ჩარლზ ტეიზ რასელი

ჩარლზ ტეიზ რასელი (1852-1916) პენსილვანიის შტატ ქალაქ ალეგენში დაიბადა, ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში. მან შემდგომში წამოიწყო დიდი მოძრაობა და შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც დღეს “იეჰოვას მოწმეების” სახელით ვიცნობთ.

ჩარლზის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები პრესვიტერიანული ეკლესიის მიმდევრები გახდნენ. ბიჭუნას ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდა და 12 წლის ასაკში შეეძლო ბიზნეს-გეგმის დაწერა და კონტრაქტის გაფორმება. ამის გამო მალე მამამისის ბიზნეს-პარტნიორი გახდა ტანსაცმლის ბიზნესში.

13 წლისამ პრესბიტერიანიზმი მიატოვა და კონგრეგაციონალისტებს შეუერთდა. ყურადღებას ხშირად იპყრობდა იმით, რომ ქუჩაში ასფალტზე ცარცით წერდა ხოლმე ამონარიდებს ბიბლიიდან მეორედ მოსვლის შესახებ, თუ რა ბედი ელოდათ ურწმუნოებს.

განაგრძე კითხვა

5 ნოემბრის შეთქმულება და გაი ფოქსი

– ვინ იყო ეს ადამიანი? მე ვიცი – მისი სახელი იყო გაი ფოქსი და ისიც ვიცი, რომ 1605 წელს პარლამენტის აფეთქებას შეეცადა. მაგრამ ნამდვილად არსებობდა ის? როგორ გამოიყურებოდა? ჩვენ გვასწავლეს, რომ უნდა გვახსოვდეს იდეა და არა ადამიანი, რადგან ადამიანი შეიძლება დამარცხდეს, ის შეიძლება შეიპყრონ, მოკლან ან დაივიწყონ, მაგრამ იდეას 400 წლის შემდეგ ისევ შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რამხელა ძალა აქვს იდეას. მინახავს ხალხი, რომელთაც იდეის გამო კლავდნენ, ხალხი, რომელიც იდეის დაცვას შეეწირა.. მაგრამ იდეას ვერ ეამბორები, ვერ შეეხები, ვერ ჩაეხუტები. იდეებს სისხლი არ სდით, არ გრძნობენ ტკივილს, არ უყვარდებათ..

ნაწყვეტი ფილმიდან “V for Vendetta”

განაგრძე კითხვა

მედიუმი ელისონ დიუბუა

პატრიცია არკეტი და ელისონ დიუბუა

ელისონ დიუბუა ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამტკიცებს რომ კავშირი აქვს სულების სამყაროსთან და მათგან დროდადრო ინფორმაციას იღებს. სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც განაცხადა, რომ მის ნიჭს წარმატებით იყენებენ შეერთებული შტატების ფედერალურ ბიუროში. ამას დაემატა ისიც, რომ მასზე გადაიღეს სატელევიზიო სერიალი “მედიუმი”.
განაგრძე კითხვა

ჯაკომო კაზანოვა

“ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავად ანტიქრისტე მოვნათლე” – წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი სახელად ჯაკომო კაზანოვა. უცნობია, პატარა ბიჭი, რომელიც თითქმის არასდროს ტიროდა, რის გამო შეადარა პასტორმა ანტიქრისტეს. შეიძლება გულმა უგრძნო, რომ ვინც მასთან საქმეს დაიჭერდა, კარგი დღე არ ელოდა – თავად მღვდელი ჯაკომოს დაბადებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე გარდაიცვალა ბუნდოვან ვითარებაში..
განაგრძე კითხვა

ყველაზე შთამაგონებელი ადამიანები


ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი კიდურების გარეშე

დაიბადა მელბურნში, ავსტრალიაში იშვიათი დარღვევით: დაბადებიდანვე არ ჰქონდა ხელები და ფეხები, ასევე მხრების ნაწილი. მარცხენა ფეხის ადგილას პატარა ტერფი აქვს ორი თითით. ამის მიუხედავად, ნიკმა უკან არ დაიხია და ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო. უფრო მეტიც, ის მშვენივრად ცურავს, შეუძლია სერფერობა, გოლფისა და ფეხბურთის თამაში. 21 წლის ასაკში სასწავლებელი დაამთავრა ორი სპეციალობით: აღრიცხვა და ფინანსური დაგეგმვა. ის ბევრს მოგზაურობს, ცდილობს ბევრისთვის იყოს მოტივატორი და ცხოვრებისთვის სტიმულის მიმცემი. როგორც თავად აცხადებს, ბედნიერია და კმაყოფილი ცხოვრებით.

განაგრძე კითხვა

ჰირო ონოდა – არანაირი უკან დახევა!

იაპონიას გმირები ყოველთვის ჰყავდა, როგორც შორეულ, ისე ახლო წარსულშიც. ერთ-ერთი მათგანია ჰირო ონოდა, რომლის გმირობასაც ცოტა უცნაური ელფერი დაჰკრავს. ლეიტენანტმა ონოდამ იაპონიის კაპიტულაციის შემდეგაც კი არ შეწყვიტა ბრძოლა და წყნარი ოკეანის ფრონტზე დარჩა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 29 წელი გაატარა ფილიპინებში, კუნძულ ლუბანგის საშინელ ჯუნგლებში. თავს ესხმოდა ფილიპინურ მატარებლებსა და სახელმწიფო მოხელეებს. მთელი 29 წელი ეს ადამიანი იყო პარტიზანი და მოქმედებდა ხელმძღვანელის მითითებების გარეშე.

განაგრძე კითხვა

მისტიკოსი გიორგი გურჯიევი

გიორგი გურჯიევი ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი იყო, მასზე ლეგენდები ბევრ ქვეყანაში დადიოდა და ინტერესი ახლაც არ შემწყდარა. მის ზემოქმედებას განიცდიდა თავად იოსებ სტალინიც. გურჯიევს ბევრი რამ აკავშირებდა საქართველოსთან. ერთ-ერთი ვერსიით ის ვოლანდის პროტოტიპია ბულგაკოვის ნაწარმოებიდან.
განაგრძე კითხვა

ავღანელი გოგონას ისტორია

1985 წელს მისი სურათი “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” გარეკანზე გამოჩნდა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო აალაპარაკა მისი თვალების სილამაზემ, თვალების, რომლებშიც ერთდროულად ბავშვურობა და მძვინვარება იმალებოდა.
განაგრძე კითხვა

იპ მანი

იპ მანი ჩინური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო. ითვლება, რომ ის არის პირველი ოსტატი, რომელმაც ვინგ ჩუნის სწავლება ფართო საზოგადოებაში გაიტანა. მას ჰყავდა ბევრი მოწაფე, რომლებიც შემდგომ ასევე ღირსეული ოსტატები გახდნენ. მათგან ყველაზე ცნობილი იყო ბრიუს ლი.

იპ მანი დაიბადა 1893 წლის 6 ნოემბერს ჩინეთში, გუანგდონგის პროვინციის ქალაქ ფოშანში. ვინგ ჩუნის შესწავლა 13 წლის ასაკში დაიწყო ოსტატ ჩან ვა-შუნთან. ამ დროს ჩანი 70 წლის იყო, ამიტომ იპ მანი მისი ბოლო შეგირდი აღმოჩნდა. ასაკის გამო ტექნიკური ილეთების შესწავლისთვის ოსტატი უფროს მოწაფეებს იყენებდა ხოლმე. დაახლოებით სამი წლის შემდეგ ოსტატი ჩანი გარდაიცვალა. მისი ბოლო სურვილი იყო, იპ მანისთვის საბრძოლო ხელოვნების შესწავლა მის მიმდევრებს ეთავათ.

განაგრძე კითხვა