
1881 წელს, ედვარდ ჩარლზ პიკერინგს, ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორს, პრობლემა გაუჩნდა: მის ობსერვატორიაში დაგროვებული მონაცემები იმხელა მოცულობის იყო, რომ თანამშრომლები ანალიზს ვერ ასწრებდნენ. მას ასევე გარკვეული ეჭვები გააჩნდა თანამშრომლების კომპეტენციაზე – განსაკუთრებით თავის ასისტენტზე, რომელსაც პიკერინგი კატალოგების შედგენაში არაკვალიფიციურად თვლიდა. ამიტომ ისე მოიქცა, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულში მცხოვრები ნებისმიერი მეცნიერი მოიქცეოდა: თავისი ასისტენტი მამაკაცი დაითხოვა და ჩაანაცვლა მოსამსახურე ქალით, უილიამინა ფლემინგით. ფლემინგმა ისეთი ოსტატობა გამოაჩინა გამოთვლებსა და გადაწერაში, რომ ჰარვარდში მთელი 34 წელი იმუშავა და ასისტენტების დიდი ჯგუფიც გაიჩინა.
განაგრძე კითხვა