რატომ კრუტუნებენ კატები?


კატასთან ჩახუტება და მისი დამამშვიდებელი მელოდიური კრუტუნის მოსმენა კატების მოყვარულთა უმეტესობისთვის სამოთხეა. მაგრამ როგორ გამოსცემენ ეს არსებები ამ უწყვეტ დამაწყნარებელ ხმებს?

თავდაპირველად კატისებრთა ოჯახი იყოფოდა ორ ჯგუფად – ისინი, რომლებიც ვერ კრუტუნებენ, მაგრამ ღრიალებენ (ლომი, ვეფხვი, ლეოპარდი, თოვლის ლეოპარდი და ლაქებიანი ლეოპარდი) და ისინი, რომლებიც ვერ ღრიალებენ, მაგრამ კრუტუნებენ (შინაური კატა სხვა მომცრო კატისებრებთან ერთად, როგორიცაა ავაზა, ფოცხვერი და პუმა).

ეს დაყოფა ეფუძნებოდა დაკვირვებას, რომ „დიდ” კატებს ხორხში მხოლოდ ნაწილობრივ გაძვალებული ენისქვეშა ძვალი აქვთ, „პატარა” კატებს კი – სრულად გაძვალებული. ენისქვეშა ძვალი ეფექტური სტრუქტურაა ენისა და ზედა ხმოვანი ტრაქტის მხარდასაჭერად. მიიჩნეოდა, რომ სწორედ ეს აძლევდა ზოგ სახეობას ღრიალის, ზოგს კი კრუტუნის საშუალებას, თუმცა ამჟამად საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ითვლება, რომ ღრიალი სინამდვილეში სხვა მორფოლოგიური მახასიათებლების შედეგია.

ჯერჯერობით ყველაზე სავარაუდო ისაა, რომ კნუტები სიამოვნების მომნიჭებელ კრუტუნს ახერხებენ ხორხისა და დიაფრაგმის კუნთების წყვეტილი შეკუმშვით, ამ გზით ისინი კრუტუნებენ როგორც ამოსუნთქვისას, ისე ჩასუნთქვისას. მოსაზრებას მხარს უჭერს მტკიცებულება, რომ პარალიზებული ხორხის კუნთების მქონე კატები ვეღარ კრუტუნებენ. თუმცა როგორ იწყებენ კრუტუნს, ჯერჯერობით უცნობია. არ ვიცით, თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ კრუტუნი უბრალოდ უნებლიე რეაქციაა.

ისიც ბუნდოვანია, რა მიზეზით კრუტუნებენ. ბევრი ფიქრობს, რომ კატა მაშინ კრუტუნებს, როცა ბედნიერია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კრუტუნი სიამოვნების გამოხატულებაა მაშინ, როცა კნუტებთან არიან ან პატრონი ხელს უსვამს, თუმცა კრუტუნი შეუნიშნავთ ყველანაირ სიტუაციაში, მათ შორის, როცა კატები სტრესში იმყოფებიან ან დაშავებული არიან.

როცა იკვლევდნენ, როგორ კრუტუნებენ კატები, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამოცემული ხმაური მერყეობს 25-დან 150 ჰერცამდე. ეს დაბალი სიხშირის ვოკალიზაცია ზოგადად ასოცირდება „მეგობრულ” კონტექსტებთან, როგორიცაა მოვლა და გასუფთავება, თუმცა შეიძლება სხვა, უფრო საინტერესო ფუნქციაც ჰქონდეს. აღმოჩნდა, რომ სხეულში მიმდინარე ვიბრაციებს სამკურნალო ეფექტი აქვს.

ეს წინა პლანზე წევს საოცარ შესაძლებლობას, რომ კრუტუნი კატის გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. ულტრაბგერები აჩქარებს კანის შეხორცებას, მაღალი სიხშირის ვიბრაცია კი კუნთების ძალას ზრდის, თუმცა ზოგის აზრით, კრუტუნი ძვლებს სიმკვრივესაც მატებს. ეს თანხმობაშია იმ მოსაზრებასთან, რომ ათლეტებს, როგორც წესი, უფრო მკვრივი ძვლები აქვთ, რაც ვარჯიშის დროს ფეხის იატაკზე დარტყმისას წარმოქმნილი ვიბრაციების შედეგია.

კატები მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევენ, ამიტომ გასაგებიცაა, რატომ სჭირდებათ მკურნალობის დამაჩქარებელი და ძვლების სიმკვრივის გასაზრდელი ვარჯიში, როცა დღის უმეტესი ნაწილი სადმე არიან მოკალათებული. ასევე იხსნება, რატომ კრუტუნებენ კატები ავადმყოფობის ან დაშავების პერიოდში.

თუმცა როგორც ადამიანებში სიცილს აქვს ბევრი სხვადასხვა დანიშნულება, რაც კონტექსტზეა დამოკიდებული, შესაძლოა ასევე ხდებოდეს კატებისა და კრუტუნის შემთხვევაშიც. მაგალითად, კრუტუნის მეშვეობით კატები „ექსპლოატაციას უწევენ” ადამიანებს, რათა ყურადღება და საკვები მიიღონ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგჯერ ბავშვის ტირილის ანალოგიურ სიხშირეზეც კი კრუტუნებენ ხოლმე, რასაც „დაჟინებული კრუტუნი” უწოდეს, და მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა სასურველს მიიღებენ.

ასე რომ თქვენი კატა სუპერმკურნალია თუ ექსპერტი მანიპულატორი, ეს საკითხი მეცნიერებაში ჯერ კიდევ დავის საგანია.

iflscience.com

Advertisements

2 responses to “რატომ კრუტუნებენ კატები?

  1. LA MAGA DE RAYUELA 19/07/2015, 3:38 PM

    საინტერესოა 🙂
    მეც შემომჩნევია, როცა მუცელი ტკიოდა , მაშინაც კრუტუნებდა ჩემი კატა.
    ზოგჯერ გაბრაზებული რომაა მაშინაც კრუტუნებს.

    Like

  2. Davit Kajaia 20/07/2015, 11:31 PM

    ნამდვილად საინტერესოა 🙂 სამკურნალო ეფექტი თუ ჰქონდა ნამდვილად არ ვიცოდი თუმცა რამდენიმე უპატრონო კატაზე შემიმჩნევია კრუტუნს მანამ არ წყვეტენ სანამ საჭმელს არ მივცემ 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: