სტივენ ჰოკინგი უმეტესობისთვის ცნობილია, როგორც შავ ხვრელებსა და გრავიტაციულ სინგულარობებზე ნაშრომების ავტორი, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულმა ფიზიკოსმა სახელი გაითქვა თავისი გულახდილი განცხადებებითაც იმ საფრთხეების შესახებ, რამაც შეიძლება ადამიანთა ცივილიზაციას ბოლო მოუღოს.
ჰოკინგს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი სჭირს, რომელიც მოტორული ნეირონების დეგენერაციით ხასიათდება. ამ დაავადების შედეგად ის პარალიზებულია და ხმის სინთეზატორის გარეშე საუბარს ვერ ახერხებს. მაგრამ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორისთვის ამას ხელი არ შეუძლია იმაში, რომ თამამად ესაუბრა იმ მრავალი საფრთხის შესახებ, რომლებიც ადამიანთა არსებობას ემუქრება – მათ შორის თავად ადამიანთა ქმედებებზე.
ჰოკინგის აზრით, არსებობს სამი მთავარი საფრთხე, რამაც შეიძლება კაცობრიობა გაანადგუროს.
ხელოვნური ინტელექტი
ჰოკინგი მიეკუთვნება მეცნიერთა იმ პატარა, მაგრამ მზარდ ჯგუფს, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს „ძლიერი” ხელოვნური ინტელექტის შესახებ – ინტელექტი, რომელიც ადამიანისას გაუთანაბრდება ან გადააჭარბებს.
„სრული ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეიძლება ადამიანთა რასის აღსასრულის მომასწავებელი იყოს”, განუცხადა ჰოკინგმა BBC-ის 2004 წლის დეკემბერში, როცა მეცნიერს კითხვა დაუსვეს ახალი, ხელოვნური ინტელექტის მქონე ხმის სინთეზატორზე, რომელსაც ის იყენებდა.
ჰოკინგის მსგავს გაფრთხილებებს იძლევა მილიარდერი ანტრეპრენიორი ელონ მასკი, SpaceX-ისა და Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის „უდიდესი ეგზისტენციალური საფრთხე” უწოდა. 2015 წლის იანვარში ჰოკინგმა, მასკმა და მეცნიერებაში ჩართულმა ათობით სხვა ცნობილმა ადამიანმა ხელი მოაწერა მოხსენებას, რომელიც აღწერს ხელოვნური ინტელექტის რისკებსა და სარგებელს.
„ხელოვნური ინტელექტის დიდი პოტენციალის გამო მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ, როგორ შეიძლება მისი დადებითი მხარეების ისე გამოყენება, რომ პოტენციური მახეები ავირიდოთ”, აღნიშნეს მეცნიერებმა მოხსენებაში, რომელიც ინტერნეტში 11 იანვარს გამოაქვეყნა სიცოცხლის მომავლის ინსტიტუტმა, მოხალისე ორგანიზაციამ, რომელიც მიზნად ისახავს, კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხეები შეამსუბუქოს.
თუმცა ხელოვნური ინტელექტის ბევრი მკვლევარი აცხადებს, რომ კაცობრიობას საერთოდ არ ძალუძს მსგავსი ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნა.
„ჩვენ ათწლეულები გვაშორებს ნებისმიერი ტექნოლოგიისგან, რომელზეც შეშფოთება ღირს”, განაცხადა დემის ჰასაბისმა, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარმა Google DeepMind-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ისაუბრა მის მიერ შექმნილ ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამაზე, რომელსაც შეუძლია, დამოუკიდებლად ისწავლოს კომპიუტერული თამაშები.
ადამიანთა აგრესია
თუკი ჩვენი შექმნილი მანქანები არ დაგვხოცავენ, შეიძლება თავად გავანადგუროთ კაცობრიობა. ჰოკინგი მიიჩნევს, რომ ადამიანთა აგრესიამ შეიძლება ცივილიზაცია მოსპოს.
ფიზიკოსი ლონდონის მეცნიერების მუზეუმში მეგზურობას უწევდა ადაეზ უიანვას, 24 წლის კალიფორნიელ მასწავლებელს, რომელმაც VisitLondon.com-ზე გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. როცა უიანვამ ჰკითხა, ადამიანთა ნაკლოვანებებიდან რომლის გამოსწორებას ისურვებდითო, ჰოკინგმა მიუგო:
„ადამიანთა სუსტი მხარეებიდან ყველაზე მეტად აგრესიის გამოსწორებას ვისურვებდი. შესაძლოა, მას გადარჩენითი ღირებულება ჰქონდა გამოქვაბულში ცხოვრების პერიოდში, რათა მოგვეპოვებინა მეტი საკვები, ტერიტორია ან პარტნიორები, რომლებთანაც გავმრავლდებოდით, მაგრამ ამჟამად ის უკვე განადგურებით გვემუქრება”.
მაგალითად, მასშტაბური ბირთვული ომი დიდი ალბათობით ცივილიზაციას დაასრულებს და შესაძლოა ადამიანთა რასა სრულად მოსპოს, ამბობს ჰოკინგი. ხოლო კითხვაზე, ადამიანთა დადებითი თვისებებიდან რომლის გაძლიერებას ისურვებდა, ჰოკინგმა უპირატესობა თანაგრძნობას მიანიჭა, რადგან „ის მშვიდობიან, მოსიყვარულე საზოგადოებად გვაერთიანებს”.
ჰოკინგი თვლის, რომ კოსმოსის კვლევა აუცილებელი იქნება კაცობრიობის გადარჩენის უზრუნველსაყოფად. „მჯერა, რომ ხანგრძლივ პერიოდში ადამიანთა რასის მომავალი დაკავშირებული იქნება კოსმოსთან, რადგან სხვა პლანეტების კოლონიზაციის მეშვეობით კაცობრიობის გაქრობის საფრთხეს თავიდან ავიცილებთ”.
უცხოპლანეტელები
წინა ორზე უფრო ადრე ჰოკინგმა ავისმომასწავებელი გაფრთხილებები გააკეთა არამიწიერი სიცოცხლის შესახებ. ჯერ კიდევ 2010 წელს მეცნიერმა განაცხადა, რომ თუკი გონიერი უცხოპლანეტური სიცოცხლე არსებობს, შეიძლება ადამიანთა მიმართ კეთილგანწყობილი არ აღმოჩნდეს.
„თუკი უცხოპლანეტელები ოდესმე გვეწვევიან, ვფიქრობ, შედეგი იმის მსგავსი იქნება, როგორიც იყო ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკაში ჩასვლისას, ადგილობრივი ამერიკელებისთვის ამას ცუდი გაგრძელება მოჰყვა”, აღნიშნა ჰოკინგმა Discovery Channel-ის გადაცემის „სამყაროში სტივენ ჰოკინგთან ერთად” ეპიზოდში.
განვითარებული უცხოპლანეტური ცივილიზაცია შეიძლება მომთაბარედ იქცეს და მათი წვდომის არეალში ეძებონ პლანეტები დაპყრობისა და კოლონიზაციისთვის, ამბობს ჰოკინგი. „თუ ასე მოხდა, მათთვის გონივრული იქნება, ყოველი ახალი პლანეტა სათავისოდ გამოიყენონ და მისი რესურსებით მეტი კოსმოსური ხომალდი ააგონ მოგზაურობის გასაგრძელებლად. ვინ იცის, რა იქნება მათი შესაძლებლობების ზღვარი?”
დაწყებული მოძალადე ხელოვნური ინტელექტიდან, გაგრძელებული განვითარებული უცხოპლანეტელებით და დამთავრებული ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ადამიანებით, ჰოკინგის პერსპექტივა კაცობრიობის მომავალზე არც ისე ნათელია.
სამი რამე კაცობრიობის განადგურებისთვის სულაც არ არის საჭირო, არც 3 არც 5 და ასე შემდ….
კაცობრიობას თვითონ ადამიანი ანადგურებს და გაანადგურებს მომავალშიც, რატომ?
იმიტომ რომ ადამიანი ჯერ ამბობს, აკეთებს და მერე ფიქრობს, ადამიანი რასაც აკეთებს, კარგს არაფერს აკეთებს, რადგან ყოველთვის ცალმხრივად ფიქრობს, ნებისმიერ დროს რაც კი გაუკეთებია, მარტო იმაზე ფიქრობს თუ როგორ გააკეთოს და იმას კიარ ფიქრობს ამას მომავალში რა შედეგი მოყვება, გინდაც რომ იფიქროს რომ ამას ცუდი შედეგი მოყვება მაინც არ გაჩერდება და მაინც ისე გააკეთებს თვითონ როგორც უნდა, და საქმე რომ გაფუჭდება მერე იწყება რბილად რომ ვთქვათ ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა…
ადამიანი ძალიან უცნაური ფენომენია, იცის რომ ცუდი შედეგი მოყვება მაგრამ მაინც აკეთებს, და როდესაც რამე დაშავდება მერე მოსთქვამს ან სხვას ადანაშაულებს… (რას მაგონებს იცით, ძალიან ავი ძაღლი დაბმული რომ არის ვერავის რომ ვერაფერს უშავებს თავისთვის რომ არის და ამ დროს შენ იცი რომ ავია მაგრამ მაინც მიდიხარ ახლოს მერე გიკბენს და შენ მოკვლას დაუპირებ).
საინტერესოა, როდესაც ადამიანი თავის გამართლებას იწყებს მაშინ რა გრძნობა ეუფლება შიში, ეგოიზმი თუ ამპარტავნობა, ქედმაღლობა?… ეს ხომ ადამიანს დაბადებიდანვე მოყვება?..
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, როდესაც ღმერთი ადამს ეკითხება, აკრძალული ხილი რატომ შეჭამეო მაშინ, ადამმა რა მიზნით შეეცადა თავის დაძვრენა შიშისგან, ეგოიზმისგან თუ ამპარტავნებისგან, მაგრამ მისი გონება ხომ სუფთა იყო, ადამმა ხომ არც შიში იცოდა ჯერ და არც ამპარტავნობა, ქედმაღლობა, მას ხომ ცხოვრებისეული არანაირი პრაქტიკა არ ქონდა ჯერ განვლილი, არანაირი ცხოვრებისეული ცოდნა, გამოცდილება არ ქონდა, მან ხომ არ იცოდა რას ნიშნავდა ის რომ ღმერთმა აუკრძალა და მას არ უნდა შეეჭამა, მან ხომ არ იცოდა დასჯა ან სიკვდილი რა იყო, ამას რა შედეგი მოყვებოდა და რატომ შეეცადა სხვისკენ ხელის გაშვერას?…
ჩემი აზრით, მან ისე გაუაზრებლად დაუფიქრებლად, გაიშვირა ხელი დამნაშავისკენ და ის ვერ მოიფიქრა რა შედეგი მოყვებოდა, რომ ხელი კიარ უნდა გაეშვირა არამედ ღმერთისთვის პატიება ეთხოვა, და ამით თვითონაც გადარჩებოდა ევაც მიბაძავდა და გადარჩებოდა და დღეს ჩვენც მთელი კაცობრიობა გადარჩენილები ვიქნებოდით, რა თქმა უნდა მე არ ვსჯი მე მხოლოდ ვამბობ იმას რაც ვიცი და გამიგია და არცა მაქვს უფლება რომ ადამი ან ვინმე განვსაჯო, მის ადგილზე ალბათ ნებისმიერი ჩვენთაგანიც ეგრე მოიქცეოდა გამოუცდელობისგან გამომდინარე მაგრამ, ჩვენ ეს ყველაფერი ხომ უკვე გავიარეთ დიდი ცოდნა დაგვიგროვდა დიდი პრაქტიკა და მაინც ისე ვიქცევით როგორც ზემოთ თქმული… სწორედ მაშინ, იმ დღიდან, ადამისგან მოდის დღემდე ცალმხრივად ფიქრი, ადამმა ალბად იფიქრა, დღევანდელი ენით, ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, ოღონდ ეხლა გამოვძვრე ამ სიტუაციიდან და მერე რაც იქნება იქნებაო, რაც სწორედ დღემდე გვახასიათებს ადამიანებს, გენები დღემდე მოდის….
რა გამოდის?…
გამოდის ის რომ ყოველი ჩვენი ქმედებანი ჩვენს გენებში იწერება და გადაეცემა თაობებს, რასაც ჩვენ საერთოდ არც ვფიქრობთ და არც ვაკონტროლებთ, ჩვენივე თავს ჩვენვე ვაპროგრამებთ, დაუფიქრებლად, მაგალითად, რატომ არის რომ სასულიერო პირები რომ ამბობენ ხოლმე ყოველი სიტყვას დიდი ძალა აქვსო, ისე ტყუილად ჰაერში არაფერი სისულელე დაუფიქრებლად არ უნდა თქვა, რადგან ყოველი ჩვენი ნამოქმედარი და ყოველი ჩვენი სიტყვა გენებში იწერება…
ადამი, მაგონებს სუფთა ახალ კომპიუტერს მაღაზიაში რომ იყიდი ხომ ცარიელია სუფთაა არფერი არ წერია და მერე შენ რაც გინდა იმას წერ და იწყებს მუშაობას ისე როგორც ჩაწერ, რა სისტემასაც ჩაწერ ისე მუშაობს… ხოლო ადამიანს პლიუსი ის ააქვს კომპიუტერისგან განსხვავებით რომ არავინ უწერს თავში, თვითონ თუ არ მისცა უფლება სხვას, თვითონ იწერს გენებში რომელზეც ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ და გვინდა თუ არ გვინდა ჩვენვე ვაპროგრამებთ საკუთარ თავს, სამწუხაროდ ცუდად, რომელიც მომავალზე აისახება და ამით სარგებლობენ ბოროტი ძალები და გვაკონტროლებენ როგორც უნდათ…
LikeLike