ყველაზე მწარე ნესტრის მქონე არსებები


ბევრ ჩვენგანს გამოუცდია ფუტკრის ნესტრისგან გამოწვეული ტკივილი, თუმცა საბედნიეროდ არ ვიცით, როგორია ტარანტულის ბზიკის ან ცეცხლოვანი ჭიანჭველების ნაკბენი. ჩვენგან განსხვავებით ჯასტინ შმიდტმა არამარტო ეს სამი, არამედ 147 სხვა სახეობის ნესტრის სიმწარე და მათგან გამოწვეული წვის შეგრძნება იგემა საკუთარ თავზე.

ჯასტინ შმიდტი არიზონას უნივერსიტეტის ენტომოლოგია და თავისი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი დაუთმო მწერების კვლევას. ის ხშირად თხრის მიწას და აკვირდება ცოცხალი არსებების მრავალრიცხოვან კოლონიებს, რომლებიც არც ისე ნასიამოვნები რჩებიან დაუპატიჟებელი სტუმრის ხილვით და ხან ეშვებით, ხანაც ნესტრებით ან მარწუხებით კბენენ.

მიუხედავად ამისა, ჯასტინი მოქმედებს პრინციპით, რომ ტკივილის გარეშე მიზანს ვერ მიაღწევს და თავისი საქმიანობის უარყოფითი მხარეები თავის სასიკეთოდაც კი გამოიყენა. მან შეადგინა სია სახელად „შმიდტის ნესტრის ტკივილის ინდექსი”, რომელშიც 78 სახეობისგან 10 ამოარჩია. თითოეულ პუნქტს შმიდტმა გარკვეული ინდექსი მიანიჭა 1-დან 4-მდე.

 

***


ოფლის ფუტკარი (ჰალიქტიდები)
ინდექსი:
1.0
შმიდტის აღწერა: მსუბუქი, ხანმოკლე, თითქმის უმტკივნეულო ნაკბენი. პატარა გაელვება, რომელიც მხარზე ერთ ბეწვს შეგიტრუსავთ.

 


ცეცხლოვანი ჭიანჭველა
ინდექსი:
1.2
შმიდტის აღწერა: ბასრი, მსუბუქად ამაღელვებელი. თითქოს ხალიჩაზე მისეირნობთ და უეცრად ელექტროსტატიკური განმუხტვა მოხდა.

 


აკაციის ჭიანჭველა
ინდექსი:
1.8
შმიდტის აღწერა: ტკივილის იშვიათი და მწვავე ფორმა. თითქოს ლოყაზე სტეპლერით მოგიჭირეს.

 


ლაქებიანი კრაზანა
ინდექსი:
2.0
შმიდტის აღწერა: ძლიერი და ბასრი, მიაგავს მოძრავ კარებში ხელის მოყოლას.

 


ვესპინები
ინდექსი:
2.0
შმიდტის აღწერა: მწვავე და მტკივნეული. წარმოიდგინეთ, თითქოს უილიამ კლოდ ფილდსი სიგარას თქვენს ენაზე აქრობს.

 


თაფლის ფუტკარი & ევროპული კრაზანა
ინდექსი:
2.0
შმიდტის აღწერა: შეგრძნება მიაგავს იმ შემთხვევას, როცა ასანთით კანს დაიწვავთ.

 


წითელი ამერიკული ჭიანჭველა
ინდექსი:
3.0
შმიდტის აღწერა: შეუბრალებელი და უმოწყალო. თითქოს ფრჩხილი ჩაგეზარდათ და ვიღაცა მას ბურღით თხრის.

 


ქაღალდის კრაზანა
ინდექსი:
3.0
შმიდტის აღწერა: ძალიან მწვავე, თითქოს გაჭრილ თითზე სავსე სინჯარით მარილმჟავას (ქლორწყალბადმჟავა) ისხამთ.

 


პარაზიტული პეპსისის კრაზანა
ინდექსი:
4.0
შმიდტის აღწერა: დამაბრმავებლად, შემაძრწუნებლად მტკივნეული. თითქოს ქაფიან აბაზანაში ყოფნისას ვიღაცამ წყალში თმის ფენი ჩააგდო.

 


ტყვია-ჭიანჭველა
ინდექსი:
4.0+
შმიდტის აღწერა: მძლავრი, ღონიერი ნაკბენი. თითქოს ალმოდებულ ნახშირზე დადიხართ და ქუსლში 7 სმ სიგრძის ჟანგიანი ლურსმნები გერჭობათ.

 

***

თუმცა საქმე მხოლოდ ნესტრის სიმწვავეში არაა. ჯასტინ შმიდტმა ასევე განაცხადა, რომ რაც უფრო ძლიერად კბენა შეუძლია მწერს, მით უფრო აგრესიულია ის თავდასხმისას. ზოგიერთი მათგანი კი მარტო კბენას არ ჯერდება და იმავდროულად გამოყოფს ფერომონს, ეს კი მათ თანამოძმეებს აგრძნობინებს, რომ საკბილო იპოვა და მათი დახმარება სჭირდება. შედეგად ცოტა ხანში შეიძლება შემთხვევის ადგილას ერთის მაგივრად ათობით ან ასობით მწერი გაჩნდეს და აგრესორი საშინელ დღეში ჩააგდონ.

Advertisements

3 responses to “ყველაზე მწარე ნესტრის მქონე არსებები

  1. dark angel 24/05/2012, 7:02 PM

    რა კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ აქ ასეთი საშინელებები არ ცხოვრობენ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: