
Geminoid F-ს მეორენაირად „ცოცხალ თოჯინასაც” უწოდებენ. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს – შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის კიდეც.
კატეგორია: ვიდეო
როგორ ჩაიძირა ტიტანიკი
ჯეიმს კამერონის გუნდმა შექმნა კომპიუტერული ანიმაცია, რომელიც ასახავს მათ ვერსიას „ტიტანიკის” ჩაძირვის შესახებ.
National Geographic-ის საინტერესო ვიდეოები

რამდენიმე საინტერესო ვიდეო National Geographic-ისგან ^_^
მთვარის ევოლუცია
ერთი შეხედვით, მთვარე თითქოს უცვლელია და მისი კრატერებიც მუდმივად არსებობდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი პლანეტის ბუნებრივმა თანამგზავრმა ბევრჯერ განიცადა ცვლილება და „ნასას” მთვარის სადაზვერვო ორბიტერის წყალობით მასზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ. „ნასას” ამ ხანმოკლე ვიდერგოლში იხილავთ, თუ როგორ ყალიბდებოდა მთვარე შექმნის დღიდან დღევანდელ პერიოდამდე.
ეფექტური ჩრდილოეთის ციალი ნორვეგიაში
ჩრდილოეთ ნორვეგიის ცა ფერადმა პოლარულმა ციალმა გაანათა (სურათების სანახავად დააკლიკეთ). National Geographic-მა გუშინ (2012 წლის 21 მარტი) გამოუშვა ვიდეო, რომელიც ამ თვეში გადაღებული 600 ფოტოსგან შედგება.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დანახული დედამიწა
მრავალი საოცრების დანახვაა შესაძლებელი, თუკი პლანეტას ღამით გადაუფრენთ. ,,ნასამ” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწა მოჩანს თავისი მშვენიერებით – ღამით ნარინჯისფრად განათებული ქალაქები, თეთრი ღრუბლები, ელვის ნათება, მუქი ზღვები, ჩრდილოეთის ციალი და ა.შ.
პორტრეტი 3.2 მილიონი წერტილისგან
ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამის მაცხოვრებელი მიგელ ენდარა არაჩვეულებრივი ნებისყოფით გამოირჩევა – მამის პორტრეტი მან 3.2 მილიონი პატარა წერტილით შექმნა. ნახატის ზომებია 28 სმ X 43 სმ და მის შესაქმნელად მიგელმა დაახლოებით 1 წელი დახარჯა. ის იყენებდა Sakura Pigma Micron-ის კალამს, რომლის წვერიც მხოლოდ 0.2 მმ-ია. 210-მა საათმა და 3 213 000-მა წერტილმა თავისი შედეგი გამოიღო – მიგელის ვიდეოს ,,ვიმეოზე” 6 მილიონი ნახვა აქვს.
ხელის პროთეზი ლეგოსგან
იუტუბის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მაქს შეფარდმა ლეგოსგან შექმნა მთლიანი ხელის პროთეზი, რომლის მიმიკებიც სრულად ესადაგება ადამიანის ხელის მოძრაობებს. თუმცა პროთეზი ძალიან ნელა მუშაობს, ამიტომ ვიდეოში აჩქარებულადაა ნაჩვენები. ამ პროთეზით შესაძლებელია მსუბუქი ნივთების, მაგალითად ჭიქის აღება.
ჩრდილოეთის ციალი (ვიდეო)
ჩრდილოეთის ციალი ნორვეგიაში, რომელიც გერმანელმა ტურისტმა ქრისტიან მულჰაუზერმა გადაიღო 2 კვირის წინ. ვიდეოში იხილავთ კადრებს რავნასტუადან, სკოგანვარიდან და ლაკსელვიდან. მულჰაუზერი ამ ყველაფერს იღებდა -25°C-ში, რის გამოც 1-2 საათში ლინზები იყინებოდა.
The Circle of Life – ამჯერად კატებითა და ძაღლებით
პლანკინგისა და ოულინგის შემდეგ ინტერნეტში ახალი გატაცება გამოჩნდა – ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად იმეორებენ ცნობილ კადრს მულტფილმიდან ,,მეფე ლომი”, როდესაც ბრძენი მანდრილი, სახელად რაფიკი, მაღლა სწევს ლომის ბოკვერ სიმბას და ცხოველების ჯოგს წარუდგენს.