კონკორდზე ორჯერ სწრაფი: ლონდონიდან ნიუ-იორკამდე სულ რაღაც ორ საათში

წარმოადგინეს ზებგერითი ლაინერის ახალი მოდელი – SonicStar, რომელსაც მაქსიმალური სიჩქარე 4400 კმ/სთ ექნება. ეს არის 20 ადგილიანი თვითმფრინავი და მისი პრეზენტაცია პარიზის საჰაერო შოუზე მოხდა.

უკვე 8 წელი გავიდა, რაც “კონკორდი” (Concorde) ხმარებიდან ამოიღეს. მანამდე კონკორდი ზებგერითი ოცნება იყო მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის.

მაგრამ ამჯერად მსოფლიომ ახალი მონსტრი გაიცნო, რომელიც მის წინამორბედ ლეგენდაზე ორჯერ სწრაფი იქნება. როგორც კომპანია “HyperMach” ირწმუნება, SonicStar-ს საკმარისი სიჩქარე ექნება საიმისოდ, რომ მანძილი ლონდონიდან ნიუ-იორკამდე მხოლოდ 2 საათში დაფაროს.

ნიუ-იორკიდან სიდნეიმდე ტური დროის მხრივ 75%-ით მცირე იქნება – თუკი კომერციული თვითმფრინავები ამას 20 საათს ანდომებენ, SonicStar სულ რაღაც 5 საათში გადაიფრენს.

ბრიტანულმა ფირმამ “HyperMach”-მა თვითმფრინავის მონაცემები და გეგმები ფართო საზოგადოებას გასულ კვირას, პარიზის საჰაერო შოუზე გააცნო.

SonicStar შეძლებს იმგზავროს 3800 კმ/სთ სიჩქარით, რაშიც დაეხმარება S-MAGJET ტიპის ჰიბრიდული გაზის ტურბინიანი ძრავის ტექნოლოგია. აქამდე ამ სიჩქარის თვითმფრინავით არავის უმგზავრია. მაქსიმალური სიჩქარე კი განსაზღვრულია 4400 კმ/სთ-ით.

რიჩარდ ლაგმა, “HyperMach”-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა განაცხადა: “ადამიანები ყოველთვის ოცნებობდნენ, ექციათ ტექნოლოგიები უკეთესად, უფრო სწრაფად და ძლიერად. სწორედ ესაა ჩვენი მისწრაფებაც.”

“HyperMach” ძრავების წარმოების დაწყებას დეკადის ბოლოს აპირებს, ხოლო თვითმფრინავის აგება დასრულდება 2025 წლისთვის.

საწვავის შედარებით მცირე რაოდენობით მოხმარების გამო SonicStar “ძლევს ზებგერითი ფრენის ეკონომიკურ და გარემოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რითაც მომავალში მოახდენს იმ სისტემის რევოლუციას, რომელიც საჰაერო მგზავრობისას გამოიყენება.” – ირწმუნებიან “HyperMach”-ში. კონკორდთან შედარებით, SonicStar-ს 30%-ით ნაკლები საწვავი დასჭირდება.

თვითმფრინავის კორპუსის მიდამოში ელექტრომაგნიტური დინებების გამოყენებით შესაძლებელი იქნება ზებგერითი სიჩქარით მგზავრობის შედეგად გამოწვეული ხმაურის (ბუმის) ჩახშობა, რაც უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის მგზავრობას.

მოდელს შეუძლია დაფაროს 6 000 საზღვაო მილი (11 112 კმ) 18-19 კმ-ის სიმაღლეზე.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: