ტარანტული

ტარანტული ობობა – ზოგიერთს ამ სახელის გაგონებაზეც კი აჟრჟოლებს, როცა თვალწინ წარმოუდგება მსხვილი თმიანი არსება გრძელი ფეხებით. მაგრამ სინამდვილეში ის სულაც არაა ისეთი საშიში, როგორიც ჰგონიათ. მისი ნაკბენი გარეგნობაზე გაცილებით ნაკლებად საშიშია და ადამიანისთვის უსაფრთხო (არაა სასიკვდილო). მართალია, თავად კბენა საკმაოდ მტკივნეული პროცესია, მაგრამ შხამი ფუტკრისაზე სუსტია.

მათთვის, ვისაც არაქნიდები უყვარს, ეს სახეობა ფავორიტ შინაურ ცხოველად იქცა. ველურ სამყაროში ის 30 წლამდე ცოცხლობს, თუმცა გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, იყო ტარანტული, რომელმაც 49 წელი იცოცხლა. ზომით აღწევს 12 სმ-ს, გაშლილი ფეხებით კი – 28 სმ-ს. ტარანტულები ზოგჯერ იცვლიან გარეთა ჩონჩხს. ამ პროცესის დროს იცვლება შინაგანი ორგანოებიც, მაგალითად მდედრის გენიტალია და კუჭის შიდა მხარე.

ტარანტულების ასობით სახეობა არსებობს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და მშრალ რეგიონებში. სპეციფიკური საბინადრო არეალის მიხედვით განსხვავდება მათი შეფერილობა და ქცევები. ტარანტულები თხრიან სოროს და უმეტესად მიწაში ცხოვრობენ.

ნამარხები აჩვენებს, რომ ტარანტულის წინაპრები ჯერ კიდევ ტრიასულ ეპოქაში არსებობდნენ (235-240 მილიონი წლის წინ). თუმცა ამ პერიოდის ნამარხებში მათი მხოლოდ ორი სახეობაა ჯერჯერობით აღმოჩენილი. ყველაზე ახალგაზრდა წინაპრები კი მიოცენის პერიოდში (20-23 მილიონი წლის წინ) ბინადრობდნენ. ტარანტულის ნაშთები ძალიან იშვიათია და ჯერჯერობით არ არსებობს ხელმოსაჭიდი ფაქტი იმისა, რომ განისაზღვროს, ცხოვრობდნენ თუ არა ეს არსებები დინოზავრების გვერდით 65 მილიონი წლის წინ. თუმცა დინოზავრებზე დიდი ხნით ადრე რომ არსებობდნენ, ეს დადასტურებულია.

ტარანტულები ნელი და ფრთხილი არსებები არიან, თუმცა ეს არ უშლით ხელს, იყვნენ ღამის სრულყოფილი მტაცებლები. მწერები მათი მთავარი საკბილოები არიან, თუმცა უფრო დიდ რამეებსაც ეტანებიან: ბაყაყებს, გომბეშოებსა და თაგვებს. ხოლო სამხრეთ ამერიკული სახეობა, ჩიტიჭამია ობობა, როგორც სახელიდან ჩანს, პატარა ჩიტების მონადირებასაც ახერხებს.

ტარანტულს, ჩვეულებრივი თმოვანი საფარველის გარდა, ასევე აქვს თმის მსგავსი ეკლიანი გამონაზარდები, რომლებიც შხამიანია და ზოგჯერ მტრის წინააღმდეგ გამოიყენება. იმის მიხედვით, რა სახეობაა ტარანტულის მტერი, განსხვავდება მოქმედებაც: პატარა ცხოველების, მაგალითად, მღრღნელების შემთხვევაში ამ გამონაზარდთან შეხება სასიკვდილოა. ადამიანზე კი იწვევს მხედველობის გაუარესებას, ცხვირისა და კანის გაღიზიანებას, ზოგჯერ ფილტვებისა და სასუნთქი სისტემისაც კი. რიგ შემთხვევებში, ტარანტულის გამონაზარდებს გამოუწვევიათ მხედველობის სამუდამო გაუარესება.

შეტევამდე ტარანტული იღებს საბრძოლო პოზიციას, რაც გამოიხატება წინა ფეხებისა და სხეულის წინა ნაწილის ჰაერში აწევით, წინა კიდურების ფართოდ გაშლით. ამ დროს სხეულზე ხახუნის მეშვეობით წარმოქმნის ხმამაღალი შიშინის ბგერებს. კბენამდე ცოტა ხნით ადრე კი წინა ფეხებით უეცრად ეცემა აბეზარ მეტოქეს. თუკი ეს არ დააფრთხობს მას, იყენებს შხამიან გამონაზარდებს. თუკი ამის შემდეგაც ვერ დაახევინა უკან, გადადის კბენაზე. ზოგიერთი ტარანტული ცნობილია ე.წ. “მშრალი კბენით”, რომლის დროსაც შხამს არ უშვებენ ნაკბენში და მხოლოდ მოწინააღმდეგის შესაშინებლად იქცევიან ასე.

საკბილოს მახეში გასაბმელად ტარანტული არ იყენებს ქსელებს, თუმცა შეიძლება მორთოს წვრილი ხაზები, რათა შეიტყოს, როცა ვინმე მის სოროს უახლოვდება. მსხვერპლს იჭერენ ეშვის მსგავსი საცეცებით, უშვებენ მის სხეულში შხამს, რომელიც ახდენს პარალიზებას, ბოლოს კი დაგემოვნებას იწყებენ. ჭამის პროცესში ისინი გამოყოფენ საჭმლის მოსანელებელ ნივთიერებებს, რათა გაათხიერონ მსხვერპლის სხეული და შემდეგ შეხვრიპონ. კარგად დანაყრების შემდგომ ტარანტულს შეიძლება 1 თვეც კი არ მოშივდეს.

ტარანტულს ძალიან ცოტა ბუნებრივი მტერი ჰყავს, თუმცა მათ შორის შედის საშიში არსება – პარაზიტული პეპსინის ბზიკი. ბზიკი აჯდება ტარანტულს, ნესტრით ახდენს მის პარალიზებას, ჭრის ქსოვილებს და დებს შიგნით კვერცხებს. გამოჩეკვის შემდეგ ბზიკის მატლები ობობის სხეულს იყენებენ საკვებად – იწყებენ მის ცოცხლად ჭამას.

შეწყვილების სეზონის დადგომისას მამრი ტარანტული აბამს ქსელს და მას ზედაპირზე უსვამს საკუთარ სპერმას. სექსუალური აქტისთვის იყენებს სხეულის გამონაზარდებს, რომლებსაც პედიპალპები ეწოდება. პედიპალპი მოკლე, ფეხის მსგავსი საცეცია, რომელიც პირთან ახლოს მდებარეობს. აქტის ბოლოს კი თუკი მოახერხებს, გარბის, თუ არადა, მდედრის საკბილოდ იქცევა. მომწიფების ასაკამდე მისაღწევად ტარანტულებს უმეტესად 10 წლამდე სჭირდებათ.

მდედრი ტარანტული აკეთებს პარკს და მასში ათავსებს ერთად კვერცხებსა და სპერმას, შემდეგ იცავს მას 6-9 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც იჩეკება 500-1000 პატარა ტარანტული.

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: