სუკუბუსი

შუასაუკუნეების ლეგენდებსა და თქმულებებში სუკუბუსი წარმოადგენდა მდედრობითი სქესის დემონს, რომელიც იღებდა ქალის ფორმას და აცდუნებდა მამაკაცებს, ჰქონდა მათთან სექსუალური ურთიერთობები. წარსულში სუკუბუსები ჯერ საშიშ არსებებად ითვლებოდნენ, შემდეგ კი უბრალოდ მაცდურად და მიმზიდველად. სუკუბუსის მამრობითი ანალოგია ინკუბუსი. რელიგიურ ტრადიციებში მიჩნეულია, რომ როგორც ინკუბუსთან, ისევე სუკუბუსთან ხანგრძლივი ურთიერთობები იწვევს ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას, ზოგჯერ კი სიკვდილსაც.

ვამპირების მსგავსად, ბევრი სუკუბუსი, მაგალითად ლილითი, ლილინი და ბელილი, მამაკაცებს ენერგიას აცლის და ამით საზრდოობს.

ზოჰარსა და ბენ სირას ანბანში მოთხრობილია, რომ ლილითი იყო ადამის პირველი ცოლი, რომელიც მოგვიანებით სუკუბუსი გახდა. მან მიატოვა ადამი და უარი განაცხადა ედემის ბაღში დაბრუნებაზე, შემდეგ კი თალმუდში ნახსენებ მთავარანგელოზ სამაელს გაჰყვა ცოლად. ზოროასტრულ კაბალაში კი ნახსენებია 4 სუკუბუსი, რომლებიც სამაელთან შეწყვილდნენ. ესენი არიან ლილითი, აგრათ ბატ მალატი, ნაამა და აშეთ ზენუნიმი.

ისტორიის მანძილზე ბევრი მღვდელი და რაბინი ცდილობდა დაეცვა ადამიანები სუკუბუსის გავლენისგან. მათ შორის იყვნენ ჰანინა ბენ დოსა და აბაი.

ყველა სუკუბუსი არ იყო ავისმოსურნე. XII საუკუნეში მოღვაწე მწერლის, უოლტერ მაპის ნაშრომის, De Nugis Curialium-ის მიხედვით, რომის პაპი სილვერსტერ II (999–1003) მეგობრობდა სუკუბუსთან, სახელად მერიდიანასთან, რომელიც დაეხმარა ეკლესიაში მაღალი რანგის დაკავებაში. სიკვდილის წინ კი გაამხილა ეს ცოდვა და მოინანია.

კაბალასა და რაშბას სკოლის მიხედვით, დემონთა სამი დედოფალი – აგრათ ბატ მალატი, ნაამა და აშეთ ზენუნიმი – უამრავ ჩვილს აჩენდნენ, ლილითი კი უშვილო იყო. სხვა თქმულებათა მიხედვით, ლილითსაც ჰყავდა შვილები და მათ ლილინები ერქვათ.

1486 წელს კათოლიკე ინკვიზიტორის, ჰაინრიხ კრამერის მიერ შედგენილი კუდიანების ცნობილი ტრაქტატი, მალეუს მალეფიკარუმი, გვამცნობს, რომ სუკუბუსი აგროვებს სპერმას იმ მამაკაცებისგან, რომლებთანაც წვება. შემდეგ ამას იყენებენ ინკუბუსები, ანუ მამაკაცი დემონები, რათა ქალები გაანაყოფიერონ. ეს ხსნიდა იმას, თუ როგორ ჩნდებოდა ადამიანისა და დემონის შვილი, მაშინ, როცა ბევრს არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა დემონს მონაწილეობა მიეღო ბავშვის ჩასახვაში. ამ გზით დაბადებული ბავშვები, ანუ კამბიონები ან მახინჯები და დეფორმირებულნი იბადებოდნენ, ან ზებუნებრივი ძალები გააჩნდათ და აღიქვამდნენ იმას, რასაც ადამიანის თვალი და ყური ვერ სწვდებოდა.

კამბიონის გამორჩევა იმითაა შესაძლებელი, რომ დაბადებისას არ ტირის. ხოლო გარკვეულ პერიოდამდე არც პულსი აქვს და არც სუნთქავს, თუმცა შეიძლება დაილაპარაკოს, იმოძრავოს და ა.შ. ეს გრძელდება, სანამ ბავშვი 7 წლის გახდება. შემდეგ კი თანდათან ემსგავსება ადამიანებს და მალე მისი გამორჩევა უცხო თვალისთვის შეუძლებელი ხდება. როგორც წესი, კამბიონი ძალიან ჭკვიანი და ცბიერია, გარეგნულად კი ანგელოზივით ლამაზი. ამ თვისებების საშუალებით შეუძლია ყველაზე მტკიცე ადამიანიც კი აიძულოს, მოიქცეს ისე, როგორც მას სურს. შექსპირის პერსონაჟი კალიბანი, რომელიც კუდიან სიკორაქსის შვილია, კამბიონია. არტურის ლეგენდის პერსონაჟი მერლინი ასევე კამბიონია.

სუკუბუსის მსგავსი არსება არაბულ ლეგენდებშიც არსებობს, მას ქარინა ჰქვია. სათავეს სავარაუდოდ ძველი ეგვიპტური რელიგიებიდან ან პოსტისლამური არაბეთის ანიმისტური შეხედულებებიდან იღებს. ქარინა თავად ირჩევს ადამიანებს, ვისთან ჰქონდეს კონტაქტი. ეს უკანასკნელი ვერასდროს დაქორწინდება, რადგან ქარინა მას უამრავ უბედურებას დაატეხს თავზე.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: