7 გასაოცარი რამ სამყაროს შესახებ


გაფართოებითა და აჩქარებით, ბნელი მატერიითა და ენერგიით სამყარო მუდმივად აოცებს და თავგზას ურევს ასტრონომებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე გასაკვირ და საინტერესო ფაქტს ჩვენი სამყაროს შესახებ.


 


სამყარო საკმაოდ ხნიერია
სამყარომ არსებობა დიდი აფეთქებით დაიწყო და მეცნიერთა გამოთვლით, დაახლოებით 13.8 მილიარდი წლისაა. ასტრონომებმა ეს რიცხვი მატერიის შემადგენლობისა და სამყაროში ენერგიის სიმკვრივის გაზომვით მიიღეს, რისი მეშვეობითაც განსაზღვრეს, რამდენად სწრაფად ფართოვდებოდა წარსულში სამყარო. შედეგად მათ უფრო ღრმა წარსულში გადაინაცვლეს და დიდი აფეთქების მომენტი განსაზღვრეს. აფეთქებასა და დღევანდელობას შორის არსებული პერიოდი სამყაროს ასაკს შეადგენს.

 


სამყარო ზომაში მატულობს
1920-იანებში ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა გააკეთა რევოლუციური აღმოჩენა, რომ სამყარო არაა სტატიკური, არამედ ფართოვდება. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ სამყაროში არსებული მატერიის გრავიტაცია ამ გაფართოებას შეანელებდა ან სულაც შეკუმშვის ფაზაში გადაიყვანდა.

1998 წელს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შეისწავლა ძალიან შორეული ზეახალი ვარსკვლავები და აღმოაჩინა, რომ დიდი ხნის წინ სამყარო უფრო ნელა ფართოვდებოდა, ვიდრე დღეს. ეს დამაბნეველი აღმოჩენა მიუთითებდა, რომ სამყაროს გაფართოების ტემპს წარმართავს აუხსნელი ძალა, სახელად ბნელი ენერგია.

ბნელი ენერგია ითვლება უცნაურ ძალად, რომელიც კოსმოსს ნაწილებას ჰყოფს მუდმივად მზარდი სიჩქარით, თუმცა ის მაინც რჩება თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ, რადგან მის მოხელთებას დღემდე ვერ ახერხებენ.

 


სამყაროს გაფართოების ტემპი იზრდება
მისტიკური ბნელი ენერგია არამარტო სამყაროს გაფართოების ტემპს წარმართავს, არამედ კოსმოსს მუდმივად მზარდი სიჩქარით ჰყოფს. 1998 წელს ასტრონომთა ორმა ჯგუფმა განაცხადა, რომ სამყარო არამარტო ფართოვდება, არამედ სიჩქარეც ემატება. მკვლევართა თქმით, რაც უფრო შორსაა გალაქტიკა დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად გვშორდება.

სამყაროს გაფართოება ადასტურებს ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიას. მოგვიანებით კი მეცნიერებმა აღადგინეს აინშტაინის მიერ შემოტანილი კოსმოლოგიური მუდმივა, რათა აეხსნათ უცნაური ბნელი ენერგია, რომელიც ეწინააღმდეგება გრავიტაციას და სამყაროს მზარდი ტემპით აფართოებს.

სამმა მეცნიერმა 2011 წელს ნობელის პრემია მიიღო ფიზიკის დარგში 1998 წელს გაკეთებული აღმოჩენის გამო, რომ სამყაროს გაფართოების ტემპი მუდმივად მატულობს.

 


სამყარო შეიძლება ბრტყელი იყოს
სამყაროს ფორმაზე გავლენას ახდენს გრავიტაციის ძალასა (რაც დამოკიდებულია სამყაროს მატერიის სიმკვრივეზე) და გაფართოების ტემპს შორის არსებული კონფლიქტი. თუკი სამყაროს სიმკვრივე გარკვეულ კრიტიკულ მაჩვენებელს აჭარბებს, მაშინ სამყარო „ჩაკეტილია”, სფეროს ზედაპირის მსგავსად. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სამყარო არაა უსასრულო, თუმცა არც დასასრული აქვს. ამ შემთხვევაში სამყარო ოდესმე შეწყვეტს გაფართოებას და საკუთარ თავში კოლაფსს მოახდენს. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც „დიდი შეკუმშვა”.

თუკი სამყაროს სიმკვრივე კრიტიკულ მაჩვენებელზე ნაკლებია, სამყაროს აქვს „ღია” ფორმა, უნაგირის ზედაპირის მსგავსად. ამ შემთხვევაში სამყაროს საზღვრები არ აქვს და მუდმივად გაფართოვდება.

ხოლო თუკი სამყაროს სიმკვრივე კრიტიკული მაჩვენებლის ტოლია, სამყაროს გეომეტრია გახლავთ „ბრტყელი”, ქაღალდის ფურცლის მსგავსად. საზღვრების არმქონე სამყარო აქაც შეუფერხებლად აგრძელებს გაფართოებას სამუდამოდ, თუმცა გაფართოების ტემპი დროის უსასრულო პერიოდის შემდეგ ნულს მიუახლოვდება. ბოლო კვლევები მიანიშნებს, რომ სამყარო ბრტყელია, შეცდომის ალბათობა კი 0.4%-ს შეადგენს.

 


სამყარო სავსეა უხილავი რამეებით
სამყაროს უმეტეს ნაწილს შეადგენს ისეთი რამეები, რომელთა დანახვაც ვერ ხერხდება. უფრო მეტიც, ასტრონომთა განცხადებით, ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები, რომელთა აღმოჩენაც ადამიანს ძალუძს, სამყაროს მხოლოდ 4%-ს შეადგენს. დანარჩენი 96% ისეთი სუბსტანციებია, რომელთა დანახვა ან ადვილად აღქმა შეუძლებელია.

ეს მოუხელთებელი სუბსტანციები, სახელად ბნელი ენერგია და ბნელი მატერია, აქამდე არ აღმოუჩენიათ, თუმცა ასტრონომები მათ არსებობას ვარაუდობენ გრავიტაციულ გავლენაზე დაყრდნობით, რაც აშკარაა ნორმალურ მატერიაზე, სამყაროს ჩვენთვის ხილულ ნაწილზე დაკვირვებით.

 


სამყარო მისი დაბადების ექოს შეიცავს
კოსმოსური მიკროტალღური ფონი შედგება დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილი სინათლის ექოებისგან, რამაც 13.8 მილიარდი წლის წინ სამყარო შექმნა. დიდი აფეთქების ეს ნაშთი სამყაროში რადიაციულ ბადესავითაა მოდებული.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს პლანკის მისიამ შეადგინა მთელი ცის რუკა მიკროტალღურ სინათლეში, რათა ახალი დეტალები აღმოეჩინათ სამყაროს საწყისზე. პლანკის დაკვირვებები კოსმოსის მიკროტალღურ ფონზე დღემდე ყველაზე ზუსტია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მისიიდან მიღებული ინფორმაციით პასუხს გასცემენ კოსმოლოგიის ყველაზე საკამათო საკითხებს, მაგალითად რა მოხდა უშუალოდ სამყაროს ფორმირების შემდეგ.

 

multiverse-theory
შეიძლება სხვა სამყაროებიც არსებობდნენ
მოსაზრება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მულტისამყაროში, სადაც ჩვენი სამყარო მრავლიდან ერთ-ერთია, სათავეს იღებს მუდმივი ინფლაციის თეორიიდან, რომლის მიხედვითაც დიდი აფეთქებიდან მალევე დრო და სივრცე სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებული ტემპით ფართოვდებოდა. თეორიის მიხედვით, ამან წარმოქმნა ბუშტი სამყაროები, რომლებშიც დამოუკიდებელი და განსხვავებული ფიზიკის კანონები მოქმედებდა.

კონცეფცია დავის საგანია და წმინდა ჰიპოთეტურ მოსაზრებად რჩებოდა, სანამ ბოლო კვლევებში მეცნიერებმა მულტისამყაროს თეორიის ფიზიკური კვალის ძიება არ დაიწყეს კოსმოსის მიკროტალღურ ფონში, რომელიც მთელ სამყაროში გავრცელებული დიდი აფეთქების კვალია.

მეცნიერებმა კოსმოსის მიკროტალღურ ფონზე განხორციელებულ საუკეთესო ხელმისაწვდომ დაკვირვებებში ბუშტი სამყაროების შეჯახების ნიშნების ძებნა დაიწყეს, თუმცა დაბეჯითებით ვერაფერი გადაწყვიტეს. მათი თქმით, თუკი ორი სამყარო შეეჯახება, მიკროტალღურ ფონში კვალის სახით წრიულ ფორმას დატოვებენ.

space.com

Advertisements

49 responses to “7 გასაოცარი რამ სამყაროს შესახებ

  1. zaza 16/09/2015, 10:25 AM

    სხვათაშორის, არვიცი საიდან და როგორ მაგრამ მეც მიტრიალებდა თავში, წარმოდგენა მქონდა და მაქვს, რომ თითქოს რაღაც მრგვალი, ძალიან დიდი სფეროა და ამ სფეროში ხდება ეს ყველაფერი თავის კოსმოსით გალაქტიკებით, პლანეტები… რაც ჯერჯერობით ჩვენთვის მიუღწეველია, და ამ სფეროს გარეთ რა ხდება ჩვენ არ ვიცით და სანამ არ გარდაიცვლება ადამიანი მანამ ვერ გაიგებს სულის გარეშე, ასე მგონია ჩემი წარმოდგენებით… :))))

    Like

  2. kolorado 16/09/2015, 3:01 PM

    ასტრონომია,ეს არის ჩემი საყვარელი დარგი და არ შეიძლება არ გამოვეხმაურო: მე მგონის აქ უფრო საინტერესოა,საიდან წარმოიშვა თავად მულტისამყარო?. მაგრამ კოსმოლოგებისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანია. კოსმოლოგიის მიხედვით, არსებობს რა კოსმოლოგიური ჰორიზონტი, რომელიც ზღუდავს ასტრონომიური ინსტრუმენტების გამოყენების არეალს. ჰორიზონტი არსებობს იმიტომ, რომ სიგნალები, რომლებიც მოდიან ყოველი მხრიდან მათი სიჩქარე არ აღემატება სინათლის სიჩქარეს. აქედან გამომდინარე ყველა პარალელური სამყაროები მდებარეობენ ამ ჰორიზონტის მიღმა და მომავალშიც მათი აღმოჩენა (დაფიქსირება) შეუძლებელი იქნება. ისინი ჩვენზე ვერ მოქმედებენ… შესაძლებელია დრო და სივრცე ამთავრებდნენ თავის არსებობას სინგულარიუმში – სამყაროს საზღვარზე მულტისამყაროს მომხრეთა შვიდი საეჭვო არგუმენტი რომელბსაც მივყავართ გადაუჭრელ პრობლემებამდე. მოვიყვანთ მხოლოდ რამოდენიმეს: სამყარო უსასრულოა. ფუნდამენტური მუდმივები ისეთები არიან რომლის დროსაც შესაძლებელია სიცოცხლე. ანუ ისინი ისეთები არიან, რომ მხოლოდ ასეთი მნიშვნელობების დროს შესაძლებელია სიცოცხლე. რადგანაც არის უსასრულო სამყარო მაშინ შესაძლებელია შემთხვევით ასეთი კონსტანტების არსებობა. სიმების თეორია წინასწარმეტყველებს ნაირფეროვანი სამყაროს არსებობას. თავდაპირველად ამ თეორიის დანიშნულება იყო აეხსნა ყველაფერი, ახლა კი გახდა თეორია, რომელშიც შესაძლებელია რეალიზებული იქნას პრაქტიკულად ყველაფერი. ახლა ამ თეორიით იწინასწარმეტყველება ის, რომ უმეტესი ნაწილი სამყაროს თვისებებისა შემთხვევითია. თუ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სამყარო მაშინ მისი თვისებების ახსნა შეუძლებელია. მაგალითად, როგორ უნდა გავიგოთ ის ფაქტი, რომ ფიზიკას აქვს მხოლოდ ის თვისებები რომლებიც საჭიროა სიცოცხლის არსებობისათვის? თუ ჩვენი სამყარო ერთია მრავალთაგან, მაშინ მის თვისებებს ეძლევა აზრი. თუ ჩვენ ვიცხოვრებდით სხვა არეში მაშინ დავაკავშირებდით სხვა თვისებებს, თუ რასაკვირველია, ისინი თავსებად იქნებოდა ჩვენ არსებობასთან. მაგრამ სიმების თეორია ექსპერიმენტულად შეუმოწმებელია, ამასთანავე თეორიულადაც ჯერ არ არის უზადო. ის რაც შეიძლება მოხდეს, ხდება. რატომ რეალიზდება ბუნებაში ასეთი და არა სხვანაირი კანონები, ამას ზოგიერთი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი ასე ხსნის – ბუნება არ აკეთებს შერჩევას, ის უპირატესობას არ ანიჭებს ამა თუ იმ კანონს: ყველა შესაძლებელი კანონები სადღაც რეალიზდება. გარკვეულწილად ეს იდეა მოდის ქვანტური მექანიკიდან. როგორც თქვა მიურიე გელ-მანმა (Mურრაყ Gელლ-Mანნ), “ის რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია”. ქვანტურ მექანიკაში ნაწილაკი გადაადგილდება ყველა დასაშვები გზით, ხოლო დამკვირვებელი აფიქსირებს მხოლოდ გასაშუალებელ ტრაექტორიას. შესაძლებელია, ეს სამართლიანია მულტისამყაროსთვის. ასტრონომებს საშუალება არა აქვთ ყველა ვარიანტის დაკვირვების. ჩვენ ისიც არ ვიცით არის კი ასეთი ვარიანტები? ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ მხოლოდ გარკვეული წინადადებები რომელთა შემოწმება შეუძლებელია. მაგალითად: ყველა მოთემატიკური სტრუქტურა აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული რომელიღაც ფიზიკურ დომენში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის არსებობა მოსდევს ასეთ პრინციპებს, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩვენ სამყაროსაც.

    Like

  3. Niniko Lomtadze (@niniko_lomtadze) 01/02/2016, 1:29 AM

    ჩვენი გალაქტიკა. 🙂 ჩემი აზრით “ირმის ნახტომი” არ არის ერთადეტრთი გალაქტიკა, და სხვა კიდევ მრავალი გალაქტიკა არსებობსს… 🙂 ნუ დამგმობთ იმის გამო, რომ ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი (გარეგანდ და არა შინაგანდ…) ვემხრობი დიდი აფეთების თორიას, მაგრამ არ იმას, რომ ოდესმე გალაქტიკები ერთმანეთს შეეჯახებაა… :/ ამასთანავე ისევ და ისევ ჩემი აზრით, დედამიწის ბირთვამდე გათხრა შეუძლებელი იქნება! 🙂 ხოლო რაც შეეხება მთვარეს, ეს არ არის ის მასა რომელიც ვარაუდით დედამიწას მოსწყდა მრვალი მოლიარდი წლის წინ. ის ისევე როგროც სხვა სხეულები კოსმოსში დიდი აფეთქების შედეგად წაროიშვა. 🙂 ამასთანავე მეც ვფიქრობ, რომ ეს რაღაც თითქოს მრგვალი სფეროა, რომელის გარეთ ხდება კიდევ სხვა მრავალი აფეთქებები რათა წარმოიქმნას ახალი სიცოცხლე ჩვენს იქით. მეცნიერები გახლავთ საწყალი ფილოსოფოსები, რომლებიც ყოველთვის რაღაცის ძიებაში არიან, მაგრამ იმ რაღაცაზე უკვე პასუხგაცემულებს კიდევ რაღაცეები ებადებათ და კიდევ პასუხებს ეძებენნ… 🙂

    Like

  4. zaza 01/02/2016, 12:43 PM

    ჩემი აზრით, შეიძლება ითქვას რომ მულტისამყაროა, ეგრე გამოდის, იმიტომ რომ, შექმნილი ხომ უკვე მულტისამყაროა, ეს ყველაფერი ხომ შექმნილია, ჩვენც ხომ შექმნილები ვართ, ფიზიკურად, სხეულით, მაგრამ არა სულით, სული ღმერთისაა (რომელიც ჩვენ ყველა ღმერთის ნაწილი ვართ, სულით…
    მულტისამყაროა მაგრამ, ისეთი არა, როგორც წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ თავს ჩვენვე ვმართავთ, ჩვენ თვითონ შეგვიძლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება როგორიც ჩვენ გვსურს, დამოუკიდებლები ვართ, საქმის ისე წაყვანა როგორც გვსურს, მაგრამ არის რა თქმა უნდა შემთხვევები როდესაც ისე ვერ მიგვყავს საქმე როგორც გვინდა, რადგან გარემოებებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ, ეს იმიტომ რომ ბევრი რაღაცეები არვიცით, ბევრ რაღაცეებს ყურადღებას არ ვაქცევთ, გვეზარება, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, ყოველ წვრილმანსც კი რასაც ჩვენ წვრილმანს ვეძახით, მაგალითად: სიტყვას, რომელიც დღეს სამწუხაროდ ძალიან გააუფასურეს, სიტყვას ფასი დააკარგვინეს, ინფორმაცია არ გვაქვს, ანუ ვერ ვართ ისეთი სრულყოფილები როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ, მაგრამ ყოველი ადამიანი ვგრძნობთ რომ იმაზე მეტი შეგვიძლია ვიდრე ვაკეთებთ ან ვართ, ესეიგი ჩვენში დევს ის რომ ჩვენ თვითონ გავხდეთ სრულყოფილნი, ოღონდ ღმერთის რწმენით, სხვანაირად არ გამოვა, რადგან სულთან არის დაკავშირებული სრულყოფილება, სული ღმერთის გარეშე ვერ იქნება ისე როგორც საჭიროა (მოკვდავი სრულყოფილი ვერ იქნება)…

    Like

  5. zaza 02/02/2016, 10:11 AM

    აბა რისთვის ცხოვრობ, მარტო მოსიარულე ხორცი ხომ არ ხარ, ეგრე ცხოველებიც არიან, არ განსხვავდებიან ადამიანები ცხოველებისგან?..
    შენს თავში არასოდეს გიგრძვნია გაორება, არ გიგრძვნია ის რომ შენ რაც არ გინდა სხეულს უნდა, ან პირიქით?
    სული არსებობს…
    რომც არ არსებობდეს სურვილიც კი არ უნდა გქონდეს იმისი რომ არ არსებობდესო, რადგან მოსიარულე ხორცს ემსგავსები, ადამიანი, იგივე ცხოველი, ერთჯერადი…
    რად გინდა მაშინ მომავალი და ეს ყველაფერი, დღეს ხარ და ხვალ აღარ ხარ, მორჩა შენით იწყება და შენით მთავრდება ყველაფერი, ესეა?… არა ესე არ არის…

    Like

  6. რეზო 03/02/2016, 2:43 AM

    მოსიარულე ხორცი არ ვარ იმიტომ, რომ ვაზროვნებ. რით განსხვავდებიან ადამიანები და ცხოველები ერთმანეთისგან და იმით, რომ ადამიანებს აქვთ აზროვნების უნარი უფრო მეტად განვითარებული, ვიდრე ცხოველებს, აქვთ მორალი და ღირებულებები, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ შევქმენით ასეთი რთული სოციალური სტრუქტურა. სიცოცხლეს მშვენივრად ვგრძნობ და ვტკბები მისით, სულაც არ ვკნინდები იმით რომ ორგანიზმი სხვა არაფერია თუ არა ძვლები და რბილი ქსოვილები. მე ჩემ პრივატულ სამყაროს და პრინციპებს თავად ვქმნი და სულაც არ ვფიქრობ რომ ამიტომ ნაკლები მნიშვნელობა მაქვს, ვიდრე ის ვისაც სიცოცხლე საკრალური და ვიტალური ძალა ჰგონია. და ვიღაც “ყოვლადკეთილი” ძიას ნაწყალობევი.

    “შენს თავში არასოდეს გიგრძვნია გაორება, არ გიგრძვნია ის რომ შენ რაც არ გინდა სხეულს უნდა, ან პირიქით?”

    მერე? გონება ძირითადად ერთიანი და განუყოფელი გვგონია, სინამდვილეში კი ის შედგება სხვადასხვა მოდულებისგან, ზოგიერთ მოდულს ხანდახან სხვა რამ სურს და იქმნება კონფლიქტი. ისინი ნახევრად დამოუკიდებლები არიან და ზოგჯერ საკუთარი აზრიც კი გააჩნიათ. ამიტომ ეგ არ ნიშნავს, რომ რაიმე ზებუნებრივთან გვაქვს შეხება.

    “სული არსებობს…
    რომც არ არსებობდეს სურვილიც კი არ უნდა გქონდეს იმისი რომ არ არსებობდესო, რადგან მოსიარულე ხორცს ემსგავსები, ადამიანი, იგივე ცხოველი, ერთჯერადი…”

    სასაცილოა… შენ რომ სიმართლე გაინტერესებდეს, მნიშვნელობა არ ექნებოდა იმას, რა მორალურ დასკვნას გამოიტან იქიდან. ჩემი აზრით, სიმართლის გაგების სურვილი ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს, ნებისმიერ შემთხვევაში. რელიგიური მითების და ზღაპრების დაჯერება არაფერს მოიტანს სასარგებლოს. ჯობია, რომ ადამიანმა რაციონალურად, პრაგმატულად იაზროვნოს და უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე ყველანაირი ზღაპრის სჯეროდეს.

    “რად გინდა მაშინ მომავალი და ეს ყველაფერი, დღეს ხარ და ხვალ აღარ ხარ, მორჩა ”

    ზუსტად იმიტომ მინდა, რომ დღეს ვარ და ხვალ აღარ ვიქნები 😀 ცხოვრება არ არის მარადიული და სწორედ ამიტომ ვაფასებ ნებისმიერ წუთს და განვლილ დღეს. ეს ცხოვრება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ჩემთვის ყველაფერი და არა “წუთისოფელი მარადიულ ცხოვრებაში”. აი, ცხოვრება რომ მართლაც, როგორც თქვენ გგონიათ, მუდმივი იყოს, მაშინ არ ექნებოდა აზრი ამ სიცოცხლეს იმიტომ, რომ სიკვდილის შემდეგ მარადიული ცხოვრება მელის და ეს ყველაფერი უბრალოდ ზღვაში წვეთია. საბედნიეროდ ასე არ ვფიქრობ და იმიტომაც ვაფასებ ამ ცხოვრებას. აი, დღეს რომ ვარ და მერე კიდე მარადიულად ვიყო, არასოდეს რომ არ მოვკვდე, მაშინ დღევანდელ დღეს მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, მაგრამ როცა ვიცი რომ დღეს ვარ და ხვალ აღარ ვიქნები, ეს ცხოვრება-დღევანდელი დღე ჩემთვის ყველაფერი ხდება.

    “მთავრდება ყველაფერი, ესეა?… არა ესე არ არის…”

    საიდან იცი?

    Like

  7. zaza 03/02/2016, 11:08 AM

    საიდან ვიცი?
    საიდან და იქიდან… :))))))
    თუ ყველაფერს ჩაუღრმავდები და კარგად გაიაზრებ და დააკვირდები მიხვდები ყველაფერს, ვინც ეძებს ის პოულობს, სამწუხაროდ შენ არ ეძებ, მხოლოდ კმაყოფილდები იმით დღეს რაც გაქვს, დღევანდელი კვერცხით ცხოვრობ, ცხოვრობთ… :))))))
    უსულო ადამიანი შემოქმედი ვერ იქნება, ინტელექტი არ ექნება, ღმერთისკენ, ზეცისკენ, უსასრულობისკენ, უკვდავებისკენ, საერთოდ კოსმოსისკენ და ზოგადად ისეთი რაღაცეებისკენ რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ბევრი რომ არ გავაგრძელო…
    რა თქმა უნდა მე არავისზე მეტი არ ვარ და არც ბრძენი მაგრამ, ჩემი დაკვირვებით ვხვდები რომ რაც ვარ და რაც შემიძლია იმაზე მეტი შემიძლია, მაგრამ სამწუხაროდ მეც ის ვარ რაც დავწერე ზემოთ, ზარმაცი და ყველაფერს ვერ ვუკვირდები მაგრამ ვხვდები რომ უკეთესი იქნება თუ დავუკვირდები, და აუცილებელიც არის…
    რატომ ცხოველები არ არიან ისეთი ნიჭის, შემოქმედების მატარებელნი როგორც ადამიანები არიან, ჩვენზე ადრე უცხოვრიან დედამიწაზე ზოგადად, ცხოველებს ხო, თუ დროზეა დამოკიდებული?.. ეხლა, ნუ ვიტყით იმას რომ ადამიანებმა ვაჯობეთ ცხოველებს და უკეთესად განვითარდით, თუმცა თუ ესე შევხედავთ მაიმუნებსაც ქონდათ და აქვთ შანსი განვითარებისა, დღემდე ალბათ…
    კი გეთანხმები რომ ადამიანის ორგანოებს გააჩნიათ საკუთარი მეხსიერება (ამასაც თავისი მნიშვნელობა და პრინციპი აქვს თუ რატომ) მაგრამ ეს იმას არ წყვეტს რომ იფიქრო უსულო ხარ, თუ ყველაფერი ისეა როგორც შენ ფიქრობ მაშინ ლოგიკურია ვიფიქროთ ის რომ რატომ ცხოველები არ ვითარდებიან ისე როგორც ადამიანები, სულიერებაზე, რატომ არ ფიქრობენ ცხოველები რწმენა რატომ არ აქვთ და საერთოდ რელიგია რატომ არ აქვთ, თუ გავაგრძელებთ ძალიან შორს წავალთ იმის შედარებებით თუ რამდენი განსხვავებაა “უსულო” ადამიასა და ცხოველებს შორის…
    ამ ყველაფერს კიდე თუ დიდხანს ჩავუღმავდებით ისევ იქით წავალთ საითაც მეცნიერები ერიდებიან ხოლმე, მაგალითად: ვინ ჩადო ადამიანში ეს ყველაფერი რაც გააჩნია ადამიანს, თავისით, შემოქმედება თავისით არ ჩაედებოდა ადამიანს, როგორც ამბობენ ხოლმე “დიდი აფეთქებაო” და შემდეგ დიდი აფეთქებას სად მივყავართ, რაც არუნდა ვაყალიბოთ ფიზიკური, ქიმიური თუ მათემატიკური თეორიები, განმარტებები თუ ფორმულები, ბოლოს მაინც იმ უსასრულობამდე მივყავართ რაზეც პასუხები არ გააჩნიათ, ჯერჯერობით რადგან, უსულოდ, ურწმენოდ ვერ იპოვის ადამიანი რომელსაც ღმერთი ჰქვია, კი იციან რომ ყველაფერი ღმერთის დამსახურებაა, მაგრამ გვერდს უვლიან, იმიტომ რომ ადამიანს ლტოლვა აქვს ისევდაისევ სრულყოფილებისკენ, ამბიციები გააჩნიათ ძლიერებისა და სრულყოფილებისათვის, მოდას მიჰყვებიან და ყოველთვის ერთი პასუხია დაცინვით, სადღაც ზის წვერიანი ბერიკაცი და იქიდან გვაკონტროლებს, სადღაც კიარ ზის ჩვენშია, ყოველ ადამიანშია, შენი თვალით ხედავს ყველაფერს, იმიტომ რომ სული გვაქვს ღმერთისა, ჩვენ თვითონ ვართ ნაწილი ღმერთისა, ბევრისთვის ეს სასაცილოა მაგრამ ისევდაისევ დაკვირვებაა საჭირო ყველაფერზე… (მე არაფერს ვამტკიცებ, მე ესე ვფიქრობ) :))))))

    Like

  8. zaza 03/02/2016, 4:43 PM

    სიმართლის გაგების სურვილი ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს, ნებისმიერ შემთხვევაში. რელიგიური მითების და ზღაპრების დაჯერება არაფერს მოიტანს სასარგებლოს.
    ამაში გეთანხმები რომ სიმართლის გაგების სურვილი უნდა გქონდეს, მაგრამ, ყველა ეგრეთწოდებულ ზღაპარს თავისი სიმართლე აქვს (ისეთ ტყუილს რა ვუთხარი სიმართლე რომ არ ერიოს…) თუ პარალელებს გაავლებ, თუ ერთმანეთს დაუკავშირებ სწორად, თუ პირდაპირი გაგებით არ აღიქვამ ყველა ზღაპარს… :)))) სწორად ფიქრია საჭირო და დაკვირვება ყველაფერზე, იმასაც გეტყვი რომ თუ ეკლესიაში დადიხარ ესეიგი ღმერთთან ხარ, ეს რა თქმა უნდა არასერიოზულია, მთავარი სიარული კიარ არის, მთავარი რწმენაა, გწამდეს და სულით, გულით გრძნობდე იმას რისაც გწამს და შენ თვითონ მიხვდები ზღაპარია თუ სიმართლე, შენი რწმენა სადმე კიარ უნდა წაიკითხო ან ვინმეს უსმინო შენ თვითონ უნდა გამოიმუშაო შენი ფიქრებით, დაკვირვებით, სწორი რწმენით, იმიტომ ვამბობ, შენზეა პირადად დამოკიდებული ღმერთისა და სულის დანახვა, შენ თუ გინდა დაინახავ, თუ არ გინდა არ დაინახავ… შენ ხორცშესხმული დამოუკიდებელი ადამიანი ხარ, ძნელია მაგრამ, ყველაფერს უნდა დაკვირვება, შენს ყოველ ნაბიჯს, სიტყვას, სიტყვას ბევრი რამ შეუძლია (შეძახილმა ხე გაახმო, ეს ტყუილი ნათქვამი არ არის, ეს ვინც თქვა იცოდა რას ამბობდა) არცერთი სიტყვა ჰაერში არ იკარგება ყოველ ნათქვამს თავისი შედეგი მოჰყვება, თავისი მნიშვნელობა აქვს, რასაც ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას (…:)))) ალბათ გაგეცინება ამ ყველაფერზე მაგრამ, სერიოზულად დაუკვირდი ყველაფერს და მიხვდები რომ ამ შემთხვევაში არ ვცდები) … :))) ყოველშემთხვევაში მე პირადად ასე მგონია და ვფიქრობ, ჭკუას ნამდვილად არ გასწავლი და არც ვამტკიცებ რამეს, რადგან შეიძლება შენ ჩემზე მეტი იცი, არ არის გამორიცხული…

    Like

  9. რეზო 03/02/2016, 11:09 PM

    “თუ ყველაფერს ჩაუღრმავდები და კარგად გაიაზრებ და დააკვირდები მიხვდები ყველაფერს, ვინც ეძებს ის პოულობს, სამწუხაროდ შენ არ ეძებ, მხოლოდ კმაყოფილდები იმით დღეს რაც გაქვს, დღევანდელი კვერცხით ცხოვრობ, ცხოვრობთ… :))))))”

    საიდან ეს წინასწარი დასკვნები? ვეძებ და ვპოულობ კიდეც. მაგრამ არარსებული რამ, რამდენიც გინდა ეძებო, ვერ იპოვი, რადგან ის არარსებულია. ვკმაყოფილდები იმიტომ, რომ ეს ცხოვრება რეალურად ერთადერთია და არაფერს მომცემს იმის ილუზია, რომ სიკვდილის შემდეგ ია-ვარდით დაფენილი სამოთხე მელის. ვაღიარებ, დღევანდელი კვერცხით ვცხოვრობ, რადგან ვიცი, რომ ხვალ ქათამი არ მელის და ამ კვერცხის დაკარგვაც არ მინდა სასწაულების მოლოდინში. არ მინდა რომ თქვენსავით მთელი დარჩენილი ცხოვრება ილუზიებში გავატარო. კი ბატონო, ელოდეთ ხვალინდელ ქათამს, მაგრამ ფრთხილად იყავით ეგ კვერცხიც არ დაკარგოთ 😀

    “უსულო ადამიანი შემოქმედი ვერ იქნება, ინტელექტი არ ექნება, ღმერთისკენ, ზეცისკენ, უსასრულობისკენ, უკვდავებისკენ, საერთოდ კოსმოსისკენ და ზოგადად ისეთი რაღაცეებისკენ რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ბევრი რომ არ გავაგრძელო…”

    ეგ საიდან იცი? რომელი ფორმულით დაამტკიცე? 😀 ადამიანის გონება საკმაოდ რთულია და განვიტარებული იმისათვის, რომ შემოქმედების უნარი გააჩნდეს. სულის იდეის შემოტანა ნამდვილად არ არის საჭირო. ჩვენი ბიოლოგიური შესაძლებლობებიც სრულიად საკმარისია ამისათვის. არც ინტელექტის არსებობაა სულის დამსახურება. ისიც ევოლუციურად ჩამოგვიყალიბდა. აღსანიშნავია, რომ შემოქმედების უნარი შედარებით განვითარებულ ცხოველებშიც აღინიშნება. ასე, რომ თქვენი სულის იდეა საკმაოდ აბსურდული და უსაფუძვლოა.

    “რატომ ცხოველები არ არიან ისეთი ნიჭის, შემოქმედების მატარებელნი როგორც ადამიანები არიან, ჩვენზე ადრე უცხოვრიან დედამიწაზე ზოგადად, ცხოველებს ხო, თუ დროზეა დამოკიდებული?”

    როგორც აღვნიშნე ცხოველებსაც აქვთ შემოქმედების უნარი. მართალია ჰაბლის ტელესკოპებს ვერ აგებენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თავადაც შეუძლიათ შექმნან რაღაც მაინც. სირთულე კი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, ვის მეტად აქვს განვითარებული გონება. ცხოველები არ არიან ადამიანებივით ჭკვიანები, სამაგიეროდ სხვა უპირატესობები აქვთ ჩვენთან შედარებით. მაგალითად ზოგს კლანჭი აქვს, ზოგს ძლიერი კიდურები, ზოგი სწრაფად დარბის, ზოგს თავდაცვის განსაკუთრებული საშუალება აქვს და ა.შ. ადამიანი არ არის ფიზიკურად ისეთი ძლიერი, როგორიც ლომია, სამაგიეროდ გონება აქვს. ეს გამოიწვია ბუნებრივმა გადარჩევამ, მუტაციებმა. ის სახეობები გადაშენდნენ, რომლებმაც ვერ მოახერხეს ადაპტაცია გარემოპირობებთან.

    “.. ეხლა, ნუ ვიტყით იმას რომ ადამიანებმა ვაჯობეთ ცხოველებს და უკეთესად განვითარდით, ”

    კაი მე არ ვიტყვი, მაგრამ ფაქტი სახეზეა 😀 ისე ეს ცოტა სუბიექტური რამაა. გააცნია ვისთვის როგორ. ადამიანები განვვითარდით გონებრივად, სამაგიეროდ ზოგიერთ ცხოველს რაიმე ფიზიკური მახასიათებელი განუვითარდა და ამით გვაჯობა ჩვენ. ადამიანს, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ბუნებაში, უნდა ჰქონოდა რაიმე კოზირი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაიცხრილებოდა. ჩვენ შემთხვევაში ეს კოზირი აღმოჩნდა გონება, ნიანგის შემთხვევაში ძლიერი ყბა, არწივის შემთხვევაში ბრჭყალები და ა.შ.

    “თუმცა თუ ესე შევხედავთ მაიმუნებსაც ქონდათ და აქვთ შანსი განვითარებისა, დღემდე ალბათ…”

    მაიმუნებს კი არა ამებასაც აქვს შანსი. უფრო მეტიც, წარმატებით იყენებენ ამ შანსს და ყოველდღიურად იცვლებიან. ევოლუცია არ ნისნავს, რომ მაინც და მაინც გონებრივად განვითარდება ორგანიზმი. ფრინველს რომ ნისკარტი განუვითარდება მწერების უფრო მოხერხებულად დასაჭერად, ეგეც ევოლუციაა. კიდევ ვიმეორებ, დღესაც ვითარდებიან ორგანიზმები. ზოგს რა უვითარდება, ზოგს რა. ევოლუციის მიზანი არ არის, რომ ყველა ცხოველს ფიზიკა ასწავლოს. ზოგს მტაცებლობას ასწავლის, ზოგს გადარჩენას და ა.შ. როგორ ფიქრობ მილიონობით წლის შემდეგ ზუსტად დღევანდელი სახით იქნებიან ცხოველები?

    “კი გეთანხმები რომ ადამიანის ორგანოებს გააჩნიათ საკუთარი მეხსიერება (ამასაც თავისი მნიშვნელობა და პრინციპი აქვს თუ რატომ) მაგრამ ეს იმას არ წყვეტს რომ იფიქრო უსულო ხარ, თუ ყველაფერი ისეა როგორც შენ ფიქრობ მაშინ ლოგიკურია ვიფიქროთ ის რომ რატომ ცხოველები არ ვითარდებიან ისე როგორც ადამიანები, სულიერებაზე, რატომ არ ფიქრობენ ცხოველები რწმენა რატომ არ აქვთ და საერთოდ რელიგია რატომ არ აქვთ, თუ გავაგრძელებთ ძალიან შორს წავალთ იმის შედარებებით თუ რამდენი განსხვავებაა “უსულო” ადამიასა და ცხოველებს შორის…”

    ასეთ ბავშურ შეკიტხვას ნამდვილად არ ველოდი. ცხოველები იმიტომ არ ფიქრობენ სულიერებაზე და რწმენაზე, იმიტომ არ ავთ რელიგიები, რომ არც გონება აქვთ ამის შესაბამისი.
    როგორ წარმოგიდგენია ეხლა ცხოველმა,თავისი გონებრივი შესაძლებლობების ფონზე, თავის სულიერებაზე დაიწყოს ფიქრი? 😀 კიდევ ვიმეორებ, არ არის აუცილებელი ყველა ორგანიზმს მაინც და მაინც გონება განუვითარდეს. კიდევ გადახედე რაც ზემოთ დავწერე.

    Like

  10. რეზო 03/02/2016, 11:23 PM

    “ვინ ჩადო ადამიანში ეს ყველაფერი რაც გააჩნია ადამიანს, თავისით, შემოქმედება თავისით არ ჩაედებოდა ადამიანს”

    თავისით ჩადებას რას ეძახი? ადამიანი გონიერი არსებაა და შემოქმედების უნარიც იმიტომ აქვს. გონიერი კი იმიტომ არის, რომ ასეთად ჩამოყალიბდა ევოლუციურად.

    “როგორც ამბობენ ხოლმე “დიდი აფეთქებაო” და შემდეგ დიდი აფეთქებას სად მივყავართ”

    სად მივყავართ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ სამყარო დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა. აი სად მივყავართ ეგ უკვე სხვა საკითხია. ისე ვერ მივხვდი რას გულისხმობ მაგაში. სად უნდა წაგვიყვანოს? 😀

    “რაც არუნდა ვაყალიბოთ ფიზიკური, ქიმიური თუ მათემატიკური თეორიები, განმარტებები თუ ფორმულები, ბოლოს მაინც იმ უსასრულობამდე მივყავართ რაზეც პასუხები არ გააჩნიათ”

    სამწუხაროდ მეცნიერებამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის. მაგრამ არაუშავს. სამაგიეროდ რელიგიურმა ხალხმა იცის ყველაფერი, ყოველთვის აქვთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე 😀
    ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როცა რაიმეზე არ გექნება პასუხი. ეს ბუნებრივია. მაგრამ ჩემი აზრით, ზღაპრების და ლეგენდების წერას, ისევ მათემატიკური და ფიზიკური ფორმულები ჩამოვაყალიბოთ ჯობია. იმიტომ, რომ ამ ფორმულებს და ამ მეცნიერებებს მოაქვს შედეგი. აი, რელიგიების გაკეთებული კი ვერაფერი ვნახე. სხვათაშორის ამ კომენტარს რომ წერ და სახლში ელექტროენერგია გაქვს, ეგეც იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ფიზიკური და მათემატიკური ფორმულები. ეხლა რომ ამ მესიჯებს, სინათლის სიჩქარით მიგზავნი და მტრედს არ ატან ჩემთან, ეგეც მეცნიერების დამსახურებაა. უსასრულობამდე მივყავართ თუ სასრულამდე, ფაქტია, რომ სწორედ ეს უკანასკნელი გვაძლევს შედეგს.

    Like

  11. რეზო 03/02/2016, 11:33 PM

    “ამაში გეთანხმები რომ სიმართლის გაგების სურვილი უნდა გქონდეს, მაგრამ, ყველა ეგრეთწოდებულ ზღაპარს თავისი სიმართლე აქვს (ისეთ ტყუილს რა ვუთხარი სიმართლე რომ არ ერიოს…) ”

    რაც გინდა ის უთხარი, ზღაპრების კითხვა არაფერს მოგვიტანს სასარგებლოს. თუნდაც რაღაც სიმართლე ერიოს. შეიძლება წითელქუდას ზღაპარშიც იყოს სიმართლე იმის შესახებ, რომ მგელს დიდი პირი აქვს, მაგრამ ამ ზღაპარზე რომ დავაფუძნო და ჩამოვიყალიბო მთელი ჩემი მსოფლმხედველობა, სწორი იქნება? მერე რომ გავიდე და მთელ მსოფლიოს თავს მოვახვიო? ერთი სიმართლის მარცვალი თუ ურევია მგელთან დაკავშირებით, მერე რაა? ამიტომ ერთადერთ ჭეშმარიტებად უნდა მივიღო? რა აზრი აქვს იმ ერთ მარცვალ სიმართლე, როცა მის სანაცვლოდ ათჯერ მეტ ტყუილს გაიგებ?

    “თუ პარალელებს გაავლებ, თუ ერთმანეთს დაუკავშირებ სწორად, თუ პირდაპირი გაგებით არ აღიქვამ ყველა ზღაპარს… :))))”

    მასე წითელქუდას ზღაპარსაც გავაპრავებ. როგორც მენდომება ისე გავავლებ პარალელებს, როცა რამე აბსურდულს ვნახავთ, ვიტყვი, რომ იქ ღრმა აზრია გადარებული და პირდაპირ არ უნდა გავიგოთ 😀 რა კაია არა? 😀

    Like

  12. zaza 04/02/2016, 11:39 AM

    … :)))) …..:))))) …:)))
    საქმეც იმაშია სწორედ რომ შენ, ადამიანს გონება რომ გაქვს და აზროვნება რომ შეგიძლია ეგ არის საინტერესო, საიდან გაქვს, (არცერთ ცხოველს რომ არ აქვს…) შემთხვევითობას რომ აწერ, თავისით ჩამოგვიყალიბდაო, (…:))) თავისით ბავშვი არ ჩნედება და…) გაგვიმართლაო და ასე შემდეგ… :))))
    თავისით არაფერი არ ხდება, სწორედ მაგას გეუბნები რომ კარგად ჩაუღრმავდი ყველაფერს და მიხვდები რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, ყოველი შემთხვევები, გარემოებები და საქმიანობები ჩვენი, ადამიანების დამსახურებაა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად რასაც ჩვენ არაფერს არ ვაკვირდებით, უბრალოდ, ნებსით თუ უნებლიედ, ვაკეთებთ, ვაფუჭებთ, ვმოქმედებთ, ვამბობთ… 🙂
    მაგ შემთხვევით განვითარების ლოგიკას თუ გავყვებით რაღაც დროის შემდეგ ალბათ სულ მცირე, ლიმუზინებით ივლიან დათვები, მგლები, კატები თუ რავიცი, რავიცი… :)))
    ღმერთს, სულს, წიგნებში ან ინტერნეტში მეცნიერების დასკვნების კითხვებით ვერ იპოვი…
    ღმერთი გულით, რწმენით, გონებით უნდა იპოვო…
    შეიძლება არანაირი განათლება არ გქონდეს მაგრამ ღმერთს ხედავდე, (ღმერთის დანახვას რწმენა და გული ჭირდება) არ არის აუცილებელი ფიზიკუ-მათემატიკური ფორმულებით ხსნიდე სამყაროს (ვერც ახსნი, მხოლოდ გაერთობი და ფიზიკას ისწავლი ცოტა უკეთესად.. :))) )
    საქმეც იმაშია რომ უნდა ვიცოდეთ სად მივყავართ, მარტო ის არ კმარა რომ ლექსივით დავიზეპიროთ როდისღაც რაღაცა აფეთქდა და ჩვენ გავჩნდით, ისე ეს უფრო ახლოს არის ზღაპრებთან ვიდრე ეგრეთწოდებული რელიგიური ზღაპრები…
    ბავშვური კითხვა რატომ არის, თუკი თემთხვევით დიდი აფეთქებულიდან სიცოცხლე წარმოიშვება, თავისით ვითარდებიან ადამიანები და ცხოველები… მაშინ ლოგიკურია ხო რომ გაგიჩნდეს კითხვა, შემთხვევით ან თავსით რატომ ვერ ვითარდებიან ცხოველები, რატომ არ აქვთ რელიგია, ინტელექტი, შემოქმედებითობა და ასე შემდ….
    საერთოდ, როგორ არის იცი, ჩემი აზრით შენ ზოგადად, რისაც გწამს და გჯერავს ის გგონია მართალი, მეცნიერს მართალი გონია თავისი საქმიანობა იმიტომ რომ ის ესე ამტკიცებს, აბა რისთვის მუშაობს წლების განმავლობაში…
    ადამიანი გონიერი არსება რომ არის, რატომ არის სწორედ ამაშია საქმე, ევოლუცია ვერ ჩამოაყალიბებს გონიერად თუ არ დევს გონი ადამიანში, სწორედ ეგ არის ზღაპარი რომ თავისით იქმნება ყველა და ყველაფერი (ან ფიზიკა-მათემატიკით)… :)))))
    ჩვენთვის არცერთ ცხოველს არ უჯობნია იმით რომ რომელიღაც ცხოველს მაგარი კლანჭი, ძალა, თათი თუ რქა აქვს, მთავარი გონებაა, მეც ცოტა არ იყოს გამკვირვებია, თუ ამტკიცებ რომ გონება ასეთი რთულია და მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, ამას ვერ ხსნიან და ღმერთის და სულის არ არსებობას როგორ ხსნი ან ხსნიან, საინტერესოა?

    სად მივყავართ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ სამყარო დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა. აი სად მივყავართ ეგ უკვე სხვა საკითხია. ისე ვერ მივხვდი რას გულისხმობ მაგაში. სად უნდა წაგვიყვანოს? 😀

    ამ საკითხში იმას ვგულისხმობდი რომ თუ რელიგია ზღაპარია მაშინ სიცოცხლის და ადამიანის გონის თავისით ან შემთხვევით თუ გამართლებით შექმნა თუ განვითარება, ზღაპრად არ გეჩვენება?.. მაგრამ არა, იმიტომ რომ რისი დაჯერებაც გინდა იმას იჯერებ როგორც რეალობას ადამიანი… 🙂
    ადამიანს საკუთარი თავის თვითდაპროგრამება, შეუძლია ნებსით თუ უნებლიედ…
    ალბათ მეტყვი “რელიგიური ზღაპრებიც” დაპროგრამებააო მაშინ, ეს არ არის ზღაპარი რადგან ხომ ცნობილია ისტორიულად დამტკიცებულია და ყველა აღიარებს რომ მართლა იყო იესო ორიათასი წლის უკან და ასე შემდეგ და შემდეგ… უბრალოდ ყველას სხვადასხვანაირად, თავისებურად სწამს, მაგრამ ხომ იყო სინამდვილეში…
    მე რომ სახლში ელექტროენერგია მაქვს და ასე შემდეგ… ესეთ ტექნოლოგიურ მეცნიერებას მივესალმები და მეც ძალიან დიდი იტერესი მაქვს, მაგრამ ღმერთს, სულს რაც შეეხება არ ყოფნის არც წიგნები არც ინტერნეტი, ფიზიკა-მათემატიკა თუ მეცნიერება…
    ყველაფერს ზღაპარს რომ ეძახი, დაახლოებით 50 წლის უკან გადავინაცვლოთ, მაშინ ნებისმიერი ადამიანისთვის ზღაპარი არ იყო დღევანდელი ტექნოლოგიები, მაგალითად ზღაპარი არ იყო რაღაც პატარა ყუთი გიჭირავს და იქიდან ხმა გესმის და თან ხედავ და შენც გხედავს… დღეს ეს ზღაპარია?
    რაც არ იცი ზღაპარია, ხოლო რომ გაიგებ აღარ არის ზღაპარი, სინამდვილეში ჩემი აზრით ზღაპარი არ არსებობს რადგან ადამიანისთვის ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ დროა საჭირო რომ მივიღოთ ყველაფერზე ინფორმაცია, ეს ტექნოლოგიურად თუ ვიტყვით…
    მაგრამ ღმერთთან მიმართებაში ტექნოლოგია, ინტერნეტი ან ვინმე ავტორიტეტების მოსმენა ან წიგნები სულაც არ არის საჭირო, თუ საჭიროებაზე მიდგა საქმე (მაგრამ განათლებული თუ ხარ ეს კარგია რა თქმა უნდა) საჭიროა გულით რწმენა და თავით აზროვნება… ეს ჩემი აზრია:)

    Like

  13. რეზო 04/02/2016, 2:54 PM

    სად ვთქვი მარტო შემთხვევითობას ვაწერ გონების ჩამოყალიბებას მეთქი. გონების განვითარება ევოლუციამ განაპირობა. თვითონ ევოლუციის მამოძრავებელი ძალა კი ბუნებრივი გადარჩევაა. კი ბატონო თავისით არ ხდება, მაგრამ აუცილებელია რაიმეს მამოძრავებელი ან გამომწვევი მიზეზი, ზებუნებრივი გონი იყოს? ბიოლოგიაც მშვენივრად ხსნის სახეობების ევოლუციას.

    “შემთხვევით არაფერი არ ხდება”

    ევოლუცია მარტო შემთხვევითობა არაა. კიდევ ვიმეორებ, ევოლუციის მამოძრავებელი ძალაა ბუნებრივი გადარჩევა. ის სახეობები გადაშენდებიან, რომლებიც ვერ მოერგებიან გარემო პირობებს. ორგანიზმმა თუ არ განიცადა მუტაციები და ვერ მოახდინა ადამპტაცია გარემოსთან, ის გაიცხრილება. გადარჩებიან მხოლოდ ძლიერები, ანუ ისინი, ვინც გარემოს მოერგო.

    “მაგ შემთხვევით განვითარების ლოგიკას თუ გავყვებით რაღაც დროის შემდეგ ალბათ სულ მცირე, ლიმუზინებით ივლიან დათვები, მგლები, კატები თუ რავიცი, რავიცი… :)))”

    ძალიან ცუდად იცნობ ევოლუციას და მთლიანად ბიოლოგიას. სხვა შემთხვევაში ესეთ ბავშვურ რაღაცას არ იტყოდი. ევოლუცია მიმდინარეობს მილიონობით წლების განმავლობაში. მაიმუნის მსგავსმა პრიმატმა ერთ მშვენიერ დღეს კი არ გაიღვიძა და ეგრევე მთვარეზე გაფრენაზე დაიწყო ფიქრი 😀 სანამ ჰომოსაპიენსად ჩამოყალიბდებოდა უამრავი მუტაცია განიცადა. ამას დაჭირდა მილიონობით წლები და ათი ათასობით თაობა. პლუს ამას, მე გასაგებად აგიხსენი წინა კომენტარში, რომ ევოლუცია არ არის მიმართული მაინც და მაინც გონებრივი განვითარებისკენ. ზოგს ძლიერი ყბები განუვითარდა, ზოგს კლანჭი, ზოგს გონება და ა.შ. ცოტა ყურადღებით იკითხე ხოლმე ჩემი კომენტარები.

    “ღმერთს, სულს, წიგნებში ან ინტერნეტში მეცნიერების დასკვნების კითხვებით ვერ იპოვი…
    ღმერთი გულით, რწმენით, გონებით უნდა იპოვო…”

    გულით და რწმენით ზოგი მფრინავი მაკარონის მონსტრს იპოვის, ზოგი ოჩოპინტრეს, ზოგი ზევსს და ა.შ. ვიღაცის მიერ გულით ნაპოვნ წარმოსახვით ყოვლისშემძლე მეგობარს რა კავშირი აქვს ობიექტურ რეალობასთან? ადრე გულით და რწმენით პოულობდნენ და ეგონათ კიდეც, რომ ხეებსაც ჰქონდა სული. ამიტომ ეგ არგუმენტად არ გამოგადგება.

    “შეიძლება არანაირი განათლება არ გქონდეს მაგრამ ღმერთს ხედავდე, ”

    მაგაში გეთანხმები. რაც უფრო ნაკლები გაქვს განათლება, მეტი შანსია რომ ხედავდე ღმერთს.

    ” (ღმერთის დანახვას რწმენა და გული ჭირდება) ”

    ისევე როგორც მფრინავი მაკარონის მონსტრის დანახვას, ცაზე მფრინავი თეფშების დანახვას, ფერიების და დევების დანახვას, სპაიდერმენის დანახვას და ა.შ. მოკლედ ყველაფერს რაც არ არსებობს, რწმენა და გული სჭირდება, რომ დაინახო. ეგ ეგრეა საერთოდ 🙂

    “არ არის აუცილებელი ფიზიკუ-მათემატიკური ფორმულებით ხსნიდე სამყაროს (ვერც ახსნი, მხოლოდ გაერთობი და ფიზიკას ისწავლი ცოტა უკეთესად.. :))) ”

    ეგ ვინ გითხრა? მამაომ? 😀 აუცილებელი რომ არის და ძალიან კარგადაც რომ ვხსნით, ზუსტად მაგის შედეგია თანამედროვე ტექნოლოგიები, ზუსტად მაგის შედეგია რომ დღეს მარსზე რობოტები გვყავს გაგზავნილი, რომ მედიცინა ასე განვიტარდა და ა.შ. შეიძლება შენთვის ან ღრმად რელიგიური ადამიანებისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ გართობაა, ურჩევნიათ ისევ ქვის ხანაში ვიცხოვროთ და წერა-კითხვის უცოდინარ ხალხს ადვილად დააჯერონ ზღაპრები.
    სამყაროს ახსნის ერთადერთი რაციონალური საშუალება კი სწორედ მეცნიერებაა. რელიგიური მითებით სამყაროს მოქმედების პრინციპს და ფიზიკურ კანონებს ვერ ახსნი. პირიქით, მიიღებ დამახინჯებულ წარმოდგენებს სამყაროზე. “დედამიწა სპილოებზე დგას” და ამნაირებს.

    “საქმეც იმაშია რომ უნდა ვიცოდეთ სად მივყავართ,”

    ვერ გავიგე რას გულისხმობ “სად მივყავართ”-ში? სად უნდა წაგვიყვანოს კაცო? 😀

    “მარტო ის არ კმარა რომ ლექსივით დავიზეპიროთ როდისღაც რაღაცა აფეთქდა და ჩვენ გავჩნდით, ისე ეს უფრო ახლოს არის ზღაპრებთან ვიდრე ეგრეთწოდებული რელიგიური ზღაპრები…”

    ეგრე იმიტომ გეჩვენება, რომ ძალიან შორს ხარ მეცნიერებისგან. ჯერ წაიკითხე და გაიგე რა არის საერთოდ დიდი აფეთქების თეორია და მერე ვისაუბროთ ამაზე. ერთს გეტყვი მხოლოდ. დიდი აფეთქება ამ შემთხვევაში არ არის გამოყენებული კლასიკური გაგებით. ეს ტერმინი ასახავს სამყაროს გაფართოებას სინგულარული მდგომარეობიდან. ახლოს არის თუ შორს არის, ფაქტია რომ მოხდა. აი თქვენ მითებს და ზღაპრებს კი არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ მეცნიერული თეორიებისგან განსხვავებით. არის მხოლოდ გაურკვეველი წარმოშობის ბუნდოვანი მითები, რომლის ისტორიულ-მეცნიერული კვლევა არასოდეს მომხდარა.

    “ბავშვური კითხვა რატომ არის, თუკი თემთხვევით დიდი აფეთქებულიდან სიცოცხლე წარმოიშვება, თავისით ვითარდებიან ადამიანები და ცხოველები… მაშინ ლოგიკურია ხო რომ გაგიჩნდეს კითხვა, შემთხვევით ან თავსით რატომ ვერ ვითარდებიან ცხოველები, რატომ არ აქვთ რელიგია, ინტელექტი, შემოქმედებითობა და ასე შემდ….”

    აი ამდენი აგიხსენი, დაგიღეჭე და კიდევ იგივე შეკითხვას მისვამ. დიდი აფეთქების შედეგად სიცოცხლე კი არა სამყარო წარმოიშობა. თვითონ სიცოცხლე კი მხოლოდ ისეთ გარემოში ჩნდება, სადაც არის მისთვის ხელსაყრელი პირობები. ცხოველები იმიტომ არ იგონებენ რელიგიებს, რომ არ აქვთ სესაბამისი გონებრივი მონაცემები. ეხლა ალბათ მკითხავ რატომ არ აქვთ? და რატომ უნდა ჰქონდეთ? აუცილებელი არ არის მაინც და მაინც ამ კუთხით განვითარდნენ. ეგ იგივეა, რომ დასვა კითხვა: “რატომ არ აქვთ ადამიანებს ისეთი ძლიერი ყბები, როგორიც ნინაგს?” მე გასაგებად აგიხსენი, რომ ევოლუცია არ არის მიმართული მაინც და მაინც ერთი კუთხით, მაინც და მაინც გონებრივი განვითარებისკენ. რამდენჯერ უნდა ამახსნევინო ერთი და იგივე. რაც შეეხება შემოქმედებითობას, ამაზე გაგეცი პასუხი წინა კომენტარში და კიდევ გაგიმეორებ, რომ ცხოველებს აქვთ შემოქმედების უნარი, ოღონდ რა ტქმა უნდა არა ისეთ დონეზე, როგორც ადამიანებს. კოსმოსურ ხომალდებს ვერ აგებენ, მაგრამ ელემენტარულ იარაღებს ქმნიან. მაგალითად შიმპანზეები ჭიანჭველების მოსანადირებლად რტოებს იყენებენ, ასევე ამზადებენ შუბის მაგვარ იარაღებს და მათი მეშვეობით ნადირობენ, მეხსიერების ტესტებში კი ზოგჯერ სტუდენტებსაც ჯობნიან. გორილები კი ზოგჯერ ჯოხებს იყენებენ წყლის სიღრმის გასაზომად.

    “საერთოდ, როგორ არის იცი, ჩემი აზრით შენ ზოგადად, რისაც გწამს და გჯერავს ის გგონია მართალი, მეცნიერს მართალი გონია თავისი საქმიანობა იმიტომ რომ ის ესე ამტკიცებს, აბა რისთვის მუშაობს წლების განმავლობაში…”

    რას ჰქვია ჰგონია? 😀 მე მეჩვენება თუ ამ კომენტარს კომპიუტერში წერ? იმ კომპიუტერში, რომელიც მეცნიერებამ მოგვცა? მეცნიერებას და რელიგიას ის განასხვავებს ერთმანეთისგან,რომ მეცნიერება გვანახებს შედეგს,ფაქტებს. მთელი თანამედროვე ტექნოლოგიები მეცნიერებამ შექმნა. რელიგიებმა შექმნეს რამე? გააკეთეს რამე სასარგებლო? მეცნიერზე ვერ იტყვი ესე ჰგონიაო. იმიტომ რომ მეცნიერს თუ რამე ჰგონია, იმას ამტკიცებს კიდეც და ფატქებს გვანახებს. ფატქები არის ის, რომ დღეს ეს ტექნოლოგიები გვაქვს და არა მხოლოდ ცარიელა ფილოსოფიურ დაშვებებზე დამყარებული თეორიები. ნუთუ ვერ ხედავ განსხვავებას კაცო.

    “ადამიანი გონიერი არსება რომ არის, რატომ არის სწორედ ამაშია საქმე, ევოლუცია ვერ ჩამოაყალიბებს გონიერად თუ არ დევს გონი ადამიანში, ”

    საიდან ეგ დასკვნა?
    რატომ არის მაგას აგიხსნი. გონიერება არის უპირატესობა, ანუ გამოსაყენებლი რამ გადარჩენისთვის. სახეობა რომ არ გადაშენდეს, უნდა ჰქონდეს რაღაც ისეთი, რაც იხსნის სიკვდილისგან, რაც დაეხმარება მტაცებლისაგან თავის დაღწევაში ან ნადირობაში. ლეოპარდის შემთხვევაში ეს სისწრაფე აღმოჩნდა, ლომის შემთხვევაში სიძლიერე, არწივის შემთხვევაში ძლიერი კლანჭები, ზოგიერთი პეპელა მაგალითად ისეთ სეფერილობას ირებს, რომ მტაცებელმა ფრინველებმა ვერ შენიშნონ და ამით ახერხებს გადარჩენას. ის მწერები კი, რომლებსაც ასეთი შეფერილობა არ აქვს, გადაშენდებიან. გონებაც ამ შემთხვევაში დაგვეხმარა გადარჩენისათვის.

    “სწორედ ეგ არის ზღაპარი რომ თავისით იქმნება ყველა და ყველაფერი (ან ფიზიკა-მათემატიკით)… :)))))”

    ეგ შენ გეჩვენება ზღაპრად. სავარაუდოდ იმიტომ, რომ რელიგიური გავლენის მსხვერპლი ხარ. ვიწრო ქრისტიანული იდეოლოგიის მსხვერპლი. გირჩევნია თიხისგან და მერე ადამის ნეკნისგან გაჩენილი ადამიანების გჯეროდეს, ვიდრე ევოლუციურად ჩამოყალიბებულის.

    ახლა კი დრო არ მაქვს მოგვიანებით გავაგრძელებ და დავასრულებ კომენტარს.

    Like

  14. zaza 04/02/2016, 6:22 PM

    მე ზემოთ დავწერე რომ მე რომ სახლში ელექტროენერგია მაქვს და ასე შემდეგ… ესეთ ტექნოლოგიურ მეცნიერებას მივესალმები და მეც ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, მაგრამ ღმერთს, სულს რაც შეეხება არ ყოფნის არც წიგნები არც ინტერნეტი, ფიზიკა-მათემატიკა თუ მეცნიერება… (ყურადღებაა საჭირო, ხომ ვთქვი) ყურადღება…
    ბევრი რომ ამიხსენი და დამიღეჭე მემგონი იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად მეც ურწმუნო უნდა გავხდე და შევიცვალო ჩემი რწმენა ხო, ალბათ მეთანხმები?
    და რაც შეეხება რელიგიას, რელიგიის მსხვერპლი ნამდვილად არ ვარ, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ჩემთვის არავის დაუძალებია ის რომ ღმერთი ან უნდა ვიწამო ან არ უნდა ვიწამო, არჩევანი მე თვითონ გავაკეთე, თუ მაგ ლოგიკას გავყვებით მაშინ შენც მსხვერპლი გამოდიხარ მეცნიერების… (უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა ჯერ საკუთარ თავში ჩახედვა და მერე სხვისკენ ხელის გაშვერა, როდესაც რამის დამტკიცებას აპირებ).
    მე არ მწამს იმისა, რასაც ვხედავ მაგრამ არ მესმის, მე მირჩევნია მესმოდეს მაგრამ ვერ ვხედავდე… (ეს ისე ზოგადად, თორემ თან დანახვაც კარგია)
    რაც შეეხება მამაოს, ალბათ გაგიკვირდება და არც ეკლესიაში დავდივარ და არც მამაო არ მყავს, თუმცა ამით არ ვამაყობ, უბრალოდ მე ჩემებურად მესმის და მწამს ქრისტიანული მართლმადიდებლობა, ისევ ვიმეორებ, საქმე მეცნიერულ დასკვნებში არ არის და საერთოდ მეცნიერებაში, ბევრი მეცნიერი გამიგია სწორედ შენსავით მოლაპარაკე, უფრო მეტიც საერთოდ რომ არაფერი სწამდათ, (ვიცი გაგეცინება) მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დამდგარან იმათზე დიდი ქრისტიანი ალბათ არ ყოფილა… (ეხლა, იმას ნუ მკითხავ კონკრეტულად რომელ მეცნიერზეა ლაპარაკიო, რადგან დარწმუნებული ვარ თუ გულრწფელად დაფიქრდები გეცოდინება ალბათ, მე გვარები არ მახსოვს) ვიცი, იმასაც მკითხავ, ვერ გავიგე რა ფაქტის წინაშეო?
    რა ფაქტის წინაშე და იმ ფაქტის წინაშე (ათეისტებს სასაცილოდ რომ არ ჰყოფნით ხოლმე) ჩვენებურ ენაზე, მიწიერად კლინიკურ სიკვდილს რომ ეძახიან, და რატომ ეძახიან იცით, იმიტომ რომ სხვანაირად ამ მოვლენას ვერ ხსნიან და რაღაცა ხომ უნდა დაარქვან და ამიტომ სახელი მოიფიქრეს, კლინიკური სიკვდილი…
    არის ბევრი რაღაც რასაც მეცნიერულად ხსნი, დღეს სხვანაირად ხვალ სხვანაირად და ასე შემდეგ… მესმის ეგეც რატომ, იმიტომ რომ მეცნიერება პრაქტიკაა, მრავალფეროვნებაა… ხოლო რელიგიას არ უყვარს მრავალფეროვნება, რელიგიას აღქმა, რწმენა უყვარს, რასაც ვერ ხედავ და გრძნობ ის უნდა ირწმუნო რელიგიასთან მიმართებაში, (რა თქმა უნდა აქ მფრინავ მაკარონებზე არ არის ლაპარაკი) თორემ მეცნიერებას ისედაც ვხედავთ და არაფერი აღქმა არ ჭირდება, დღეს სხვას ამტკიცებ ხვალ სხვას და როდისღაც ბოლოსდაბოლოს გაიგებ იმას რისი გაგებაც შენ გინდა… (ისევდაისევ ვიმეორებ მეცნიერებას ვგულისხმობ რელიგიასთან მიმართებაში)

    Like

  15. რეზო 07/02/2016, 9:31 PM

    ვერ ხვდები რატომ დაგიწერე ეგ. თანამედროვე ტექნოლოგიები მაგალითად იმიტომ მოგიყვანე, რომ დამენახებინა შენთვის განსხვავება რელიგიის დაჯერებასა და მეცნიერების დაჯერებას შორის. მეცნიერების რომ მჯერა ამის საფუძველი მაქვს. იმიტომ რომ მეცნიერება მაჩვენებს შედეგს, ფაქტებს. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არის იმის მტკიცებულება, რომ მეცნიერება წარმატებით მუშაობს. აი რელიგიებს კი არ აქვთ არანაირი მტკიცებულება. უამრავი რელიგიაა და რატომღაც ყველას საკუთარი ჰგონია ერთადერთი ჭეშმარიტება, თანაც მაინც და მაინც ის რელიგია აღმოჩნდება ხოლმე მართალი, რომლის გავლენაც ყველაზე მეტად იყო მასზე.
    თანამედროვე ტექნოლოგიების მაგალითი იმიტომ კი არ მოგიყვანე, მიესალმებოდი თუ არა, არამედ ამაზე გაგეცი პასუხი: “საერთოდ, როგორ არის იცი, ჩემი აზრით შენ ზოგადად, რისაც გწამს და გჯერავს ის გგონია მართალი, მეცნიერს მართალი გონია თავისი საქმიანობა იმიტომ რომ ის ესე ამტკიცებს, აბა რისთვის მუშაობს წლების განმავლობაში…” ანუ განსხვავება დაგანახე მეცნიერების დაჯერებასა და სხვა რამის დაჯერებას შორის. მეცნიუერების რომ მჯერა, ამის საკმარისზე მეტი საფუძველი მაქვს. მაქვს ფაქტები, მაქვს შედეგები და შესაბამისად მჯერა მისი, ეს სრულიად ლოგიკურია, აი რელიგიური ზღაპრების რატომ უნდა მჯეროდეს მაგას მეტყვის ვინმე? ამბობ მეცნიერს თავისი საქმიანობა ჰგონია მართალიო. ანუ შენ არ გგონია მისი საქმიანობა მართალი? ანუ გვეჩვენება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები და ისევ ქვის ხანაში ვცხოვრობთ? 😀 თუ რას ამბობ ვერ გავიგე 😀 მეცნიერი ხედავს თავისი საქმიანობის შედეგს და სხვებსაც ანახებს. აი, რელიგიური ადამიანი რომ ლოცულობს, მაგ ლოცვის შედეგს ხედავს ვინმე? ან ნებისმიერი რელიგიური რიტუალის შედეგს? მეცნიერი დაამტკიცებს თავის სიმართლეს მტკიცებულებებით, იმასაც გეტყვის რა მეთოდით გამოთვალა ესა და ეს, სხვა მეცნიერებიც გადაამოწმებენ და დაადასტურებენ. სიტყვაზე ფარადეიმ აღმოაჩინა დენი. იმაზე ვერ იტყვი,. რომ ფარადეის სწამდა რომ დენი აღმოაჩინაო. იმიტომ რომ დღეს ყველამ ვიცით, რომ არსებობს ელექტროენერგია, ანუ ყველა ვხედავთ მისი აღმოჩენის, მისი საქმიანობის შედეგს. აი, რელიგიური, ღრმად მორწმუნე ადამიანები რომ ამბობთ ხოლმე, მე ღმერთი აღმოვაჩინეო, ვგრძნობო და თავგამოდებით რომ ამტკიცებთ არსებობსო, შეგიძლიათ რომელიმემ იმ მეცნიერის მსგავსად დაამტკიცოთ მისი არსებობა? ან რაიმე ნიშანი? რა თქმა უნდა არა. მიზეზი ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. აი ეხლა ხომ ხედავ განსხვავებას მეცნიერებასა და რელიგიას შორის.

    “ბევრი რომ ამიხსენი და დამიღეჭე მემგონი იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად მეც ურწმუნო უნდა გავხდე და შევიცვალო ჩემი რწმენა ხო, ალბათ მეთანხმები?”

    მაგას არ ნიშნავს. არავინ არ გეუბნება რწმენა შეიცვალეო. გწამდეს რისაც გინდა. ბევრი რომ აგიხსენი და დაგიღეჭე კიდე იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად ის უნდა გაიგო რასაც გიხსნი. მე გეუბნებოდი, რომ ევოლუცია არ არის მიმართული მაინც და მაინც გონებრივი განვითარებისკენ, რომ ორგანიზმი შეიძლება განვითარდეს როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. ან სხეულის რაიმე ორგანო განუვითარდეს. ძალიან ბევრი დრო დავხარჯე, დაწვრილებით აგიხსენი და ამის მერე კიდე სვამ შეკითხვას, რატომ სხვა ცხოველებსაც არ განუვითარდათ გონება ადამიანებივითო. რაც შეეხება იმას, რომ ამბობ გონება არის მთავარიო, მაგს ვაღიარებ, გონება ყველაზე ძლიერი იარაღია დედამიწაზე, მერე? რისი თქმა გინდა მაგით?

    “და რაც შეეხება რელიგიას, რელიგიის მსხვერპლი ნამდვილად არ ვარ, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ჩემთვის არავის დაუძალებია ის რომ ღმერთი ან უნდა ვიწამო ან არ უნდა ვიწამო, არჩევანი მე თვითონ გავაკეთე, თუ მაგ ლოგიკას გავყვებით მაშინ შენც მსხვერპლი გამოდიხარ მეცნიერების… (უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა ჯერ საკუთარ თავში ჩახედვა და მერე სხვისკენ ხელის გაშვერა, როდესაც რამის დამტკიცებას აპირებ).”

    დაძალება არ არის ის, როცა გეუბნებიან, რომ უნდა გწამდეს ღმერთის, უნდა იცავდე მის მცენებებს თუ არადა ჯოჯოხეთში მოხვდებიო? შენთვითონ გააკეთე არჩევანი? ანუ ჯერ შეისწავლე ყველა თუ არა ძირითადი რელიგიები მაინც და მერე ამ შესწავლისა და შეჯამების საფუძველზე აირჩიე (სავარაუდოდ) ქრისტიანობა? თუ საიდუმლო არ არის რა ასაკში გახდი ქრისტიანი? მე რატომ გამოვდივარ მეცნიერების მსხვერპლი? 😀 არავის არ დავუშინებივარ ჯოჯოხეთით მეცნიერება უნდა გიყვარდესო, არც სიკვდილის შემდეგ მარადიულ სასუფეველს დამპირდა მეცნიერებისდაჯერების გამო. მეცნიერების მსხვერპლი რატომ გამოვდივარ ამიხსენი ერთი ძალიან მაინტერესებს.

    Like

  16. zaza 08/02/2016, 12:00 PM

    სწორედ მაგას გეუბნებოდი რომ რელიგიას მტკიცებულებები არ ჭირდება, რელიგია ხომ მეცნიერება არ არის, რელიგია რწმენაა… 🙂
    რწმენას ვერ დაამტკიცებ, ან უნდა გჯეროდეს ან არა.
    ესე ვერ იტყვი წარმატებას ვინ მიაღწია, რადგან ღმერთისთვის სულერთია, განათლებულია თუ გაუნათლებელი, მდიდარია თუ გლახაკი, მთავარია ადამიანი იყოს, სიკეთეში იყოს მთელი ცხოვრება, ქრისტიანობა აკეთილშობილებს ადამიანს, ვიცი მეტყვი, ძალიან ბევრი ვიცი რომელიც ეკლესიაში დადის და ის უფრო უარესებს აკეთებს ვიდრე ვინც არ დადისო, ამის პასუხია:
    ქრისტიანობა საფეხურივითაა, ხან ადიხარ ხან ჩამოდიხარ, რაც მეტად გწამს ზევით მიდიხარ, რაც ნაკლებად ქვევით მოდიხარ, შენზეა დამოკიდებული, ვიღაცამ შეიძლება 24 საათი ილოცოს და ზევით ვერ ავიდეს, ვიღაცამ შეიძლება დღეში ერთხელ 5 წუთი ილოცოს და ის ავიდეს, ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად გულით ლოცულობდ და გწამს…
    წმინდანებზე რას იტყვი?..
    ღმერთის არსებობას მხოლოდ რწმენით დაამტკიცებ, სხვანაირად ვერ დაამტკიცებ, ამას მეცნიერება ვერ გაიგებს, რადგან მეცნიერებას მხოლოდ ხილული სამყარო აინტერესებს, უნდა ხედავდეს და აღიარებს, (ან თუ ვერ ხსნის) თუ ვერ ხედავს არ აღიარებს…

    რა თქმა უნდა მე ვერ დაგიმტკიცებ ღმერთის არსებობა-არარსებობას თუ არ გწამს, მე მწამს…
    თუ გწამს არსებობს, თუ არ გწამს შენთვის არ არსებობს…

    მაგალითად მამა გაბრიელზე რას იტყვი, არ არის საკმარისი მამა გაბრიელის სასწაულები ღმერთისგან მინიჭებულ ძალაზე, დიდი დრო ხომ არ გასულა, ძალიან ბევრი ადამიანია პირადად ვინც იცნობდა, ურთიერთობა ვისაც ჰქონდა რას ჰყვებიან ტელევიზიებით თუ პრესით, წიგნები გამოვიდა, მამა გაბრიელზე საიტიც არის…
    მაგალითად, მამა ნიკოლოზი დღეს ცოცხალია, საბედნიეროდ, საქართველოს (და არამარტო საქართველოს, ქრისტიანობას არ ჭირდება ნაცია, ყველანი ერთნი არიან, ღმერთის მოყვარულნი) დღეს ჰყავს კიდე ბევრი ასეთი ადამიანები…
    თუ ეს ადამიანები საკმარისნი არ არიან, არსებობს სხვა ბევრ წმინდანებზე ინფორმაციები, თუ მოინდომებ ბევრს იპოვი და გაიგებ ისეთებს ვინც დღეს არიან და ზღაპრად არ ჩათვლი ამასაც… :)))

    :)) არ მითხრა, ჩვეულებრივ ნებისმიერ ადამიანსაც შეუძლია ასეთი სასწაულების მოხდენაო,
    ისეთი ავადმყოფების განკურნება რომელზეც მედიცინას ხელი რომ ჩაუქნევია და ასე შემდ…

    მეცნიერება (ტექნოლოგიური) გონებას ავითარებს, ქრისტიანობა გინათებს, გიხსნის, ხორციელად აქ ხარ მაგრამ სულით გულით, გონებით სხვა (მიწიერად რომ ვთქვათ) განზომილებაში ხარ, ღმერთს შეიგრძნობ, რა თქმა უნდა მე არავის ვადრი ჩემს თავს და არც მინდა მაგაზე ფიქრი რომ ვინმეს შევედარო, მხოლოდ თეორიულად ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ სურვილი მაქვს ღმერთის შეგრძნების…

    რაც შეეხება მეცნიერების მსხვერპლს, მე არ მითქვამს რომ მსხვერპლი ხარ მეთქი მე გითხარი, ეგრე გამოდის მეთქი, ფაქტიურად შენ თქვი… :))))
    თუ მე იმის მსხვერპლი ვარ რისიც მჯერავს და მწამს, მაშინ გამოდის რომ შენ რასაც ხედავ და გჯერავს იმის მსხვერპლი გამოდიხარ მეთქი, მე არაფერი დამიბრალებია ხო?.. :)))))

    რაც შეეხება ყველა რელიგიის შესწავლას, არა, არ შემისწავლია, რატომ?
    იმიტომ რომ რელიგიები არ არსებობს, არსებობს რელიგია ქრისტიანული მართლმადიდებლობა, მე არ ვთვლი რელიგიად იმას რაც ადამიანებმა მოიგონეს ერთმანეთის საკონტროლებლად, ქრისტიანობა უფალმა მოიგონა იესომ ჩვენთვის, ხალხისთვის, გასაკეთილშობილებლად…
    ჯოჯოხეთით გაშინებენო,რეალობა ეგ არის და…
    არსებობს მხოლოდ ორი გზა პირველი ღმერთი, მეორე ჯოჯოხეთი და აირჩიე სად გინდა, რა თქმა უნდა ღმერთი მირჩევნია, მარტივია ხო, შენი არცევანია, არჩევანი მარტივია მაგრამ შესრულებას დიდი შრომა ჭირდება, ამ შრომაში შენ კეთილშობილდები და სრულყოფილებას აღწევ, რა თქმაუნდა უდა გწამდეს ეს ყველაფერი… :)))

    ქრისტიანი 3 თვის ვიყავი რომ გავხდი, ვიცი მკითხავ ვინ შეგეკითხა ქრისტიანობა გინდოდა თუ არა, კი არავის უკითხავს რა თქმა უნდა, მაგრამ რომ გავიზარდე ხომ ჩემი გადასაწყვეტია უნდა გავაგრძელო ეს გზა თუ არა. მე ვაგრძელებ, თანახმა ვარ, შეძლებისდაგვარად…
    ქართველობა სწორედ ამან გადაარჩინა, ქართველობა და ქრისტიანობა ერთიდაიგივე იყო ქართველისთვის, თუ ქართველი ხარ ესეიგი ქრისტიანი ხარ (ეს მომწონს)…
    თუ მკითხავ რომ ქართველი მულიმებიც ხომ არიანო, გეტყვი რომ ქართველი მუსლიმები არ არსებობდნენ, ისი დღეს ვინც არიან ძალით არიან გამხდარნი, მათი წინაპრებიდან მომდინარენი, დღეს შანსი აქვთ დაიბრუნონ ქრისტიანობა, დღეს ხომ არავინ აძალაბთ, მაგრამ ისევ გავიმეორებ სულით და გულით უნდა იყო ქრისტიანი…

    რა თქმა უნდა არაფერს ვამტკიცებ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, მოგწონს მიიღებ არ მოგწონს არ მიიღებ, ან საერთოდ არ წაიკითხავ… :))))

    Like

  17. რეზო 08/02/2016, 1:27 PM

    “სწორედ მაგას გეუბნებოდი რომ რელიგიას მტკიცებულებები არ ჭირდება, რელიგია ხომ მეცნიერება არ არის, რელიგია რწმენაა…”

    რწმენაა და ყველამ შეინახოს მაშინ ეგ რწმენა თავისთვის. ამ თქვენი გამოგონილი ღმერთის სახელით უამრავი ადამიანი დაიხოცა ისტორიაში. ნუ ქადაგებთ მაშინ თქვენს რელიგიებს, ნუ აშინებთ ხალხს ჯოჯოხეთით, ნუ ართმევთ ხალხს ყოველ წელიწადს 25 მილიონს და იმის გარდა კიდე ეკლესიებში რა მოსთვლის… გწამდეთ რისიც გინდათ, ოღონდ შეინახეთ თქვენი რწმენა თქვენთვის. თავს ნუ ახვევთ საზოგადოებას. ნუ ქადაგებთ. რელიგიას მტკიცებულება არ უნდაო ამბობ, რწმენა არისო, კი ბატონო, მაგრამ რაზეა დაფუძნებული თქვენი რწმენა? ესეიგი გჯერათ სრულიად უსაფუძვლოდ რაღაც ზღაპრების?

    “რწმენას ვერ დაამტკიცებ, ან უნდა გჯეროდეს ან არა.”

    კაი სული რომ არსებობს მაგას რითი ამტკიცებთ? თუ მაგასაც რწმენა სჭირდება? მასე ზოგსსანტაკლაუსის სწამს, ზოგს ფერიების, ზოგს მფრინავი მაკარონის მონსტრის. რითია თქვენი რწმენა მათგან გამორჩეული?

    “ესე ვერ იტყვი წარმატებას ვინ მიაღწია, რადგან ღმერთისთვის სულერთია, განათლებულია თუ გაუნათლებელი, მდიდარია თუ გლახაკი”

    საიდან იცით ღმერთისთვის რა არის სულ ერთი და რა არა? 😀 საიდან გაქვთ ეგ ინფორმაციები? 😀 აი ზუსტად მაგაშია პრობლემა.

    “ქრისტიანობა აკეთილშობილებს ადამიანს”

    რითი აკეთილშობილებს? რომ გეუბნება რაც გინდა ის ჩაიდინე, მთავარია მერე მოინანიოვო? თუ იმით რომ ჰომოსექსუალების, ურჩი ბავშვების, დახოცვისკენ მოგვიწოდებს? როგორ აკეთილშობილებს, როცა ქრისტიანები არ გამოირჩევიან არავისგან თავისი კეთილშობილებით. ეგ თქვენი ილუზიაა, რომ ვითომ ქრისტიანები ხართ ერთადერთი დალოცვილი ხალხი დედამიწაზე 😀

    “ქრისტიანობა საფეხურივითაა, ხან ადიხარ ხან ჩამოდიხარ, რაც მეტად გწამს ზევით მიდიხარ, რაც ნაკლებად ქვევით მოდიხარ, შენზეა დამოკიდებული, ვიღაცამ შეიძლება 24 საათი ილოცოს და ზევით ვერ ავიდეს, ვიღაცამ შეიძლება დღეში ერთხელ 5 წუთი ილოცოს და ის ავიდეს, ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად გულით ლოცულობდ და გწამს…”

    აი ეს ინფორმაცია საიდან გაქვს შეგიძლია მითხრა? 😀 ეკლესიაში არ დავდივარო ამბობ, მამაო არ მყავსო. ღმერთი გელაპარაკა? 😀

    “ღმერთის არსებობას მხოლოდ რწმენით დაამტკიცებ, სხვანაირად ვერ დაამტკიცებ, ამას მეცნიერება ვერ გაიგებს, რადგან მეცნიერებას მხოლოდ ხილული სამყარო აინტერესებს, უნდა ხედავდეს და აღიარებს, (ან თუ ვერ ხსნის) თუ ვერ ხედავს არ აღიარებს…”

    მფრინავი მაკარონის მონსტრის არსებობასაც მხოლოდ რწმენით დაამტკიცებ, სანტაკლაუსის არსებობასაც მხოლოდ რწმენით დაამტკიცებ, ფერიების არსებობასაც მხოლოდ რწმენით დაამტკიცებ, თუ დამტკიცება ქვია ოღონდ მაგას… ჩემი აზრით ამას ქვია მხოლოდ ილუზია და თავის მოტყუება, მეტი არაფერი. მეცნიერებას მხოლოდ ხილული სამყარო აინტერესებსო, ისე ამბობ გეგონება უხილავიც არსებობდეს სადმე 😀

    “რა თქმა უნდა მე ვერ დაგიმტკიცებ ღმერთის არსებობა-არარსებობას თუ არ გწამს, მე მწამს…
    თუ გწამს არსებობს, თუ არ გწამს შენთვის არ არსებობს…”

    თუ გწამს შენთვის არსებობს ეგ, შენ ილუზიებში და შენ ფანტაზიებში, მეტი არსად 😀 ზოგს მფრინავი მაკარონის მონსტრის სწამს, რითია შენი რწმენა უფრო რეალური ვიდრე მისი?

    “მაგალითად მამა გაბრიელზე რას იტყვი, არ არის საკმარისი მამა გაბრიელის სასწაულები ღმერთისგან მინიჭებულ ძალაზე, დიდი დრო ხომ არ გასულა, ძალიან ბევრი ადამიანია პირადად ვინც იცნობდა, ურთიერთობა ვისაც ჰქონდა რას ჰყვებიან ტელევიზიებით თუ პრესით, წიგნები გამოვიდა, მამა გაბრიელზე საიტიც არის…”

    რომელ ეგრეთწოდებულ სასწაულებზე ლაპარაკობ? 😀 შენ გგონია სხვა რელიგიებში არ არის ეგეთი ვითომ “სასწაულები”? ტელევიზიებით და პრესით ყვებან ასევე ათას სისულელესაც. მფრინავ თეფშებზე და ა.შ.

    “თუ ეს ადამიანები საკმარისნი არ არიან, არსებობს სხვა ბევრ წმინდანებზე ინფორმაციები, თუ მოინდომებ ბევრს იპოვი და გაიგებ ისეთებს ვინც დღეს არიან და ზღაპრად არ ჩათვლი ამასაც… :)))”

    რისთვის უნდა იყონ საკმარისი ვერ ვიგებ. ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად? 😀 თქვენ რომ სასწაულებს ეძახით, ეგეთი ფოკუსები სხვა რელიგიებსაც აქვთ 😀 ზღაპრად რა უნდა ჩავთვალო დღეს რომ არიან? რა არის მაგაში ზღაპარი. არიან და იყონ, ვინ უშლით 😀

    “)) არ მითხრა, ჩვეულებრივ ნებისმიერ ადამიანსაც შეუძლია ასეთი სასწაულების მოხდენაო,
    ისეთი ავადმყოფების განკურნება რომელზეც მედიცინას ხელი რომ ჩაუქნევია და ასე შემდ…”

    როგორი სასწაულების მოხდენა? აქაც ჩანს როგორია თქვენი დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ. მედიცინას არსად არ ჩაუქნევია ხელი, რამდენი ადამიანიც მედიცინის განვითარების გამო გადარჩა და განიკურნა, იმის მემილიონედი განკურნონ თქვენმა რელიგიურმა ლიდერებმა.

    “მეცნიერება (ტექნოლოგიური) გონებას ავითარებს, ქრისტიანობა გინათებს,”

    კი არ გინათებს, გიბნელებს.

    “გიხსნის, ხორციელად აქ ხარ მაგრამ სულით გულით, გონებით სხვა (მიწიერად რომ ვთქვათ) განზომილებაში ხარ, ღმერთს შეიგრძნობ, ”

    და შენ ამას გონების განათებას ეძახი? 😀 სხვებიც გადიან სხვა განზომილებებში, ზოგი კუკულკანს ხედავს იქ, ზოგი ფერიებს, ზოგი მფრინავი მაკარონის მონსტრს შეიგრძნობს და ა.შ.
    თხოვნა მექნება ცოტა არგუმენტებით ილაპარაკე თორემ ეს უაზრო რელიგიური ზღაპრები კამათის გაგრძელების სურვილს მიქრობს.

    “რაც შეეხება მეცნიერების მსხვერპლს, მე არ მითქვამს რომ მსხვერპლი ხარ მეთქი მე გითხარი, ეგრე გამოდის მეთქი, ფაქტიურად შენ თქვი… :))))
    თუ მე იმის მსხვერპლი ვარ რისიც მჯერავს და მწამს, მაშინ გამოდის რომ შენ რასაც ხედავ და გჯერავს იმის მსხვერპლი გამოდიხარ მეთქი, მე არაფერი დამიბრალებია ხო?.. :)))))”

    ცოტა ყურადღებით იკიტხე ხოლმე რასაც ვწერ. ტყუილად არ დაგიწერე იმხელა კომენტარი და განსხვავება მეცნიერებასა და რელიგიას შორის. შენ იმიტომ ხარ მსხერპლი, რომ უსაფუძვლოდ გჯერა დაუმტკიცებელი ზღაპრების. ჯოჯოხეთის და სამოთხის გჯერა, სულების გჯერა, ადამიანის თიხისგან გამოძერწვის გჯერა, სამყაროს 7 დღეში შექმნის გჯერა და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი სისულელის. მსხვერპლი ხარ იმიტომ, რომ ქრისტიანი ხარ, რადგან საქართველოში ცხოვრობ. ირანში რომ გეცხოვრა ისლამური იდეოლოგიის მსხვერპლი იქნებოდი. აქ რომ ცხოვრობ იმიტომ ხარ ქრისტიანობის მსხვერპლი. რამდენი ვწერე წინა კომენტარში და კიდე ვერ დაინახა უზარმაზარი განსხვავება მეცნიერებასა და რელიგიას შორის? მეცნიერების დაჯერება რა არის საერთოდ? კომპიუტერს რომ ვხედავ მაგას დაჯერება ქვია? ამიხსენი ერთი რას ეძახი შენ მეცნიერების დაჯერებას.

    “რაც შეეხება ყველა რელიგიის შესწავლას, არა, არ შემისწავლია, რატომ?
    იმიტომ რომ რელიგიები არ არსებობს, არსებობს რელიგია ქრისტიანული მართლმადიდებლობა, მე არ ვთვლი რელიგიად იმას რაც ადამიანებმა მოიგონეს ერთმანეთის საკონტროლებლად, ქრისტიანობა უფალმა მოიგონა იესომ ჩვენთვის, ხალხისთვის, გასაკეთილშობილებლად…”

    ყოჩაღ მაგრა გამაცინე 😀 აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომ ხარ ქრისტიანული ვიწრო იდეოლოგიის მსხვერპლი. ეგ შენ გჯერა და შენ გაქვს იმის ილუზია, რომ ვითომ ქრისტიანობა უფალმა მოიგონა 😀 აბა სხვა რელიგიის წარმომადგენელს ელაპარაკე, როგორ ფიქრობ, რას გეტყვის ჩემი რელიგია ხალხმა მოიგონა და შენი უფალმაო? 😀 იმავეს იფიქრებდი, ოღონდ ისლამი გეგონებოდა უფლის მიერ შექმნილი, ირანში რომ გეცხოვრა. მართლაც რომ მსხვერპლი ხარ. ვიწრო ქრისტიანული იდეოლოგიის მსხვერპლი.

    “ჯოჯოხეთით გაშინებენო,რეალობა ეგ არის და…”

    მაშინ დაამტკიცეთ რომ რეალობაა და არა თქვენი მოგონილი უნიჭო ზღაპარი თუ არადა მოეშვით ხალხის დაშინებას!!!!!!!!

    “არსებობს მხოლოდ ორი გზა პირველი ღმერთი, მეორე ჯოჯოხეთი და აირჩიე სად გინდა, რა თქმა უნდა ღმერთი მირჩევნია, მარტივია ხო, შენი არცევანია, არჩევანი მარტივია მაგრამ შესრულებას დიდი შრომა ჭირდება, ამ შრომაში შენ კეთილშობილდები და სრულყოფილებას აღწევ, რა თქმაუნდა უდა გწამდეს ეს ყველაფერი… :)))”

    მოიცა მოიცა აბა ადამიანს თავისუფალი ნება აქვსო? 😀 😀 😀 ვერ გავიგე კაცო როგორი თავისუფალი ნებაა როცა მეუბნები ან მე ამირჩიე ან ჯოჯოხეტში ჩაგსვამო? 😀 😀 😀 რა კეთილშობილი, ჰუმანური და კაცთმოყვარე ღმერთი გყავთ ვერაფერს ვიტყვი 😀

    “ქრისტიანი 3 თვის ვიყავი რომ გავხდი, ვიცი მკითხავ ვინ შეგეკითხა ქრისტიანობა გინდოდა თუ არა, კი არავის უკითხავს რა თქმა უნდა, მაგრამ რომ გავიზარდე ხომ ჩემი გადასაწყვეტია უნდა გავაგრძელო ეს გზა თუ არა. მე ვაგრძელებ, თანახმა ვარ, შეძლებისდაგვარად…”

    როცა გაიზარდე უკვე საკმარისად იყავი “ზომბირებული”. ანუ ქრისტიანული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოქცეული. მაგ დროს შენ უკვე გადაწყვეტილი გქონდა რომელ რელიგიას ეკუთვნოდი. გააგრძელებდი აბა რა ინებოდა, ქრისტიანობის გარდა არც ერთ რელიგიას იცნობდი, ჯოჯოხეთით ყავდით დაშინებული და იმაზე დაეჭვებისაც კი გეშინოდა არსებობს თუ არა ღმერთიო. აი, კიდევ ერთი უზარმაზარი განსხვავება მეცნიერებასა და რელიგიას შორის. რელიგია გაშინებს, ადამიანის გრძნობებზე თამაშობს.

    “ქართველობა სწორედ ამან გადაარჩინა, ქართველობა და ქრისტიანობა ერთიდაიგივე იყო ქართველისთვის, ”

    კიი ისე მაგრა გადაარჩინა რომ მარტო ერთ დღეს დაიღუპა 100000 ადამიანი. მერე იტყვით რატომ ვერ ვმრავლდებითო. საქართველოშიც ბევრგან მახვილით გაავრცელეს ქრისტიანობა. შეიძლება ზოგჯერ დადებითი შედეგიც გამოჰქონდა, მაგრამ ეგ ზღვაში წვეთია იმასთან, რაც რელიგიურ ომებს მოყვა მსხვერპლი.

    “თუ ქართველი ხარ ესეიგი ქრისტიანი ხარ (ეს მომწონს)…”

    მანდ დავამატე დიდი ალბათობით მეთქი. კიი, ასევე თუ ირანელი ხარ (დიდი ალბათობით) მუსლიმი ხარ და ა.შ.

    “თუ მკითხავ რომ ქართველი მულიმებიც ხომ არიანო, გეტყვი რომ ქართველი მუსლიმები არ არსებობდნენ, ისი დღეს ვინც არიან ძალით არიან გამხდარნი, მათი წინაპრებიდან მომდინარენი,”

    შენ რა გგონია მსოფლიოში ვინც ქრისტიანია ყველამ სიხარულით მიიღო თქვენი რელიგია? ქრისტიანობაც ბევრგან მახვილით გავრცელდა. სამხრეთ ამერიკაში რა გააკეთეს კონკისტადორებმა არ წაგიკითხავს ალბათ.

    “დღეს ხომ არავინ აძალაბთ, მაგრამ ისევ გავიმეორებ სულით და გულით უნდა იყო ქრისტიანი…”

    დაძალება არ არის როცა არც ეკითხები ადამიანს, ისე ნათლავ? დაძალება არ არის როცა ეუბნები ქრისტიანობა იწამე თორე ჯოჯოხეტში მოხვდებიო? მეტი რაღა გინდა?

    Like

  18. zaza 09/02/2016, 12:44 AM

    მაშინ დაამტკიცეთ რომ რეალობაა და არა თქვენი მოგონილი უნიჭო ზღაპარი თუ არადა მოეშვით ხალხის დაშინებას!!!!!!!!

    ისევ და ისევ ვიმეორებ ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამას ვერ დაამტკიცებ რადგან ამ შემთხვევაში არსებოს ორი აზრი რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, შენ რისაც და როგორც გჯერავს მე არ მჯერავს და როგორ უნდა დაგიმტკიცო, ან შენ მე როგორ უნდა დამიმტკიცო როცა არ ვაღიარებ მეცნიერების მტკიცებულებებს რელიგიასთან მიმართებაში, მე შემიძლია დაგანახვო თუ რისი მჯერა და რატომ მჯერა…

    ჩემი ლაპარაკი ზღაპრად გეჩვენება (მფრინავი მაკარონებად) და იქნებ ეს ლინკები ნახო, კარგად გულდასმით მოუსმინო თვითოეულს, რადგან გაინტერესებს სულის არსებობის, ღმერთის არსებობის და საერთოდ რა სარგებლობა მოაქვს რელიგიას ადამიანისთვის, იდეოლოგიის სივიწროვეზე არ შეგეშინდეს, პირიქით უფრო შორს წახვალ ამ ყველაფერს თუ მოუსმენ (თუმცა მე უკვე ნაკლებად მჯერა რომ მოუსმინო ამ ყველაფერს, რადგან რელიგიაზე ყოველი წარმოთქმული სიტყვა მფრინავ მაკარონებად გეჩვენება, მაგრამ მაინც…)
    არც ეგრე ათეისტურად არ არის ყველაფერი როგორც გგონია, მოუსმინე, გამოგადგება ცხოვრებაში… :)))))

    (ისე, მაინც ვიტყვი რომ ამ ყველაფერს შეიძლება მოუსმინო უყურო მაგრამ მაინც ზღაპრებად ჩათვლი… მაშინ მაგ შემთხვევაში ვიტყვი რომ შენ მეცნიერებამ ხელი მოგიმართოს მეთქი და მე ღმერთმა ხელი მომიმართოს… 🙂 :))))))) )

    ღვთის არსებობა, სულის უკვდავება, ადამიანის თავისუფლება

    როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო

    მამა პაისი – თანამედროვე ადამიანის შესახებ

    წუთისოფლიდან მარადისობისკენ

    მამაო ჩვენოს განმარტება

    დიდი დრო | ზურაბ კიკნაძე

    საუბარი რელიგიაზე: მართლმადიდებელი მღვდელი გურამ ოთხოზორია

    მეცნიერება და რელიგია

    სიცრუე მეცნიერების სახელით

    Like

    • რეზო 09/02/2016, 9:49 PM

      “ისევ და ისევ ვიმეორებ ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამას ვერ დაამტკიცებ რადგან ამ შემთხვევაში არსებოს ორი აზრი რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, შენ რისაც და როგორც გჯერავს მე არ მჯერავს და როგორ უნდა დაგიმტკიცო,”

      ხოდა თუ ვერ ამტკიცებთ მოეშვით ხალხის დაშინებას თქვენი უნიჭო ზღაპრებით. რა უფლება გაქვთ ამდენის ნებას რომ აძლევთ საკუთარს თავს? თუ ეს მხოლოდ თქვენი სუბიექტური აზრია, შეინახეთ თქვენთვის და ნუ გვახვევთ თავს კაცო. უამრავი ზღაპარი და მითოლოგიაა და რომელი ერთს დაგიჯეროთ? ან რატომ უნდა დაგიჯეროთ? თქვენ თუ ამ ვიწრო იდეოლოგიის მსხვერპლი გახდით, სხვებს რას ერჩით კაცო? დაგვანებეთ თავი ვიცხოვროთ ჩვენთვის ვისაც არ გვჯერა. ნუ მიჭედავთ ყურებს იმით რომ ეკლესიების სიმრავლე გადაარჩენს ქვეყანას, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და ა.შ. სადაც არ უნდა წავიდე, სულ მესმის “უფალი” “უფალმა” “უფალს” “უფალს ასე უნდოდა” “მისი სურვილი იყო ეს” “მან იცის ყველაფერი” რაც გამაღიზიანებელია უკვე. ეს არის საზოგადოებაში გამეფებული გარემოს ზეწოლა ჩემზე. თუნდაც ის, რომ რადიოსა და ტელევიზიაში გამოჩხერილი უამრავი რეკლამა ფულის თხოვნაზე “შენდება წმინდა ჟუჟუნას სახელობის ეკლესია გადმორიცხე ლარი” “ეკლესიების და მონასტრების სიმრავლე გააერთიანებს საქართველოს” არის მორიგი ზეწოლის ფორმა. როგორ არ უნდა გაგიჩნდეს პროტესტი საპატრიარქოს მიმართ რომელიც გატყუებს (ან თავს ისულელებს) რომ ეკლესიების სიმრავლე გააერთიანებს და ააყვავებს ქვეყანას. როგორ არ არის ზეწოლა როცა გეუბნებიან რომ პატრიარქი უნდა გიყვარდეს! არადა მიგაჩნია რომ არანაირი მიზეზი არ გაქვს ამისთვის, ესეც ერთ-ერთი დოგმაა, თუ არ გიყვარს ცუდი ტიპი ხარ, ურჯულო, სიტყვის და აზრის თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკოსებზე ვრცელდება. როგორ არ არის ზეწოლა, როცა ადამიანს ცოცხლად აკერპებენ და ისინი ბევრად კაი ტიპები გამოდიან საზოგადოების თვალში ვიდრე ისინი ვინც ამ გაკერპებას აკრიტიკებს. როგორ არ გაგიჩნდება პროტესტი როცა სასულიერო პირები არიან უსაფუძვლოდ პრივილეგირებულნი და აღზევებულნი. უმრავლესობას კი ეს ბუნებრივად მიაჩნია, თურმე რა იყო და ისესოს ვირი უდრის ეხლანდელ ჯიპს. როგორ გესიამოვნება როცა ხელისუფლება ყოველ წელს 22-25 მილიონს უგზავნის ბიუჯეტიდან საპატრიარქოს და არც აკონტროლებს რაში და როგორ იხარჯება ეს ფული. როგორ არ არის ზეწოლა ის როცა შენს გარშემო ყველა კერპთაყვანისმცემლურ ჩვევებსაა დამონებული და ასე ცხოვრება უტყუარ ჭეშმარიტებად მიაჩნია. თურმე პანაშვიდზე ფული თუ არ ჩააგდე ეკლესიის შესაწირში ისევ შენი მიცვალებულისთვის ყოფილა ცუდი. მიქელ გაბრიელი სამოთხის კარიბჭიდან გამოაგდებს შენებმა ყუთში არაფერი ჩააგდესო. ბარემ აღიარონ რომ ფულის კულტია და არა კოსმიური მამიკოსი. როგორ არ გაგიჩნდება პროტესტი სავაჭრო სახლის მიმართ რომელიც ფუჭი იმედებით, ილუზორული მადლით და ტყუილებით ვაჭრობს? კი ბატონო რისიც გინდა გჯეროდეს, ვისაც გინდა იმას დააბოლებინე თავი, მაგრამ როცა ეს ყველაფერი ასეთ მასშტაბურ სახეს იძენს რომ ჩემზე, ურწმუნო, ნეიტრალურ ან სხვა რწმენის ადამიანზე მოქმედებს, როცა მე მემუქრები იმით, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები, იქ ნუ გაგიკვირდებათ როცა ალტერნატიული აზრის თუ დამოკიდებულების არსებობის მოთხოვნა გაჩნდება და ამისთვის იბრძოლებენ.

      “ან შენ მე როგორ უნდა დამიმტკიცო როცა არ ვაღიარებ მეცნიერების მტკიცებულებებს რელიგიასთან მიმართებაში, მე შემიძლია დაგანახვო თუ რისი მჯერა და რატომ მჯერა…”

      როგორც ჩანს სულ ტყუილად ვწერ ამხელა კომენტარებს, ტყუილად ვხარჯავ დროს და ტყუილად გიღეჭავ ამდენს. მტკიცებულების არ დაჯერება რა არის? ეს ფანატიზმის რაიმე ახალი ფორმაა? მტკიცებულებას რომ განახებენ და არ დაიჯერებ ესეიგი უკვე ფანატიკოსი ხარ. ძალიან ღრმად გქონია შეტოპილი. მეცნიერებას და რელიგიას ის განასხვავებს ერთმანეთისგან, რომ მეცნიერება დაგანახებს მტკიცებულებას. რელიგია კი ვერაფერს ვერ დაგანახებს. მარტო ზღაპრებს მოგიტანს და გეტყვის წაიკითხეო.

      “ჩემი ლაპარაკი ზღაპრად გეჩვენება (მფრინავი მაკარონებად) ”

      და რითია უფრო დამაჯერებელი შეგიძლია ამიხსნა? აი ამ კითხვაზე შეგიძლია გამცე პასუხი? რით არის თქვენი ბიბლიური ზღაპრები უფრო რეალური ვიდრე მფრინავი მაკარონის მონსტრის არსებობა?

      “რადგან გაინტერესებს სულის არსებობის, ღმერთის არსებობის და საერთოდ რა სარგებლობა მოაქვს რელიგიას ადამიანისთვის,”

      რა სარგებლობა მოაქვს სხვა საკითხია და რამდენად რეალურია კიდევ სხვა. თუმცა რაც რელიგიებმა მილიონობით და კიდევ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა მთელი ისტორიის განმავლობაში, არამგონია ამის მეასედი სასარგებლო რამე გაეკეთებინა.

      “რადგან რელიგიაზე ყოველი წარმოთქმული სიტყვა მფრინავ მაკარონებად გეჩვენება, მაგრამ მაინც”

      და რით არის თქვენი რელიგია უფრო რეალური ამაზე შეგიძლია მიპასუხო?

      რაც შეეხება ვიდეოებს. ვნახავ და მაგაზე მერე გიპასუხებ.

      Like

  19. zaza 09/02/2016, 1:16 AM

    არსებობს თუ არა ღმერთი და როგორ უნდა ქონდეს ადამიანს მასთან ურთიერთობა

    წმინდა გაბრიელ ბერის დრო 1

    Like

  20. zaza 10/02/2016, 1:06 AM

    მე არ მესმის, რა არის სანერვიულო, რატომ ნერვიულობ, მოთმინებითა შენითა მოიპოვე სიმშვიდე შენი… :))) …
    მე ჯერ არცერთი ქართველი, რომელიც მაკარონების ფრენის იდეით არ არის შეპყრობილი არ მინახავს და არც გამიგია რომ წუხდეს ქრისტიან-მართლმადიდებლობით, პირიქით საქმეს როცა ჭირდება გამოდიან და იცავენ, ხომ გახსოვს როცა დაიცვეს, კი ბატონო, ძალადობა არ არის კარგი, არ შეიძლება მაგრამ, ხალხნი ვართ, ადამიანები ვართ, უცოდველი დედამიწაზე არავინ არის, ვიღაცა ვერ ითმენს ვიღაცა ითმენს და აქ რა შუაშია ქრისტიანობა თუ შენ ქრისტიანი რომ ხარ ვერ ითმენ და არასწორად იქცევი ეს ხომ პირადად შენ იქცევი ესე, ქრისტიანობა ხომ არავის ეუბნება არ მოითმინო, დაარტყი, მოკალი???…
    პირიქით ქრისტიანობა მოუწოდებს მარჯვენა ლოყაზე რომ გაგარტყან მარცხენა მიუშვირე.
    გიყვარდეს მტერი შენი.
    ქვა იმან ესროლოს ვინც უცოდველია…
    მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ…
    ეს არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, რა არის ამაში ცუდი?…
    მე მეამაყება რომ საქართველოს უმრავლესობა და მთელი ქვეყანა ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რომ არის, თუ ვინმე, ან “ვინმეები” სწორად არ იქცევიან ეს არც ქრისტეს ბრალია და არც ქრისტიანობის ბრალი, ეს უნდა ისწავლოთ ათეისტებმა, ქრისტიანული მრწამსი სიყვარულა, სიკეთეს ქადაგებს, ერთმანეთის გვერდში დგომას ქადაგებს…
    როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილს უხსნის, ერთი მოსწავლე ყურს უგდებს მეორე არ უგდებს ვისი ბრალია? მერე გარეთ გამოდის და არასწორად იქცევა ის ბავშვი ისე რაც მასწავლებელს მისთვის არ უსწავლებია, ვისი ბრალია მასწავლებლის თუ იმ საგნის რასაც ასწავლიდა მასწავლებელი და მოსწავლე სხვა რამეზე ფიქრობდა და თავში არ შეუშვა არ აინტერესებდა, ფორმალურად დადიოდა სკოლაში, ვისი ბრალია?…
    ესე არიან ის ადამიანებიც ვისაც შენ დღეს ლანძღავ, ცხვრის ტყავში გახვეული მგლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან…
    რომ გაიძახი რელიგიამ, ქრისტიანობამ ბევრი ადამიანები დახოცაო, რელიგიამდე ხო რას ამბობ, რბილად რომ ვთქვათ, ხალხი უერთმანეთოდ პურს არ ჭამდა და სრულ ჰარმონიაში ცხოვრობდნენ… 🙂
    პირიქით, ქრისტიანობის დამსახურებაა მსოფლიო დღეს რომ განვითარებულია…
    ქრისტიანობის დამსახურებაა შენ რომ დღეს კულტურა გაქვს, ტრადიციები გაქვს, ვიცი მეტყვი ბევრი ცუდი ტრადიციებიც გვაქვსო, კი ბატონო იდეალური არავინ არის, იმიტომ არის სწორედ ქრისტიანობა რომ ნელ-ნელა ცუდი რაც არის თვითონ ხალხმა გაიაზროს და მოსპოს ნაბიჯნაბიჯ, დროა საჭირო, დაუკვირდი კარგად ყველაფერს, ქრისტიანობა რომ არ ყოფილიყო დღეს უფრო მეტი განუკითხაობა იქნებოდა ვიდრე არის, უსაფუძვლოა შენი პროტესტი, ვისაც არ გინდათ არავინ გაძალებთ ქრისტიანობას.
    თქვენ (ათეისტები, თუ პროტესტანტები) ვის მაგონებთ იცით, ხშირად ამერიკულ ფილმებში გვხვდება ესეთი სიტუაცია, როდესაც ორნი არიან პარტნიორები ფილმში ერთი თეთრკანიანი მეორე შავკანიანი და თეთრკანიანი არასოდეს ცუდს არ ამბობს შავკანიანზე მთელი ფილმის განმავლობაში, და ეს შავკანიანი მთელი ფილმის განმავლობაში თვითონ იმცირებს თავს და მუდმივად დაბრალებაშია და თავის დაცვაშია რომ შენ თეთრკანიანი მე დამცინიხარ, ესეიგი მე უვარგისი ვარ რახან შავი ვარ და ასე შემდეგ, არადა ეს ყველაფერი მისი ფანტაზიებია, თეთრკანიანი არაფერს ეუბნება…. 🙂 :))))
    ჩემგან თუ ვერ იგებ, და ცუდად გადმოვცემ, თუ ქრისტიანობაზე ინფორმაცია გინდა აგერ არის ვიდეოები, დაჯექი კარგად ჩაუჯექი, გულდასმით მოუსმინე გაიაზრე ყველაფერი და მიხვდები რა არის ქრისტიანობა, ის არ არის როგორც ფიქრობ, მერწმუნე მე თავს არაფერს გახვევ, ღმერთმა დამიფაროს ესეთი რაღაცეებისგან, უბრალოდ, კითხვებს მისვამ, გპასუხობ, თუ არ გაინტერესებს მაშინ რატომ ითხოვ ჩემგან პასუხებს, ვერ გამიგია, რა არის აქ სანერვიულო, შენ შენ გზაზე მეცნიერებამ გაგიმარჯოს და მე ჩემ გზაზე ღმერთმა გამიმარჯოს, კიარ უნდა ინერვიულო, პირიქით უნდა გაიაზრო, აბა იქნებ ვცდები და მოდი აბა ვნახავ რამოდენიმე ვიდეოებს მოვიძიებ ინფორმაციებს გავეცნობი, უკეთესად იქნებ მე ვცდები, როგორ შეიძლება მარტო მე ერთს მქონდეს გონება განათებული და საქართველოს უმრავლესობას დაბნელებული, აი, ამას გასწავლის სწორედ ნამდვილი ქრისტიან-მართლმადიდებლობა…
    რა დროც არ უნდა გავიდეს ნებისმიერ დროში ყოველთვის იყვნენ არიან და იქნებიან პროტესტანტები, ცხოვრებით უკმაყოფილოები, მაგრამ ეს იმას არ ნიშვანს რომ რახან აპროტესტებ შენ მართალი ხარ, საიდან იცი რომ მართალი ხარ, რახან არ მოგწონს, შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ და იმიტომ? შენზე მეტნი რომ არიან და არ აქვთ პროტესტი და მოსწონთ ის რაც აქვთ მამა-პაპისგან, წინაპრებისგან დანატოვარი, ადათ-წესებს, ტრადიციებს, ქრისტიანობას რომ უფრთხილდებიან, რა ისინი დებილები არიან თუ როგორ არის, როგორ ფიქრობ (მაგალითად ის 100 ათასი მოწამე შენ რომ ზემოთ ახსენე, ტყუილად გარდაიცვალნენ, აზრი არ ქონდა)???…
    არ შეიძლება ეგრე აზროვნება, ყველაფერს თავისი საზღვერები და კანონები აქვს…
    თავისუფლებასაც აქვს კანონები და საზღვრები…
    აგრესიულობა ძალიან ადვილია, თუ მაგარი ხარ მოთმინება, ყურის გდება, პატივისცემა უნდა გამოიჩინო, თუ საჭიროა ათი ათასჯერაც უნდა აუხსნა ადამიანს, ეს არის ქრისტიანობა…
    ის არ არის რაც შენ გინდა მარტო იმას რომ ხედავ, დაინახე წმინდანები, მოუსმინე, პატივი ეცი…
    ადამიანს რაც აწყობს და უნდა მხოლოდ იმას ხედავს… და ამას რომ გადაეჩვიო სწორედ ქრისტიანობა არის ამის წამალი… 🙂
    მოექეცი ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ. ეს არის ქრისტიანობა.

    Like

  21. zaza 10/02/2016, 1:11 PM

    შენ როგორ მოგდის იცი? ბავშვს სწავლა რომ ეზარება, საერთოდ სკოლა რომ ეზიზღება და არ უნდა სკოლაში სიარული და მოსთქვამს არმინდა სკოლა არ წავალ, არ ვისწავლი, ყველანი მეზიზღებით, სკოლა ყველაზე და ყველაფერზე ცუდია, დამანებეთ ყველამ თავი და ასე შემდეგ… 🙂 … :)) … :))) …
    შენ რომ არ მოგწონს ქრისტიანული-მართლმადიდებლობა იმას ხომ არ ნიშნავს რომ ცუდია?…
    აბა დაფიქრდი, იქნებ კიდე, რამე არ ვიცი, მოდი აბა იმ ადამიანებს კიარ შევხედავ ვინც ეკლესიაში დადიან და მერე იმათი მხრიდან ცუდ საქციელს ვხედავ, ვისმენ… მოდი აბა წიგნებში მოვიძიებ, ქრისტიანულ ლიტერატურას გავეცნობი, ინტერნეტში მოვიძიებ ინფორმაციებს კარგად გავეცნობი და მერე თუ სალანძღავია, მერე დავიწყებ ამ ქრისტიანობის და საქართველოს (საქართველო ხომ ქრისტიანულია) ლანძღვას, იქნებ თვითონ ქრისტიანობა არ ქადაგებს ესეთ ,,საშინელებებს“ როგორც მე მესმის და თვითონ ადამიანები არიან ცუდი მოსწავლეები, ცუდად სწავლობენ…
    როგორცა ქუხს ისე არ წვიმს…
    როცა ვინმეს ადანაშაულებ ჯერ საკუთარ გულში ჩაიხედე, ჯერ იქ ჩაიხედე შენ რისაც გჯერავს და გწამს, იქნებ იქ არის რაღაც შეცდომა, რომ მერე შენ თვითონვე არ შეგრცხვეს და თავისმართლების რეჟიმში არ აღმოჩნდე…

    თუ ამ ვიდეოებითაც არ დაკმაყოფილდები მაშინ ეს მაინც წაიკითხე, მამა გაბრიელის სწავლებანი, იქნებ ამან მაინც რამე დაგანახოს ქრისტიანობის ჭეშმარიტობაში და არა ქრისტიანობის ცუდი შემსრულებლებში…

    აი, ეს არის ქრისტიანობა, თუ მართლა გაინტერესებს, ქრისტიანობა რწმენაა, სიბრძნეა ამას მტკიცებულება არ ჭირდება, წაიკითხე დაიჯერეფ ხო კარგი არ დაიჯერებ და შენც კარგად შენ გზაზე, მეც კარგად ჩემ გზაზე…

    ჭეშმარიტმა რწმენამ გულში უნდა დაისადგუროს, არა გონებაში. ანტიქრისტეს სწორედ ის გაჰყვება უკან, ვისაც გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს ანტიქრისტეს.

    ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე.

    სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ.

    ყველა ვერ გადარჩება. ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია.

    კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა… მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე.

    ღვთის გმობა ის არის, როცა ადამიანი ღვთის რწმენით, ეკლესიურად არ ცხოვრობს.
    თუ შენ სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, ურწმუნოზე უარესი არ იყო.

    ასჯერ მრუში სჯობია იყო, ვიდრე სარწმუნოებას გადაუხვიო.

    გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.

    ღმერთის ძიება სიკვდილამდეა; ბრძოლა – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

    შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს – ცოდვების შიში, და სხვა არაფრისა გეშინოდეს.
    ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ, შეიძლება ერთიც გატყუებდეს და მეორეც.

    თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.

    უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს.

    ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა.

    ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.

    უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.

    ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული. ანტიქრისტეს დროს ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ, უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები.

    ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

    ზოგი იტყვის ასე მეწერაო. თუ ადამიანს დაღუპვა ეწერა, მაშინ რატომ უნდა განიკითხოს ღმერთმა? ბედისწერას ჩვენთვითონ ვქმნით. ადამიანმა თავისი დაუდევრობით თუ მოუფიქრებლობით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და გარდაიცვალა, რა შუაშია აქ ბედისწერა?

    როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ.
    თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?

    ყოველთვის არაა საჭირო ადამიანმა წინასწარ იცოდეს რა მოელის.

    ბოლო ჟამს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

    ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს.
    მამა გაბრიელი!!!…

    Like

  22. zaza 10/02/2016, 6:19 PM

    ღვთის არსებობის მტკიცებულებები (რელიგიურ–ცდისეული და ზნეობრივი არგუმენტები)

    Like

  23. zaza 10/02/2016, 6:33 PM

    მამა თეოდორე – ათეიზმი და რელიგია

    Like

  24. zaza 13/02/2016, 12:19 AM

    სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ რეალურია სამეცნიერო სენსაცია@ბესარიონ ზაქარიაძე 09 05 2015 წელი

    Like

  25. zaza 13/02/2016, 3:01 PM

    აი, ერთერთი ისეთი ადამიანი რომელზეც შეიძლება ითქვას რომ ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი ადამიანები…

    მეცნიერება და რელიგია, ნობელიანტი მეცნიერები რელიგიის შესახებ (ამონარიდი ლექციიდან)

    Like

  26. zaza 13/02/2016, 3:37 PM

    ურწმუნოებო! მოუსმინეთ ამ ადამიანს (მამა თეოდორეს) და გონებას გაგინათებთ… :))))))) …

    Like

  27. რეზო 13/02/2016, 9:41 PM

    მხოლოდ 10 წუთი ვუყურე
    როგორც ამ ათი წუთიდან ჩანს თეოდორეს უნდა, დაანახოს პუბლიკას რომ მეცნიერები და მითუმეტეს ნობელიანტები მორწმუნეები არიან.
    თუ ამაზე მეკითხებით და არა სხვა საკითხზე, რომელსაც შესაძლოა მოგვიანებით წამოაყენებს ბატონი თეოდორე, მაშინ გიპასუხებთ
    საერთოდ ჯერ ის არის გასაკვირი, რატომ არის თეოდორე ამ საკითხში კომპეტენტური, რატომ უსმენთ მას და არ კითხულობთ უფრო სანდო წყაროებს?
    თეოდორე არის ფსევდოინტელექტუალური პროპაგანდისტი, რომელმაც მეცნიერება ყურმოკრულ დონეზე იცის. არც სოციოლოგია და არც რაიმე მსგავსი.
    რათქმაუნდა არსებობენ მორწმუნე მეცნიერები, მაგრამ როგორც მორწმუნეები და თეოდორე ერთ-ერთ ლექციაში ირწმუნება, უმრავლესობა მათგანი ნამდვილად არაა მორწმუნე.
    მეცნიერულ წრეებში გაცილებით ნაკლები მორწმუნეა, ვიდრე მთლიან პოპულაციაში.
    ეს ძალიან კარგად ჩანს ამერიკის მაგალითზე სადაც მეცნიერების მხოლოდ 33% წამს ღმერთის, მაშინ როცა მთლიანი მოსახლეობის მორწმუნეების წილი 83%-ია

    http://www.pewforum.org/2009/11/05/scientists-and-belief/

    Like

  28. რეზო 13/02/2016, 9:41 PM

    მხოლოდ 10 წუთი ვუყურე
    როგორც ამ ათი წუთიდან ჩანს თეოდორეს უნდა, დაანახოს პუბლიკას რომ მეცნიერები და მითუმეტეს ნობელიანტები მორწმუნეები არიან.
    თუ ამაზე მეკითხებით და არა სხვა საკითხზე, რომელსაც შესაძლოა მოგვიანებით წამოაყენებს ბატონი თეოდორე, მაშინ გიპასუხებთ
    საერთოდ ჯერ ის არის გასაკვირი, რატომ არის თეოდორე ამ საკითხში კომპეტენტური, რატომ უსმენთ მას და არ კითხულობთ უფრო სანდო წყაროებს?
    თეოდორე არის ფსევდოინტელექტუალური პროპაგანდისტი, რომელმაც მეცნიერება ყურმოკრულ დონეზე იცის. არც სოციოლოგია და არც რაიმე მსგავსი.
    რათქმაუნდა არსებობენ მორწმუნე მეცნიერები, მაგრამ როგორც მორწმუნეები და თეოდორე ერთ-ერთ ლექციაში ირწმუნება, უმრავლესობა მათგანი ნამდვილად არაა მორწმუნე.
    მეცნიერულ წრეებში გაცილებით ნაკლები მორწმუნეა, ვიდრე მთლიან პოპულაციაში.
    ეს ძალიან კარგად ჩანს ამერიკის მაგალითზე სადაც მეცნიერების მხოლოდ 33% წამს ღმერთის, მაშინ როცა მთლიანი მოსახლეობის მორწმუნეების წილი 83%-ია

    Like

  29. რეზო 13/02/2016, 9:42 PM

    “აი, ერთერთი ისეთი ადამიანი რომელზეც შეიძლება ითქვას რომ ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი ადამიანები…”

    ვიზე ამბობ? თეოდორეზე? 😀 მაგ რასისტზე ამბობ? 😀

    Like

  30. რეზო 13/02/2016, 9:48 PM

    ზაზა რატომ იწვალე და ამხელა კომენტარები დაწერე? 😀 მე შენ არგუმენტირბულად გეკამათებოდი, ვასაბუთებდი ყველაფერს, გიხსნიდი და შენ უცბად გადახტი და სხვა რაღაცეებზე დაიწყე ლაპარაკი. არ მაქვს ეხლა იმის დრო რომ მაგ კომენტარებს ვუპასუხო. საერთოდ რა კავშირშია ჩვენს თემასთან. თხოვნა მექნება, ჩემ კომენტარს უპასუხე ხოლმე თუ ჩემთვის რამის თქმა გინდა. როგორც მე ვაციტირებ და ვპასუხობ ხოლმე შენს ნათქვამს, ზუსტად მასე. ყოველშემთხვევაში ძალიან ნუ აცდები იმას, რაზეც აქამდე ვკამათობდით. ამ ვიდეოებისთვის არ მიყურებია. მხოლოდ სანახევროდ ვუყურე რამდენიმეს. სისულელეებია და ამაზე დასაკარგი დრო არ მაქვს. კონკრეტულად თუ რამის თქმა გინდა შენთვითონ დაწერე.

    პ.ს. წითელქუდას ზღაპრები არ მიიღება, ჩემს ბოლო კომენტარს გაეცი პასუხი. მე დრო არ მაქვს საჭორაოდ. როგორც მე ვპასუხობ შენს კომენტარებს დაწვრილებით ყველა წინადადებას, ისე გააკეთე შენს. რა წითელქუდას ზღაპრებზე გადახვედი უცბად 😀

    Like

  31. რეზო 13/02/2016, 9:50 PM

    მამა თეოდორეს ვუსმინოთ ხოო? ის გაგვინათებს გონებას 😀 მაგას რომ კითხო მეცნიერების 99% მორწმუნეა 😀 საერთოდ რატომ უსმენთ ხოლმე მაგ კაცს ვერ ვხვდები :)))))

    Like

  32. zaza 16/02/2016, 1:13 AM

    … 🙂 …:))) ზღაპრების წერა არასოდეს მიცდია და არვიცი რამდენად გამომივა, რომც ვცადო, რადგან გაგიკვირდება ალბათ და ძალიან რეალისტი ვარ ცხოვრებაში, მაგრამ ღმერთის ნამდვილად მჯერავს, რადგან რეალობაა, მე ესე ვთვლი…
    მე მახსოვს კარგად რაზეც დავიწყეთ ლაპარაკი, ამბობდი სულის არ მჯერავსო, სული კიდე ღმერთის გარეშე არ არსებობს, ღმერთი თუ არ გწამს სულს როგორ იწამებ, ისე რომ თუ სულზე (და არამარტო სულზე, ყოველთვის ღმერთთან მიდიხარ, დაკვირვებულხარ როდისმე?) ლაპარაკობ ღმერთთან მიდიხარ, გინდა თუ არ გინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს… 🙂
    ჩემი ლაპარაკი ზღაპრად გეჩვენება და არგუმენტს მთხოვ დღემდე, დაგიდე არგუმენტი, ვიდეო ლინკები სულთან მიმართებაში, ღმერთთან მიმართებაში, ათეიზმთან მიმართებაში გასწავლიან, გარიგებენ, გიხსნიან, შენებურად რომ ვთქვათ გიმტკიცებენ კიდეც, ექიმი მეცნიერები, მაგრამ რა?.. მაინც არ გჯერავს, მე არც მიკვირს:) რატომ?
    იმიტომ რომ ორიათასი წლის უკან გამოგეცხადათ ღმერთი (იესო) მაგრამ არ დაიჯერეთ, პირიქით ცემეთ, აწამეთ, დაამცირეთ, მოკალით, სიკვდილზე გაიმარჯვა, დაგვანახა რომ ისიც ჩვენნაირია, გვასწავლა რომ არ შეიძლება დამცირება, კაცის კვლა, დაჩაგვრა…
    ბოლოსდაბოლოს ქრისტიანობის დამსახურებაა, შენ რომ დღეს განვითარებული ხარ, მთელი ქრისტიანული სამყარო, კულტურა რომ გაქვს, ზნეობა რომ გაქვს, მორალი რომ გაქვს, ვიცი დამიწყებ ეხლა ცხოველებსაც აქვს თავისებური მორალი და ასე შემდეგ, კი რაღაცრაღაცეები აქვს მაგრამ ცხოველს სინდისი არ აქვს, საიდან აქვს ხომ ვერ მეტყვი ადამიანს სინდისი, დიდმა აფეთქებამ ჩამოუყალიბა თუ თავისით ეგეც როგორც სხვა ყველაფერი?
    რატომ არ გინდა ყველა ვიდეო ლინკს სრულად უყურო? იცი რატომ, გეშინია და იმიტომ, რისი გეშინია? იმისი რომ რაიმე ისეთი არ გაიგო რაც რწმენას გაგიღვივებს და არ დაიჯერო, ღმერთის დაჯერების გეშინია… :))))

    მოდი ასე ვთქვათ, დაუშვათ ღმერთი გამოგეცხადა, წინ დაგიდგა და გეუბნება ღმერთი ვარ, შემომხედე, შენნაირი ვარ, დაიჯერებ?
    არა, ეს ზუსტად ვიცი რომ არ დაიჯერებ… (გაიხედე ორიათასი წლის უკან, დაიჯერეს?)

    იცი როგორ დაიჯერებ, ღმერთის არსებობას?
    ცაში (ეს კი მართლა ზღაპრად მოგეჩვენება რომელსაც დაიჯერებ) ძალიან დიდი, უზარმაზარი სახით, ტანით, ხელებით გოლიათი რომ გამოჩნდება, მუშტს დედამიწაზე რომ დაარტყამს და შეაზანზარებს მთელ დედამიწას, მერე მართლა წარმომიდგენია როგორ დაიჯერებ … :))))
    მაგრამ რათ გინდა ესეთი ღმერთი, ესე ხომ თავისუფლებას მართლა დაკარგავ, (მოგენატრება დღევანდელი დღე) ესე ხომ დედამიწაზე შიშისგან სულ ხოხვით ივლი, მთელი ცხოვრება, გინდა ესეთი ღმერთი? აბა კარგად დაფიქრდი და დასკვნა გამოიტანე რა გაგებითაც გეუბნები, მეცნიერულ გაგებებს თავი დავანებოთ…
    ჩემგან პასუხს ითხოვ, მეტი რავქნა როგორღა გაგცე პასუხი, გეუბნები რელიგიას არ ამტკიცებენ, რელიგიას ირწმუნებენ (რელიგიაში შედის ღმერთი, სული). ვიდეო ლინკს რომ დაგიდე, რუსული გადაცემიდან, უყურე ახალი ინფორმაციაა 2015 წლის, თვითონ მეცნიერები გეუბნებიან, მე ხომ არ გიმტკიცებ…
    მეცნიერება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ამტკიცებს რაიმე ერთიდაიგივე მტკიცებულებას, (ისე კი, ნელნელა ეჭვქვეშ დგება ზოგზოგიერთი მეცნიერის გაგებით ეგ თქვენი დიდი აფეთქება, ნელნელა წყალი უდგება მაგ თეორიასაც და რავიცი, შემთხვევით კიდე არ შეცდნენ მეცნიერები და თავი არ მოგვეჭრას შუა გულ ევროპაში… :))) რაღაც ფიზიკურ-მათემატიკური თეორიებით და ფორმულებით, რელიგიას არ ჭირდება შენი ფიზიკა-მათემატიკა თუ ფორმულები. გჯერავს კარგი არ გჯერავს შენთვის ცუდი, ეგ არის არანაირი მტკიცებულება ამას არ ჭირდება, თავისუფალი ნება გაქვს გინდა დაიჯერე გინდა ნუ დაიჯერებ, მემგონი არ არის ძნელი ხო?…
    არ გვინდა ჰოკინგების ზღაპრების დაჯერება, ჩვენ ქართველები, ქრისტიანობამ გადაგვარჩინა ამ დრომდე და ჯობია ისევ ქრისტიანობას, სულის არსებობას, ღმერთის არსებობას დავუჯეროთ, თორემ გაიხედე აბა გარშემო იმხელა სახელმწიფოები ჩაყლაპვას გვიპირებენ და როგორ გგონია ვინ გიშველის მეცნიერება? არა, მეცნიერება ნამდვილად ვერა, ღმერთი, ღმერთი!!!

    Like

  33. zaza 16/02/2016, 10:22 AM

    ჩემი კომენტარი არ იდება და რა ხდება, რისი ბრალია?

    Like

  34. zaza 16/02/2016, 11:10 AM

    სამჯერ დავწერე კომენტარი და არცერთხელ დაიდო?

    … 🙂 რაც შეეხება ჩვენს საუბარს, რეზო, ჩემგან პასუხს ითხოვ, მეუბნები როგორც მე გიმტკიცებ ისე დამიმტკიცე შენც… დაახლოებით ესეთი შინაარსი გამოდის ხო, მხოლოდ მტკიცებულებები?

    ისიც მახსოვს რომ პასუხს მთხოვდი დამემტკიცებინა რომ სული არსებობს.
    თეორიულად, რელიგიური ვარიანტით მე როგორც ვიცი და მესმის ისე აგიხსენი, არ გაკმაყოფილებს ჩემი ახსნები, მაშინ შევეცადე უფრო კომპეტენტური ადამიანებისგან ამეხსნა, ვიდეო ლინკები დაგიდე, თანაც განსხვავებული ადამიანებისგან, სასულიერო პირებისგან, პროფესორებისგან, ისტორიკოს-მეცნიერებისგან, ექიმ-მეცნიერებისგან, მაგრამ მაინც ზღაპრებად თვლი, ან მეზღაპრეებად…

    გასაგებია შენ რაც გინდა, შენ გინდა რომ კონკრეტულად, ხელს რომ გაშლი და თითებს დაითვლი რომ ხელზე 10 თითი გაქვს და ხედავ ამ ყველაფერს, ესეთი მტკიცებულებები გაინტერესებს, რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან შორს ხარ ღმერთისგან, სამწუხაროა… 🙂

    მოდი მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამ, ღმერთი რომ მოვიდეს, წინ დაგიდგეს და გითხრას მე ღმერთი ვარ!
    დაიჯერებ?
    შეხედავ, ჩვეულებრივი ადამიანია და გეუბნება, მე ღმერთი ვარ, შენნაირი ჩვეულებრივი ადამიანის სახით, დაიჯერებ?…

    ზუსტად ვიცი რომ არ დაიჯერებ.
    იცი როგორ დაიჯერებ ღმერთის არსებობას? (აი, ამ ზღაპარს კი ნამდვილად დაიჯერებ)
    მთელ გაშლილ ცაზე, ძალიან დიდი ადამიანის მსგავსი გოლიათი რომ გამოჩნდეს, მუშტი დედამიწაზე დაარტყას და მთელმა დედამიწამ ზანზარი დაიწყოს, საშინელ ხმებს გამოსცემდეს, შიშის ზარს სცემდეს დედამიწას… აი, მაშინ კი ნამდვილად 100%-ით მჯერავს რომ დაიჯერებდი, მერე და როგორ, შიშისგან დედამიწაზე ხოხვით რომ ივლიდნენ ადამიანები…
    მოგენატრებოდა დღევანდელი დღე, მაგრამ რად გინდა, გინდა ესეთი ღმერთი? (შეხედე აბა ამ კუთხით)

    ისევ გიმეორებ, რადგან პასუხს მთხოვ, მეცნიერებას ჭირდება პრაქტიკები, თეორიები, მხოლოდ რასაც თვალით აღიქვამ, (თუმცა დაგიდე ლინკი სულის არსებობის მტკიცებულებაზე, მითუმეტეს სასულიერო პირები არ ამტკიცებენ, ექიმები, მეცნიერები ამტკიცებენ) სული ღმერთის გარეშე არ არსებობს, ნებისმიერ რელიგიურ-სამეცნიერო თემაზე ილაპარაკე, (რელიგიას, სასულიერო პირებს რომ თავი დავანებოთ) ყოველთვის მაინც ღმერთთან მიდიხარ, გინდა თუ არ გინდა, მარტო მეცნიერები საუბრობენ, რატომ?

    უყურე მთლიანად, მოუსმინე, ამ ვიდეო ლინკებს რატომ არ გინდა, ზღაპრად რომ თვლი, ზღაპარი კიარ არის, გეშინია, იცი რის? რამე ისეთი რომ არ გაიგო რომ რწმენა არ გაგიღვივდეს, მერე ღალატი მოგიწევს შენი პრინციპების, მეზღაპრეებს როგორ უნდა დაუჯერო, მეზღაპრე სტივენ ჰოკიგის (რა თქმა უნდა იმის გარეგნული ნაკლზე არ მაქვს ლაპარაკი) გჯერავს და ორი ათასი წლის უკან თვით ღმერთი (იესო) ადამიანის სახით გამოგეცხადა, გეუბნება ღმერთი ვარ! სასწაულები გაჩვენა, ბრმას თვალი აუხილა, მკვდარი აღადგინა, ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ… და ჩვენ დავამცირეთ, ვცემეთ, ვაწამეთ, მოვკალით.
    არაფერი არ დავიჯერეთ, და დღეს ისევ იგივეს იძახით სად არის ღმერთი, სული?
    სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

    ეს არის ჩემი პირადი აზრი.

    შენც კარგად და მეც კარგად, ჩემი სურვილია, მე პირადად ღმერთმა ხელი მომიმართოს და შენ შენი სურვილისდამიხადვით როგორც გინდოდეს… 🙂

    Like

  35. zaza 16/02/2016, 5:07 PM

    გამომრჩა მეკითხა, კონკრეტულად სულზე გინდოდა ლაპარაკი (თუმცა ზემოთაც გაგეცი პასუხი) და გკითხავ, კლინიკურ სიკვდილს რომ ეძახიან ექიმები ამას რა ქვია, როგორ ახსნი, როგორც ექიმები რომ მარტივად გვერდს უვლიან და ამბობენ პაციენტის ჰალუცინაციური მოვლენები. ზოგი ექიმი ამბობს ლეთარგიული ძილიაო…
    მართლა ეგრეა? აბა მეცნიერულად როგორ ამიხსნი, ესე ხომ არ ამიხსნი, როცა გულისა და სისხლის მიმოქცევის გაჩერების შემდეგ ტვინი ჯერ კიდევ ცოცხალია, ტვინი აღიქვამს სხვადასხვა ორგანოების მეხსიერებებს და ხედავს ხილვების სახით, თუ როგორ უნდა მეცნიერულად აბა გამარკვიე, საინტერესო იქნება… 🙂
    ვიცი რაღაც მეცნიერულ თეორიებს მომიყვან ეხლა და გკითხავ პირდაპირ, თუ მარტო ხორცი ხარ ადამიანი და სული არ გაქვს, ალბათ გეცოდინება, თუ არ იცი ნახე ერთერთი ჩემი დადებული ვიდეო (სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ რეალურია სამეცნიერო სენსაცია) ცდებს რომ ატარებენ მეცნიერები მაგ თემაზე, თიშავენ ადამიანს ოპერაციებს უტარებენ და შემდეგ რომ გამოდის პაციენტი ოპერაციიდან ყველაფერს დეტალებში ჰყვებიან, თუ რა ხდებოდა საოპერაციოში, თავის სხეულს ხედავდნენ, სად რა იდო, ვის რა ხელსაწყო ეჭირა ხელში, ვინ როგორ ჭრიდა, ვინ როგორ კერავდა, სად რა საგანი იდო და ასე შემდეგ და შემდეგ, ალბათ გეცოდინება ეს ყველაფერი, ოღონდ ზღაპრებად აღიქვამ ალბათ სამწუხაროდ… 🙂
    მე პირადად გამიგია ადამიანებისგან, საკუთარი სული როგორ გამოუყვანიათ სხეულიდან და საკუთარ სხეულს ზემოდან დაჰყურებდნენ, რათქმა უნდა რაღაც რიტუალებით…

    და რა არის ეს ახსნი, თუ სული არ არსებობს?

    შენ ხომ მტკიცებულებებით გიყვარს კამათი… :)))

    Like

  36. რეზო 16/02/2016, 11:22 PM

    “რაც შეეხება ჩვენს საუბარს, რეზო, ჩემგან პასუხს ითხოვ, მეუბნები როგორც მე გიმტკიცებ ისე დამიმტკიცე შენც… დაახლოებით ესეთი შინაარსი გამოდის ხო, მხოლოდ მტკიცებულებები?

    ისიც მახსოვს რომ პასუხს მთხოვდი დამემტკიცებინა რომ სული არსებობს.”

    მტკიცებულება არ მითხოვია. მე შენიშვნა მოგეცი იმაზე, რომ ერთი თემიდან სულ სხვა თემაზე გადახვედი. რაღაც უაზრო დიდაქტიკურ ქადაგებაზე გადახვედი, რომლის ბოლომდე წაკითხვა დამეზარა კიდეც. მე კონკრეტულ პასუხებს ვიძლევი, კონკრეტულ შეკიტხვებს ვსვამ, კონკრეტულ საკიტხებზე ვმსჯელობ, ერთ თემას მივყვები თანმიმდევრობით და შენგანაც იმავეს ვითხოვ, მეტი არაფერი.

    “თეორიულად, რელიგიური ვარიანტით მე როგორც ვიცი და მესმის ისე აგიხსენი, არ გაკმაყოფილებს ჩემი ახსნები, მაშინ შევეცადე უფრო კომპეტენტური ადამიანებისგან ამეხსნა, ვიდეო ლინკები დაგიდე, თანაც განსხვავებული ადამიანებისგან, სასულიერო პირებისგან, პროფესორებისგან, ისტორიკოს-მეცნიერებისგან, ექიმ-მეცნიერებისგან, მაგრამ მაინც ზღაპრებად თვლი, ან მეზღაპრეებად…”

    რაც მთავარია შენ არგუმენტი არ მოგყავს რატომ არ უნდა ჩავთვალო ეგენი ზღაპრებად და ამ ისტორიების ავტორები მეზღაპრეებად? რით დაამტკიცებ, რომ ეგენი სიმართლეა? რით დაამტკიცებ, რომ ქრისტიანობაა ჭეშმარიტი რელიგია და არა სიტყვაზე ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი, იუდაიზმი, ბრაჰმაიზმი ან თუნდაც პასტაფარიანიზმი და ა.შ.? რა არგუმენტი შეგიძლია მოიყვანო ამასთან დაკავშირებით? კი ბატონო, გავიგე რომ ემპირიული მტკიცებულება არ გაგაჩნია, მაგრამ რა არგუმენტის მოყვანა შეგიძლია იმის დასადასტურებლად, რომ შენი მსჯელობა მართებულია? რის საფუძველზე დაასკვენი რომ ღმერთი არსებობს და რომ მაინც და მაინც ქრისტიანული რელიგიაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ამ უამრავ მათგანს შორის? მეუბნები მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ ახსნეს კლინიკური სიკვდილიო, არადა ძალიან კარგად არის ეს ახსნილი მეცნიერების მიერ. უბრალოდ სენ არ გაგჩენია იმის სურვილი, რომ ობიექტური სიმართლე გამოგეძიებინა. გირჩევნია ბრმად დაიჯერო ნებისმიერი რელიგიური დოგმა, რაგინდ აბსურდული იყოს, ვიდრე მტკიცებულებებით გამყარებული მეცნიერული თეორიები თუ აღმოჩენები. თეოდორე არ არის კომპენტენტური ადამიანი. მეცნიერებაში ვერ ერკვევა. ჩახედული არ არის ამ სფეროში. მხოლოდ ყურმოკრული მეცნიერების ტირაჟირებას ახდენს, რეალურად ვერ ერკვევა მეცნიერულ საკითხებში. ადამიანი რომ იტყვის მეცნიერების 99%მორწმუნეაო ან აშკარად იტყუება, ან მართლა გაუთვიცნობიერებელია ამ საკითხში.

    “გასაგებია შენ რაც გინდა, შენ გინდა რომ კონკრეტულად, ხელს რომ გაშლი და თითებს დაითვლი რომ ხელზე 10 თითი გაქვს და ხედავ ამ ყველაფერს, ესეთი მტკიცებულებები გაინტერესებს, რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან შორს ხარ ღმერთისგან, სამწუხაროა… :)”

    სამწუხარო ის არის რომ თქვენ გგონიათ თქვენი თავი თქვენივე გამოგონილ არსებასთან ახლოს. მე გასაგებად აგიხსენი რომ ასეთ მტკიცებულებას არ ვითხოვ. მე ვითხოვ არგუმენტს, რომლითაც დაამტკიცებ, რომ ღმერთის არსებობა უფრო რეალურია, ვიდრე მფრინავი მაკარონის მონსტრი. მილიონჯერ დაგისვი ეს შეკითხვა და შენ ყოველ ჯერზე განზრახ თავი აარიდე.

    “მოდი მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამ, ღმერთი რომ მოვიდეს, წინ დაგიდგეს და გითხრას მე ღმერთი ვარ!
    დაიჯერებ?”

    სულელური კითხვაა. არა, არ დავიჯერებ და აგიხსნი რატომ. ჯერ ერთი რას გულისხმობ ბოლომდე ვერ ვხვდები. სიტყვაზე ადამიანი რომ მოვიდეს და თქვას, მე ღმერთი ვარ, ან იესო ქრისტე ან მესია ან რამე ეგეთი, რა თქმა უნდა არ დავუჯერებ. მხოლოდ სიტყვაზე არ დავუჯერებ და მართალიც ვიქნები. აი, თუ დაამტკიცებს რომ ღმერთია და არა ჩემი მეზობელი ჟორას ლოთი ნათესავი,მაშინ დავუჯერებ, მაგრამ სრულიდ უსაფუძვლოდ რამდენი ვინმე გადაგეყრება და გეტყვის ღმერთი ვარო ყველას თუ დაუჯერებ კარგად გქონია საქმე. მე უფრო ღმერთი კი არა, ფსიქიატრიულიდან გამოქცეული მეგონება :)))
    მაგრამ თუ გამომეცხადება რაღაც ცაზე და იტყვის ღმერთი ვარ და არიქა დამიჯერეო, მაშინ ჰალუცინაციად ჩავთვლი. იმიტომ რომ ჰალუცინაციები რეალურად ხდება. ძალიან ბევრ ადამიანს ემართება. ჯანმრთელებსაც და ფსიქიკურად შეშლილებსაც, აი ღმერთი კი ჯერ არავის გამოცხადებია, ჯერ არავის დაუნახავს და არც არავის დაუმტკიცებია რომ არსებობს. ამიტომ თუნდაც გამომეცხადოს, სისულელე იქნება ამის დაჯერება. ვინც იჯერებს, იმას ფსიქიატრიულში აწვენენ ხოლმე. შენ რას იზამ, დაიჯერებ? 😀

    “იცი როგორ დაიჯერებ ღმერთის არსებობას? (აი, ამ ზღაპარს კი ნამდვილად დაიჯერებ)
    მთელ გაშლილ ცაზე, ძალიან დიდი ადამიანის მსგავსი გოლიათი რომ გამოჩნდეს, მუშტი დედამიწაზე დაარტყას და მთელმა დედამიწამ ზანზარი დაიწყოს, საშინელ ხმებს გამოსცემდეს, შიშის ზარს სცემდეს დედამიწას… აი, მაშინ კი ნამდვილად 100%-ით მჯერავს რომ დაიჯერებდი, მერე და როგორ, შიშისგან დედამიწაზე ხოხვით რომ ივლიდნენ ადამიანები…
    მოგენატრებოდა დღევანდელი დღე, მაგრამ რად გინდა, გინდა ესეთი ღმერთი? (შეხედე აბა ამ კუთხით)”

    რა სისულელე თქვი ეხლა ხვდები? 😀 მე არ ვამბობ რომ რაიმეს დასაჯერებლად შიშია საჭირო. რა შუაში იყო საერთოდ ეგ ანალოგია ვერ ვხვდები. მე გასაგებად გითხარი რომ რაიმეს დასაჯერებლად აუცილებელი არ არის ხედავდე. და მაგალითიც მოვიყვანე, რომ მე ვერ ვხედავ ცაზე ანდრომედას გალაქტიკას, მაგრამ არსებობს მისი დამამტკიცებელი საბუთები და მეც მჯერა მისი არსებობის. იგივე ეხება ნებისმიერ რამეს. აუცილებელი არ არის რამე აბრახუნოს და ხალხი შეაშინოს. მტავარია არსებობის მტკიცებულება მოიპოვებოდეს, ან მის არსებობას ჰქონდეს რაიმე ემპირიული საფუძველი. საკმაოდ გასაგებად გიხსნი და რატომ ვერ იგებ ვერ ვხვდები.

    “ისევ გიმეორებ, რადგან პასუხს მთხოვ, მეცნიერებას ჭირდება პრაქტიკები, თეორიები, მხოლოდ რასაც თვალით აღიქვამ, (თუმცა დაგიდე ლინკი სულის არსებობის მტკიცებულებაზე, მითუმეტეს სასულიერო პირები არ ამტკიცებენ, ექიმები, მეცნიერები ამტკიცებენ) სული ღმერთის გარეშე არ არსებობს, ნებისმიერ რელიგიურ-სამეცნიერო თემაზე ილაპარაკე, (რელიგიას, სასულიერო პირებს რომ თავი დავანებოთ) ყოველთვის მაინც ღმერთთან მიდიხარ, გინდა თუ არ გინდა, მარტო მეცნიერები საუბრობენ, რატომ?”

    გასაგებად გითხარი რომ მეცნიერება მარტო თვალით აღქმულს არ იჯერებს. მთავარია ჰქონდეს ემპირიული საფუძველი ან რაიმე მტკიცებულება, ან რაიმე ლოგიკური კავშირი და ა.შ. თქვენ კი ღმერთის უბრალოდ ჰაერზე გჯერათ. მეცნიერება ჰაერზე არაფერს იჯერებს და თქვენც ზუსტად ეგ გიქმნით პრობლემას, ეგ გაბრკოლებთ.

    იმდენი უაზრო ლინკი დამიდე ყველას ვერ ვნახავდი. კონკრეტულად თუ გინდა შენ დაწერე მტკიცებულებები. ექიმები და მეცნიერები კი არ ამტკიცებენ მაგას, არამედ შარლატანი “მეცნიერები” შენნაირი ხალხი მოსატყუებლად, ბრმად რომ გჯერათ ყველაფრის. ოღონდ ვინმემ თქვენი სასარგებლო რამე თქვას და ეგრევე იჯერებთ. იმას კი არ ფიქრობთ რამდენად აბსურდულ რამეს ამბობს ის.

    “სული ღმერთის გარეშე არ არსებობს”

    სული საერთოდ არ არსებობს.

    “ყოველთვის მაინც ღმერთთან მიდიხარ, გინდა თუ არ გინდა, მარტო მეცნიერები საუბრობენ, რატომ?”

    საიდან მოიტანე რომ ღმერთთან მივდივარ კაცო გადამრევს ეს თქვენი ლოგიკა რაა 😀

    “უყურე მთლიანად, მოუსმინე, ამ ვიდეო ლინკებს რატომ არ გინდა, ზღაპრად რომ თვლი, ზღაპარი კიარ არის, გეშინია, იცი რის? რამე ისეთი რომ არ გაიგო რომ რწმენა არ გაგიღვივდეს, მერე ღალატი მოგიწევს შენი პრინციპების,”

    რწმენა არ გამიღვივდეს? 😀 ხოო მაგის მეშინია და იმიტომ არ ვუყურებ 😀 მეშინია შემთხვევით ჭეშმარიტებას არ ჩავწვდე და არ ვინანო აქამდე რომ არ მწამდა 😀
    ფსიქოლოგიც რომ გამოხვედი ახლა 😀
    არგუმენტები ვერ მოგყავს და მოდი ვიჭორაოთ ეხლა ესე რამდენიც გინდა.

    ” მეზღაპრეებს როგორ უნდა დაუჯერო, მეზღაპრე სტივენ ჰოკიგის (რა თქმა უნდა იმის გარეგნული ნაკლზე არ მაქვს ლაპარაკი) გჯერავს და ორი ათასი წლის უკან თვით ღმერთი (იესო) ადამიანის სახით გამოგეცხადა, გეუბნება ღმერთი ვარ! სასწაულები გაჩვენა, ბრმას თვალი აუხილა, მკვდარი აღადგინა, ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ… და ჩვენ დავამცირეთ, ვცემეთ, ვაწამეთ, მოვკალით.”

    ვაიმეეეე ვაიმეეე 😀 😀 😀 გაჩერდი აღარ ილაპარაკო რა 😀
    სტივენ ჰოკინგი მეზღაპრეა და ისინი რაც შენ ილაპარაკე სიმართლე? 😀
    აი მართლა ვფიქრობ და ვერ ვხვდები რატომ არის ხალხის ცნობიერება ესე უკუღმა მოწყობილი? ნუ რა კომენტარი უნდა გავაკეთო ეხლა ამაზე, ადამიანი რომ იმას იტყვის რაც ეხლა შენ თქვი ნუ მანდ რაზეა უკვე ლაპარაკი რა. სურვილი მეკარგება უკვე რომ რამე აგიხსნა. მართლა.

    “არაფერი არ დავიჯერეთ, და დღეს ისევ იგივეს იძახით სად არის ღმერთი, სული?
    სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…”

    მართლაც რომ ეგრეა თქვენი მდგომარეობა, როდის ეშველება მსოფლიოს არ ვიცი…

    Like

  37. რეზო 16/02/2016, 11:28 PM

    ტვინის და გონების შესახებ კვლევები აჩვენებს რომ შინაგანი “მე” არ არის განუყოფელი, პიროვნება არ არის ერთი მთლიანი არსება, რომელიც აღიქვამს და რეაგირებს. არამედ ის არის ტვინის სხვადასხვა მოდულების ფუნქციონირების შედეგი, ამ მოდულებს ხშირად საკუთარი აზრი და დამოკიდებულებაც კი გააჩნიათ, ამის მაგალითია პიროვნების გაორება და ის ადამიანები ვისაც ტვინის ნახევარსფეროებს შორის კავშირი გაწყვეტილი აქვთ.

    ერთი საინტერესო მაგალითი მოყავს ნეირომეცნიერ დოქტორ ვილიანურ რამაჩანდრანს, პაციენტს რომელსაც შემთხვევის გამო ტვინის ნახევარსფეროებს შორის გაწყვეტილი ქონდა კავშირი, მარჯვენა და მარცხენა ნახევარ სფეროებს ცალ-ცალკე ჩაუტარეს გამოკითხვა, (შესაძლელია მსგავსი რამ, რადგან თუ ნახევარსფეროებს შორის კავშირი არ არის, მარცხენა ნახევარსფერო ხედავს მარჯვენა თვალით, მარჯვენა კი მარცხენა თვალით, ასე რომ შესაძლებელია მათი ცალ ცალკე გამოკითხვა ისე რომ ვერც ერთმა ცალკეულმა ნახევარსფერომ ვერ გაიგოს მეორეს პასუხები) გამოკითხვამ გამოავლინა მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა, მარცხენა ტვინს არ წამდა ღმერთი მარჯვენას კი წამდა. “ეს არის ადამიანი რომელიც მარცხენა ნახევარსფეროთი ათეისტია” ამბობს რამაჩანდრანი “და მარჯვენათი წამს ღმერთი, ამ აღმოჩენას თეოლოგების საზოგადოებაში ცუნამი უნდა გამოეწვია, მაგრამ ოდნავადაც ვერ შეძრა ისინი. რადგან ეს იწვევს ყველა სახის სიღრმისეულ თეოლოგიურ კითხვას, თუ ეს პერსონა მოკვდება, რა მოხდება? ერთი ნახევარსფერო წავა სამოთხეში და მეორე ჯოჯოხეთში?”

    გონება არის ტვინის ფუნქციონირება და არა დამოუკიდებელი სუბსტანცია რომელიც ტვინს იყენებს, თუ სული მართავს სხეულს მაშინ მათ შორის უნდა არსებობდეს რაღაც ურთიერთქმედება ტვინის საშუალებით, თუ სული ზებუნებრივი და არამატერიალურია და ამიტომ ვერ ვაფიქსირებთ მას, მაშინ მისი სიგნალები, შეტყობინებები რაღაცნაირად უნდა ითარგმნებოდეს მატერიალური ტვინისთვის, დღევანდელი ტექნიკის პირობებში როდესაც ტვინის სკანირება საკმაოდ განვითარებულია, უნდა იყოს შესაძლებელი ამ ხიდის დადგენა სადაც ეს სიგნალები მისტერიულად ჩნდება “არსაიდან” და უჩინარდება.(ანუ ზებუნებრივი სულიდან) ასეთი რამის დადგენა შესაძლებელი იქნებოდა მართლა ასეც რომ იყოს მოწყობილი ადამიანი. ამის საწინააღმდეგოდ ტვინის კვლევამ გამოავლინა რომ არ არსებობს რაიმე ერთი ცენტრი, სადაც სენსორული ინფორმაცია, ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება იყრის თავს, ერთიდაიგივე ინფრომაციას, ტვინის სხვადასხვა უბანი პარალელურად ამუშავებს, შესაბამისად დუალისტური მიდგომა არ უნდა იყოს მართალი. ადამიანის, პიროვნების განუყოფლობის არსი ილუზიაა და შესაბამისად სულიც ილუზიაა, რადგან ეს უკანასკნელი იდეაში განუყოფელი უნდა იყოს და სხავდასხვა დამოუკიდებელ აგენტებში ვერ გადანაწილდება.

    გონების კომპლექსურობის გარდა ადამიანის სხეული წარმოადგენს ევოლუციურად სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ორგანიზმებისგან წარმოქმნილ კოლონიას. ეუკარიოტული უჯრედის უმთავრესი კომპონენტს, მიტოქონდრიას, რომელიც ქიმიურ ნივთიერებებს ენერგიად გარდაქმნის, (მათ გარეშე ვერ ვიარსებებთ) გააჩნია საკუთარი დნმ და მიიჩნევა რომ არის უძველესი პარაზიტული ორგანიზმი რომელიც ჩვენ უჯრედებში შემოიჭრა და მოგვიანებით მათთან თანაარსებობა დაიწყო. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს რომ ეუკარიოტული უჯრედის გარსიც სხვა ცოცხალი ორგანიზმების კოლაბორაციით წარმოიშვა. გარდა იმისა რომ გონება არ არის განუყოფელი, ადამიანი მთლიანად სხვადასხვა ორგანიზმების ერთობლიობამ შექმნა. პიროვნების განუყოფლობა და შესაბამისად სულის არსებობა ილიზიაა.

    სული არსებობისთვის პრობლემაა ასევე როდის გაჩნდა სული ევოლუციურ ისტორიაში და რომელ სახეობებს გააჩნია ის. 3.8 მილიარდი წლის წინ, პირველ მარტივ ორგანიზმს ქონდა თუ არა სული? თუ არა რატომ? თუ მხოლოდ ჰომო საპიენსს აქვს სული, რატომ ან როგორ? მილიონობით სახეობიდან მხოლოდ ერთს? თუ სული აზროვნებასთან არის კავშირშიი, აქვს ის შიმპანზეს? ან ქონდა ნეანდერტალელს? ნეანდერტალელი სავარაუდოდ არ ჩამოგვივარდებოდა ჭკუაში ჩვენზე დიდი ტვინი ქონდა და გააჩნდა გენი რომელიც ჩამოყალიბებული სალაპარაკო ენის არსებობას უზრუნველყოფს. ასევე ცნობილია რომ მათ ქონდათ პრიმიტიული რიტუალებიც. აქვს ჩვილ ბავშვს სული? თუ სული აზროვნებაზეა დამოკიდებული მაშინ არ უნდა ქონდეს. ან როგორ შეიძლება აზროვნებაზე იყოს დამოკიდებული? ასევე საინტერესოა ემბრიონის საკითხიც. როგორც სემ ჰარისი ამბობს ზოგჯერ საწყის ეტაპზე ერთი ემბრიონისგან მიიღება ორი, რა ხდება ამ დროს? ერთი სული იყოფა? თუ მერე ორივეს ცალ ცალკე უყალიბდება? თუ ჩამოყალიბება ხდება, რაიმე ბიოლოგიურ პროცესის პარალელურად ხდება?

    ეხლა ალბათ დამიწყებ კერძო შემთხვევების მოყოლას, როგორ დატოვა ვიღაც ჭიჭიკომ სხეული, იმოგზაურა სამოთხესა და ჯოჯოხეთში და მერე მიქელ გაბრიელმა უთხრა ჯერ შენი დრო არ მოსულა ოჯახს მიხედეო და ესეც დაბრუნდა წუთისოფელში.

    ამ ყველაფერსაც აქვს თვისი რაციონალური ახსნა

    1. რაციონალური თვალთახედვით – არგუმენტს პირადი გამოცდილებიდან ყველაზე დაბალი შეფასება ეძლევა. რადგან მხოლოდ პიროვნებების მონაყოლი, რომელიც შეიძლება იყოს მკვეთრად სუბიექტური და ილუზორული, ვერაფერს ამტკიცებს. ადამიანებს ხანდახან რაღაცეები ეჩვენებათ, ხანდახან იტყუებიან, ხანდახან სიზმარი და რეალობა ეშლებათ, (ეს არ ნიშნავს რომ ისინი აუცილებლად გიჟები ან არანორმალურები არიან, თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ერთი უცნაურობა მაინც რომლის გამოცდილება მანამდე არ ქონია) სიტუაციის მიხედვით ადამიანის ტვინი შეიძლება ბევრ რამეში შეცდეს. ამის მაგალითია ილუზიონისტების არაჩვეულებვრივი ხრიკები. ისინი ისე ატყუებენ გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს თითქის ფიზიკის კანონებს არღვევდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა. ჯადოქრობა და ზებუმებრივი ძალის არსებობა არ მტკიცდება.

    2. კლინიკური სიკვდილის დროს პაციენტი ხშირად განიცდის უცნაურ რამეებს როგორიცაა სხეულის გარეთა შეგრძნება, (საკუთარი თავის ზემოდან ყურება) გვირაბში ფრენა, რომლის ბოლოსაც სინათლეა. ასე რომ ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ იმ ქვეყნად იმოზგაურეს და დაბრუნდნენ სულაც არ არის აუცილებელი მატყუარები იყვნენ. მათ ეს განიცადეს, მაგრამ ამ მოვლენებზე არსებობს მეცნიერული ახსნა. რომელიც მატერიალიზმის ფარგლებში რჩება, მეცნიერების ახსნით OBE (Out of Body Experience) სხეულგარეთა შეგრძნება, როცა ადამაინს აქვს ილუზია რომ დატოვა სხეული, ხდება მაშინ როდესაც ადამიანი კარგავს კონტაქტს ტვინში შემომავალ სენსორულ ინფორმაციასთან და ამავე დროს რჩება ცნობიერი. ტვინი იბნევა და ხანდახან ქმნის ილუზიას რომ გონება სხეულის გარეთ იმყოფება. ამ ილუზიის გამოწვევა ხელოვნურადაც შეიძლება. აღსანიშნავია რომ კლინიკური სიკვდილი არ არის ნამდვილი სიკვდილი.

    3. რაც შეეხება სპეციფიურ მტკიცებებს როგორიცაა რომელიმე კონკრეტული ღმერთის ან წმინდანის ნახვა იმ ქვეყნად, ეს შეიძლება კულტურული და რელიგიური პრედეტერმინირებული სტერეოტიპებით და ინდოქტრინაციით ავხსნათ. რადგან ინდუისტები ხედავენ ინდუისტურ ღმერთებს და ქრისტიანები ქრისტიანულს. როგორც ჩანს ილუზიაში ჩართულია კონკრეტული ადამიანის კულტურული შეხედულებების მატარებელი ელემენტები.

    Like

  38. zaza 17/02/2016, 2:17 PM

    :))))) დაა… მომეწონა, ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბე, (მეცნიერულ ენაზე) ისე რომ ძალიან ბევრ ადამიანს გააბრუებს და ალბათ თავის ცოდნაშიც ეჭვს შეიტანს. (რწმენაზე რა გითხრა?)
    დაახლოებით რას მახსენებს იცი, შევარდნაძის შემდეგ მიშა რომ მოვიდა, ყველაფერს რომ აფერადებდა, ყველა შავთეთრს ფერადად რომ აჩვენებდა ხალხს, ყველაფერს რომ ვითომ ფარდას ხდიდა და ჟურნალისტებთან ერთად ისეთ ხალხს რომ იჭერდნენ ვინც მიშას პოლიტიკას არ იზიარებდა, მხოლოდ არ იზიარებდა, ან წილში არ ისვამდა, (კი ბატონო, კრიმინალებზე ლაპარაკი არ არის, მათაც იჭერდა რომლებსაც ვერ აკონტროლებდა), და რაღაც პერიოდი ხალხიც ბედნიერად და ლაღად გრძნობდა თავს (მაგრამ ამასაც დასასრული მოჰყვა, თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, დედამიწაზე…)
    თემიდან გადახვევაში არ ჩამითვალო, უბრალოდ შევეცადე პარალელი გამევლო ამ სიამოვნებასთან დაკავშირებით… :)))

    გულწრფელად გეუბნები, მომეწონა კარგად შეფუთე, კარგად ჩამოაყალიბე, მეცნიერულად. კარგია, ამას მეცნიერება ჰქვია…

    რით დაამტკიცებ, რომ ქრისტიანობაა ჭეშმარიტი რელიგია და არა სიტყვაზე ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი, იუდაიზმი, ბრაჰმაიზმი ან თუნდაც პასტაფარიანიზმი და ა.შ.? რა არგუმენტი შეგიძლია მოიყვანო ამასთან დაკავშირებით?
    რის საფუძველზე დაასკვენი რომ ღმერთი არსებობს და რომ მაინც და მაინც ქრისტიანული რელიგიაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ამ უამრავ მათგანს შორის?

    მე არაფერს არც ვამტკიცებ და არც ვასკვნი, მე რწმენა მაქვს ღმერთისა.
    მე შენთვის არაფრის დაჯერებას არ ვაპირებ, რომ რაიმე დაგაჯერო, რახან გაინტერესებს უბრალოდ გეტყვი.
    ერთერთი ჩემი არგუმენტი ის არის რომ ჯერ შევთანხმდეთ, იესო შენი გადმოსახედიდან ვინ არის?

    მე გეტყვი ჩემი გადმოსახედიდან, იესო არის ძე ღვთისა ცოცხალი ღმერთი, რომელსაც ყველა აღიარებს. მიუხედავად სხვადასხვა სარწმუნოებისა, აღიარებენ სხვადასხვანაირად, ღმერთის შვილს, იგივე ღმერთს. ღმერთის შვილს, ღმერთისგან მოვლენილს. ანუ იესოს ყველა აღიარებს ღმერთთან მიმართებაში, სხვადასხვანაირად…
    ესეიგი რწმენა და მიზეზი არის რომ ღმერთი არსებობს… (თუ რწმენა არის, ღმერთი, სული არის…)
    ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. იგი შვა ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე…
    სამება — ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი, და სულიწმინდა ღმერთი.
    მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო – სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე – ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი ჩვენ როგორც ვიცით არის იესო ქრისტე. როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები) ასევე ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც.

    იესო, რომელიც განკაცდა ადამიანებისთვის, რათა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ურწმუნოთათვის რომ ღმერთი არსებობს, ეჩვენა ადამიანებს როგორც ჩვეულებრივი ჩვენნაირი ადამიანი და დაანახვა ადამიანებს რომ ყველანი თანაბარნი ვართ, არავინ არავისზე მეტი არ არის (საოცრებებიც საკმარისად აჩვენა კაცობრიობას დღემდე რომ ვერ ხსნიან, მეცნიერულად), აჩვენა სიკვდილზე გამარჯვება, ასწავლა ადამიანებს რომ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ოღონდ სწორად მოქცევაა საჭირო, სწორად ფიქრი, ერთმანეთზე ფიქრი და გაფრთხილება, ქრისტიანობის დამსახურებაა ის რომ დღევანდელ მსოფლიო ქრისტიანობამ ესეთ განვითარებას მიაღწია, კულტურა და ტრადიციები აქვთ, (კიდევ ბევრი და ბევრი, ამიტომ მეტს აღარ გავაგრძელებ თორემ შორს წავალთ) სამწუხაროდ ათეიზმი გაჩნდა, რომელიც იმას ჰგავს, როდესაც სატანა ერთ დროს სიკეთის განსახიერება იყო და შემდეგ სიკეთეს მოაკლდა, ღმერთობა მოინდომა და განუდგა ღმერთს… (ეს რა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან, ალბათ შენ თეორიებთან შედარებით ძალიან მარტივად გეჩვენება მაგრამ რას იზამ, მე ესე ვთვლი) … 🙂

    “მოდი მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამ, ღმერთი რომ მოვიდეს, წინ დაგიდგეს და გითხრას მე ღმერთი ვარ!
    დაიჯერებ?”
    სულელური კითხვაა..
    და, რატომ არის სულელური კითხვა, შენ არ გესმის და იმიტომ?..
    მარტივად რომ ვთქვათ უბრალო ენაზე და დიდხანს რომ არ გავწელოთ, იესო ხომ მოვიდა, ხომ დაუდგა ადამიანებს წინ და უთხრა, მე ვარ ძე ღვთისა, ღმერთი ვარ, სამყარო მე მეკუთვნის… (ხომ აჩვენა ადამიანებს ისეთი სასწაულები რასაც დღემდე ვერ ხსნის მეცნიერება და ვერავინ აკეთებს)
    ხომ არ დაუჯერეს მაინც?
    ამ პრინციპით დაგისვი კითხვა…
    შენ ხომ გინდა მარტივად დაინახო და დაიჯერო ღმერთი, ესე მარტივად არ იჯერებ და არც დაიჯერებ ხო?
    ეს იცის ღმერთმა ჩემზე უკეთესადაც და შენზე უკეთესადაც, მიუხედავად იმისა რომ ზემოთ კარგად ჩამომიყალიბე მეცნიერული თეორიები…
    ამისათვის არის რწმენა საჭირო, რომ ღმერთთან მიხვიდე, დაინახო, თვითონ ადამიანი არ არის ესეთი მარტივი რომ ადამიანს თან თავისუფლება ჰქონდეს თან ესე მარტივად დააჯეროს რომ მე ღმერთი ვარ, შენ რომ თავისუფალი ადამიანი ხარ იმიტომ არ იჯერებ ესე მარტივად ღმერთის არსებობას თორემ რომ მოინდომოს ღმერთმა დღესვე დაგაჯერებს რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ რის სანაცვლოდ, თავისუფლებას წაგართმევს და ისე დაგაჯერებს, გინდა? … 🙂
    მერე მართლა დაკარგავს ყველაფერი ფასს, შენ ადამიანი აღარ გერქმევა და ღმერთს ღმერთი აღარ ერქმევა, გინდა ესე?…

    აუცილებელი არ არის რამე აბრახუნოს და ხალხი შეაშინოს.
    ბრახუნი რომ აუცილებელი არ არის იმიტომ არ აბრახუნებს და იმიტომ გასწავლის რწმენას, თავმდაბლობას, სიყვარულს ღმერთი…
    მოექეცი ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ.

    მეცნიერება კარგია, მე არ ვამბობ რომ ცუდია, ტვინის გასანვითარებლად მაგრამ, შენ მაგ მათემატიკურ-ფიზიკური, მეცნიერული თეორიებით ღმერთს ვერ იპოვი, მხოლოდ რაღაც-რაღაცეებს ახსნი ღმერთის შექმნილიდან, მაგის იქით ვეღარ წახვალ, ღმერთს ვერ იპოვი, რაც მთავარია. (ვგულისხმობ მეცნიერებას)
    ეს ყველაფერი, მთელი სამყარო, არაფერია, ზღვაში წვეთია, ღმერთთან შედარებით.

    საიდან მოიტანე რომ ღმერთთან მივდივარ კაცო გადამრევს ეს თქვენი ლოგიკა რაა 😀
    მე კიარ მოვიტანე, ყველაფერს პირდაპირი გაგებით რატომ აღიქვამ, თუმცა ხო, დამავიწყდა მეცნიერება ხომ ეგრე აღიქვამს სამყაროს… :))))
    მე იმ გაგებით ვთქვი, როგორც კი მეცნიერები (და არამარტო მეცნიერები) დაიწყებენ რაღაც თეორიების ჩამოყალიბებას ერთმანეთის საპირისპიროდ კამათში შედიან, არ არსებობს რომ იქ ღმერთი არ ფიგურირებდეს, თუ არ არსებობს ღმერთი მაშინ რატომ ფიგურირებს ყოველთვის? (ეს ვიგულისხმე)
    მე მეცნიერებას ზუსტად ესე აღვიქვამ. (ვიმეორებ, ოღონდ რელიგიასთან მიმართებაში)
    კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. 🙂

    მოდი ასეთი შედარება გავაკეთოთ, ცოტა უხეში, მარტივი…
    ავიღოთ ჩვეულებრივი მანქანა, რომელსაც აქვს (მთლად კარგად არვიცი ნაწილები მაგრამ მაინც მიგახვედრებ) მატორი, კარბურატორი, რული, კაბინა, ბენზინი ჭირდება და ბევრი წვრილმანები რომლებიც ყველა თავის ფუნქციას ასრულებს…
    და ტაც მთავარია ჭირდება ენერგია, (დენი) მაგრამ ამის გარეშეც იმუშავებს თუ ხელით მიაწვები, აგორავებ, იწვალებ… მაგრამ არ იქნება სრულყოფილი მანქანა, ხო ?…
    პარალელი გავავლოთ ადამიანზე: უსულო ადამიანი, იქნება ადამიანი?
    სული არის გონიერი ენერგია, (რომელიც ღმერთისგან გვაქვს ბოძებული, სულით ნაწილი ვართ ღმერთის) რომელიც ადამიანს აარსებებს, აგონიერებს…
    მუდმივად კონფლიქტშია სხეულთან, რადგან სხეულსაც თავისი მეხსიერება გააშნია, გემოვნება გააჩნია, სურვილები გააჩნია… აქედან გამომდინარე სული და სხეული მუდმივად ებრძვიან ერთმანეთს, რომელი თავისას გაიტანს, ზოგი მეცნიერი თვლის, სული სხეულშია გამოკეტილი და სიკვდილამდე ელოდება განთავისუფლებასო…
    სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სხეული გვჯობნის ხოლმე და ვერ ვაკონტროლებთ, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობას თუ დავუკვირდებით მივხვდებით რომ ეგრეა…
    სწორედ ამის წამალია ქრისტიანული-მართლმადიდებლობა!
    უბრალო გასაგებ ენაზე ვილაპარაკოთ, ტვინი არის ანტენა და მეხსიერების ჩიპია რომელიც იღებს სიგნალებს, უფრო სრულყოფილია კომპიუტერთან თუ შევადარებთ, რადგან უფრო მეტი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია და მეტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია… (მოკლედ)
    როდესაც ადამიანი კვდება და სული ამოდის, არის ფაქტები როგორ ამოდის, არსებობს გადაღებული კადრები, სხვადასხვა აპარატით დაფიქსირებული… (აპარატებსაც ჰალუცინაციები ხომ არ ემართება)
    რაც შეეხება ცხოველებს, კონკრეტულად მაიმუნი ახსენე, არა, ცხოველებს სული არ გააჩნიათ, არც მაიმუნებს. მხოლოდ ადამიანებს აქვთ, რატომ?
    იმიტომ რომ ადამიანი არის ღმერთის ხატად შექმნილი, მსგავსად ღმერთისა, სულიც ღმერთმა ჩაგვიდგა, დედამიწაზე ღმერთმა ადამიანი მოავლინა ყველა ცხოველის და ფრინველის მფარველად (რა თქმა უნდა მიზანი ეს არ ყოფილა, რომ ცხოველების გულისთვის მოავლინა ადამიანი) რათა ადამიანს თავი ეგრძნო თავისუფალ ადამიანად, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე… (ეს მოკლედ, თორემ ამის დაწვრილებით ახსნა კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს და დაგეზარება წაკითხვა)

    კლინიკური სიკვდილის დროს პაციენტი ხშირად განიცდის უცნაურ რამეებს როგორიცაა სხეულის გარეთა შეგრძნება…

    უცნაური განცდები ერთია მაგრამ, როდესაც ადამიანი ყველაფერს ისე ყვება დეტალებში, ვინ რას აკეთებდა, ვის რა ეჭირა ხელში, რა საგანი სად იდო, კონკრეტულად სკალპელი ვის ეჭირა ხელში და ასე შემდეგ და შემდეგ… არ გეჩვენება რომ ძალიან ბევრი ფაქტები ჩნდება, რასაც რეალურად პასუხს ვერ სცემ და ყველაფერს ან დამთხვევითობას აწერ ან ჰალუცინაციებს ან ტვინის ცდომილებებს?… 🙂
    არვიცი, არვიცი… ძალიან ბევრი კი გამომივიდა და არვიცი ამას წაიკითხავ, რადგან ზღაპრებად გეჩვენება?… 🙂

    Like

  39. zaza 18/02/2016, 1:12 AM

    ეხლა კონკრეტულად მხოლოდ სულზე ვთქვათ რამე, რითაც დავიწყეთ…
    რავიცი აბა, მეტი რაღა დაგიწერო, რელიგიურად ეს არის არგუმენტი, თუ რწმენა გაქვს ირწმუნებ თუ არ გაქვს არ ირწმუნებ…
    მართლა, ღმერთს ხომ არ ვთხოვ რომ მოდი რეზოს გამოეცხადე თორემ არაფერს იჯერებს მეთქი?… 🙂

    სული, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გაიცა. მეცნიერული თვალსაზრისით, ადამიანის სული, ანუ ის სუბსტანცია, რასაც სულს ვეძახით, მდებარეობს მთლიანად ადამიანის სხეულში, მის ყველა უჯრედსა და მოლეკულაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში სენსაციების მაძიებელმა ამერიკელმა ექიმებმა სულის აწონვა გადაწყვიტეს და ამისათვის თეთრი სახლის მიერ გაცემულ ნებართვას დაელოდნენ, რომლის მიხედვითაც მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ექსპერიმენტის ჩატარების უფლება მიიღეს. მაგიდა – სასწორზე მოთავსებული მომაკვდავი, ფილტვების კიბოთი დაავადებული 78 წლის პაციენტი თავადაც მოხარული იყო, მეცნიერების აღმოჩენის მიზეზი გამხდარიყო. გარდაცვალების მომენტში მისი წონა 7 გრამით შემსუბუქდა. აქვე უნდა ღვნიშნოთ რომ მსგავსი ცდა ნოვატორული ნამდვილად არ იყო.

    ექიმ-მეცნიერმა მაკდუგალმა, მთავრობის უფლების გარეშე ჩატარებული ცდის შედეგად, მეცნიერმა დაადგინეს, რომ გარდაცვალების მომენტში მისმა პაციენტმა 22 გრამი დაიკლო, საბოლოო ჯამში, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანის სულის წონა ინდივიდუალურია და ის სადღაც 25 გრამამდეა.
    რელიგიური თვალსაზრისით, ამას ცოდვების ქონა-არქონა განაპირობებს.

    სულის მიერ სხეულის დატოვების სხვა, საკმაოდ საინტერესო თეორიამდე მივიდნენ შვეიცარიელი მკვლევარები, რომლებმაც 20 ადამიანზე ჩაატარეს ცდა. მათ დაადგინეს, რომ დაძინების მომენტში, ძილბურანში მყოფი ჯანმრთელი ადამიანი წონაში 4 ან 6 გრამს იკლებს. გაღვიძებისას კი იმავე რაოდენობას იმატებს. შესაბამისად, თეორია იმის შესახებ, რომ ძილის დროს ადამიანის სული ნაწილობრივ ტოვებს სხეულს და სხვა განზომილებაში გადადის, არცთუ უსაფუძვლოა.

    სული შეიძლება შევადაროთ ანთებულ სანთელს, რომლითაც შეგვიძლია ავანთოთ მეორე, მესამე და ა. შ. სინათლე გადაეცემა უამრავ სანთელს.
    ბავშვი, რომელიც ჩაისახება დედის მუცელში ღვთის ნებით, დედისაგან იღებს სამშვინველსა და ცხოველ სულს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა განაძლიეროს და როცა ეს სული გათავისუფლდება ხორცისაგან, ეს კი ხდება ადამიანის მიწაზე ცხოვრების დასრულების შემდეგ, მის წინაშე გადაიშლება უცნობი, ულამაზესი, უდიდესი და არნახული სამყარო. ამის დაჯერება ადამიანთა უმრავლესობისათვის შეუძლებელია.
    როგორც წიწილამ, რომელიც ჯერ არ გამოჩეკილა, არ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭის იქით არსებობს სხვა სამყარო და ამას მხოლოდ გამოჩეკის შემდეგ იგებს, ადამიანიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხედავს იმქვეყნიურ სამყაროს. იგი წიწილას მსგავსად გარდაცვალების შემდეგ თავისუფლდება გვამისაგან (ნაჭუჭისაგან) და მის წინაშე გადაიშლება უცნობი, ულამაზესი, უდიდესი და საიდუმლო სამყარო.
    ათეისტებს არ სწამთ მარადიული სიცოცხლის და ამით ისინი ჰგვანან იმ ტყუპ ჩანასახს, რომელიც დედის მუცელში იმყოფება. ერთი ეუბნება მეორეს:
    – მალე დავიბადებით და დაიწყება ახალი ცხოვრება.
    მეორე კი ეუბნება:
    – ძმაო, რას ამბობ! როგორც კი ამ ადგილს მოვშორდებით, მოვკვდებით, ჩვენ გადაგვიჭრიან საარსებო წყაროს. არაფერი არ არსებობს ამ სამყაროს გარდა, სადაც ახლა ვიმყოფებით, რადგან აქედან გასული უნახავთ, უკან დაბრუნებული კი არა. დაახლოებით ასეთი დიალოგის დონეზეა ათეისტთა მსჯელობა მარადიული სულის უარყოფისას.
    ახლა დავაკვირდეთ ადამიანის სხეულს, მის ნაწილებს. სხვადასხვა ორგანოებს: თავს, ხელებს, ფეხებს, ყველაფერს, რისგანაც შედგება ჩვენი სხეული. ამ სხეულში არსებობს სული, რომელიც ყველა ორგანოზე მაღლა დგას თავისი მარადიულობით.
    მატერიალისტები თვლიან, რომ ადამიანს სული საერთოდ არა აქვს. რომ ყველა ჩვენს მოქმედებას – ხედვას, შეგრძნებას, აზროვნებას, ნებისყოფას, რაღაც რეფლექსები განაპირობებს. ეს რეფლექსები კი ადამიანს ცხოვრებამ გამოუმუშავა. მათი აზრით სიხარულის, მწუხარების და სხვადასხვა განცდათა გადაცემა ხდება ერთი თაობიდან მეორეში… თუ ასეთ მსჯელობას ვირწმუნებთ, მაშინ ისიც უნდა ვირწმუნოთ, რომ დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და დასტირის მას, თავის გრძნობებს კი არ გამოხატავს, არამედ მისი წინაპრებისას, რომელთაც თვალითაც არ უნახავთ მისი შვილი. ამაზე მეტი აბსურდი რა გვინდა?! მატერიალისტების თეორიას თუ გავიზიარებთ, მაშინ ვერ ვირწმუნებთ, რომ დედის ეს განცდები კონკრეტულად მისი გულიდან მოდის.
    მატერიალისტებს არა სწამთ სულის არსებობა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მას თვალნათლივ ვერ ხედავენ. ისინი, როცა სჭირდებათ, ცხოვრობენ შემდეგი პრინციპით: – რასაც ვერ ვხედავთ, მისი როგორ უნდა ვიწამოთ?!
    მაგრამ ისინი ასევე ვერ ხედავენ ელექტრო, მაგნიტურ და რადიაქტიურ ტალღებს, მაგრამ მათ სწამთ მათი არსებობისა. მათ სურთ თვალით ღვთის დანახვა. თვალი თუმცა უაღრესად რთული ორგანოა, მაგრამ მას შეუძლია აღიქვას ფიზიკური სამყაროს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი, სულიერზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! თუმცა ადამიანს ხორციელი თვალის გარდა აქვს სულიერი თვალი, რომელიც ვითარდება მარხვით, ლოცვით, სახარების კითხვით და ეკლესიურობით. თუ ადამიანი ამას არ აკეთებს, მისი სულიერი თვალი ბრმაა და იგი ღმერთს კი არა, სხვა ბევრ რამესაც ვერ ხედავს.
    მიკროსკოპის გამომგონებლებმა თვალთა ხედვა გაზარდეს მილიონობით და ადამიანების თვალწინ მიკროორგანიზმების განსაცვიფრებელი სამყარო გადაიშალა. ერთ წვეთ წყალში მათ დაინახეს რამდენიმე ათასი მიკრობი.
    გამოიგონეს ასევე უნიკალური ტელესკოპი, რომლითაც შესაძლებელი გახდა მილიონობით ვარსკვლავის შემჩნევა, ექვსი ათასის ნაცვლად. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით რაც სინამდვილეში არსებობს, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება. აქედან გამომდინარე განა შეიძლება ადამიანმა დაინახოს ღმერთი. თუკი მას უფლის შექმნილი ხილული სამყაროც ვერ შეუცნია ბოლომდე?!
    ეს, რაც შეეხება ფიზიკურ, ხილულ სამყაროს. მაგრამ არსებობს კიდევ უხილავი, სულიერი სამყარო, რომელსაც მატერიალისტებიც კი არ უარყოფენ. ეს არის სიყვარული, სიხარული, რომელიც არანაირად არ აიხსნება მატერიალისტური ფილოსოფიით. მაგალითისთვის მოვიყვანოთ სამი პროფესორის დიალოგი. ერთი ამბობს:
    – მე არ მწამს, რომ ადამიანს სული გააჩნია. რამდენი ადამიანი გამიკვეთია და სული არასოდეს მინახავს.
    მეორე შეეკამათა:
    – ასე რომ ვიმსჯელოთ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ გონებაც არ არსებობს. რამდენჯერ ამიხდია თავის ქალა, მაგრამ ტვინში აზრი და გონება არ დამინახავს.
    მესამემ კი თქვა:
    – რამდენი ოპერაცია გამიკეთებია, გული ნაწილ-ნაწილ გამიჭრია და მე იქ სიყვარული არ მინახავს, მაგრამ ეს გრძნობა ხომ ყველას გამოგვიცდია. ასევეა სულიც. თქვენ თუ ვერ ხედვათ მას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.
    ჩვენ ვერ შევიგრძნობთ იმ უხილავ ზღვარს, რომელიც ღმერთმა გასდო უხილავ და ხილულ გრძნობებს შორის. აი, კიდევ მაგალითი: ადამიანი სამუშაოდან შინ ბრუნდება და იცვლის დამტვერილ ტანსაცმელს და სიტყვებით: – სულ დავიმტვერეო, – გამოხატავს სამოსელთან ერთად თავის თავსაც. ამ დროს მან იცის როგორ მოიქცეს. ასევე, როცა დაღლილი ბრუნდება შინ და წვება, ამბობს:
    – ძალიან დავიღალე და სიტყვა დაღლაში თავის სხეულს გულისხმობს. ორივე შემთხვევაში მან იცის, რა უნდა გააკეთოს, რადგან მატერიასთან აქვს საქმე. ხოლო, როდესაც ადამიანი მოისმენს კარგ მუსიკას, ან შეხვდება დიდი ხნის უნახავ მეგობარს, მაშინ ადამიანი გამოხატავს სიხარულს და გრძნობს ბედნიერებას, ხოლო თუ ვინმეს უყვება თავისი მდგომარეობის შესახებ, ამბობს:
    – მე დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ენით გადმოცემა არ შემიძლიაო. თუ ჩვენ ვინმეს სიკეთეს გავუკეთებთ, ხარობს სული და არა ხორცი.
    როდესაც ჩვენ ვუყურებთ სამყაროს, ბუნების სილამაზეს, ლამაზფეროვან ყვავილებს, ჩვენ ამას მატერიალურად კი არ შევიგრძნობთ, არამედ სულიერადაც და რამდენად დიდია ეს შეგრძნება ხორციელ სიამეებთან შედარებით. ამიტომ სულიერ ცხოვრებას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, ვიდრე ხორციელს; როდესაც გავიღრმავებთ სულიერ ცხოვრებას, განვიმტკიცებთ რწმენას და ვიცხოვრებთ ღვთის მცნებით, შევიყვარებთ არა მარტო მოყვასს, არამედ მტერსაც, დაგვეუფლება სულის სიმშვიდე და სიამე, ხოლო ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის უარყოფა ადამიანის ცხოვრებას აზრს უკარგავს.
    წმიდა ბასილი დიდი ამბობს: “ადამიანს მთელი მსოფლიოც რომ მისცე, ეცოტავება, რადგან ადამიანი გაუმაძღარია”.
    ღმერთმა ისე ბრძნულად შექმნა ადამიანის გული, რომ ის ამ ქვეყნად ვერასოდეს ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე. ადამიანი შეიძლება შეადარო წიგნს, მისი ხორცი წიგნის გარე ყდაა, რომელიც ლამაზადაა გაფორმებული, – ადამიანის გული კი აზრია, იდეაა ამ წიგნში ჩადებული. წიგნი რომ ცეცხლში ჩავაგდოთ, იგი დაიწვება, მაგრამ აზრი, იდეა, რომელიც ეწერა ამ ქაღალდზე არასოდეს არ დაიწვება.
    თუკი ადამიანში არ არის სული, საიდან აქვს ადამიანს ისეთი გრძნობები როგორიცაა:
    1. გონება – ჯილდო აზროვნებისა, განჭვრეტისა, აზრის გამოტანისა.
    2. ინფორმაციის წყარო – ლაპარაკის უნარი, ზეპირი და წერილობითი.
    3. ნებისყოფა – გზის არჩევის შესაძლებლობა, რაზეც დამოკიდებულია მთელი მისი სიცოცხლე.
    4. ნამუსი – უმაღლესი მსაჯული, რომელიც მოუსვენრად, საიდუმლოდ იმყოფება ჩვენს სულში. ეს იგივე ღვთის ხმაა, რომელიც ესმით იმათაც კი, ვინც ღმერთს უარყოფს. “ყური გვაქვს მოსასმენად, თვალი – დასანახად, სინდისი კი – გასაფრთხილებლად” – ეს იოანე ოქროპირის სიტყვებია.
    5. ინტუიცია – წინასწარი შეგრძნება, ანუ უმაღლესი მეექსე გრძნობა.
    6. წარმოდგენა – ეს საოცარი უნარი, გონებაში სხვადასხვა გამოსახულების და შემთხვევების წარმოსახვისა. წარმოდგენა ჩვენგან დიდი მანძილითა და დროით დაშორებული საგნებისა და მოვლენებისა.
    7. მახსოვრობა – განცდა, რაიმეს გონებაში ჩაბეჭვდის უნარი და წარსული შემონახვა: “როგორც ადამიანის სხეულს გააჩნია სხვადასხვა ორგანოები, – ამბობს წმიდა მაკარი ეგვიპტელი, – და სუყველას ერთად ჰქვია ადამიანი, ასევე სულს აქვს წახნაგები და ხარისხები: “გონება, ნამუსი, ნებისყოფა, აზრები განსჯისათვის და ყველაფერი ეს შეადგენს ადამიანის შიდა სამყაროს”.
    ერთმა მეცნიერმა ისიც გამოიანგარიშა, რომ თუ დავშლით ადამიანის სხეულს ელემენტებად, მისი ღირებულება დაახლოებით ექვს მილიონ დოლარად შეფასდება. იმისათვის, რომ ამ ქიმიური ელემენტებისაგან მივიღოთ ისევ ადამიანის სხეული, საჭირო იქნება ექვსი ტრილიონი დოლარი, ხოლო რომ მოვინდომოთ მისი გაცოცხლება, სულის შთაბერვა, ამას ვერაფრით ვერ შევძლებთ. სწორედ ამიტომ ამბობს უფალი, რომ ადამიანის სული მთელ მსოფლიოზე ძვირფასიაო.
    ეს არის რელიგიური ახსნა, ხოლო მეცნიერული უკვე გასაგებია, ვიცით ბატონო, “დიდი აფეთქებები” ვარსკვლავური ომები და ასე შემდეგ…. 🙂 :)) … :)))

    Like

  40. zaza 18/02/2016, 3:58 PM

    ესეც სულთან დაკავშირებით, დიდი არ არის და არ დაგეზარება წაკითხვა…
    ამაზე მეტი არგუმენტები რაღა დავდო, მე თვითონ ხომ არ მოვიკლავ თავს და გაჩვენებ ჩემს სულს… 🙂

    http://alter-nat-ive.blogspot.com/2013/10/blog-post_21.html

    Like

  41. zaza 19/02/2016, 10:11 AM

    როგორ ტოვებს სული ადამიანის სხეულს ბიოლოგიური სიკვდილის დროს
    თარგმანი რუსული საინფორმაციო ინტერნეტ-საიტიდან

    http://alter-nat-ive.blogspot.com/2013/10/blog-post_21.html

    Like

  42. რეზო 21/02/2016, 2:50 PM

    “:))))) დაა… მომეწონა, ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბე, (მეცნიერულ ენაზე) ისე რომ ძალიან ბევრ ადამიანს გააბრუებს და ალბათ თავის ცოდნაშიც ეჭვს შეიტანს. (რწმენაზე რა გითხრა?)“

    ერთადერთი რაც ადამიანს აბრუებს რელიგიაა. მეცნიერულ რაციონალურ ახსნას შენ გაბრუებას ეძახი? 😀 საინტერესო ფენომენთან გვაქვს საქმე 😀

    “დაახლოებით რას მახსენებს იცი, შევარდნაძის შემდეგ მიშა რომ მოვიდა, ყველაფერს რომ აფერადებდა, ყველა შავთეთრს ფერადად რომ აჩვენებდა ხალხს, ყველაფერს რომ ვითომ ფარდას ხდიდა და ჟურნალისტებთან ერთად ისეთ ხალხს რომ იჭერდნენ ვინც მიშას პოლიტიკას არ იზიარებდა, მხოლოდ არ იზიარებდა, ან წილში არ ისვამდა, (კი ბატონო, კრიმინალებზე ლაპარაკი არ არის, მათაც იჭერდა რომლებსაც ვერ აკონტროლებდა), და რაღაც პერიოდი ხალხიც ბედნიერად და ლაღად გრძნობდა თავს (მაგრამ ამასაც დასასრული მოჰყვა, თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, დედამიწაზე…)
    თემიდან გადახვევაში არ ჩამითვალო, უბრალოდ შევეცადე პარალელი გამევლო ამ სიამოვნებასთან დაკავშირებით… :)))”

    საერთოდ წაიკითხე ჩემი მეორე კომენტარი? თუ ასეა, თხოვნა მექნება აღარ შეეცადო ეგეთი უცნაური პარალელების გავლებას. რა მიშა რა შევარდნაძე, მე ტვინის მუშაობა აგიხსენი. რა პასუხი უნდა გაგცე საერთოდ ეხლა მაგაზე… 😀

    „გულწრფელად გეუბნები, მომეწონა კარგად შეფუთე, კარგად ჩამოაყალიბე, მეცნიერულად. კარგია, ამას მეცნიერება ჰქვია…“

    მე არაფერი შემიფუთავს, რეალობა აგიღწერე. ეს ჩემი გამოგონებები არაა, ეს არის თანამედროვე მეცნიერული კვლევები.

    „მე არაფერს არც ვამტკიცებ და არც ვასკვნი, მე რწმენა მაქვს ღმერთისა.“

    ღმერთის რწმენა აქვთ ჩემ მიერ წინა კომენტარში ჩამოთვლილი რელიგიის წარმომადგენლებსაც. შენ რატომ აირჩიე კონკრეტულად იაჰვე და არა კრიშნა ან კუკულკანი? რატომ მიიღე მაინც და მაინც ქრისტიანობა და არა სიტყვაზე ბუდიზმი? თუ ქრისტიანობა შენზე თავსმოხვეული რელიგია არაა, მაშინ იქნებ მითხრა რა ასაკში და რატომ მიიღე? იცნობდი სხვა რელიგიებსაც?

    „ერთერთი ჩემი არგუმენტი ის არის რომ ჯერ შევთანხმდეთ, იესო შენი გადმოსახედიდან ვინ არის?“

    მაქსიმუმ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავს მესიად ასაღებდა. თუმცა დიდი შანსია, რომ ის საერთოდ არ არსებობდა. არც ერთი ისტორიული ფაქტი არ მოწმობს მის არსებობას. (ბიბლია არ ითვლება 😀 )

    „მე გეტყვი ჩემი გადმოსახედიდან, იესო არის ძე ღვთისა ცოცხალი ღმერთი, რომელსაც ყველა აღიარებს.“

    ყველა არ აღიარებს, მხოლოდ ისინი, ვისაც სჯერა ამ ზღაპრების 😀 არიან ნეიტრალური ადამიანებიც, რომლებსაც არ სჯერათ თქვენი გამოგონილი ღმერთის და შეთხზული მითების.

    „მიუხედავად სხვადასხვა სარწმუნოებისა, აღიარებენ სხვადასხვანაირად, ღმერთის შვილს, იგივე ღმერთს. ღმერთის შვილს, ღმერთისგან მოვლენილს. ანუ იესოს ყველა აღიარებს ღმერთთან მიმართებაში, სხვადასხვანაირად…“

    ყველა რელიგია არ აღიარებს იესო ქრისტეს. ბუდიზმი საერთოდ ქრისტიანობაზე ძველია. ქრისტეს რომ ეარსება, უნდა ეცხოვრა პირველ საუკუნეში. ნებისმიერი რელიგია, რომელიც 2000 წელიწადზე ძველია, არ აღიარებს ქრისტეს ღვთაებრიობას.

    „ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. იგი შვა ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა,“

    უბიწო ქალწულმა? 😀 😀 😀 დარწმუნებული ხარ? 😀
    ისე ეგ უბიწო ქალწულის იდეაც რომ სხვა მითებისგან მოიპარეს? მაგას რა ვუყოთ? სხვადასხვა მითოლოგიებში არის იდეა მესიის ქალწულებრივ ჩასახვაზე, რომლებიც ქრისტიანობაზე ბევრად ძველია. იმიტომ ვამბობ ბიბლია მითების და ზღაპრების კრებულია მეთქი. სხვა მითოლოგიებიდან არის გადაკეთებული და შეკოწიწებული.

    „იესო, რომელიც განკაცდა ადამიანებისთვის, რათა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ურწმუნოთათვის რომ ღმერთი არსებობს, ეჩვენა ადამიანებს როგორც ჩვეულებრივი ჩვენნაირი ადამიანი და დაანახვა ადამიანებს რომ ყველანი თანაბარნი ვართ, არავინ არავისზე მეტი არ არის (საოცრებებიც საკმარისად აჩვენა კაცობრიობას დღემდე რომ ვერ ხსნიან, მეცნიერულად),“

    საერთოდ ქრისტეს არსებობაც კი ეჭვქვეშაა, რომელ სასწაულებზეა ლაპარაკი. მეცნიერები ვერ ხსნიანო, ისევე როგორც ვერ ხსნიან ძველ ეგვიპტურ ზღაპრებს 😀 სასაცილოა რა უნდა ახსნან, ბიბლიაში ეგრე წერიაო რომ ქრისტე სასწაულებს ახდენდაო და მეცნიერებმა კვლევა დაიწყონ? 😀

    „სამწუხაროდ ათეიზმი გაჩნდა, რომელიც იმას ჰგავს, როდესაც სატანა ერთ დროს სიკეთის განსახიერება იყო და შემდეგ სიკეთეს მოაკლდა, ღმერთობა მოინდომა და განუდგა ღმერთს… (ეს რა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან, ალბათ შენ თეორიებთან შედარებით ძალიან მარტივად გეჩვენება მაგრამ რას იზამ, მე ესე ვთვლი) … :)“

    ათეიზმი არ გაჩენილა. ადამინები ისედაც ათეისტებად ვიბადებით და ასეთებად ვრჩებით, მანამ, სანამ არ მოგვახვევენ ცრუ რელიგიურ მითებს. ათეიზმი ბევრად უფრო ველია, ვიდრე ნებისმიერი რელიგია მთელ მსოფლიოში. ათეიზმი არც ღმერთობას არ ინდომებს და არც რაიმე მსგავსს. ძალიან დილეტანტური წარმოდგენა გქონია ათეიზმზე. ტყუილად ავლებ პარალელებს ბიბლიურ ზღაპრებთან.

    „“მოდი მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამ, ღმერთი რომ მოვიდეს, წინ დაგიდგეს და გითხრას მე ღმერთი ვარ!
    დაიჯერებ?”
    სულელური კითხვაა..
    და, რატომ არის სულელური კითხვა, შენ არ გესმის და იმიტომ?..“

    სულელური იმიტომ არის, რომ ჯერ დასკვნას აკეთებ რომ ის ღმერთია და მერე მეკიტხები დაიჯერებ რომ ღმერთიაო? ვინ და ვინ შეთანხმდნენ რომ ის ვიღაც თუ რაღაც რაც მოვიდა და მეუბნება ღმერთი ვარო მართლა ღმერთია? არა, რა თქმა უნდა არ დავუჯერებ. სავარაუდოდ ფსიქიური პრობლემები ექნება მას(თუ ადამიანია).

    „მარტივად რომ ვთქვათ უბრალო ენაზე და დიდხანს რომ არ გავწელოთ, იესო ხომ მოვიდა, ხომ დაუდგა ადამიანებს წინ და უთხრა, მე ვარ ძე ღვთისა, ღმერთი ვარ, სამყარო მე მეკუთვნის… (ხომ აჩვენა ადამიანებს ისეთი სასწაულები რასაც დღემდე ვერ ხსნის მეცნიერება და ვერავინ აკეთებს)
    ხომ არ დაუჯერეს მაინც?“

    ჩემთვის ეგ იესოს მოსვლა და „სასწაულების“ ჩვენება ერთ-ერთი რიგითი მითია. არაფრით გამორჩეული სხვა მითოლოგიებისგან. ამიტომ ტყუილად ირჯები და ტყუილად ცდილობ მაგ ზღაპრებთან ანალოგიების გაკეთებას და სულ ტყუილად ავლებ პარალელებს. ჯერ დაამტკიცე რომ ეგ ბიბლიური მითები რამენაირად შეესებამება სიმართლეს და მერე ვილაპარაკოთ თუ გინდა.

    „(ხომ აჩვენა ადამიანებს ისეთი სასწაულები რასაც დღემდე ვერ ხსნის მეცნიერება და ვერავინ აკეთებს“

    მანმახე ერთი მტკიცებულება და მართლა დავიჯერებ რომ აკეთებდა მაგ სასწაულებს. თუ არადა ვიმეორებ კითხვას რით დაამტკიცებ რომ შენი ქრისტიანული მითები არის ჭეშმარიტება და სხვა მითოლოგიები არა? ვერ დაამტკიცებ ხოო? უბრალოდ ამ მითების იმიტომ გჯერა რომ ყველაზე დიდი გავლენას ისინი ახდენენ შენზე. ხოდა თუ ვერ ამტკიცებ, მოდი შეეშვი ამ პარალელების გავლებას ბიბლიასთა და ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს რეალობასთან ჰქონდეს რაიმე კავშირი მაგ ზღაპრებს.

    „შენ ხომ გინდა მარტივად დაინახო და დაიჯერო ღმერთი, ესე მარტივად არ იჯერებ და არც დაიჯერებ ხო?“

    მილიონჯერ გითხარი და არ იგებ და ალბათ არც ეხლა გაიგებ რომ ისეთი აბსურდული იდეის დასაჯერებლად, როგორიც არის ღმერთის არსებობა, უნდა მქონდეს რაიმე ემპირიული საფუძველი, რაიმე ფაქტი, საბუთი, მტკიცებულება. ისე ჰაერზე, თქვენგან განსხვავებით მე არ ვიჯერებ არაფერს. გასაგებად გითხარი წინა კომენტარებში მგონი ხუთჯერ რომ რაიმეს დასაჯერებლად, აუცილებელი არ არის რომ დავინახო. არასოდეს დამინახავს ცაზე ანდრომედას გალაქტიკა, მაგრამ მჯერა მისი არსებობის, იმიტომ რომ არსებობს მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები და მეც მჯერა მისი. რამდენჯერ უნდა მომაყვანინო ეს მაგალითი კაცო რით ვერ გაიგე?

    „ამისათვის არის რწმენა საჭირო, რომ ღმერთთან მიხვიდე, „

    მაგაში გეთანხმები. ღმერთთან მისასვლელად, ისევე როგორც მფრინავი მაკარონის მონსტრთან მისასვლელად რწმენა არის საჭირო. რწმენით მიხვალ ნებისმიერ აბსურდულ იდეამდე. რწმენით მიდიოდნენ კუკულკანის არსებობამდეც.

    „მერე მართლა დაკარგავს ყველაფერი ფასს, შენ ადამიანი აღარ გერქმევა და ღმერთს ღმერთი აღარ ერქმევა, გინდა ესე?…“

    რავიცი ჯერ მაკარონის მფრინავი მაკარონის მონსტრს ველოდები, მერე კუკულკანს, მერე კრიშნას, მერე ფერიებს, სანტაკლაუსს, დევებს და შენ ღმერთს უთხარი დაიკავოს რიგი 😀

    „ბრახუნი რომ აუცილებელი არ არის იმიტომ არ აბრახუნებს და იმიტომ გასწავლის რწმენას, თავმდაბლობას, სიყვარულს ღმერთი…“

    მასწავლის მაგარია 😀 რას მასწავლის ადამიანო, როდის მოვიდა და მითხრა აი ეს ისწავლე კარგიაო? 😀 რომელ თავმდაბლობას მასწავლის, მე ღმერთი არ მინახავს და მითუმეტეს ლექციები არ ჩაუტარებია ჩემთვის თავმდაბლობაზე და თქვენ სად ხედავთ ხოლმე არ ვიცი მე 😀 თუ იმას გულისხმობ, რაც ბიბლიაში წერია, მაშინ ჯერ დაამტკიცე რომ სხვა ზღაპრებისგან რამით განსხვავდება. უამრავი ზღაპარია და რომელ ერთს დაგიჯეროთ კაცო? კი ბატონო დავიჯერებ ამ ბიბლიას, მაგრამ მერე იმათ ეწყინებათ, ვისაც სხვა მითების სჯერა 😀 და ისე ყოველი შემთხვევისთვის იცოდე, რომ ის რაც ბიბლიაში წერია, არის სისასტიკე, კაცთმოძულეობა, ადამიანში სიძულვილს ნერგავს თქვენი ბიბლია და არა თავმდაბლობას. ამის უამრავი მაგალითიც არის მასში.

    „მეცნიერება კარგია, მე არ ვამბობ რომ ცუდია, ტვინის გასანვითარებლად მაგრამ, შენ მაგ მათემატიკურ-ფიზიკური, მეცნიერული თეორიებით ღმერთს ვერ იპოვი,“

    არც მაქვს მაგის პრეტენზია. არც მეცნიერება ეძებს ღმერთს. ნუ გეშინიათ არავინ დაკარგავს დროს თქვენი გამოგონილი პერსონაჟების საძებნელად. სამყაროშიც ბევრი რამეა გამოსაკვლევი, მითები ჩვენ არგვაინტერესებს 😀

    „მხოლოდ რაღაც-რაღაცეებს ახსნი ღმერთის შექმნილიდან, მაგის იქით ვეღარ წახვალ, ღმერთს ვერ იპოვი, რაც მთავარია. „

    რა თქმა უნდა. რაც არ არსებობს იმას ვერ იპოვი. თუმცა საბედნიეროდ არც ვეძებთ არსად იაჰვეს და მის ძეს 😀 ეგ თქვენ იქმნით ხოლმე მაგის ილუზიას და ყველგან ღმერთი გელანდებათ.

    „ეს ყველაფერი, მთელი სამყარო, არაფერია, ზღვაში წვეთია, ღმერთთან შედარებით.“

    ეგ ვინ დაამტკიცა? რომელმა მეცნიერმა? იქნებ მამაომ გითხრა? ააა ბიბლიაში წერია? ჰოო ეგ ვერ გავითვალისწინე კაი 😀

    „მე კიარ მოვიტანე, ყველაფერს პირდაპირი გაგებით რატომ აღიქვამ, თუმცა ხო, დამავიწყდა მეცნიერება ხომ ეგრე აღიქვამს სამყაროს… :))))“

    მოიცა მეჩვენება თუ ის ადამიანი, რომელსაც ამდენი ზღაპრების სჯერა მეცნიერებას აკრიტიკებს? 😀 ვაი ვაი… ძალიან მწყდება გული რომ ესეთი სავალალო დამოკიდებულება გაქვთ. ერთადერთი ირონიაღა დამრჩენია ამდენი სისულელის შემხედვარეს.

    „მე იმ გაგებით ვთქვი, როგორც კი მეცნიერები (და არამარტო მეცნიერები) დაიწყებენ რაღაც თეორიების ჩამოყალიბებას ერთმანეთის საპირისპიროდ კამათში შედიან“

    მაგრამ არის ისეთი თეორიებიც, რომლებიც პირიქით ამყარებენ ერთმანეთს და ავითარებენ მეცნიერებას.

    „არ არსებობს რომ იქ ღმერთი არ ფიგურირებდეს, თუ არ არსებობს ღმერთი მაშინ რატომ ფიგურირებს ყოველთვის? (ეს ვიგულისხმე)“

    მომიტევე მაგრამ თუ სიმართლე გაინტერესებს, მაგრა კიდიათ ეგ თქვენი გამოგონილი ღმერთი მეცნიერებს. ისინი იკვლევენ სამყაროს რაციონალური მეთოდებით. ტყუილად იქმნით იმის ილუზიას, რომ ვითომ თქვენსავით ისინიც დღედაღამ ღმერთზე ფიქრობენ 😀 მოცლილები არიან და სხვა არაფერი დარჩენიათ ამ ქვეყანაზე 😀

    „მე მეცნიერებას ზუსტად ესე აღვიქვამ. (ვიმეორებ, ოღონდ რელიგიასთან მიმართებაში)
    კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. „

    ძალიან არასწორად აღიქვამ მერე. თუმცა კი იყენებ მეცნიერულ გამოგონებებს და რავიცი…

    „მოდი ასეთი შედარება გავაკეთოთ, ცოტა უხეში, მარტივი…
    ავიღოთ ჩვეულებრივი მანქანა, რომელსაც აქვს (მთლად კარგად არვიცი ნაწილები მაგრამ მაინც მიგახვედრებ) მატორი, კარბურატორი, რული, კაბინა, ბენზინი ჭირდება და ბევრი წვრილმანები რომლებიც ყველა თავის ფუნქციას ასრულებს…
    და ტაც მთავარია ჭირდება ენერგია, (დენი) მაგრამ ამის გარეშეც იმუშავებს თუ ხელით მიაწვები, აგორავებ, იწვალებ… მაგრამ არ იქნება სრულყოფილი მანქანა, ხო ?…
    პარალელი გავავლოთ ადამიანზე: უსულო ადამიანი, იქნება ადამიანი?“

    და ამის მერე ამბობ „რაც შეეხება ცხოველებს, კონკრეტულად მაიმუნი ახსენე, არა, ცხოველებს სული არ გააჩნიათ, არც მაიმუნებს.“ და კითხვა მიჩნდება, თუ ადამიანს სჭირდება ე.წ. სული თუ რაღაც უხილავი ენერგია იმისთვის, რომ იმოძრაოს და იარსებოს თუ არადა როგორც მანქანა დენის გარეშე, ისე იქნებაო, მაშინ ცხოველი როგორ ცხოვრობს ამ თქვენი უხილავი სულის გარეშე? როგორ გადაადგილდება? ვერ ამჩნევ რომ შენთვითონ ეწინააღმდეგები შენივე ნათქვამს? 😀

    „იმიტომ რომ ადამიანი არის ღმერთის ხატად შექმნილი,“

    ანუ გინდა თქვა რომ ადამიანი ღმერთს გავს? და ღმერთი როგორ გამოიყურება? ჰომოსაპიენსივით? თუ ჰომოერექტრუსივით? ან იქნებ თანამედროვე ადამიანივით? ანუ ისიც განიცდის ევოლუციას? და თავიდან, მილიონობით წლის წინ შიმპანზეს გავდა? 😀 გონებრივადაც ადამიანთან ერთად ვითარდებოდა თუ თავიდანვე ჭკვიანი მოხუცი იყო? იქნებ ღმერთი ადამიანისგან განსხვავებით არ განიცდის ევოლუციას და დღესაც შიმპანზეს მსგავსად გამოიყურება? საინტერესოა ამაზე რა წერია ბიბლიაში? ააა უი სულ დამავიწყდა თქვენი ბიბლიის მიხედვით ხომ სამყარო 7 თუ 8 ათასი წლის წინ შეიქმნა კაცო…

    „დედამიწაზე ღმერთმა ადამიანი მოავლინა ყველა ცხოველის და ფრინველის მფარველად „

    მოიცა აბა ჯერ ადამი ააწყო თიხისგან და მერე შექმნა ცხოველებიო? 😀

    „უცნაური განცდები ერთია მაგრამ, როდესაც ადამიანი ყველაფერს ისე ყვება დეტალებში, ვინ რას აკეთებდა, ვის რა ეჭირა ხელში, რა საგანი სად იდო, კონკრეტულად სკალპელი ვის ეჭირა ხელში და ასე შემდეგ და შემდეგ… არ გეჩვენება რომ ძალიან ბევრი ფაქტები ჩნდება, რასაც რეალურად პასუხს ვერ სცემ და ყველაფერს ან დამთხვევითობას აწერ ან ჰალუცინაციებს ან ტვინის ცდომილებებს?… 🙂
    არვიცი, არვიცი… ძალიან ბევრი კი გამომივიდა და არვიცი ამას წაიკითხავ, რადგან ზღაპრებად გეჩვენება?… :)“

    არა რას ლაპარაკობ, რა არის აქ ზღაპრები 😀 ადამიანი მართლა თიხისგან ააწყო ღმერთმა და მერე იმის ნეკნისგან ქალი გააკეთა, თან იქ მოლაპარაკე გველიც იყო და ადამმა 900 წელი იცხოვრა, იესოს დედა ისე დაორსულდა რომ ქალიშვილო იყო, არა კაცო რა არის აქ ზღაპრები, როგორ გეკადრება…
    აი, რაც შეეხება იმათ, დაწვრილებით რომ ყვებიან ხოლმე. ასეთი ადამიანების რაოდენობა სტატისტიკას ვერ უძლებს. ძალიან ცოტანი არიან. თავისუფლად შეილება, რომ დადგმული შოუ იყოს. თუმცა შენ გირჩევნია, ნებისმიერის მონაყოლი დაიჯერო, მთავარია შენ რელიგიურ ზღაპრებს აპრავებდეს როგორმე.

    მოდი თხოვნა მექნება შენთან. შევეშვათ ამ ბიბლიაზე და რელიგიურ მითებზე ლაპარაკს. უკვე ძალიან უინტერესო გახდა ჩემთვის.

    Like

  43. zaza 22/02/2016, 12:34 AM

    მართალი ხარ, ამაში კი ნამდვილად გეთანხმები, ჯობია დავასრულოთ.
    გინდოდა ამხესნა, აგიხსენი მაგრამ, მიუღებელია შენთვის ჩემი აზრი, რწმენა… სულზე გაინტერესებდა ჩემი აზრი, აგიხსენი პირადად ჩემი აზრი, მაგრამ მიუღებელი აღმოჩნდა, ფაქტები დაგიდე მეცნიერულად (საიტის ლინკი) სულის შესახებ და იმათაც შარლატანებად ნათლავ და… რავიცი აბა, მართალი ვყოფილვარ, ადამიანს რაც გინდა დაიჯერებ, რაც არ გინდა არ დაიჯერებ… მაინცადამაინც იმ მეცნიერების გჯერავს (სტივენ ჰოკინგებისნაირების, რა თქმა უნდა მხოლოდ იმის აზრებს ვგულისხმობ) ვინც უარყოფენ ღმერთს და…
    არაშუავს, რას ვიზამთ, თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანი ესეა, გასაკვირი არ არის, ერთხელ კიდე დავრწმუნდი რომ გონება თავისუფალი აქვს ადამიანს… (მე ყოველთვის მჯეროდა) და ალბათ შენც დაფიქრდები იმაში რომ თავისუფალი ხარ, ღმერთი არ გართმევს თავისუფლებას, რაც გინდა ის იწამე, ვინც გინდა ის იწამე, ან საერთოდ არაფერი არ იწამო, შენი ნებაა…
    უბრალოდ, ჩემთვის ის არის გასაკვირი რომ შენ შენს თავს უპირისპირდები და ვერ ხვდები, მიმტკიცებ რომ ღმერთი არ არსებობსო და თან გეშინია, იძახი ჯოჯოხეთით რატომ მაშინებსო, თუ გაშინებს, ესეიგი არსებობს… 🙂
    და მტკიცებულებებს კიდე მე ვერ გავაკეთებ, რადგან რწმენას დამტკიცება არ ჭირდება, რწმენას რწმენა ჭირდება, სიყვარული ჭირდება ვისიც, რისაც გწამს, რწმენა კიდე ხუმრობა არ არის, რწმენით ცხოვრობს ცოცხალი, “სულიერი” ადამიანი, ვიცი გაგიჩნედება კითხვა-პასუხი, გააჩნია რისი გწამსო და ბარემ გეტყვი, რაც მთავარია მფრინავი მაკარონების და ვარსკვლავური ომების:) თუ “დიდი აფეთქებების”… 🙂 არა, ნამდვილად არ მწამს, რადგან ამ ყველაფერს კიდე, გაგრძელება აქვს, ვიცი, რაღაც პერიოდის შემდეგ ეს თეორიებიც მცდარი აღმოჩნდება და გადახვალთ ახალ ეტაპზე, თუ როგორ აეწყო თავისით ადამიანი, და საერთოდ, მთელი კოსმოსი, გალაქტიკები… 🙂 :))) :)))))
    დარწმუნებული ვარ, ის დროც მოვა, ჩემთან კამათი გაგახსენდება… 🙂
    მე ღმერთმა ხელი მომიმართოს და შენ მეცნიერებამ ხელი მოგიმართოს… (ისე კი, ჩემი სურვილი იქნება, როგორც ქრისტიან-მართლმადიდებელს, მინდა რომ შენც ღმერთმა ხელი მოგიმართოს, თუ რა თქმა უნდა არ გეწყინება) … 🙂 :)))))

    Like

  44. რეზო 24/02/2016, 6:50 PM

    ეხლა კიდევ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა გაქვს. სად მიწერია ჯოჯოხეთის მეშინია მეთქი, ყველაფერს შენებურად რატომ იგებ? იმასაც კი ვერ იგებ საერთოდ რას ვამბობ და სხვა რაღაზეა ლაპარაკი. რომ ვამბობ ჯოჯოხეთით და მაგ უაზრო ზღაპრებით რატომ გვაშინებთ მეთქი, იმას კი არ ვგულისხმობ რომ არიქა მაგ სისულელეების მჯერა და მეშინია მეთქი, იმას ვგულისხმობ, რომ ნუ გვახვევთ თავს თქვენს მიამიტურ ლეგენდებს. ელემენტარული აზრის გამოტანა არ შეგიძლია წაკითხულიდან და რაზე გელაპარაკო ეხლა. მერე მეორეც, ამდენი ხანია იმდენსაც კი ვერ მიმხვდარხარ რომ ღმერთის არ არსებობას არ ვამტკიცებ. უკვე მართლა მომბეზრდა ესეთი დაბალი დონის კამათი და ერთი და იმავეს ხელახლა ღეჭვა. სულზე შენი აზრი არ მაინტერესებდა, ისედაც ვიცი რა ლეგენდებსაც თხზავთ ხოლმე ამაზე.

    “გასაკვირი არ არის, ერთხელ კიდე დავრწმუნდი რომ გონება თავისუფალი აქვს ადამიანს…”

    ყველა ადამიანს არა, ზოგი მორწმუნეც არის.

    რა მეცნიერული მტკიცებულებები დამიდე სულზე ვაიმე 😀 რეებს ამბობ, მეღადავები? 😀 კიდევ კარგი რომ სუსტი ნერვები არ მაქვს თორემ ამიწევდა ეხლა წნევა ამეებს რომ ვკითხულობ 😀 ვიღაცის ჭორები “იმქვეყნიურ” ცხოვრებაზე მეცნიერული მტკიცებულებებია? 😀

    მოდი დავასრულოთ აქ. თუ მომავალში მაინც შეიცვლი აზრს, კარგი იქნება. მაგრამ იმედი მაქვს რომ მინიმუმ იმას მაინც აღიქვამ სწორად, რა არის ათეიზმი. თუ ცოტა მეტად ჩაუღრმავდები მეცნიერებას, გაიგებ როგორ მუშაობს, რას იკვლევს და ა.შ. უფრო რაციონალურ დასკვნებს გამოიტან. ბოდიში ცოტა უხეშად გამომივიდა კომენტარი უბრალოდ ერთიდაიგივე საუბარმა დამღალა. საერთოდ აპათეიზმისკენ ვისწრაფვი და მინდა ეს საკითხი საერთოდ დავიკიდო.
    მე გავაგრძელებ ძებნას, ოღონდ ვინმე წვერებიანი კაი ტიპი, ყოვლად ძლიერი სულისა კი არა მე გავაგღძელებ სამყაროს ნამდვილი ბუნების ძიებას. არსებობის საიდუმლოს ძიებას და თუ ღმერთს აღმოვაჩენ აუცილებლად გეტყვი.
    ნახვამდის!

    Like

  45. zaza 25/02/2016, 10:05 AM

    კარგი, დავასრულოდ, ესე აჯობებს…
    ვინც ეძებს, ის პოულობს…

    ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი. 🙂

    დ ა ს ა ს რ უ ლ ი

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: