
ფართო საზოგადოებაში სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად დამახინჯებული სახით ვრცელდება ან უბრალოდ დეზინფომაცია/მითია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას.
კატეგორია: ფაქტები
ფაქტები ტარაკნებზე

ტარაკნების ტაქსონომიურ რიგში დაახლოებით 4500 სახეობა შედის და მათგან 30-ს ადამიანთა დასახლებებშიც შევხვდებით, 10 კი პარაზიტად ითვლება. მწერების კვალობაზე ტარაკნები ზოგჯერ საკმაოდ დიდები და მსხვილები არიან. უმეტესი მათგანი მცირე ზომისაა, თუმცა გიგანტურმა ავსტრალიურმა ტარაკანმა, იგივე მარტორქა ტარაკანმა, შეიძლება სიგრძეში 8 სმ-ს და წონაში 35 გრამს გადააჭარბოს, ასევე დაფიქსირებულია 50 გრამიანი ტარაკნების შემთხვევებიც. სხვა მწერების მსგავსად შთამომავლობის დასატოვებლად ეს არსებებიც წყვილდებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ ხდება და მოპოვებულ სპერმას მდედრი მთელი ცხოვრება ინახავს. ტარაკნებს შეუძლიათ, მთელი თვე გაძლონ საკვების გარეშე, მაგრამ მხოლოდ 1 კვირა – უწყლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ღამის არსებები არიან, არ ეშინიათ სინათლის – გაქცევის მიზეზი რეალურად ჩვენ (ადამიანები) ვართ. ძლებენ თითქმის ყველანაირ პირობებში და თითქმის ნებისმიერ ადგილას.
ყველაზე სამარცხვინო მომენტები კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში

კათოლიციზმი ყველაზე მსხვილი ქრისტიანული მიმდინარეობაა 1 მილიარდზე მეტი წევრით, წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს რელიგიურ ინსტიტუტს და დიდი როლი აქვს ნათამაშები დასავლური ცივილიზაციის ისტორიაში. დღესდღეობით მრავალი ადამიანისთვის კათოლიკური ეკლესია პატივსაცემი დენომინაციაა, თუმცა მის წარსულში არც ისე ცოტა შავ ლაქას შევხვდებით.
ნაკლებად ცნობილი ფაქტები მგლებზე

რთულია, დედამიწაზე მოიძებნოს მეორე ცხოველი, რომელსაც ადამიანზე ისეთი გავლენა ჰქონდა, როგორიც – მგელს. ნორვეგიულ მითოლოგიაში ისინი ღმერთები იყვნენ, ძველი რომაული ლეგენდით – რომულუსისა და რემუსის აღმზრდელები, შუა საუკუნეებში კი მაქციებზე, იგივე ადამიან-მგლებზე უამრავი თქმულება არსებობდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მგელი სავარაუდოდ იყო პირველი არსება, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა და მის შთამომავლებს დღეს შინაური ძაღლების სახელით ვიცნობთ. თუმცა თავად ეს პროცესი, რომელიც დაახლოებით 15 000 წლის წინ დაიწყო, დღემდე ბურუსითაა მოცული. სხვადასხვა დროს მგლები ჩვენთვის იყვნენ როგორც ყველაზე ახლო მეგობრები, ისე ყველაზე მძვინვარე მტრები.
ყველაზე მწარე ნესტრის მქონე არსებები

ბევრ ჩვენგანს გამოუცდია ფუტკრის ნესტრისგან გამოწვეული ტკივილი, თუმცა საბედნიეროდ არ ვიცით, როგორია ტარანტულის ბზიკის ან ცეცხლოვანი ჭიანჭველების ნაკბენი. ჩვენგან განსხვავებით ჯასტინ შმიდტმა არამარტო ეს სამი, არამედ 147 სხვა სახეობის ნესტრის სიმწარე და მათგან გამოწვეული წვის შეგრძნება იგემა საკუთარ თავზე.
სასკოლო ხოცვა-ჟლეტებისას წარმოთქმული ცნობილი ფრაზები

უცნაური და ტვინის ამრევი საკითხია, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს, შევიდეს სკოლაში და მოსწავლეების ხოცვა დაიწყოს? 2012 წელს საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა სპეციალური პროგრამები შეიმუშავეს, რომელთა მიზანია, შეამციროს მსგავსი შემთხვევების მოხდენის ალბათობა და მოსწავლეებში აგრესია გაანელოს. სკოლებმა უფრო მეტად გაამკაცრეს მეთვალყურეობა და შენობაში იარაღის ტარებაზე კონტროლი. სამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ეკიდებიან ინტერნეტში განთავსებულ მუქარის წერილებსაც.
იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც სკოლაში მოსწავლეებს ხოცავს, შემთხვევიდან მალევე თავს იკლავს. ეს სავარაუდოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ დამნაშავეებს არ სურთ მათი ქმედების მნიშვნელობისა და შედეგის გაცნობიერება. ამის გამო პოლიციასაც არ ეძლევა მათი დაკითხვის და შესაბამისად, მოტივის გამოაშკარავების საშუალება. ამ ტიპის მკვლელები დანაშაულის ჩადენის მომენტში ჩუმად არიან და იშვიათად ლაპარაკობენ, მაშინაც ლაკონური ფრაზებით შემოიფარგლებიან. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი ადამიანები უმეტესწილად საზოგადოებისგან გარიყულნი არიან, მსხვერპლთა დახოცვისას კი ახასიათებთ შეუბრალებლობა და საერთოდ არ განიცდიან სინდისის ქენჯნას.
სექსუალური ტრადიციები ცხოველთა სამყაროში

რამდენადაც ფართო და მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო, იმდენად განსხვავებულია მათი სექსუალური ქცევები. ზოგი ადამიანისას ჩამოგავს, ზოგი ერთი შეხედვით სასაცილოა, ზოგი კი სასტიკი. წარმოგიდგენთ ფაუნის ბინადართა რამდენიმე განსაკუთრებულ სექსუალურ ტრადიციას და ამ საკითხთან დაკავშირებულ ფაქტებს.
დალუქული საიდუმლო მასალები

მნიშვნელოვანი დოკუმენტების გარკვეულ პერიოდამდე დალუქვა ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. ხოლო როცა ასეთი დოკუმენტები საზოგადოებაში არსებულ საჭირბოროტო პრობლემას ეხება, მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ატყდება ხოლმე, ხშირად შეთქმულების თეორიასაც აბრალებენ. პოსტში შეგროვებულია 10 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათგან 3 უკვე გაიხსნა, დანარჩენი კი თავის დროს უცდის. მსგავსი ტიპის დოკუმენტებს, როგორც წესი, აერთიანებთ ერთი რამ – ისინი ცვლიან საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს რაიმე მოვლენის შესახებ.
ნაცისტთა ექსპერიმენტები ადამიანებზე

გარკვეული სამედიცინო საკითხების გამოსაკვლევად ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია, სადაც ლაბორატორიის ვირთხის როლში ძირითადად ევროპაში მცხოვრები ებრაელები აღმოჩნდნენ, ასევე ბოშები და უნარშეზღუდული არაებრაელი გერმანელებიც. ექსპერიმენტები უმეტესად ადრეულ 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტის დროს მიმდინარეობდა. ცდები, როგორც წესი, სიკვდილით, სერიოზული ზიანით ან სამუდამო უნარშეზღუდულობით სრულდებოდა, რის გამოც განიხილება სამედიცინო წამების ნათელ მაგალითად.
ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანები მსოფლიოში

50 წლის ინგლისელი პოლ მეისონი ერთ დროს ყველაზე მსუქან ადამიანად ითვლებოდა 444 კგ-იანი მაჩვენებლით. თუმცა მან კუჭის შუნტირების ოპერაცია გაიკეთა და 254 კგ-ზე ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, წონის მატების მიზეზი ზედმეტად კალორიული დიეტა იყო – ის დღეში 20 000 კალორიას იღებდა, თუმცა ასევე ადანაშაულებს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სამსახურს, რადგან მათ არ მისცეს საშუალება, ენახა კვების სისტემის დარღვევების სპეციალისტი, როცა პოლი 180 კგ-ს გადასცდა.