ნექტარის შესაგროვებლად გამოსულ ფუტკარს უსაფრდება მხტუნავი ობობა. ამ ჯიშის ობობა გამოირჩევა იმით, რომ მისი ნახტომი სხეულის სიგრძეს 50-ჯერ აღემატება.
კატეგორია: ვიდეო
საწოლის ბაღლინჯო
ჩვენდა სამწუხაროდ, კოღო არაა ერთადერთი მწერი, რომელიც ძილისას გვესხმის თავს. პარაზიტ საწოლის ბაღლინჯოებსაც ანალოგიური მიზნები ამოძრავებთ და 1 ღამეში მათმა ჯგუფმა შეიძლება 500-ჯერ უკბინონ ადამიანს.
მარკ ცუკერბერგის განცხადება დაპირებულ სიახლეზე
გავრცელებული ხმები სიმართლე აღმოჩნდა და გუშინ ფეისბუქის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა ოფიციალურად განაცხადა ახალი პროდუქტის შესახებ – ვიდეოჩატი, რომელიც სკაიპის ტექნოლოგიებს იყენებს. მასში 10 ადამიანის ჩართვაა შესაძლებელი და რაც მთავარია, სრულიად უფასოა. ამ სიახლის გამო შეიცვალა ტექსტური ჩატის დიზაინი – ზედა მხარეს დაემატა ფუნქცია Call. ახალი ფუნქციის დაყენება აქედან შეიძლება, თუმცა თავსებადია მხოლოდ შემდეგ ბრაუზერებთან: Mozilla Firefox, Google Chrome, Internet Explorer და Safari. ასევე აუცილებელია კომპიუტერთან მიერთებული ვიდეოთვალი. ცუკერბერგის თქმით, ეს ერთადერთი სიახლე არაა და ნოვაციები მომავალშიც იქნება.
ზვიგენი VS რვაფეხა
რა ხდება მაშინ, როცა წყნარი ოკეანის ორი მტაცებელი მონსტრი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება?
ცხოველური მორალი?
მონაკვეთი National Geographic-ის ყველაზე საოცარი მომენტებიდან. იმპალა ნიანგის ყბებში აღმოჩნდება, მაგრამ ჰიპოპოტამი მას ეხმარება. უბრალოდ ინსტინქტი თუ ცხოველების მორალი?
BBC -– პლანეტა დედამიწა
BBC-ის დოკუმენტური სერიალის, “პლანეტა დედამიწის” (Planet Earth) ტრეილერი. საკმაოდ ლამაზი ვიდეოა, სადაც დედამიწის ლამაზი ადგილები და ველური სამყაროს მშვენიერება მოსჩანს.
ინტერნეტ მემე: Nyan Cat

ნიან კატა (Nyan Cat) არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მემე ინტერნეტ-სივრცეში. თავდაპირველად ის გამოჩნდა, როგორც 8 ბიტიანი ფერადი ანიმაციური GIF, შემდეგ კი ვიდეოც გაკეთდა და ფონად დაედო რემიქსი სიმღერისა “Nyanyanyanyanyanyanya!”.
ამაზონის ხეობაში 200 კაციანი უცნობი ტომი აღმოაჩინეს
ბრაზილიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პერუს საზღვართან აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ტომი, რომლებსაც მანამდე შეხება არ ჰქონიათ ცივილიზაციასთან. ტომი შედგება 200 კაცისგან, ცხოვრობენ ჩალით გადახურულ ქოხებში, იკვებებიან მარცვლეულით, ბანანით, მიწის თხილით. მათ კულტურას და ზოგადად არსებობასაც საფრთხე ემუქრება ამ არეალში სამთო მრეწველობისა და ფერმერთა მიერ ტყეების გაჩეხვის გამო. ასეთი ტომები ცოტა არაა, ბოლო პერიოდში მათი მსგავი რამდენიმე დასახლება აღმოაჩინეს. ბრაზილიის ტერიტორიის 11% და ამაზონის 22% სწორედ ასეთ ტომებს უკავიათ.
კონკორდზე ორჯერ სწრაფი: ლონდონიდან ნიუ-იორკამდე სულ რაღაც ორ საათში

წარმოადგინეს ზებგერითი ლაინერის ახალი მოდელი – SonicStar, რომელსაც მაქსიმალური სიჩქარე 4400 კმ/სთ ექნება. ეს არის 20 ადგილიანი თვითმფრინავი და მისი პრეზენტაცია პარიზის საჰაერო შოუზე მოხდა.
განაგრძე კითხვა
ისტორია 3 წუთში
2100 ფურცელი, 50 უბის წიგნაკი და 3 კვირიანი მუშაობა – შედეგად საინტერესო, გასართობი და სახალისო ანიმაციური ვიდეო.