ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანები მსოფლიოში


50 წლის ინგლისელი პოლ მეისონი ერთ დროს ყველაზე მსუქან ადამიანად ითვლებოდა 444 კგ-იანი მაჩვენებლით. თუმცა მან კუჭის შუნტირების ოპერაცია გაიკეთა და 254 კგ-ზე ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, წონის მატების მიზეზი ზედმეტად კალორიული დიეტა იყო – ის დღეში 20 000 კალორიას იღებდა, თუმცა ასევე ადანაშაულებს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სამსახურს, რადგან მათ არ მისცეს საშუალება, ენახა კვების სისტემის დარღვევების სპეციალისტი, როცა პოლი 180 კგ-ს გადასცდა.


 


1967 წელს დაბადებულმა ამერიკელმა დონა სიმპსონმა 2008 წელს გადაწყვიტა, გამხდარიყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ადამიანი. მისი თავდაპირველი მიზანი 450 კგ გახლდათ. 2010 წლის ივნისისთვის დონა 273 კგ-ს იწონიდა, რაც ნაკლები იყო 2008 წლის მაჩვენებელზე (290 კგ). ამ პერიოდში ის ხელმძღვანელობდა ვებსაიტს, სადაც მომხმარებლები ფულს იხდიდნენ იმისთვის, რომ მისი ჭამის პროცესისთვის ეცქირათ. 2010 წელს სიმპსონმა გინესის წიგნში დაიმკვიდრა სახელი და გახდა „ყველაზე ჭარბწონიანი ქალი, რომელმაც შვილი გააჩინა”. 2011 წლის აგვისტოში დონამ დიეტაზე დაჯდომა და 170 კგ-ზე ჩამოსვლა გადაწყვიტა, რათა თვითშეფასება ამაღლებოდა და ბავშვების აღზრდის საქმეს უკეთ გამკლავებოდა.

 


მექსიკელი მანუელ ურიბე 1965 წლის 11 ივნისს დაიბადა. მას სიმსუქნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა აღენიშნებოდა, რაც კი ისტორიაშია ცნობილი. მას შემდეგ, რაც 600 კგ-ს მიაღწია და 2001 წლიდან მოყოლებული, საწოლიდან ვეღარ დგებოდა, მის საქმეში სამედიცინო სპეციალისტები ჩაერივნენ და სპეციალური დიეტის მეშვეობით 182 კგ დააკლებინეს. ამის შემდეგ ის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და რამდენჯერმე სხვადასხვა ტელეარხზეც მოხვდა, თუმცა უარი განაცხადა კუჭის შუნტირების ოპერაციის ჩატარებაზე. 2008 წლის 26 ოქტომბერს ურიბეს წონა 360 კგ-ზე იყო ჩამოსული, 2012 წლის თებერვლის მონაცემით კი 200 კგ-ს იწონის.

 


რობერტ ერლ ჰიუისი (1926-1958) თავისი სიცოცხლის პერიოდში ითვლებოდა ისტორიაში ყველაზე მძიმე ადამიანად. გადაჭარბებული წონის მიზეზი სავარაუდოდ ჰიპოფიზის ფუნქციონირების დარღვევა იყო. ჰიუისის მკერდის გარშემოწერილობა შეადგენდა 3.15 მეტრს და ზოგიერთ პერიოდში იწონიდა 486 კგ-ს. 6 წლის ასაკში მისი წონა 92 კგ იყო, 10 წლის ასაკში – 171 კგ, სიკვდილის მომენტში კი ნახევარ ტონას აჭარბებდა. მოზრდილობის პერიოდში ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა კარნავალებსა და წარმოდგენებზე, დაგეგმილი იყო ედ სალივანის შოუზე გამოსვლაც, თუმცა ვერ განხორციელდა. 1958 წლის 10 ივლისს რობერტს წითელა შეეყარა, რაც მალე გადაიზარდა ურემიაში (ორგანიზმის მოწამვლა თირკმლების დაავადების დროს) და მისი სიკვდილი გამოიწვია. ამ დროს ჰიუისი 32 წლის იყო.

 


კენეტ ბრამლი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ადამიანი იყო, რომლის წონაც ჩაწერილი და დადასტურებულია. ის გადაიღეს ბრიტანული მე-4 არხის დოკუმენტური ფილმების სერიაში „BodyShock”. გადაცემაში, რომელსაც „ნახევარტონიანი მამა” ერქვა, განიხილეს 4 შვილის მამის ცხოვრება, რომელიც თითქმის 470 კგ-ს იწონიდა. კენეტის განცხადებების მიხედვით, ის 4 წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. შემდეგ კი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში კუჭის შუნტირების ჩატარებაზე თანხმობა მისცეს, მაგრამ იმისთვის, რომ საოპერაციო მაგიდამდე მიეყვანათ, სახლის კედელის ჩამონგრევა მოუწიათ. ბრამლის მკურნალობაში პირველი ეტაპი იყო დიეტა, რომელიც დღეში არაუმეტეს 1200 კალორიას მოიცავდა, ამის მეშვეობით მან 40 დღეში 76 კგ დაიკლო.

 


1953 წლის 14 მაისს დაბადებული მაიკლ ჰებრანკო სიმსუქნის უკიდურესად მძიმე ფორმით იტანჯებოდა. ნიუ-იორკში მდებარე წმინდა ლუკას საავადმყოფოში მან 19 თვე გაატარა და ამ პერიოდში 411 კგ-იდან 90-ზე ჩამოვიდა, მკერდის გარშემოწერილობა კი 290-იდან 91 სმ-მდე შეუმცირდა. დაკლების პროცედურები მოიცავდა დიეტასა და მწვრთნელის მითითებით ვარჯიშებს, ამის შედეგად კი 1990 წელს ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი წონა დაიკლო. ზედმეტი მასის ნაწილი ქირურგიული ჩარევითაც მოაკლეს. ამის შემდეგ ჰებრანკომ აშშ-ში ლექციების ჩატარება დაიწყო საკუთარი გამოცდილების შესახებ, მხარს უჭერს ჯანსაღ ცხოვრებას, ვარჯიშსა და დიეტის დაცვას, რამდენჯერმე გამოჩნდა სხვადასხვა შოუებშიც.

 


„მაირა როსალესი ბავშვის მკვლელი არაა – 1000 ფუნტი ზედმეტად ბევრია საამისოდ.” ტეხასის სასამართლომ ჩათვალა, რომ მაირა როსალესი, რომელიც 470 კგ-ს იწონის, თავის დიშვილს ვერ მოკლავდა. საქმე იმაშია, რომ მაირა თავის დას, ჯეიმის იცავდა, რომელმაც 2 წლის შვილს თავსა და სხვა ადგილებში რამდენჯერმე ჩაარტყა ჯაგრისი და ამან შემდგომში მისი სიკვდილი გამოიწვია. მაირამ განაცხადა, რომ უნებლიედ დიშვილს დაეცა და მისმა წონამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა, თუმცა სამედიცინო ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი თავის არეში მიყენებული ზიანი იყო. სასამართლომ კი დაასკვნა, რომ მაირა თავისი წონის გამო ვერ შეძლებდა ხელის ისე აწევას, რომ ბავშვისთვის თავში შემოერტყა. ასე რომ გადაჭარბებული სიმსუქნე ამ შემთხვევაში ალიბი აღმოჩნდა.

 


ამერიკელი ჯონ ბრაუერ მინოქი (1941-1983) იყო ყველაზე მძიმე ადამიანი, რომელიც კი ისტორიაში დაფიქსირებულა. პიკში ყოფნისას მისი წონა შეადგენდა 630 კილოგრამს, თუმცა ეს მიახლოებითი მაჩვენებელია, რადგან ექსტრემალური ზომის, ცუდი ჯანმრთელობისა და მოძრაობის უნარის შეზღუდულობის გამო მისი სასწორზე შედგომა ვერ მოხერხდა. 12 წლის ასაკში ის 132 კგ-ს იწონიდა, 22 წლისთვის კი სიმაღლეში 185 სმ და წონით 178 კგ იყო. 1978 წელს 37 წლის ასაკში ჯონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან წონის მუდმივმა მატებამ გულის მუშაობაზე იმოქმედა და პრობლემები შეუქმნა. იმავე წელს ის გინესის წიგნში მოხვდა თავის 50 კგ-იან ცოლთან ერთად, როგორც ყველაზე განსხვავებული წყვილი წონის მხრივ. მინოქის გადაყვანა რთული საქმე იყო, ამისთვის მეხანძრეთა და სამაშველო ჯგუფი ერთვებოდა საქმეში. მას ორ შეტყუპებულ ლოგინზე ეძინა და როცა თეთრეულის გამოცვლა იყო საჭირო, 13 კაცი ცდილობდა მის გადაგორებას.

 


მას შემდეგ, რაც 318 კგ წონის ტერი სმიტს ექიმებმა უთხრეს, რომ ჭარბწონიანობის გამო შეიძლებოდა დაღუპულიყო, ყველაზე მსუქანმა ქალმა დაკლება გადაწყვიტა. ის ოჰაიოში ცხოვრობს, მიჯაჭვული იყო საწოლზე, არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და მთლიანად იყო მინდობილი თავის ქმარზე მაირონზე და 30 წლის ქალიშვილზე. 7 წლის ასაკში ტერი იწონიდა 50 კგ-ს, 20 წლის ასაკში კი – 114-ს, თუმცა აქტიურ ცხოვრებას მისდევდა და გონებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტად მუშაობდა მთელი 20 წლის განმავლობაში. „ხალხს ვეხმარებოდი დაბანაში, კვებასა და ჩაცმაში”, ამბობს ის. „სკოლაში სწავლის პერიოდში მსუქანას მეძახდნენ, არავის უნდოდა ჩემთან თამაში და სპორტულ გუნდში ჩასმა.” 2010 წელს სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ტერიმ ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების სისტემას მიჰყო ხელი.

 


კეროლ იაგერი (1960-1994) ისტორიაში აღრიცხულია, როგორც ყველაზე მძიმეწონიანი ქალი, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია. ის ასევე ცნობილია იმით, რომ დროის მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი წონა დაიკლო ბუნებრივი საშუალებებით (ქირურგიის გარეშე) – 237 კგ 4 თვეში. როცა კეროლი გარდაიცვალა, 544 კილოს იწონიდა და სიმაღლეში 170 სმ იყო. როგორც თვითონ ამბობდა, ბავშვობაში ოჯახის ახლობელმა გააუპატიურა და ამის შემდეგ მუდმივად ჭამის მოთხოვნილება ჰქონდა. 1993 წლის იანვარში კეროლი საავადმყოფოში მოათავსეს, ამ დროს 539 კგ-ს იწონიდა, აწუხებდა ცელულიტი და იმუნური სისტემის სისუსტე. 1200 კალორიანი დიეტით საკმაოდ დიდი მასის მოკლება მოახერხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაკარგული წონის ძირითად ნაწილს სითხეები შეადგენდა. კეროლის ბოიფრენდი ირწმუნებოდა, რომ პიკში ყოფნისას ქალის წონა 727 კგ იყო, თუმცა ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.

 


უოლტერ ჰადსონი (1944-1991) გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე განიერი წელის პატრონი. 1987 წელს ეს მაჩვენებელი იყო 300 სმ, წონა კი – 543 კგ. უოლტერი ამბობდა, რომ მისი დღიური კვების დიეტა შედგებოდა ორი ყუთი სოსისისგან, 450 გ ბეკონისგან, 12 კვერცხისგან, დიდი პურისგან, 4 ჰამბურგერისა და 4 ორმაგი ჩიზბურგერისგან, 8 დიდი პორცია შემწვარი კარტოფილისგან, 3 ლორისგან ან 2 წიწილისგან, 4 ტკბილი კარტოფილისგან, 4 თავი ბროკოლისგან, დიდი ნამცხვრისგან და დამატებით „მსუბუქი” საუზმისგან. გარდა ამისა, ყოველდღე სვამდა 17 ლიტრ გაზიან წყალს. გარდაცვალების მომენტში იწონიდა 510 კილოგრამს და სხეულის გამოსატანად კედელში 1.2 X 1.8 მ ხვრელი გააკეთეს.

Advertisements

8 responses to “ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანები მსოფლიოში

  1. NocHuRa 24/04/2012, 8:59 PM

    მესამე, მექსიკელი მანუელ ურიბე, როგორც მახსოვს პრინცი თუ ვიღაც უნდა იყოს, რომელმაც დიდი ხანი არ არის რაც ცოლი შეირთო და ქორწილში ევაკუატორით მიიტანესო. თუ არ ვცდები ეგ უნდა იყოს. სახეზე მეცნო :))

    Like

  2. tako 26/04/2012, 3:08 PM

    au ramxelebi arian

    Like

  3. Samuel Muzaevi 28/04/2012, 10:14 PM

    აუ ზოგი რა ცოდვაა :/

    Like

  4. kravai 09/06/2012, 2:34 PM

    sacodavebi arian da meti araferi

    Like

  5. Murdock 14/08/2012, 11:43 PM

    armegona tu adamiani 150 kiloze meti sheidzleba yofiliyo 😦 turme zogi 500sac yofila

    Like

  6. qeta 27/08/2012, 4:51 PM

    ara raa:D top modeli var:D:D:

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: