უცხოური წყაროები ლაპარაკობენ, რომ თბილისი მის ამირას უბრძოლველად არ დაუთმია. მეფეს დიდი სიმკაცრე გამოუჩენია, მუსრი გაუვლია დამპყრობლებისათვის, გაუჟლეტია, ხუთასი კაცი სარზე ჩამოუცვამს.

მსოფლიო ისტორიაში ამ მეთოდის სიყვარულით, რა თქმა უნდა, გრაფი ვლად ცეპეში, იგივე დრაკულაა ცნობილი. მისი მეტსახელი „Impaler” სწორედ აქედან მოდის. რადგანაც ის წამების ყურებით სიამოვნებას იღებდა, თავად ჰკიდებდა ამ საქმეს ხელს და სხვადასხვა ნიმუშებს ამზადებდა. ვლადის ხელში ჩავარდნილები ამ მეთოდით დასჯისას რამდენიმე საათი, ზოგჯერ დღეები იტანჯებოდნენ. ხშირად გრაფი ასეთ მეთოდს მიმართავდა: სარს დაამაგრებდა, მსხვერპლის ფეხებს გრძელი თოკებით ცხენს გამოაბამდა და ცხენი რომ გაიქცეოდა, სარი თავისთავად შედიოდა სხეულში.

სარზე გასმის ერთ-ერთ უძველეს მაგალითს ვხვდებით ჰეროდოტეს (ქრ.შ.-მდე V საუკუნე) ჩანაწერებში, სადაც სპარსეთის მეფემ დარიუს I-მა 3000 ბაბილონელი ამ მეთოდით დასაჯა. ისტორიკოსთა აზრით, სარზე გასმის მოგვიანებით სახეცვლილი ფორმაა ჯვარცმა.

სკანდინავიაში, კონკრეტულად კი შვედეთში, სარზე გასმა მე-17 საუკუნის ჩათვლით გამოიყენებოდა.

 


ნაწლავების ჯალამბარი
ნაკლებად ცნობილი, მაგრამ უსაშინლესი მეთოდი. მსხვერპლს თოკებით აბამდნენ მაგიდაზე ან ფიცარზე, შემდეგ დანით მუცელში იმხელა ჭრილობას უკეთებდნენ, რომ მუშტი ჩატეულიყო. ჯალათი ხელს უყოფდა მუცლის ღრუში, ამოჰქონდა ნაწლავები და ჯალამბარზე ახვევდა. ამის შემდეგ ჯალამბარს ნელ-ნელა ატრიალებდნენ და ნაწლავებიც სანტიმეტრობით შორდებოდნენ სხეულს. საბოლოოდ კი, 3-დან 6 მეტრამდე სიგრძის ნაწლავები ეხვეოდა ჯალამბარს. რაც მთავარია, მსხვერპლი ამას საკუთარი თვალებით ხედავდა. მოწყობილობას ხშირად იყენებდნენ დამნაშავეებისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად. არაადამიანური ტკივილი და სისხლდენა გარდაუვალ სიკვდილს იწვევდა – ვინც ნაწლავის ჯალამბარზე მოხვდა, ცოცხალი ვერავინ გადარჩა.

 


მოხარშვა
ბრალდებულს აშიშვლებდნენ და სითხით სავსე დიდ ქვაბში სვამდნენ, შემდეგ კი აცხელებდნენ. ეს სითხე შეიძლებოდა ყოფილიყო ქონი, ზეთი, მჟავა, წყალი და ა.შ. ჰენრი VIII-ის მეფობისას მოხარშვით ხოცავდნენ იმ მკვლელებს, რომლებიც საწამლავს იყენებდნენ. ზოგჯერ ჯალათი დამნაშავეს თოკს მოაბამდა და პერიოდულად ზევით სწევდა, შემდეგ კი უკან აბრუნებდა. ამ გზით სიკვდილის დადგომის მომენტი უფრო შორს გადაიწევდა ხოლმე. არსებობდა მისი მსგავსი ვარიანტიც – მდუღარე სითხის პირში ჩასხმა. აზიაში დამარცხებულ ხანებს ზოგჯერ ცოცხლად ხარშავდნენ. მე-16 საუკუნის იაპონიაში ამ გზით დასაჯეს ცნობილი ბანდიტი იშიკავა გოემონი, 1675 წელს კი ინდოეთის ქალაქ დელიში სიქიზმის მიმდევარი ბაი დაიალა მოხარშეს, რადგან მან უარი თქვა ისლამის მიღებაზე. გასაკვირია და ეს მეთოდი თანამედროვე ეპოქაში გამოიყენეს უზბეკეთში ისლამ ქარიმოვის მმართველობისას. პოლიტიკური დისიდენტი მუზაფარ ავაზოვი 2002 წელს გარდაიცვალა 35 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცოცხლად მოხარშეს.

 


გატყავება
დამნაშავის კანს ნელ-ნელა აცლიდნენ სხეულს ძალიან ბასრი დანით. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ კანი ხელუხლებელი ყოფილიყო. დასჯის ეს მეთოდი უძველესია – I საუკუნეში ის საკუთარ თავზე გამოსცადა მოციქულმა ბართლომემ, როცა სომხეთში ჩავიდა საქადაგებლად. არის ცნობები, რომ ასირიელები დატყვევებულ მტერს ატყავებდნენ და კანს გამოსაჩენ ადგილას კიდებდნენ, რომ მაგალითი ყოფილიყო ყველასთვის, ვისაც მათ ძალაში ეჭვი ეპარებოდა. აცტეკები ტყვეებს რიტუალური მსხვერპლშეწირვისას ატყავებდნენ, თუმცა ეს, როგორც წესი, მოკვლის შემდეგ ხდებოდა. შუა საუკუნეების ევროპაში გამცემებსა და მოღალატეებს ატყავებდნენ და ხორცებს აჭრიდნენ. საფრანგეთში ამ მეთოდმა მე-18 საუკუნემდე გასტანა. III-VI საუკუნეების ჩინეთში იმპერატორთა ჯალათები დამნაშავეებს სახიდან აძრობდნენ კანს, 1396 წელს კი იმპერატორ ჰონგვუს ბრძანებით 5000 ქალი გაატყავეს.

 


გახერხვა
მსხვერპლს თავდაყირა კიდებდნენ და რამდენიმე წუთი აჩერებდნენ, რათა ტვინს ჟანგბადი საკმარისად მიწოდებოდა და სისხლის მოძრაობა შენელებულიყო. ამის შემდეგ იწყებდნენ მის შუაზე გახერხვას. მსხვერპლი გახერხვის წინა პროცედურის გამო სისხლს ნელ-ნელა კარგავდა და სანამ ბოლომდე გახერხავდნენ, გონზე რჩებოდა, ამიტომ დასჯის ეს ხერხი არაადამიანურ ტკივილებს იწვევდა. ევროპაში ეს პროცედურა ელოდათ მეუღლის მოღალატეებსა და ღვთისმგმობელებს, რუსეთში კი სატანისგან და ავი სულებისგან დაორსულებულ კუდიანებს. გახერხვის აზიურ ვერსიაში ბრალდებული ჩვეულებრივად იდგა და პროცედურა თავის მიდამოდან იწყებოდა.

 


ბორბალზე გაკვრა
ეს მოწყობილობა ყოველთვის კლავდა მსხვერპლს, მაგრამ ეს ხდებოდა ძალიან ნელა. დამნაშავეს დიდი ხის ბორბალზე აბამდნენ კიდურებით, შემდეგ ნელ-ნელა ატრიალებდნენ და ჯალათი მას რკინის ნაჭერს ურტყამდა, რათა ძვლები დაემსხვრია. ძვლების დამსხვრევის შემდეგ მსხვერპლს ტოვებდნენ, რომ ტანჯვით მომკვდარიყო. ზოგჯერ ბორბალს შემაღლებულ ადგილზე ათავსებდნენ, რომ ფრინველები მისეოდნენ და ჯერ კიდევ ცოცხალი სხეული დაეკორტნათ. ზოგჯერ სიკვდილის დადგომამდე 2-3 დღე გადიოდა. ხანდახან „გულმოწყალებას” იჩენდნენ და ჯალათს მკერდსა და მუცელზე დარტყმას უბრძანებდნენ, რაც სასიკვდილო დაზიანებებს იწვევდა და მსხვერპლს მალე უღებდა ბოლოს. ბორბალზე გაკვრა აშშ-ში მე-18, ხოლო გერმანიაში მე-19 საუკუნის ჩათვლით გამოიყენებოდა.

 


გალია
მსხვერპლს სვამდნენ მეტალის გალიაში, რომელსაც ადამიანის სხეულის ფორმა ჰქონდა. ჯალათები ზოგჯერ აიძულებდნენ ჭარბწონიანებს, პატარა გალიაში დატეულიყვნენ, რიგ შემთხვევებში კი დამნაშავეებს დიდ გალიაში ათავსებდნენ, რომ ნაკლებად კომფორტულად ყოფილიყვნენ. გალია ძირითადად ხეზე ეკიდა. ერეტიკოსებსა და ღვთისმგმობებს ღია ცის ქვეშ ათავსებდნენ, რათა ფრინველებს ეკორტნათ ან ველურ ცხოველებს ენადიმათ მათი ხორცით. ზოგჯერ რიგითი გამვლელები ქვებს ესროდნენ, რაც ტანჯვის პროცესს კიდევ უფრო ამძაფრებდა და აუტანელს ხდიდა.

 


ჯვარცმა
საკმაოდ ძველი, ნელი და მტკივნეული მეთოდი სიკვდილით დასჯისა. დამნაშავეს აბამდნენ ან ლურსმნებით აჭედებდნენ დიდ ხის ჯვარზე და ასე ტოვებდნენ, სანამ არ მოკვდებოდა. ზოგჯერ მსხვერპლს აიძულებდნენ, ჯვრის (135 კგ) შემადგენელი ძელი (35-60 კგ) თავად მიეტანა დანიშნულების ადგილამდე. მხატვრები ჯვარცმულებს ტანისამოსით უფარავდნენ გენიტალიებს, მაგრამ სენეკა უმცროსი გვამცნობს, რომ დასჯისას ადამიანები სრულიად შიშველი იყვნენ. ჯვარცმულებს მოშარდვა ხალხის თანდასწრებით უხდებოდათ, თუმცა ამას არა უშავდა იმასთან შედარებით, რომ შარდი აბეზარ მწერებს იზიდავდა. ხშირად ჯვარცმამდე დამნაშავეებს მუხლებს უმტვრევდნენ, რაც შემდგომში ასფიქსიას იწვევდა. ციცერონი ჯვარცმას წამების ყველაზე სასტიკ და სამარცხვინო მეთოდს უწოდებდა. ტრადიციული ფორმის გარდა, შეიძლებოდა გამოყენებულიყო ჩვეულებრივი ძელი, ასევე T-ს, X-ისა და Y-ის ფორმის ფიგურები.

იაპონიაში ჯვარცმა სენგოკუს პერიოდში (1467-1573 წწ) გაიცნეს. 1597 წელს 26 ქრისტიანი აცვეს ჯვარს ქალაქ კავასაკიში. ბოლოს ამ მეთოდით II მსოფლიო ომში აწამეს ავსტრალიელი ტყვე, მისი ტანჯვა 63 საათი გაგრძელდა. დღევანდელ დროში ეს მეთოდი ისევ გამოიყენება საუდის არაბეთსა და ირანში. სუდანში 2002 წელს 88 ადამიანი აცვეს ჯვარს, 1994 წელს კი ევროკავშირის ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიამ ქრისტიანი ეპისკოპოსების შემთხვევის შესახებ გაავრცელა განცხადება.

ისტორიაში ჯვარცმით დასჯილი ყველაზე ცნობილი პიროვნება იესო ქრისტეა, ასევე აღსანიშნავია პეტრე მოციქული, ანდრია მოციქული და სპარტაკის 6000 თანამებრძოლი.

Advertisements

43 responses to “წამების უსაშინლესი მეთოდები შუა საუკუნეების პერიოდში

  1. Z E I T G E I S T 10/04/2012, 8:44 PM

    რას ლაპარაკობ, ბეწვზე ვარ გადარჩენილი! რა სიგიჟეა…

    Like

  2. tami 11/04/2012, 10:16 AM

    ყველა ვერც წავიკითხე ბოლომდე, რას გვერჩი?! კიდევ ერთხელ გავიხარე 21საუკუნეში რო ვცხოვრობ.
    ამ ყველაფერს ნამდვილად სიკვდილი ჯობდა. ამაზრზენია.
    ჩამოხრჩობა და ცეცხლში დაწვა ძალიან პოპულარული იყო. განსაკუთრებით ინკვიზიციის დროს.

    Like

  3. Jessie 11/04/2012, 10:31 AM

    ააააააააააააააა 😦 რა კოშმარია 😦 ბრრრრ დამბურძგლა 😦

    Like

  4. სოფო 11/04/2012, 12:54 PM

    სულ მინდა რომ ასეთი პოსტები არ წავიკითხო, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მძლევს ხოლმე 😦

    Like

  5. orange 11/04/2012, 6:10 PM

    ცუდად ვარ :შ

    Like

  6. kurdadze 11/04/2012, 8:58 PM

    დღეს ბევრად უფრო ჰუმანურია სამყარო,,,, რადიაციული საწამლავი და მისი ჯანი,,,,,,,

    Like

  7. nancygaladriel 11/04/2012, 11:11 PM

    შემზარავია 😐

    Like

  8. ჭიამარია 14/04/2012, 9:41 AM

    გაგიჟება შეიძლება

    ბრრრ… მბურძგლავს

    Like

  9. bioblog.me 14/04/2012, 12:42 PM

    “ვარდის სახელი” გამახსენდა, მანდ არის ინკვიზიტორების მიერ მწვალებლების დასჯის მეთოდების მრავალფეროვნება :დ

    Like

  10. მერც ანნა ბლუმი 17/04/2012, 11:32 AM

    პეტრე და ანდრია ჯვარს აცვეს?

    Like

    • Charlius 17/04/2012, 7:03 PM

      ბიბლიაში არ წერია და გადმოცემის მიხედვით მასეა. პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს მისივე ნებით


      მარცხნივ თუ დააკვირდები, ამობრუნებული ჯვარია გამოსახული, პეტრეს სიმბოლოდ მიიჩნევა. მარჯვნივ ანდრიაა, X-ის ფორმის ჯვარზე გააკრეს

      ეს კიდევ პეტრე მოციქულის სიმბოლოა, შეიძლება ნანახი გაქვს

      Like

      • მერც ანნა ბლუმი 17/04/2012, 7:15 PM

        ამ ვერსიით, ანდრეა საქართველოში არ ყოფილა?

        Like

        • Charlius 18/04/2012, 1:44 AM

          როგორ არა, უბრალოდ მოციქულები მუდმივად მოგზაურობდნენ და სხვადასხვა ქვეყნებში ავრცელებდნენ ქრისტიანობას. ანდრია ბოლოს საბერძნეთში იყო და მანდ აცვეს ჯვარს

          Like

  11. ketusi.com 19/04/2012, 12:54 AM

    რა საშინელი სისასტიკის ჩამდენია ადამიანი,სად მიდის უმოწყალო ადმაიანის ფანტაზია!კიდევ კარგი იმ ხანაში არ ვცხოვრობთ….

    Like

  12. qetusia 20/04/2012, 10:27 AM

    უიმე ნახევარიც არ წამიკითხავს და უკვე გული ხელით მიჭირავს :/:/:/ რა ცუდია ასეთი კარგი წარმოსახვის უნარი რომ მაქვს 🙂

    Like

  13. Pingback: ყველაზე სამარცხვინო მომენტები კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში « ჩრდილოეთის ციალი

  14. გლეხის ბიჭი 15/06/2012, 9:20 PM

    ცხელი ზეთიც მოციქულზე გამოიყენეს, მგონი იოანეზე.
    საინტერესო იქნებოდა, ასევე, ჩინური მწვალებლური მეთოდების განხილვა, როგორებიცაა, მზარდ ბამბუკზე დამნაშავის დაბმა, (ზუსტად არ ვიცი რა ჰქვია მეთოდებს), უწყლოდ ტანჯვა, ზედა ქუთუთოების თვალბუდის ზედა კიდესთან მიმაგრება (თვალები რომ გამოშრობოდათ. ეს მეთოდი ,,მექანიკურ ფორთოხალშიცაა” მაგრამ იქ თვალის გამოშრობა მიზანი არ ყოფილა ). მეტი აღარ მახსოვს

    Like

    • Charlius 15/06/2012, 9:45 PM

      უძილობა იყო კიდევ, ძილის საშუალებას არ აძლევდნენ რამდენიმე დღე და საბოლოოდ ჭკუიდან გადადიოდა ადამიანი 😐

      Like

  15. Pingback: 2012 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  16. 1st comment ever 20/02/2013, 3:42 AM

    ყოველთვის მაინტერესებდა ძველი წამების მეთოდები,კიდევ ერთხელ რომ დავრწმუნებულიყავი ადამინებზე ეპოქების გავლენაში და ახლა მაინტერესებს ჯალათის ფსიქოლოგია.ესეც კიდევ ერთი დასტური,შეხედულებები დროსთან ერთად იცვლება და თან ნებისმიერ თანამედროვეს სწამს მისი.ეს ლოგკიური და ზედაპრიული და ისე კიიიი ჩამაქვესკნელა,საწყალი ხალხი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    Like

  17. churcheli-გურამ ლურსმანაშვილის ბლოგი 04/04/2013, 12:54 AM

    კარგი იყო მეთქი როგორ დავწერო ასეთ ამაზრზზენ ფაქტებზე , მაგრამ მნიშვნელოვანია მათი ცოდნა და ავტორს მადლობა ეკუთვნის.
    ისე კი , მართლმადიდებელ წმიდანთა წამების შესახებ რომ ვკითხულობ , გაოცებული ვარ ხოლმე .
    ფაქტიუად პირველი საუკუნის ადამიანი ერთი რამის გამო ხდებოდა ქრიტია–წამებით უნდა მომკვდარიყო…
    საოცრებაა…

    Like

  18. mari 16/09/2013, 3:01 PM

    madloba am informaciistvis, davrwmundi rom bednierebaa ocdameerte saukuneshi cxovreba. rtuli warmosadgenia rom am sashinelebebs adamianebi ese martivad aketebdnen. amazrzenia es yvelaferi.

    Like

  19. Levani Imerlishvili 29/12/2013, 3:33 AM

    es ra wavkkitxe fsiqologiuri shoki mivire fashistebi angelozebi yofilan.

    Like

  20. giorgi gugusiani 07/01/2014, 8:07 PM

    რა საშინელება ძველ დროში წამება

    Like

  21. madam fisunia 11/01/2014, 9:19 PM

    ვაიმე რა საშინელებააა……

    Like

  22. ლიკა 15/10/2015, 6:54 PM

    რა საშინელებაააააააა

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: