ევოლუციის მოქმედების 8 მაგალითი


ევოლუცია მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად ითვლება. დაახლოებით 150 წელი გავიდა ჩარლზ დარვინის წიგნის “სახეობათა წარმოშობის შესახებ” გამოსვლიდან და მას შემდეგ მეცნიერებმა მის სასარგებლოდ უამრავი მტკიცებულება აღმოაჩინეს. ევოლუციის უარყოფას მეცნიერები ადარებენ იმის მტკიცებას, რომ თითქოს მთვარე არ არსებობს. თუმცა დღეს არც ისე ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ორგანიზმების ცვლილებასა და ახალი სახეობების მიღებას წინაპრებიდან უმეტესად ძალიან დიდი დრო სჭირდება, მაგრამ არსებობს ისეთი ევოლუციური საფეხურები, რომელთა დაკვირვებაც შესაძლებელია.

განაგრძე კითხვა

20 ნამდვილი ფოტო, რომლებიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა


“ფოტოშოპის” განვითარებასთან ერთად თანდათან ძნელი ხდება გაარჩიო, ინტერნეტში განთავსებული სურათი ნამდვილია თუ გაყალბებული. ყოველ წელს ასობით ფოტო ხდება პოპულარული და უმეტეს შემთხვევაში უტყუარობასთან დაკავშირებით ეჭვები ჩნდება. ქვემოთ მოყვანილი ფოტოები სავსებით რეალურია, თუმცა ვებ-სივრცეში განთავსებისას მათ წარმომავლობაზე დისკუსიები გაიმართა. ეს სურათები გამოხატავენ რეალურ მოვლენებს, თუმცა ზოგიერთ მათგანს არასწორი აღწერა მისცეს.

განაგრძე კითხვა

მტკნარი წყლის ყველაზე საშიში ცხოველები (National Geographic)


ბასრი კბილებითა და გაუმაძღარი მადით ცნობილი პირანია სამხრეთ ამერიკის რამდენიმე მთავარი მდინარის აუზში ბინადრობს. ამ ყველაფრისმჭამელ თევზს განსაკუთრებით იზიდავს ხორცი, თუმცა ადამიანზე თავდასხმა იშვიათია.

ბრაზილიაში ისტორიული ვიზიტისას თეოდორ რუზველტმა საკუთარი თვალებით იხილა, პირანიების ჯგუფმა როგორ დაანაკუწა ცოცხალი ძროხის სხეული რამდენიმე წამში. მისი მონაყოლი დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა მუქ წარმოდგენებს ამ თევზებზე, თუმცა რეალურად ეს სცენა ნაწილობრივ სპექტაკლი იყო – მეთევზეებმა პირანიები სპეციალურად აშიმშილეს რამდენიმე დღე და შემდეგ აუშვეს.

განაგრძე კითხვა

გიგანტური თევზების ფოტოგალერეა (National Geographic)


ბრაზილიის ქალაქ მანაუსში მდებარე აკვარიუმში მყვინთავი არაპაიმასთან ერთად დაცურავს. ის ბრაზილიაში ცნობილია, როგორც პირარუკუ, პერუში კი – პაიჩე. ეს სამხრეთ ამერიკული მეგათევზი მტკნარი წყლის ერთ-ერთი უდიდესი თევზია მსოფლიოში. სიგრძეში ხანდახან 3 მეტრზე მეტს აღწევს, წონა კი 180 კგ-მდე ადის.

განაგრძე კითხვა

ბუნების 7 ახალი საოცრება (National Geographic)


სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე, იგუასუს ჩანჩქერი მდებარეობს. ნამგალა მთვარის ფორმის ჩანჩქერები ერთ-ერთ გამარჯვებულ ნომინაციაში მოხვდნენ საერთაშორისო გამოკითხვაში, სადაც ხალხი ინტერნეტითა და მობილური ტელეფონით ირჩევდა მსოფლიოს 7 ბუნებრივ საოცრებას.

განაგრძე კითხვა

“ცისარტყელა” ჭიანჭველები ანუ შენ ის ხარ, რასაც ჭამ


შენ ის ხარ, რასაც ჭამ – ეს ცნობილი გამოთქმა ამ მწერებზე უკეთ ალბათ ძნელად თუ მიესადაგება ვინმეს ან რამეს. მოჰამედ ბაბუმ საზოგადოებას ეს გასაოცარი ფოტოები წარუდგინა, რომლებშიც ჭიანჭველებს შაქრის ფერადი წვენების დალევის შემდგომ მუცელი შესაბამისი ფერის უხდებათ.

განაგრძე კითხვა

ღრუბლებზე სიარული მომავალში რეალობა იქნება


უზარმაზარი კონსტრუქცია, რომელიც ღრუბლებს შორის იქნება ჩაფლული და მშვიდად იტივტივებს ცაზე, მგზავრები კი მის სახურავზე ისეირნებენ და ზემოდან გადმოხედავენ ღრუბლიან გარემოს – ერთი შეხედვით ეს ფუტურისტული გეგმა ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ ოდესმე რეალობად იქცეს.

განაგრძე კითხვა

პერუში სავარაუდოდ უცხოპლანეტელის სხეული აღმოაჩინეს


არის თუ არა ეს უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლის თავის ქალა? მისი ყიფლიბანდი (ქალასარქვლის ძვლებს შორის დარჩენილი გაუძვალებელი უბნები) ისეთივეა, როგორიც ახალშობილებში, თუმცა აქვს ორი მოზრდილი ძირითადი კბილი, რომლებიც ადამიანებში ზრდას დაახლოებით 3 წლის ასაკში ამთავრებს. სამმა ანთროპოლოგმა მისი დათვალიერების შემდეგ განაცხადა: “ეს ადამიანი არ არის”.

განაგრძე კითხვა

მოგზაურობა მარსის გარშემო 167 წამში


ყველგანმავალმა “Spirit”-მა 5 წელი, 3 თვე და 27 დღე გაატარა წითელ პლანეტაზე გაგზავნილი მისიის დროს, შემდგომ კი ქვიშაში ჩაეფლო, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ შეძლო. მის მიერ გადაღებული 3500 სხვადასხვა სურათით მეცნიერებმა მარსის ზედაპირის ამსახველი ვიდეო შექმნეს. 2004 წლის იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე პერიოდში გადაღებული ფოტოები მოქცეულია დაახლოებით 3 წუთში, წამში 24 კადრის სიხშირით.

“Spirit”-მა მხოლოდ 4.8 მილის (7.7 კმ) გავლა მოასწრო, ამ მანძილზე ის შეისწავლიდა ქვებს, ადიოდა და ჩამოდიოდა Husband-ის გორაკზე, მიუყვებოდა Gusev-ის კრატერს და დადიოდა ფერად ნიადაგზე. “Spirit”-ის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა მარსზე წყლის მიგნება გახლავთ კვარცით მდიდარ ადგილას.

2 წლის განმავლობაში უშედეგო ცდების შემდეგ, 2011 წლის 25 მაისს, “ნასამ” ოფიციალურად დაადასტურა “Spirit”-ის “სიკვდილი”.

2011 წლის 25 ყველაზე ცუდი პაროლი


თუკი რომელიმე საიტზე რეგისტრირდებით და პაროლად ირჩევთ სიტყვას “password”, იცოდეთ, რომ ეს არც ისე კარგი იდეაა. თუ, რა თქმა უნდა, არ გსურთ, რომ ჰაკერების ან უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის იოლი სამიზნე გახდეთ. “password” ამ შემთხვევაში ყველაზე პრიმიტიული ვარიანტია, რადგან პირველ ადგილზე დგას SplashData-ს 2011 წლის სიაში.

განაგრძე კითხვა