როგორ დაფრინავენ გველები?


ცნობილია, რომ გველების რამდენიმე სახეობას, მაგალითად კრისოფელეას “ფრენა” შეუძლია. ზოგჯერ 100 მეტრით დაშორებულ ადგილზეც ახერხებს “გადაფრენას”, მაგრამ როგორ?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინი “მფრინავი გველი” არასწორია. ამ სახეობებს უბრალოდ საკმაოდ გრძელ მანძილზე შეუძლიათ გადახტომა და არა ფრენა.

კრისოფელეას სახეობაზე დაკვირვებამ, მათი მოძრაობების გადაღებამ და ექსპერიმენტებმა გასცა პასუხი იმას, თუ როგორ ახერხებენ სხეულის მწყობრში მოყვანას, რათა შემდეგ დიდ მანძილზე გადაისროლონ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში ნაპოვნ 5 კრისოფელეას აკვირდებოდნენ, თუ როგორ ამოძრავებდნენ ნეკნებს, ჰაერში ახტომისას ფორმას უცვლიდნენ სხეულს და აბრტყელებდნენ. მაგრამ ეს არ ხსნის სრულად, თუ როგორ ახერხებენ ქვეწარმავლები ამ ტრიუკის შესრულებას.

“სხეულის გაბრტყელება სხვა გველებსაც შეუძლიათ, მაგალითად სამეფო კობრას. ამას ისინი სხვადასხვა მიზნებით აკეთებენ”, ამბობს ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიკ სოუჰა.

რომ გაერკვიათ, კიდევ რა იყო საჭირო, სოუჰა და მისი კოლეგები შეიარაღდნენ ვიდეო-ფოტოაპარატებით და ყურადღებით აფიქსირებდნენ კრისოფელეების მოძრაობას, თუ როგორ ხტებოდნენ ისინი ერთი შენობიდან მეორეზე, რომლებსაც რამდენიმე ათეული მეტრი აშორებდათ ერთმანეთისგან.


ამ ფოტოებით შემდეგ 3-D გამოსახულებები შექმნეს და რეპტილიების სხეულის პოზიციების უკეთ დაკვირვების საშუალება მიეცათ. როგორც აღმოჩნდა, გველები სხეულს 25°-ით ხრიან გადახტომამდე, თავს მაღლა წევენ, კუდს დაბლა. ეს დაახლოებით ისეთი პოზიციაა, მანქანიდან ხელს რომ გადაჰყოფთ და შეაბრუნებთ ისე, რომ ხელისგულის მხარე ზევით იყოს.

კრისოფელეას ჯიშის გველები, რომლებიც სიგრძეში 4 ფუტს (1.2 მ) აღწევენ, ჰაერში სრიალისას S-ის ფორმას იღებენ. გაჩნდა აზრი, რომ ეს ეხმარებოდათ მათ სიმაღლის შენარჩუნებაში (ანუ გარკვეული დროით გრავიტაციის დაძლევაში). მომდევნო ექსპერიმენტებით ამ მოსაზრების სისწორე დასაბუთდა. მკვლევართა ჯგუფმა ხელოვნური მოდელების მეშვეობით სხვადასხვა ფორმის გველების აეროდინამიკაზე მოახდინა დაკვირვება მოძრაობისას.

“დაკვირვება გვიჩვენებს, რომ S-ის ფორმის მიღებით გველი უფრო შორ მანძილზე ახერხებს გადახტომას, ვიდრე ამას შეძლებდა სხეულის სწორი პოზიციის დაჭერის შემთხვევაში” – განაცხადა პროფესორმა სოუჰამ, რომლის ექსპერიმენტებიც დაფინანსებული იყო National Geographic Society-ის სამეცნიერო კვლევა-ძიების კომიტეტის მიერ.

“S-ის კონფიგურაციით გველის სხეულის წინა ნაწილი ქმნის ერთგვარ ტალღას, რომელიც გადაეცემა უკანა ნაწილს და მაღლა სწევს მას.”

მსგავსი სისტემა აქვთ ბატებს, რომლებიც გადაფრენისას V-ს ფორმას ქმნიან. წინა ნაწილის ფუნქციას ამ შემთხვევაში ბატების ლიდერი ასრულებს, რაც საშუალებას აძლევს დანარჩენ ბატებს, ზუსტად მისდიონ მას და ფორმა არ დაირღვეს.

მაგრამ რჩება კიდევ ერთი საკითხი: რატომ იკლაკნებიან გველები, როცა მიწაზე ეცემიან? სოუჰას ჯგუფი მიიჩნევს, რომ ეს მათ ეხმარება ორგანიზმისთვის წნევის დარეგულირებაში, თუმცა ჯერ არ დაუმტკიცებიათ.

ეს დაკვირვებები და აღმოჩენები იმითაცაა საინტერესო, რომ შეიძლება ადამიანებს სამხედრო საქმეში დახმარება გაუწიოს. მაგალითად, სისტემის შესწავლით შეძლონ მოახდინონ საფრენი აპარატების უკეთესი მანევრირება ჰაერში. ამიტომაც სოუჰას ახალ კვლევებს აფინანსებს აშშ-ის თავდაცვის საძიებო პროექტების სააგენტო, იგივე DARPA.

სოუჰამ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც ამ საკითხში ჩაერთო და ასე აქტიურად იკვლევს კრისოფელეას, უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა. “ეს საოცრად საინტერესო და მიმზიდველი რამაა. ყველა საკითხი ჯერ არაა ნათელი, მაგრამ კვლევები იმედს იძლევა, რომ მალე მთავარ კითხვებს პასუხი გაეცემათ.”

სულ 5 ჯიშია ე.წ. “მფრინავი” გველებისა, ისინი ბინადრობენ დასავლეთ ინდოეთიდან მალაიზიის არქიპელაგამდე არეალში. მათგან ყველაზე პატარა 60 სმ-ს აღწევს, ყველაზე დიდი კი ორჯერ მეტს. საკვები მენიუ შედგება მღრღნელებისგან, ხვლიკებისგან, ბაყაყებისგან, ჩიტებისა და ღამურებისგან. აქვთ მსუბუქი შხამიც, რომელიც ადამიანისთვის სახიფათო არაა. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზანი ან დანიშნულება აქვს “ფრენას”. სავარაუდოდ, ეს ემსახურება მტაცებლებისგან გაქცევას, რიგ შემთხვევებში კი მსხვერპლზე თავდასხმას.

Advertisements

2 responses to “როგორ დაფრინავენ გველები?

  1. faifuris angelozi 18/12/2011, 3:15 PM

    მოკლედ ისევ და ისევ ბუნება აძლევს ადამიანს რაღაც ახალი იდეის ან ტექნიკის გაუმჯობესების ძალას)

    Like

  2. Pingback: გასაოცარი მეცნიერული gif-ები | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: