
ცნობილია, რომ გველების რამდენიმე სახეობას, მაგალითად კრისოფელეას “ფრენა” შეუძლია. ზოგჯერ 100 მეტრით დაშორებულ ადგილზეც ახერხებს “გადაფრენას”, მაგრამ როგორ?
კატეგორია: ფლორა და ფაუნა
2011 წელს აღმოჩენილი ყველაზე უცნაური არსებები

ძალიან იშვიათი ცალთვალა ზვიგენი, რომელიც იმავდროულად ალბინოსიცაა, ოქტომბრის თვეში აღმოაჩინეს მექსიკაში. 56 სმ სიგრძის ჩანასახს თავის წინა მხარეს ერთადერთი, მაგრამ ფუნქციონირებადი თვალი აქვს. ცალი თვალის ქონა დამღაა იმ თანდაყოლილი დარღვევისა, რომელსაც ციკლოპიას უწოდებენ. ციკლოპია შემჩნეულია ცხოველთა სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის ადამიანშიც.
ჩრდილოეთ ფლორიდის უნივერსიტეტის ბიოლოგისა და ზვიგენების სპეციალისტის ჯიმ გელსლეიჩტერის თქმით, ციკლოპი ზვიგენები მეცნიერებს წარსულშიც რამდენჯერმე დაუფიქსირებიათ. მიზეზი, რის გამოც ყველა მათგანი ჩანასახია და არა განვითარებული ან ზრდასრული თევზი, ისაა, რომ ამ დაავადების გამო ველურ ბუნებაში დიდხანს ვერ ძლებენ.
მწერების მაკრო ფოტოები

თითქმის არავის უყვარს მწერები გარდა ბუნების მკვლევარებისა, ცნობისმოყვარე ბავშვებისა და ბიოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისა. თუმცა ამ სურათებში ბევრი ადამიანი დაინახავს სილამაზეს. ფოტოები გადაღებულია მაკროს სტილში, სადაც ობიექტის დასრულებული გამოსახულება რეალურ ზომაზე გაცილებით დიდი ჩანს.
ზღვის შხამიანი და ნესტრიანი არსებები (National Geographic)

ყვითელტუჩა ზღვის კრაიტის სასიკვდილო შხამი სიძლიერით ათჯერ აღემატება ჩხრიალა გველისას, მაგრამ საბედნიეროდ ეს ქვეწარმავლები იმდენად წყნარები არიან, რომ ადამიანისთვის კბენა ძალიან იშვიათია. კრაიტები თავთხელ ტროპიკულ წყლებში ბინადრობენ მარჯნის რიფებსა და მანგროს ჭაობებში. თუმცა სხვა ზღვის გველების მსგავსად ისინიც წყალხმელეთა ცხოველები არიან და შეუძლიათ, მიწაზე 10 დღე გაძლონ. ზღვის კრაიტები სანაპიროზე მიდიან, როცა სურთ საჭმლის (ძირითადად გველთევზები და თევზები) მონელება, შეწყვილება და კვერცხების დაყრა.
მტკნარი წყლის ყველაზე საშიში ცხოველები (National Geographic)

ბასრი კბილებითა და გაუმაძღარი მადით ცნობილი პირანია სამხრეთ ამერიკის რამდენიმე მთავარი მდინარის აუზში ბინადრობს. ამ ყველაფრისმჭამელ თევზს განსაკუთრებით იზიდავს ხორცი, თუმცა ადამიანზე თავდასხმა იშვიათია.
ბრაზილიაში ისტორიული ვიზიტისას თეოდორ რუზველტმა საკუთარი თვალებით იხილა, პირანიების ჯგუფმა როგორ დაანაკუწა ცოცხალი ძროხის სხეული რამდენიმე წამში. მისი მონაყოლი დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა მუქ წარმოდგენებს ამ თევზებზე, თუმცა რეალურად ეს სცენა ნაწილობრივ სპექტაკლი იყო – მეთევზეებმა პირანიები სპეციალურად აშიმშილეს რამდენიმე დღე და შემდეგ აუშვეს.
გიგანტური თევზების ფოტოგალერეა (National Geographic)

ბრაზილიის ქალაქ მანაუსში მდებარე აკვარიუმში მყვინთავი არაპაიმასთან ერთად დაცურავს. ის ბრაზილიაში ცნობილია, როგორც პირარუკუ, პერუში კი – პაიჩე. ეს სამხრეთ ამერიკული მეგათევზი მტკნარი წყლის ერთ-ერთი უდიდესი თევზია მსოფლიოში. სიგრძეში ხანდახან 3 მეტრზე მეტს აღწევს, წონა კი 180 კგ-მდე ადის.
“ცისარტყელა” ჭიანჭველები ანუ შენ ის ხარ, რასაც ჭამ

შენ ის ხარ, რასაც ჭამ – ეს ცნობილი გამოთქმა ამ მწერებზე უკეთ ალბათ ძნელად თუ მიესადაგება ვინმეს ან რამეს. მოჰამედ ბაბუმ საზოგადოებას ეს გასაოცარი ფოტოები წარუდგინა, რომლებშიც ჭიანჭველებს შაქრის ფერადი წვენების დალევის შემდგომ მუცელი შესაბამისი ფერის უხდებათ.
National Geographic: ველური ცხოველების საუკეთესო ფოტოები (2011)

კონკურსის გამარჯვებული ფოტო – ყავისფერი ვარხვები მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის სითხისგან არიან გაჟღენთილები. ესპანელმა ფოტოგრაფმა დანიელ ბელტრამ ეს სცენა ლუიზიანას შტატის ქალაქ ფორტ ჯექსონში დააფიქსირა. ზოოლოგმა და ფოტოგრაფმა მარკ კარვარდინმა განაცხადა, რომ სურათმა “უბედური შემთხვევისგან ხელოვნება შექმნა”.
ლომები, ვეფხვები და სხვა დიდი კატები შეიძლება 20 წელიწადში გადაშენდნენ

ველური ბუნების სიამაყეები – ლომები, ვეფხვები და დანარჩენი დიდი კატები – თანდათანობით ქრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან, გვაფრთხილებენ გარემოს დაცვის ექსპერტები.
ყველაზე უცნაური არსებები (National Geographic)

ჩოქელა იმდენად უცნაური გარეგნობის მქონე ქმნილებაა, რომ ძველი ბერძნების რწმენით, მას ზებუნებრივი შესაძლებლობები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ეწოდა სახელად “Mantis”, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველს. ეს მტაცებელი მწერი იკვებება ცოცხალი მწერებით, რომელთა დაჭერასაც ახერხებს წინა ეკლიანი ფეხებით. შეწყვილების დროს მდედრი ხშირად მიირთმევს მამრს, დასაწყისში კი თავს აჭამს. მომაკვდავ მამრს სპაზმები ემართება და დიდი რაოდენობით სპერმას გამოყოფს. ამის შემდეგ მდედრი აგემოვნებს მისი პარტნიორის ტანსა და შიგნეულობას, რაც დამატებითი საზრდოა იმისთვის, რომ 200-მდე კვერცხი დაყაროს.