მღვდელი, რომელმაც უმწეო ბავშვის გადარჩენით მსოფლიო ისტორია შეცვალა


ქმედება, რომელიც ერთი შეხედვით ფრიად კეთილშობილურია, შესაძლოა, კაცობრიობის ისტორიაში მოწყალების ყველაზე ცუდი მაგალითი იყოს. გერმანული არქივებიდან სააშკარაოზე გამოიტანეს ძველი გაზეთები, რომლებიც გვაუწყებენ, რომ ერთხელ 4 წლის ბიჭუნა დახრჩობას გადაარჩინეს. ერთი შეხედვით, ამაში გასაოცარი არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისტორიკოსების თქმით, ეს ბიჭი ადოლფ ჰიტლერი იყო.

1894 წლის იანვარში გერმანიის ქალაქ პასაუში 4 წლის ბავშვი მდინარე ინის ყინულიან წყლებში ჩავარდა და რომ არა შემთხვევითი გამვლელი, სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ბავშვი იყო ადოლფ შიკლგრუბერი, იგივე მომავალი ფიურერი ადოლფ ჰიტლერი.

მაქს ტრემელის თქმით, რომელიც კათოლიკე სასულიერო პირი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორღანზე დამკვრელი იყო, მისმა წინამორბედმა იოჰან კიუბერგერმა ნამდვილად იხსნა შეშინებული პატარა ჰიტლერი.

მამა ტრემელმა სიკვდილის წინ, 1980 წელს, გაამხილა, როგორ დაინახა მამა კიუბერგერმა ინის მდინარეში მოფართხალე ბავშვი და დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში, რათა მისი სიცოცხლე ეხსნა, რითაც კაცობრიობის უდიდესი მონსტრი გადაარჩინა.

ჰიტლერის სიცოცხლეში ამ ამბის აღიარება ფიურერის მიერ არასდროს მომხდარა. თუმცა ამჟამად ეს შემთხვევა გამოაშკარავდა გაზეთ “Donauzeitung”-ის 1894 წელს გამოშვებული ნომრის მეშვეობით, რომელსაც პასაუში წააწყდნენ. გაზეთში აღწერილია, როგორ ჩაუტყდა ფეხქვეშ თხელი ყინული “პატარა ამხანაგს” იმ წლის იანვარში. ხოლო “გაბედულმა ამხანაგმა” (გაზეთი იმ პერიოდში მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი იყო) გაყინულ წყალში ისკუპა და ბავშვი იხსნა.

დახრჩობის ეპიზოდი ასევე ფიგურირებს გერმანელი მწერლის ანა ელიზაბეტ როსმუსის წიგნში “პასაუს გარეთ – იმ ქალაქის მიტოვება, რომელსაც ჰიტლერი სახლს ეძახდა”. როსმუსმა წიგნში თავისი ოჯახის ისტორია და ფიურერთან კავშირი აღწერა. ის წერდა: “ინის მდინარე ბავშვებისთვის იდეალური ადგილი იყო სათამაშოდ. 1894 წლის ერთ დღეს დაჭერობანას თამაშისას უამრავი ბავშვი დარბოდა სანაპიროზე. ამ დროს მოულოდნელად ადოლფი წყალში ჩავარდა.”

“დინება საკმაოდ ძლიერი იყო, წყალი კი ძალიან ცივი, გამომდინარე იქიდან, რომ მდინარე სათავეს პირდაპირ მთიდან იღებდა. პატარა ადოლფს გაუმართლა და იმ ადამიანის ვაჟმა, ვის სახლშიც ცხოვრობდა, დროულად მოახერხა მისი ამოყვანა და სიკვდილისგან დაიხსნა.”

შემდგომ პერიოდში ჰიტლერი თავის გენერლებს ხშირად უყვებოდა, თუ როგორ თამაშობდა ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ინის სანაპიროზე და ხან კოვბოებს, ხანაც ინდიელებს ბაძავდა, მაგრამ დახრჩობის ეპიზოდს არასდროს ახსენებდა ხოლმე.

“პასაუში ეს ამბავი ყველამ იცოდა”, წერს როსმუსი. “მასზე ასევე ამბობდნენ, რომ ცურვა ვერასდროს ისწავლა და ცუდი მხედველობა ჰქონდა, რის გამოც სათვალეს იყენებდა ხოლმე.”

გერმანულ გაზეთში ბავშვის ვინაობა არ სახელდება, მაგრამ ერთი მხრივ მამა ტრემელის მონაყოლით, მეორე მხრივ კი როსმუსის წიგნის ანალიზით ისტორიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბიჭი ნამდვილად ადოლფ ჰიტლერი იყო.

ბავარიული რადიო ამ ამბავთან დაკავშირებით სპეციალური პროგრამის მომზადებას აპირებს, რომელსაც ერქმევა “ჰიტლერი რომ დამხრჩვალიყო: საბედისწერო გადარჩენის ამბავი”. რადიოში მოწვეულნი იქნებიან ქალაქ პასაუს ხნიერი მაცხოვრებლები, რომლებიც მათ რეგიონში პოპულარულ ისტორიას ფართო საზოგადოებას გააცნობენ.

როგორც ჩანს, ფიურერს დიდად არ სიამოვნებდა ამ უბედური შემთხვევის გახსენება და მაქსიმალურად ცდილობდა, თავისი ცხოვრებიდან ამოეშალა. ის ფაქტი, რომ პატარაობისას ადოლფი იხსნა ბიჭმა, რომელიც შემდგომში მისი საძულველი რელიგიის მგზნებარე მიმდევარი გახდა, არც ისე კარგად იმოქმედებდა ჰიტლერის რეპუტაციაზე. ის ხომ მთელი მონდომებით ავრცელებდა მთელ ქვეყანაში მითს საკუთარი თავის შესახებ, რომ გერმანიის ხსნა მისი მისია იყო.

Advertisements

6 responses to “მღვდელი, რომელმაც უმწეო ბავშვის გადარჩენით მსოფლიო ისტორია შეცვალა

  1. tsotnee 08/01/2012, 7:26 PM

    აფსუს, როგორ ვთქვა დახრჩობილიყო და ხელი არ გაენძრია მის გადსარჩენათქო. ეჰ! 😦 არადა პატარა იყო. ისე საინტერესოა, ის ან ნებისმიერი სხვა მაგალითად მე, რომ გვცოდნოდა, ეს პატარა ვინ და როგორი გახდებოდა, მაინც გადავარჩენდით თუ გავწირავდით?! მე არ ვიცი. 😦

    Like

  2. cucqira 09/01/2012, 12:37 AM

    ჯერ ფეხი რო ჩაეყო იმ კაცს წყლში და ენახა ტემპერატურა, არამგონია გადამხტარიოყო 😀

    Like

  3. Chiamaria 09/01/2012, 9:43 AM

    😀 ეჰ ადოლფიკო… ამ ერთის გადარჩენას რამდენი ებრაელი შეეწირა ეხლა..

    Like

  4. kong 09/06/2013, 5:11 PM

    მამა ტრემელი კი მემგონი უარეს სასჯლეს იხდის საიქიოს ცეცხლოვან ქვაბში,ებრაელი რაბინების წყევლის ფონზე 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: