ადამიანის თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2017 წლისთვის დაიგეგმა

Brain surgery
ამ წლის დასაწყისში იტალიელმა ნეირომეცნიერმა სერჯიო კანავერომ მსოფლიო შოკში ჩააგდო, როცა განაცხადა, რომ მსოფლიოში პირველად ადამიანის თავის ტრანსპლანტაციას განახორციელებდა. ამ კვირაში კი მან დააკონკრეტა, რომ ოპერაცია 2017 წლის დეკემბრისთვისაა დაგეგმილი და ამ სადავო პროცედურის ჩასატარებლად თავების გადანერგვაში კვალიფიცირებული ქირურგი გადმოიბირა. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით საშინელებათა ჟანრის ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც იმედოვნებს, რომ მისი ცხოვრება ამ ოპერაციით გაუმჯობესდება.

30 წლის რუსი მამაკაცი ვალერი სპირიდონოვი მოხალისედ ჩაეწერა, რათა ცხოვრება ნორმალურად განაგრძოს. კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტს მოტორული ნეირონების დაავადების იშვიათი ფორმა, ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება სტანჯავს. ამ დროს მოტორული ნეირონები – ნერვული უჯრედები, რომლებიც პასუხს აგებენ ცენტრალური ნერვული სისტემიდან კუნთებამდე სიგნალის გაგზავნაზე – ზიანდება და შედეგად კუნთების ატროფია ვითარდება, მძიმე შემთხვევებში კი ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებაც ახლავს თან. ამჟამად ეს დაავადება ვერ იკურნება.

„როცა მივხვდი, რომ შემეძლო რაღაც დიდსა და მნიშვნელოვანში მიმეღო მონაწილეობა, აღარ მიყოყმანია და ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა”, აღნიშნავს სპირიდონოვი. „ახლა მხოლოდ სასიამოვნო მოლოდინის გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება რაღაც მნიშვნელოვნისთვის ვემზადებოდი და როგორ იქნა, მისი დროც დადგა”.

ყველა ქირურგიული ოპერაციის მსგავსად, ამ პროცედურასაც ახლავს გარკვეული რისკები და ეჭვები. შეძლებენ ექიმები ზურგის ტვინთან დაკავშირებას? შეეგუება თავი ახალ სხეულს? მედიცინაში არსებული პროგრესი უარყოფის რისკს ამცირებს, მაგრამ ოპერაციის წარმატება მაინც არაა გარანტირებული, რადგან ჯერჯერობით არცერთ ექიმს არ მოუხერხებია ზურგის ტვინთან დაკავშირება. სპირიდონოვს კარგად ესმის რისკები და მაინც მზადაა პროცედურის გასავლელად.

„კანავეროს გამოთვლების მიხედვით, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, 2 წელი ის დროა, რომელშიც ყველა მეცნიერული მოლოდინი უნდა გამართლდეს და პროცედურის დეტალები დაიგეგმოს”, ამბობს სპირიდონოვი. „ეს შეჯიბრი არაა. ეჭვგარეშეა, რომ ოპერაცია მხოლოდ მაშინ ჩატარდება, როცა ექიმები და ექსპერტები 99%-ით დარწმუნდებიან თავიანთ წარმატებაში”.

კანავეროს გუნდში იქნება ჩინეთში მდებარე ხარბინის სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგი ქსიაოპინგ რენი. რენისთვის თავის გადანერგვა უცხო ხილი არ გახლავთ, რადგან მსგავსი რამ 1000 სხვადასხვა თაგვზე გამოსცადა. 10 საათიანი პროცედურის შემდეგ თაგვები სუნთქავდნენ, სვამდნენ და ხედავდნენ კიდეც. თუმცა რამდენიმე წუთზე დიდხანს ვერცერთმა იცოცხლა.

რენი თაგვებზე მხოლოდ რამდენიმე წელია, მუშაობს. თუმცა თავის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია 45 წლის წინ განხორციელდა. 1970 წელს დოქტორმა რობერტ უაითმა, კეის-ვესტერნ-რეზერვის სამედიცინო სკოლის ქირურგმა, წარმატებულად გადაუნერგა რეზუსის სახეობის მაიმუნის თავი ახალ სხეულს. პროცედურის დასრულების შემდეგ მაიმუნმა რეანიმაციის გზით 9 დღე იცოცხლა, ვიდრე თავმა საბოლოოდ არ უარყო ახალი ორგანიზმი. ზურგის ტვინთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ამიტომ მაიმუნის სხეული გადანერგილი თავის ქვემოთ სრულად პარალიზებული გახლდათ.

ქირურგების დუეტი შემდეგ ორ წელს დამღლელი 36 საათიანი პროცედურისთვის მზადებაში გაატარებს. როგორც კი ფრთხილად მოაშორებენ ზურგის ტვინს – პროცედურის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – თავი დონორ სხეულში გადაინაცვლებს. შემდეგ კი ყველაზე რთული ნაწილი მოდის: ზურგის ტვინთან დაკავშირება. კანავერო გამოიყენებს პოლიეთილენგლიკოლს – შენაერთს, რომელიც ცნობილია ცხიმოვანი უჯრედების მემბრანების შეთავსების თვისებით. რენი ამ წლის ბოლოს კანავაროს ტექნოლოგიას თაგვებსა და მაიმუნებზე გამოცდის.

ბევრი პროფესიონალი მედიკოსი ამ პროცედურას მხარს არ უჭერს, არაბუნებრივსა და შეუძლებელს უწოდებს. ასეთი რთული ქირურგიული ოპერაციიდან გადარჩენის შანსი დაბალია, თუმცა წარმატების შემთხვევაში მოძრაობის უნარს მოკლებულ ადამიანებს შეიძლება დამოუკიდებლად ცხოვრების შანსი მიეცეთ. ხოლო ზოგისთვის, როგორიც სპირიდონოვია, ეს ყველაფერი რისკზე წასვლად ღირს.

iflscience.com

Advertisements

3 responses to “ადამიანის თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2017 წლისთვის დაიგეგმა

  1. David Namdvili 14/09/2015, 12:57 AM

    მე არ მჯერა რომ მაგას შეძლებენ ჯერ.
    წესით 1 მილენიუმი დააგვიანდება.

    Like

  2. aleqsandre 15/09/2015, 9:30 PM

    აბსოლუტურად რეალურია

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: