ყველგანმავალმა “Spirit”-მა 5 წელი, 3 თვე და 27 დღე გაატარა წითელ პლანეტაზე გაგზავნილი მისიის დროს, შემდგომ კი ქვიშაში ჩაეფლო, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ შეძლო. მის მიერ გადაღებული 3500 სხვადასხვა სურათით მეცნიერებმა მარსის ზედაპირის ამსახველი ვიდეო შექმნეს. 2004 წლის იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე პერიოდში გადაღებული ფოტოები მოქცეულია დაახლოებით 3 წუთში, წამში 24 კადრის სიხშირით.
“Spirit”-მა მხოლოდ 4.8 მილის (7.7 კმ) გავლა მოასწრო, ამ მანძილზე ის შეისწავლიდა ქვებს, ადიოდა და ჩამოდიოდა Husband-ის გორაკზე, მიუყვებოდა Gusev-ის კრატერს და დადიოდა ფერად ნიადაგზე. “Spirit”-ის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა მარსზე წყლის მიგნება გახლავთ კვარცით მდიდარ ადგილას.
2 წლის განმავლობაში უშედეგო ცდების შემდეგ, 2011 წლის 25 მაისს, “ნასამ” ოფიციალურად დაადასტურა “Spirit”-ის “სიკვდილი”.