ინტერნეტ მემე: Nyan Cat

ნიან კატა (Nyan Cat) არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მემე ინტერნეტ-სივრცეში. თავდაპირველად ის გამოჩნდა, როგორც 8 ბიტიანი ფერადი ანიმაციური GIF, შემდეგ კი ვიდეოც გაკეთდა და ფონად დაედო რემიქსი სიმღერისა “Nyanyanyanyanyanyanya!”.

ანიმაციაში და ვიდეოში ნიან კატა ღვეზელის ნაჭრებშია ჩასმული, მიფრინავს და უკან ცისარტყელის კვალი რჩება. მისი შემქმნელი და შემომტანი გახლავთ კრის ტორესი (PRguitarman). 2011 წლის 2 აპრილს მან ანიმაციური GIF დაპოსტა ვებსაიტ LOL-Comics-ზე, მალევე გააზიარა Tumblr-ზეც. 2 კვირაში ანიმაციამ 3000-ზე მეტი მოწონება (like) და გაზიარება (reblog) მიიღო. მალევე, 5 აპრილს, იუთუბის წევრმა, saraj00n-მა მას მუსიკა დაურთო და საიტზე ატვირთა.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვიდეო ორიგინალია და საკმაოდ პოპულარული (ამ მონენტში 21 მილიონზე მეტი ნახვა და 286 000-ზე მეტი კომენტარი), იუთუბმა მისი მოდიფიკაცია გადაწყვიტა: გადასახვევი რგოლის მაგივრად ნიან კატა ჩნდება და ზოლზე ცისარტყელის კვალს ტოვებს, ისევე როგორც ვიდეოში.

მემემ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 15 აპრილის შემდეგ, როცა ის გახდა Tosh.0-ს ყურადღების ობიექტი. Tosh.0 – ეს არის ამერიკული ტელეშოუ, რომელშიც წამყვანი დანიელ ტოში პოპულარული ვიდეოკლიპების, ცნობილი ადამიანების, კულტურის ნაწილების პაროდიას ახდენს და სარკასტულ კომენტარებს უკეთებს.

მოგვიანებით, კატის პაროდის გააკეთა “მომაბეზრებელმა ფორთოხალმა”:

რითაც მემე კიდევ უფრო პოპულარული გახდა. 2011 წლის ივნისში ორიგინალმა ვიდეომ 20 მილიონი ნახვა დააგროვა. შემდგომში ბევრი რემიქსი და ქავერი შეიქმნა, ზოგმა ხანგრძლივობა მოუმატა და რამდენიმე საათამდე გაზარდა.

ქავერი პიანინოზე:

ქავერი გიტარაზე:

ქავერი სამსიმიან იაპონურ ბარბითზე:

შეიქმნა ნიან კატის აპლიკაციები აიფონისთვის და აიპადისთვის (Nyan Cat!), შემდგომ ანდროიდისთვის (Nyan Cat!) და webOS-ისთვის (Nyan Cat!).

27 ივნისს ორიგინალი ვიდეო წაიშალა იუთუბიდან, რადგან გავრცელდა ხმა, რომ Prguitarman-მა საავტორო უფლებებზე გამოთქვა პრეტენზია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ჭორები იყო და 28 ივნისს ვიდეო ისევ დაბრუნდა.

ამ ერთდღიან მონაკვეთში Prguitarman-მა ათასობით წერილი მიიღო, სადაც ზოგი ლანძღავდა, ზოგიც მოკვლით ემუქრებოდა.

შეიქმნა რამდენიმე თამაში, სადაც ნიან კატა მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანია “Nyan Cat: Reloaded”, შექმნილი 2011 წლის 20 აპრილს. თამაშის მწარმოებელია Yoyogames Game Maker. შემდგომში კიდევ რამდენიმე თამაში გაჩნდა, მაგალითად “Lost in Space”, “Nyan Cat FLY” და ა.შ. კრის ტორესმა (PRguitarman) შექმნა თამაში “Nyan Cat” ეფლისთვის, რომელიც პირველ ოფიციალურ თამაშად იქცა.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: