მითები ათეიზმსა და ათეისტებზე


სხვადასხვა პერიოდში ათეიზმზე მრავალი მცდარი მოსაზრება გავრცელდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან ზოგჯერ თავად ათეიზმის განმარტებაც კი დავის საგანია. ეს მოსაზრებები ეხება როგორც ზოგადად ათეისტებს, ისე მათ იდეოლოგიას, შეხედულებებს, ცხოვრების სტილს და ა.შ. ზოგიერთ მათგანში სიმართლის მარცვალი დევს, ზოგი კი თავიდან ბოლომდე მცდარია.


 

● ათეიზმი ღმერთის უარყოფაა, რაც რწმენას მოითხოვს.
ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ათეიზმზე მისი განმარტებაა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ათეიზმი ნიშნავს ღმერთის არსებობის უარყოფას, მაგრამ ამ მსჯელობაში ორ შეცდომას ვხვდებით. პირველი, მოსაუბრე, როგორც წესი, ასკვნის, რომ ათეიზმი კონკრეტულად მის ღმერთს (იუდო-ქრისტიანულ-ისლამური) ეხება. მეორე, ის ათეიზმის მხოლოდ ერთ მხარეს განიხილავს და გამორიცხავს სხვებს. სტანდარტული ლექსიკონები ნაკლებად განმარტავენ მას, როგორც ღმერთ(ებ)ის უარყოფას, არამედ განიხილავენ, როგორც ღმერთ(ებ)ის მიმართ ურწმუნოებას. ურწმუნოება არ უტოლდება უარყოფას, არამედ უფრო მეტად რწმენის არქონას ან სკეპტიციზმს უახლოვდება.

 

● არგუმენტების არარსებობის გამო ათეიზმიც ისეთივე რწმენაა, როგორც თეიზმი.
ხშირად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ნებისმიერი ღმერთის არსებობაზეც და არარსებობაზეც არგუმენტებს თანაბარი ღირებულება აქვთ, ამიტომ ათეიზმი რწმენაა. რეალურად ეს მიდგომა არასწორია. ზებუნებრივი და უჩვეულო მოვლენის ან არსების მიმართ ლოგიკური პოზიცია არის სკეპტიციზმი და მისი ბრმად მიღების უარყოფა, სანამ მტკიცებულება არ იქნება წარმოდგენილი. ადამიანის არსებობის ისტორიაში კი ათასობით ღმერთის იდეა გაჩნდა და ჯერჯერობით ვერცერთი მათგანის არსებობა ვერ დამტკიცდა.

 

● ათეიზმისა და სეკულარიზმის სახელით უფრო მეტი ადამიანი დაიხოცა, ვიდრე რელიგიების.
ათეისტები ხშირად აკრიტიკებენ რელიგიებს გამომდინარე წარსულში მომხდარი მოვლენებიდან, როცა მორწმუნეები ღმერთის სახელით მრავალ ამაზრზენ დანაშაულს ჩადიოდნენ. განსხვავებული რელიგიური შეხედულებები იწვევდა მკვეთრ დაპირისპირებას, რასაც საბოლოოდ სისხლისღვრა მოჰყვებოდა ხოლმე. შეიძლება თუ არა იმავეში დადანაშაულდეს ათეიზმი, თუნდაც საბჭოთა კავშირის სისხლიანი პერიოდის გამო? არა, რადგან ათეიზმი არ წარმოადგენს იდეოლოგიას ან ფილოსოფიას. რუსეთისა და ჩინეთის მთავრობები ათეისტებიც იყვნენ და სეკულარისტებიც, მაგრამ ხალხს არც ათეიზმის სახელით ხოცავდნენ და არც სეკულარიზმის. ათეიზმი არ მოიცავს რაიმე სახის დოგმას, იდეას, პრინციპებს ან რწმენის სისტემას, რომ ადამიანს მკვლელობისკენ უბიძგოს. მისი ერთადერთი პუნქტი რწმენის არქონაა. ხოლო ნაცისტები, რომლებიც ბევრს ათეისტები ჰგონია, ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერი ღმერთისგან იყო გამოგზავნილი, რათა გერმანელი ხალხი აღეზევებინა.

 


● ათეისტები რელიგიებს უარყოფენ, შესაბამისად მათ არ აქვთ მიზეზი, იყვნენ მორალური ადამიანები.
რელიგიურ თეისტებს მათი რელიგია, ღმერთი და წმინდა წიგნები სთავაზობენ ცხოვრების პრინციპებს, მორალურ და ეთიკურ ღირებულებებს. ამის გამო ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ თუკი ათეისტი განდგომილია რელიგიისგან, რა მიზეზი უნდა ჰქონდეს მას, რომ იყოს ზნეობრივი ან სულაც შეძლოს იმის გაგება, რას წარმოადგენს მორალური ქცევა? რეალურად, ათეისტები ისევე განიცდიან სიყვარულს და ისევე შეიძლება გამოავლინონ ალტრუიზმი, როგორც მორწმუნეებმა. უბრალოდ ათეისტები საკუთარ მორალს აყალიბებენ გარემო პირობებიდან და იმ ცოდნის საფუძველზე, რაც კაცობრიობამ თავისი განვითარების პერიოდში დააგროვა. უფრო მეტიც, ათეისტური თვალთახედვით, სიკეთე უფრო მეტად ფასდება, როცა მისი მამოძრავებელი ფაქტორი არაა სამოთხის მიღების სურვილი ან ჯოჯოხეთის შიში.

 

● ათეისტები ადიდებენ სატანას, ფულს და ა.შ.
გარდა იმისა, რომ ეს მოსაზრება არასწორია, დამატებით მოიცავს მცდარ აზრს, რომ ვინმეს ან რაიმეს დიდება ადამიანის ფუნდამენტური ნაწილია და მის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგია და რწმენა ზოგიერთი ადამიანისთვის, არასწორია მათი განზოგადება, რადგან არსებობენ ისეთებიც, ვინც ამ ორი პუნქტის გარეშე ახერხებს ცხოვრებას. გარდა ამისა, რელიგიებისა და ღმერთის მიმართ რწმენის არქონა თავისთავად მიანიშნებს იმაზეც, რომ ათეისტები სატანის (ისევე როგორც ღმერთის) არსებობას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.

 

● ათეიზმი ამბოხების ან ამპარტავნების შედეგია.
ხშირად აბრალებენ ათეისტებს, რომ მათი პოზიცია წარმოადგენს ღმერთის, რელიგიის, ეკლესიის, ოჯახის, სასულიერო პირების და ა.შ. მიმართ განხორციელებული ამბოხების შედეგს ან სულაც გადაჭარბებული სიამაყის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ მოსაზრების ძირითადი გამავრცელებლები ქრისტიანები არიან, რადგან ბიბლიაში წერია, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზები იყო სატანის ღმერთთან დაპირისპირებისა და შემდეგ დაცემის ხელშემწყობი ფაქტორი. ათეისტთა გარკვეულ ნაწილს ნამდვილად შეესაბამება ეს მოსაზრება, მაგრამ არა ყველას და არც უმრავლესობას. ათეისტად გახდომის ძირითადი მიზეზი იმის გააზრებაა, რომ რელიგიებში ასახული ზებუნებრივი არსებებისა და მოვლენების მტკიცებულება არ არსებობს. გარდა ამისა, ეს მოსაზრება სწორიც რომ იყოს, არ ნიშნავს, რომ რელიგიური პოზიცია მართებულია და უფრო მეტ სიმართლეს შეიცავს, ვიდრე ათეისტური.

 

● ათეისტებს არასდროს უცდიათ ღმერთის პოვნა.
რელიგიური ადამიანები ხშირად აცხადებენ, რომ ათეისტად გახდომის მიზეზი მცდელობის ნაკლებობაა და მათ უბრალოდ ვერ გაიგეს რელიგიის არსი. ხოლო იმის შეხსენებისას, რომ ბევრი ათეისტი წარსულში მორწმუნე და ზოგჯერ საკმაოდ ძლიერი რელიგიური პიროვნება იყო, ამბობენ, რომ ისინი არასდროს ყოფილან „ნამდვილი” მორწმუნეები. მაგალითად, ქრისტიანები ირწმუნებიან, რომ თუ ადამიანი კარგად გაიცნობს ღმერთსა და იესო ქრისტეს, არასდროს მიატოვებს ქრისტიანობას. ეს მიდგომა ლოგიკაში დარღვევად ითვლება, რადგან საწყის წერტილად იღებს ისეთ მოსაზრებას (ღმერთის არსებობა), რაც დავის საგანია.

 

● რელიგიური გამოცხადებები და სასწაულები ღმერთის არსებობას ამტკიცებს.
ბევრ ადამიანს სწამს, რომ მას ანგელოზი, ღმერთი ან წმინდანი გამოეცხადა, ან ეს სამყარო დატოვა და დროებით სამოთხე და ჯოჯოხეთი მოინახულა. ათეისტებისთვის პირველი პრობლემა ამის დაჯერებაა, რადგან სკეპტიკოს ადამიანს რაიმეს სანდოდ აღიარებისთვის მაღალი სტანდარტები აქვს და რელიგიური განცდები მასში ვერ ჯდება. მეორე პრობლემა კი მსგავსი შემთხვევების მრავალგვარობაა. უამრავ რელიგიაში ხდება გამოცხადებები და «ზებუნებრივი» მოვლენები, რომლებიც რიგ შემთხვევებში მკვეთრად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ცხადია, ყველა მათგანი სწორი ვერ იქნება და მიუკერძოებელი ადამიანის წინაშე დგას საკითხი, რა კრიტერიუმით აარჩიოს, რომელია ნამდვილი? რეალურად ასეთი კრიტერიუმი არ არსებობს, უფრო სწორად არის რამდენიმე, მაგრამ ისინი რწმენას მოითხოვენ. იგივე ეხება სხვა სახის სასწაულებსაც – ისინი უმეტესწილად ან კონკრეტული პიროვნების მიერ შექმნილი ფარსია, ან რაიმე სახის ბუნებრივი მოვლენა, ან უბრალოდ მიუწვდომელია სკეპტიკოსებისთვის, რომ გამოიკვლიონ და თავიანთი აზრი გამოთქვან.

 


● ათეიზმი მძიმე ბავშვობის შედეგია.
მორწმუნეთა ნაწილის აზრით, ადამიანი იმიტომ კარგავს რწმენას, რომ ბავშვობაში მცდარ ან «ცუდ» რელიგიასთან მოუწია შეხება. ამის შედეგად თეისტები რწმუნდებიან თავიანთ პოზიციაში, რომ «ცუდ» რელიგიას მათთან საერთო არაფერი აქვს და ჭეშმარიტებას მიჰყვებიან, რომ ათეისტური კრიტიკა არ ეხება მათ რწმენას და ურწმუნოებმა რომ გაიგონ მათ რელიგიაზე, ათეიზმს მიატოვებენ. რეალურად ამ მოსაზრებებიდან არცერთია სწორი, თუმცა გარკვეულწილად სიმართლის მარცვალიც დევს. საქმე იმაშია, რომ თუკი ადამიანი მშვიდ გარემოში იზრდება, სადაც რელიგიას პოზიტიური ელფერი აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, მასში ეჭვი შეიტანოს (თუმცა არც გამორიცხულია). ხოლო როცა ხედავს, რომ რელიგიის სახელით ბოროტება ხორციელდება, რომ მას ცუდი მიზნებისთვის იყენებენ, დაფიქრდება, რა დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან და რა არის რელიგიის საფუძველი. თუმცა ამ მითის პრობლემა ერთი მხრივ მის განზოგადებაშია, მეორე მხრივ კი – კონკრეტული პიროვნების საფუძველზე ათეიზმთან ბრძოლა. ათეიზმთან დასაპირისპირებლად საჭიროა თავად ათეიზმის კრიტიკა და არა მის უკან მდგომი ადამიანებისა.

 

● გასაჭირში ათეისტები ღმერთს ახსენებენ.
ამ მითის მრავალი ვარიაცია არსებობს, ძირითადი იდეა კი ისაა, რომ ათეიზმი პრობლემებისგან თავისუფალი ადამიანების ფუფუნებას წარმოადგენს და შიშის ან სისუსტის შეგრძნებისას გულის სიღრმეში ისევ რელიგიას უბრუნდებიან. მორწმუნეთა აზრით, რელიგიას ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს, გასაჭირში ეხმარება და ამშვიდებს. მაგრამ ათეისტები იაზრებენ, რომ რელიგიის მიღების შემთხვევაში მღელვარებისა და შიშის მიზეზიც ემატებათ. თუკი ღმერთი მართლაც ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა, როგორც ბევრი რელიგია აღწერს, მაშინ ადამიანს უწევს, მასთან სამუდამო ურთიერთობა ჰქონდეს, რომლისგან თავის დაღწევაც შეუძლებელია – მაგალითად, ცუდი საქციელისთვის სამუდამოდ ჯოჯოხეთში იქნება. ამას დამატებული ისიც, რომ არაფერი კეთდება დედამიწაზე დატრიალებული ბოროტების (მაგალითად ჰოლოკოსტი) შესაჩერებლად.

 

● ათეისტები ღმერთზე არიან გაბრაზებული.
ათეისტები ხშირად შენიშნავენ ხოლმე იმ ლოგიკურ წინააღმდეგობებს, რაც რელიგიურ მსჯელობებში არსებობს – ღმერთი საუკეთესო თვისებების მქონე და ყოვლისშემძლე არსებაა, მაგრამ ბოროტებას მაინც აძლევს არსებობის უფლებას. ამის შედეგად მორწმუნეები ასკვნიან, რომ ათეისტები ღმერთზე გაბრაზდნენ. რეალურად, შეუძლებელია გაბრაზდე იმაზე, ვისი არსებობისაც არ გწამს. ათეისტი ისევე ვერ გაბრაზდება ბიბლიურ ღმერთზე, როგორც ზევსზე, ოდინზე, ანუნაკზე და ა.შ. იმ რელიგიური სისტემის კრიტიკა, რომელიც ათეისტისთვის მიუღებელია, არ ნიშნავს ამ რელიგიის მიერ უზენაესად აღიარებულ არსებაზე გაბრაზებას ან განაწყენებას.

 

● ათეისტური სიცოცხლე მოსაწყენი და ერთფეროვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ათეისტები არ აღიქვამენ ადამიანურ გრძნობებს ზეციურ საჩუქრად და ყოვლისშემძლე არსების მიერ გაღებულ მოწყალებად, მათ არაფერი უშლით ხელს იმაში, რომ უყვარდეთ, შექმნან ბედნიერი ოჯახი, გაერთონ მეგობრებთან, ჰქონდეთ ჰობი, შესაბამისად იყვნენ ბედნიერები და იცხოვრონ სრულფასოვნად. უფრო მეტიც, ბევრი ათეისტი მიიჩნევს, რომ რწმენის არარსებობა ამ საქმეში ხელის შემწყობიც კია. თუკი სიკვდილის შემდეგ ცხოვრება არ არსებობს, მაშინ ჩვენი ამქვეყნიური არსებობა კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია და მაქსიმალურად დადებითად უნდა იქცეს.

 


● ათეისტებს არ შეუძლიათ ღმერთის არარსებობის დამტკიცება.
ეს მართლაც ასეა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მტკიცების ტვირთი ათეისტებზე არაა. ათეისტების არგუმენტი ის კი არაა, რომ ღმერთის არარსებობა დამტკიცდა, არამედ ის, რომ ღმერთის არსებობა არ დამტკიცებულა და ამიტომ სკეპტიკურ პოზიციას იკავებენ. რამდენად ლოგიკური იქნებოდა თოვლის კაცის (იეტი) დაჯერება იმ მოტივით, რომ მისი არარსებობა არავის დაუმტკიცებია? როგორც ცნობილმა ასტრონომმა, სკეპტიკოსმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა კარლ საგანმა (1934-1996) ერთხელ განაცხადა, „ექსტრაორდინარულ განცხადებას ექსტრაორდინარული მტკიცებულებები ესაჭიროება”.

 

● ადამიანი მინიმუმ იმიტომ არ უნდა იყოს ათეისტი, რომ ჯოჯოხეთი აიცილოს თავიდან.
ეს მტკიცება თავისთავად აბსურდულია, რადგან ჯოჯოხეთის ცნება რამდენიმე რელიგიაში არსებობს და გამოდის, რომ ადამიანი ყველა მათგანს უნდა გაჰყვეს და რამდენიმე ღმერთს ემსახუროს, რაც შეუძლებელია განსხვავებული დოგმების გამო. გარდა ამისა, თუკი ღმერთი მართლაც ყოვლისმცოდნეა, მისთვის ადამიანის ქცევის რეალური მიზეზის ამოცნობა რთული არ იქნება და არც ისე კმაყოფილი დარჩება, თუკი ათეისტი მხოლოდ ჯოჯოხეთის შიშით დაემორჩილა მას. ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანმა დაიჯეროს უცხოპლანეტელების არსებობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ შეიძლება ერთ დღესაც მოვიდნენ და კარგი ადამიანები თავიანთ პლანეტაზე, უკეთეს გარემოში წაიყვანონ.

 

● ათეისტები მეცნიერებას იყენებენ, რომ ღმერთის უარყოფა შეძლონ.
მეცნიერება არის სამყაროსა და სიცოცხლეზე კითხვების დასმისა და ამ კითხვებზე პასუხის მიღების მცდელობების სერია. მეცნიერები უბრალოდ ცდილობენ, მეტი გაიგონ ბუნებაზე, სამყაროზე და ის ფაქტი, რომ ახალი აღმოჩენები ეწინააღმდეგება ბიბლიაში რამდენიმე ათასი წლის წინ ჩაწერილ ფრაზებს, წინასწარგანზრახული არაა. ასევე მცდარია განცხადება, რომ მეცნიერები ღმერთის არარსებობის დამტკიცებას ცდილობენ. მეცნიერების შესწავლის სფერო არის მატერიალური და არა ზებუნებრივი საკითხები.

 

● ათეისტები კომუნისტები არიან.
ეს მცდარი მოსაზრება ცივი ომის პერიოდში გავრცელდა. მაშინ ხალხი შეცდომით ფიქრობდა, რომ ყველა რუსი კომუნისტი ავტომატურად ათეისტი იყო, შესაბამისად თუკი აშშ-ის ტერიტორიაზე ათეისტი გამოჩნდებოდა, ის ასევე კომუნისტი იქნებოდა. ათეიზმი არ მოითხოვს კომუნისტობას, რეალურად ათეისტები არ არიან შეზღუდული მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიების საკითხებში. მათ შეუძლიათ ნებისმიერი პოლიტიკური სისტემა აირჩიონ, როგორც კომუნისტური, ისე ლიბერალური ან კონსერვატორული. ყველა იმ ადამიანის კომუნისტად აღქმა, ვისაც ღმერთის არ სწამს, საკითხში გაუცნობიერებლობის ნიშანია.

Advertisements

74 responses to “მითები ათეიზმსა და ათეისტებზე

  1. Z E I T G E I S T 15/06/2012, 8:11 PM

    მშვენიალურია, ყოჩაღ ჩარლი! 😀

    Like

  2. michael 15/06/2012, 10:12 PM

    ვეთანხმები პოსტს…

    მეც ვაპირებდი ასეთი რამის დაწერას… ამოვიდა ეს მითები ყელში.

    Like

  3. marishkalia 15/06/2012, 10:35 PM

    ძალიან კარგი პოსტია და ზუსტად განმარტავს ყველაფერს! 🙂 როგორც იქნა გამოჩნდა ათეიზმის წესიერი განმარტება!

    Like

  4. Sgt. Pepper 15/06/2012, 11:27 PM

    კარგი პოსტია! ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი

    Like

  5. Mr. Nomad 16/06/2012, 1:43 AM

    ამდენი სტერეოტიპი დამღუპველია :/

    Like

  6. apollon201200 16/06/2012, 3:37 PM

    მე მაგალითად არ ვარ დარწმუნებული იმაში რას ვფიქრობ ღმერთის არსება არარსებობაზე შეიძლება არსებობდეს შეიძლება არა იმდენი მელაპარაკეს ღმერთი ასე დამეხმარა ისე დამეხმარა … მე რატომ არ დამხმარებია? ეკლესიაში რომ არ დავდივარ? თუ მხოლოდ იმისთვის ვივლი და მეწამება ის რომ ჯოჯოხეთში არ მოვხვდე შეიძლება სამოთხე მარგუნოს მაშინ მან ანუ ძაან მითიური სიტყვაცია იქმნება ეხლა მაგალითად უმეტესწილად ურწმუნო ვარ და მაგრამ რატომღაც 5 დღის წინ აბაზანაში ვიყავი ხელებს ვიბანდი და ძაან სიჩუმე ჩამოწვა და შუქი რომ ჩავაქრე და ოთახისჯენ მივდიოდი სულ სიბნელე იყო და ავტომატურად ჩემ ნათლობის ჩვარს მოვკიდე ხელი სანამ საძინებელ ოთახამდე მივიდოდი და უფალო შემიწყალეს ვამბობდი ერთი 3 წუთი ესე რომ არ მოვქცეულიყავი სიბნელიდან კაცი გამოხტებოდა და დანას ჩამარტყავდა რატომღაც ძაან მეშინოდა ისეთი სიტყვაცია იყო იმ მომენტში და რაღაცნაერად თითქონს დამეხმარა ის ან ფსიქოლოგიურად დავაწყნარე ჩემი თავი მაგრამ ზუსტად 50 % 50 პროცენტზე ვარ არ ვიცი არ სებობს თუ არა და დედაჩემს ვუმტკიცებ რომ ღმერთი არ არსებობს ის მიმტკიცებს რომ არსებობს … რატო ვარ ამ თემაზე ასე ჩაციკლული სხვა რატომ არაფერზე არ ვფიქრობ გავიფიქრე და მიზეზი ვიპოვე მინდა რომ თავისუფალი ვიყო მეძავებში დავდიოდე ბეური ცოლები მოვიყვანო და მერე გავშორდე და მოხუცებს ადგილი არ დავუთმო ტრანსპორტში იმის შიშით რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები და ახლობლებზე სექსოალური ფანტაზიები მქონდეს და ამ აქიდან ჩამოთვლილთა ნახევარს ვაკეთებ უკვე აი მაგალითად იმის შიშით რომ ჯოჯოხეთში არ მოვხვდე მოხუცებს ვცდილობ ადგილი დავუთმო მაგრამ მე არც ისე კეთილი ადამიანი არ ვარ … ხანდახან ძაან კეთილი ვარ მაგრამ ცხოვრებაზე ნერვებმოშლილი ვარ და შეიძლება ამიტომ მინდა ღმერთი ვუარყო და ისე ვიცხოვრო როგორც მინდა ბეურჯერ მიფიქრია რომ თავი მომეკლა მაგრამ იმას შევუჩერებივარ რომ ღმერთი ჯოჯოხეთში გამიშვებდა როგორც მითხრეს ვერცერთი თვითმკვლელი სამოთხეში ვერ შევა და ჯოჯოხეთში დაიტანჯება უსასრულოდ სამარადისოდ აუტანელი ტანჯვით …. და ეს სიტყვები რომ არა შეიძლება ეს კომენტარი ვერ დამეწერა აქ :დდდ ეხლა ყველანაერად ვცდილობ ჩემი თავი დავარწმუნო რომ ღმერთი არ არსებობს იმისათვის რომ თავი მოვიკლა მაგრამ ამისთვის სათანადო ძალა არ მაქ და თავს ვერასდროს ვერ მოვიკლავ … მაგრამ ისიც მითხრეს თავის მოკვლა იმიტომ გინდა რომ ღმერთზე ასე ლაპარაკობო და ეშმაკი დაგეპატრონაო უცებ კი რომ გავიფიქრებ ეს ყველაფერი მაგარ სისულელედ მეჩვენება და ვიღლები ამ გაურკვევლობაში ყოფნით მაგრამ როცა რამის შემეშინდება ყოველთვის ღმერთს ვთხოვ შველას მაგრამ თუ მისი არ მჯერა მას რატომ ვთხოვ დახმარებას ? ალბად ისეთი მარტოსული ვარ რომ სხვა არავინ მყავს რომ დაველაპარაკო : | მაგრამ ჩემი ასეთი მდგომარეობა რამ გამოიწვია? მხოლოდ იმან რომ ღმერთის არსებობა არ არსებობის საკითხი ვერ გამირკვევია და თავის მოკვლა იმიტომ მინდა რომ გავიგო არსებობს თუ არა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე და თუ მოვიკლავ ვფიქრობ რომ მოვხვდები სამოთხეში მაგრამ მერე მახსენდება რომ თუ სამოთხე არსებობს ჯოჯოხეთიც იქნება და იქ გამიშვებენ მაგრამ რატო მგონია რომ მაინც სამოთხეში მოვხვდები? იმიტომ რომ არ მჯერა ჯოჯოხეთის არსებობის ამით გამოდის რომ არც სამითხის არსებობის მჯერა არც ღმერთის მემგონი მორწმუნეობა დაავადება რომელიც არ იკურნება ან ნახევრად იკურნება მაგრამ ჩემი მეორე 50 % მეუბნება რომ მწარედ ვცდები და ამ ცდომილების გამო ჯოჯოხეთში მოვხვდები : | ამდენ გაურკვევლობას ჯობდა და ტანჯვას დედამიწაზე იმის ფიქრით რომ ჯოჯოხეთში არ მოვხვედრილიყავით საერთოდ არ გვცოდნოდა რომ ღმერთი არსებობს ან არ არსებობს და თუ სამოთხე არსებობს ყველანი იქ მოვხვედრილიყავით სიკვდილის შემდეგ ბიბლია წერს რომ ადრე ადამი და ევა სამოთხეში გაჩნდენ და ისინი მართლა არსებობდნენ და იმის გამო გამოაგდეს იქიდან რომ რომელიღაც გაურკვეველი ხილის ნაყოფი იგემეს და არა ვაშლის როგორც ბიბლიაში წერია და ბიბლიაში რაც წერია ახლა რასაც ვუყურებ ზღაპრად მეჩვენება როგორც ძველი ბერძნული მითების წაკითხვისას და უბრალოდ ძლიერ გაურკვევლობაში ვარ და წესით გოგოებს უნდა ვკერავდე და სექსით ვიყო ეხლა ზაფხულში დაკავებული მაგრამ დღეში 3 საათი ღმერთის არსებობა არარსებობის თემაზე ვფიქრობ … : | და ცხოვრება შემზიზღდა უკვე თან ისე ცხელა : | ღმერთო ჩემო რამხელა კომენტარი დავწერე რასაც ვფიქრობდი ყველაფერი ამ კომენტარში ჩავტენე ეჰჰჰ .. წავედი რამე სიმღერას მოვუსმენ : |

    Like

    • apollon201200 16/06/2012, 3:41 PM

      უი ის რომ დავწერე ვიღაც დანას ჩამარტყავდავო ხომ კითხვისნიშნები დავავიწყდა :DDDDDDDDD ანუ მაგ მომენტში საშინელებათა ფილმს ვუყურე და მეშინოდა და … ასე მეგონა ურჩხულები შემჭამდნენ :DdddD

      Like

    • Charlius 16/06/2012, 4:03 PM

      თავის მოკვლაზე მარტო მაგიტომ ფიქრობ თუ სხვა მიზეზიც გაქვს? თუ მარტო მაგის გაგება გინდა, ადრე თუ გვიან ყველა ვკვდებით და მაგის გაკეთება არ ღირს, მითუმეტეს რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს და სიცოცხლე ერთხელ ეძლევა ადამიანს. შენი კომენტარიდან გამომდინარე, აგნოსტიკოსი ათეისტი ხარ, ანუ რწმენა არ გაქვს, მაგრამ ცოდნიდან გამომდინარე ვერ ასკვნი, ღმერთი არსებობს თუ არა. ეგ ბუნებრივიცაა, დღევანდელ ადამიანს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია, რომ მაგ საკითხზე 100%-იანი სიზუსტით რამე განაცხადოს.

      ჯოჯოხეთის შიშით სიკეთის ქმედებას აზრი არ აქვს, გინდა ათეისტური და გინდა რელიგიური კუთხით. ასე რომ ჯობია ისე მოიქცე, როგორც შინაგანად გინდა (გარდა თავის მოკვლისა), სამაგიეროდ ეგ ქმედება გულწრფელი იყოს და საკუთარ თავთან არ მოდიოდე წინააღმდეგობაში. რწმენაში ეჭვი დიდი ხანია შეგეპარა? თუ არც ისე დიდი ხანია, მაშინ ბუნებრივია, ორჭოფობა თან ახლავს ამ პროცესს, რელიგიური მხარის დათმობა და გონებიდან ამოძირკვა რთული პროცესია

      Like

      • apollon201200 16/06/2012, 5:40 PM

        სხვა მიზეზებიც მაქ მაგრამ ეგ გრძელი ამბავია თუ რა .. მარა იმდენი ვიფიქრე არსებობს თუ არა რამე სიკვდილის შემდეგო გაგების უმარტივესი გზა გადავწყვიტე თავის მოკვლა მარა იმხელა ძალა არ მაქ რომ ეგ ვქნა :დ

        დაახლოებით ორი თვეა ეჭვი შემეპარა რელიგიაში აქამდე რასაც მეუბნებოდნენ ბრმად მჯეროდა მაგრამ კარგად თუ დაუფიქრდება ადამიანი ეჭვის შეპარვის მრავალი საფუძველი არსებობს რაც ეჭვი შემეპარა იმის მერე მელაპარაკებიან რომ ვცდები მაგრამ მაგალითად ჩემი ერთი მასწავლებელია ძალიან ძალიან მორწმუნე და მასთან სამეცადინოდ რომ მივდიოდი 1 საათი მამეცადინებდა 1 საათი რელიგიაზე მელაპარაკებოდა საერთოდ იმდენს ლაპარაკობს რომ გაგიჟდება ადამიანი გაჩუმებული როგორია თუნდაც 1 წამით ვირცკი წარმოიდგენს ადამიანი მსოფლიო მაშტაბის ფენომენია 😀 და მეუბნებოდა ოთხშაბათს და პარასკევს ხორცი არ ჭამო შაბათს დილა საღამოს ეკლესიაში მოდიო კვირას ეზიარებიო მერე მანამდე აღსარებასაც იტყვიო მერე ერთი ბერი არის ჩვენთან ახლობელიო იმასთან მიგიყვანთ და დაელაპარაკები ხოლმეო დღეში 2 ჯერ ლოცვები წაიკითხეო და რავი იმდენ რაღაცეებს მეუბნებოდა გავგიჟდი კინაღამ 10 წლამდე დედაჩემი ამ ყველაფერს მაკეთებინებდა მარა მერე რაღაც საქმეები დაიწყო და რო მუშაობს ისეთი დაღლილია სულ რო რავი და ვინც ეზიარებაო მაშინვე ვთქვათ ზიარებიდან 1 საათის მერე რომ მოკვდეს ადამიანი ეგრევე სამოთხეში აყავთ ანგელოზებს რაღაც წიგნში წავიკითხე და ბეური რაღაცეები ეწერა იმ წიგნში აღწერილი იყო რეალური ისტორია რომელიც აღწერს როგორ გახადა მართლმადიდებლები ერთმა მოხუცმა კაცმა ათეისთა კრებაზე ყველა ათეისტი და ისეთი წიგნია რომ საინტერესო იქნება ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებისათვის მაგალითად ერთი არგუმენტი იყო ადამიანს ხომ შეუძლია რომ ააშენოს ლამაზე ციხესიმაგრე რომელიც ულამაზესი ქანდაკებებით იქნება მორთული და გალამაზებული შესანიშნავი კერამიკით და მეტლახით და ხალიჩებით მაგრამ ის მასალა რაც ამ ყველაფრის აშენებას დასჭირდება რომ დავაწყოთ იმავე ადგილას და თუნდაც 2 000 000 000 წელი დავიცადოთ ასეთი შესანიშნავი ხელოვნების ნიმუში ულამაზესი სასახლე თავისით ასენდება ხელის დაუკარებლად? თუნდაც ავაფეთქოთ იქაურობა? თავისით მოიქსოვა ხალიჩები და კერამიკული ჭურჭელი თავისით დამზადდებაო? ეს ხომ სისულელეა მილიარდობით წელიც კი უკვე გამზადებული მასალა რომ ეწყოს იქ თავისით ვერანაერად ვარ წარმოიშობა ასეთი ხელოვნების ნიმუშები და დავინჩის ქანდაკებაც ბუნების ძალით ვერასოდეს ვერ დაედგმება იმ შენობას სახურავზე ეს ხომ სისულელეა ეს მხოლოდ ადამიანის ძალით შეიძლება განხმორციელდესო და თქვენ გინდათ მითხრათ რომ შესაძლებელია არაფრიდან გაჩენილიყო სრულყოფილი არსება ადამიანი კიდევ ცხოველები მცენარეები ფრინველები ამდენნაერი განსხვავებული არსება თუნდაც ფუტკრები ყველაფერი ისეა სამყაროში მოწყობილი რომ ძნელია რაიმე ნაკლი იპოვოს ადამიანმა თუნდაც იმ კაცის ამბავი რომელმაც თქვა რომ გოგრა ასეთ პატარა ყუნწზე რომ არის მიმაგრებული მიწაზეო და ამოდენა კაკლის ხელეო ასეთი პატარა კაკლები რომ არისო როგორ შეიძლებაო ღმერთმა ასე ცუდად რატო გააკეთაო და ერთხელ კაკლის ხის ქვეშ იჯდა და თავში კაკალი მოხვდა და კოპი დაედო და უცებ წარმოიდგინა რომ ამ კაკლის მაგივრად გოგრა რომ ყოფილიყო და თავში მოხვედროდა ხომ ადგილზევე მოკვდებოდა მერე მიხვდა თავისი ნათქვამის შეცდომას და შესაძლებელია რომ ადამიანი ხელშეუხებლად გაჩნდეს ყოველგვარი საჭირო მასალის გარეშე? აფეთქების შედეგად? მეცნიერებს შეუძლიათ რომ მასალის გარეშე რაიმე ცხოველი გამოიგონონ? ან როგორი მასალით უნდა შექმნან ისინი ლომი ლომია ადამიანი ადამიანია ჭიანჭველა ჭიანჭველაა ,, ჭიანჭველას რომ ლომიზ ზომა ქონოდა?

        Like

        • apollon201200 16/06/2012, 5:52 PM

          და თუკი ელემენტარული შენობაც კი ვერ აშენდებოდა თავისით როგორ უნდა გაჩენილიყო კოსმიური წვნიათით ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს შექმნიდა და ამდენ რამეს გამოიგონებდაო ეხლა რაც ზეპირად მახსოვდა იმ წიგნიდან ის მოვყევი და რავი აბა რაც ამ საიტზე იყო კოსმესზე თეორიებზე დაწერილი ყველაფერი წავიკითხე მგონი და კომენტარებიც რაც მის ქვემოთ ეწერა და ცალკე რელიგიური კუთხიდანაც რომ ვუდგები ამ თემას და სხვა მრავალი კუთხიდანაც ჩემი აზრით რელიგია იმისთვის არის საჭირო რომ ადამიანებმა ისე არ ქნან რომ ერთმანეთი დაცოხონ და კაცობრიობა გაანადგურონ და გადავშენდეთ რაც შეეხება ღმერთის არსებობას ის თუარა რატომ როგორ ვართ აქ? მეცნიერების თქმით ისე უბრალოდ შემთხვევით მაგრამ ამ ისე უბრალო შემთხვევითს ეს სიტყვები ისეთი სულელი მეცნიერის წარმოთქმულს გავს რომ … მაგრამ როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ისეთი დიადი არსებო რომელსაც შეუძლია რომ ყველაფერი სიტყვით შექმნას არაფერისგან ან როგორ შეიძლება მარად ყოფილიყო და არაფერი არ შეექმნა ღმერთი ვიგებთ სიტყვებს ამ კითხვის დასმის დროს იმიტომ რომ ის ღმერთია მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია და ალბათ შეიძლება არსებობს მაგრამ ჩვენი გონება მას ვერ აღიქვამს უბრალოდ და დედამიწა წინამოსამზადებელი ადგილია მისი შეცნობისთვის მაგრამ ასევე რელიგიურად დამტკიცებულია მართლმადიდებულ რწმენაში რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არსებობს მაგრამ რაცარუნდა ცუდი შვილი მყავდეს მე მას სამუდამო წამებისთვის გავიმეტებ თუნდაც მთელი ოჯახი დაგვხოცოს ? არა ! და ღმერთი რატო გაიმეტებს მას მითუმეტეს თუ ყველაზე მეტად ვუყვარვართ მას?

          Like

          • Charlius 16/06/2012, 6:30 PM

            მაგ კაცს გაუმართლა, ქოქოსის ხის ქვეშ რომ არ იყო 😀 სამყაროს შექმნას რაც შეეხება, თუკი მივუდგებით იმ ლოგიკით, რომ სამყარო ასეთი გასაოცარია და მას უნდა ჰყავდეს შემქმნელი, მაშინ ღმერთი უფრო გასაოცარია და მას უფრო რთული შემქმნელი უნდა ჰყავდეს და ასე ვივლით უსასრულოდ. უბრალოდ მორწმუნე მაგ ლოგიკას ღმერთთან ასრულებს (რაც ლოგიკაში ერთ-ერთი დარღვევაა), ათეისტი კი საერთოდ არ იყენებს. შესაბამისი ინფორმაციის სიმწირის გამო ადამიანის გონებისთვის ძნელად აღსაქმელია როგორც ის, რომ სამყაროს მიზეზი არ ჰქონია, ასევე ის, რომ სამყაროს ჰქონდა მიზეზი და ამ მიზეზს არ ჰქონდა მიზეზი.

            შორეულ წარსულში ღმერთ(ებ)ის ცნების შემოღებით იხსნებოდა ყველანაირი საკითხი, მათ შორის მზის დაბნელება, ვულკანის ამოფრქვევა, მზის ამოსვლა-ჩასვლა და ა.შ. მეცნიერების განვითარებამ კი არამარტო ეს საკითხები ამოხსნა, არამედ სიცოცხლესთან დაკავშირებული კითხვები, სამყაროს განვითარება, მოქმედების პრინციპი და ა.შ. ერთადერთი საკითხი, რაც საკამათოდ დარჩა, არის სამყაროს პირველმიზეზი, რადგან ამის ბოლომდე გაშიფვრის საკითხი ჯერ წინაა, საამისოდ მეცნიერება და ტექნოლოგია უფრო მეტად უნდა განვითარდეს. მაგრამ ერთი რამე შესამჩნევია – რასაც ადრე ზებუნებრივად თვლიდნენ, სრულიად ჩვეულებრივი და მათემატიკისა და ფიზიკის კანონების დონეზე ახსნადი მოვლენები ყოფილა.

            ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია, რომ სამყაროს მიღმა გონიერი არსება არ დგას, რადგან ამის ალბათობა დაბალია, მაგრამ უკიდურესად დაბალი ალბათობის მოვლენებიც ხორციელდება, მაგალითად ლატარიაში ჯეკპოტის მოგება.

            რაც შეეხება რელიგიებს, ბევრი ხარვეზია. თუნდაც ის, რომ 70-80 წლიანი არსებობის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის გამო ადამიანს ესჯება დაუსრულებელი ტანჯვა. ბრეივიკმა 69 ადამიანი დახოცა და ნორვეგიის კანონებით 21 წელი ესჯება, ღმერთის კანონებით კი – მუდმივი ჯოჯოხეთი. რა გამოდის, ადამიანი უფრო მოწყალეა? მეორე მხრივ, მილიონობით რელიგია, სექტა და მითოლოგია არსებობს, მიუკერძოებელი ადამიანისთვის შეუძლებელია ერთის არჩევა, იმიტომ რომ ყველას დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს, “ჭეშმარიტი” იყოს (იმის დაშვებით, რომ ერთი მათგანი მაინც ქადაგებს რეალობას). ამას დამატებული აბორტის დროს გარდაცვლილები, ან ისეთები, ვინც ქრისტიანობაზე არაფერი იცის (მაგალითად შუა საუკუნეების მაიას ტომი ან ვიკინგები). ასეთები, ბიბლიის მიხედვით, ვერ ცხონდებიან, რაც უსამართლობა გამოდის, უშანსოდ უცხოვრიათ.

            Like

          • ZuRa 26/06/2012, 10:28 PM

            აპპოლონ შენ 12–16 წლამდე ხარ 100% დავრწმუნდი, ეს არაფერ შუაშია ყურადღება არ გაამახვილო უბრალოდ…

            Like

        • ამოუცნობი გიჟი 18/06/2012, 2:14 AM

          უჰ! მეც მანდ ვარ ვერ გავრკვეულვარ……. ყოველდღე ვეცნობი ამ საკითხებთან დაკავშირებით “წერილებს” (თუ რაც ქვია) თემებს….. დაუფრო და უფრო ვიბნევი…..

          Like

    • dd 19/06/2012, 12:38 PM

      shishisa da gansacdelis dros gmerts imitom axseneb rom ubralod michveuli xar am mdgomareobashi gmerts daxmareba txovo. chemi azrit es srulebit chveulebrivi movlenaa da vfiqrob bevr ateists mosdis ase.
      ise chemi azrit ateisti met warmatebas agwevs cxvorebashi radganac mas aqvs sakurari tavis imedi da ara gmertis.
      volteri ambobs – religia rom ar arsebuliyo chven misi gamogoneba mogviwevda. am shemtxvevashi volteri ar adasturebs, rom gmerti arsebobs, is fiqrobs rom religia kacobriobistvis aucilebelia.
      mec mis azrze var. chemi azrit es asea tumdac imitom rom erti da igive mrwamsis xalxebs religia sababs adzlevs rom ertoba hqondet. religia umetes shemtxvevashi amjerad laparaki maqvs qristianobaze xalxs mouwodebs rom sikete aketos, swored amitomac ar “vqadageb” imas rom gmerti ar arsebobs da imas rom iyvnen chemnairebi.

      Like

      • Charlius 19/06/2012, 6:35 PM

        მართალი ხარ, მაგრამ ერთობას იწვევს ვიწრო არეალში, ფართო მასშტაბებში კი სისხლისღვრის მიზეზი ხდება.. თუნდაც ისლამი და ქრისტიანობა ავიღოთ, ისლამის დაარსებიდანვე სპორი აქვთ და დღემდე ასეა – ეგვიპტეში ყოველ შობასა და ახალ წელს კოპტებს ეკლესიებს უფეთქებენ

        Like

    • ZuRa 26/06/2012, 10:11 PM

      მაქედან გამომდინარე ადამის და ევას შვილებს ერთმანეთში ინცესტი ქონიათ ხომ? აბა როგორ გამრავლდებოდნენ თუ მარტო ეგ ორი “ადამიანი” დაიბადა თავიდან? 🙂 ესეიგი შენ როგორც ახსენე მაღლა ნათესავებთან სექსუალური კონტაქტიო თუ რაღაც ასეთიო მათაც ასე გაუკეთებიათ და მაგ საქციელთან დაკავშირებით ცუდი არაფერი წერია ბიბლიაში,როგორც მე ვიცი. ესეიგი ცოდვა არაა და ცოდვა ნუ გგონია ეგ :)) ასე გამოდის რა =)

      Like

      • Charlius 26/06/2012, 11:42 PM

        ინცესტი ნებადართული იყო და როგორც მახსოვს, მხოლოდ მოსეს დროს (და შესაბამისად, შემდგომ პერიოდში) აიკრძალა. ადამსა და ევას ბევრი შვილი ჰყავდათ და ისინი მრავლდებოდნენ ერთმანეთში.

        Like

        • ZuRa 27/06/2012, 12:01 AM

          შენი აზრით რატომ აიკრძალა? ნუთუ ღმერთმა შეცდომა დაუშვა ადამიანის შექმნის დროს? ბიბლიის მიხედვით ვიმსჯელოთ ამ შემთხვევაში

          Like

          • Charlius 27/06/2012, 2:15 AM

            ხალხი გამრავლდა და ინცესტის გარეშეც შეიძლებოდა გამრავლება. ძირითადი ახსნა ესაა

            Like

    • ZuRa 26/06/2012, 10:18 PM

      ხოლო რაც შეეხება “შიშის დაძლევას” როდესაც ღმერთზე ფიქრობ: ეგ ჩემი აზრით უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, რადგან შენ თითქმის ყველგან ხედავ ხალხს რომელთაც სჯერათ და სწამთ ღმერთის, აქებენ და ადიდებენ მას, მის სიძლიერეზე და ყოვლისშემძლეობაზე ქადაგებენ. შენ ფსიქოლოგიურად გექმნება იმის შეგრძნება რომ ასეთი ძლიერია ის და მეც დამეხმარება ესეიგი, თან მას ხომ ყველა ადამიანი უყვარს,როგორც იძახიან. უბრალოდ რო უყურებ ხალხს რომელთაც სჯერათ ღმერთს შენც გეუფლება იმის შეგრძნება რო მართლა არსებობს ის და მართლა გეხმარება, არადა ღმერთის “შემცვლელი” სხვა “რაღაც” რომ არსებობდეს და შენ მართლა გჯეროდეს შენ მას ახსენებ როდესაც შენ შეგეშინდება. ღმერთს ვერ ხედავ, “ყველა” მის გამორჩეულობაზე და განსაკუთრებულობაზე მიუთითებს, შენ კი სხვა რა გზა გაქ უფიქრდები, გაიფიქრებ რომ არ არსებობს, მაგრამ უცებ მოგივა აზრად ვაითუ არსებობს და ამის გაფიქრებისთვის მან დამსაჯოს? მტკიცებულების არარსებულობა მის არარსებულობაზე მიუთითებს. ბევრი უფიქრიათ ერთ დროს ასეთი “ფსიქოლოგიური იარაღის” შექმნაზე და როგორც ჩანს გამოუვიდათ.

      Like

    • გიორგი 13/09/2017, 1:40 PM

      სიკეთის კეთებას ჯოჯოხეთში მოხვედრის შიშით აზრი არ აქვს… სჯკეთე უნდა აკეთო გულით და არა შიშით… მაგ: შავკანიანები ძველად ემსახურებოდნენ თეთრკანიანს, რადგან ეშინოდათ და არა იმიტომ რომ უყვარდათ… ღმერთი უნდა გიყვარდეს ხოლო თუ არ გიყვარს უნდა გეშინოდეს. შენ უფრო ურწმუნო ხარ ვიდრე ათეისტი. ეძებე ღმერთი გულით და არა ცნობისმოყვარეობით და მას აუცილებლად იპოვნი

      Like

  7. Chumscrubber 16/06/2012, 10:43 PM

    ამაზე მეც რო არ დამეკომენტარებინა არ შემეძლო :))))
    დიდი ტექსტების წერას არ მოვყვები იმიტომ რომ ფორუმზე საკმაოდ ვიდავე და პასუხიც ისეთი მივიღე როგორსაც ველოდი
    უბრალოდ კიდევ ერთხელ დავწერ რომ ათეისტების თითქმის აფსოლიტურ უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს რას ნიშნავს რელიგიურობა და ზოგადი, ისევ მათ შორის გავრცელებული სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ რელიგიის შესახებ. თუნდაც ჩემს წინა პოსტში დადებული სურათი რომ ავიღოთ.
    ასე რომ მეგობრებო ცოტა უფრო დავფიქრდეთ როცა რელიგიას რომელიც სულის თავისუფლებას გვთავაზობს, ვუწოდებთ ადამიანის შემბოჭავ მექანიზმს 🙂

    Like

    • Charlius 17/06/2012, 12:53 AM

      მანდ ირონია უფროა, ადამიანობისთვის ბოდიშს რომ არ იხდიან, ეგ ცნობილია ისედაც 😀
      იმ დემოტივატორში სხვა რამეა გაზგასმული – მეცნიერება გთავაზობს ძიებასა და ინფორმაციას და სანაცვლოდ არაფერს გთხოვს, რელიგია კი გთავაზობს წინასწარ განსაზღვრულ დოგმებს და გაკისრებს ვალდებულებებს

      Like

      • Chumscrubber 17/06/2012, 4:35 AM

        მოდი სწორად ჩამოვაყალიბოთ, მეცნიერება გვთავაზობს ახალ ახალ ახსნებს რომლებსაც მერე ერთმანეთის მიყოლებით უარყოფენ ფაქტებით სხვა მეცნიერები და მგონი არ არის სწორი არჩევანი დროებით თეორიაზე დაყრდნობა და იმაში დანახვა სიცოცხლის არსის.
        რელიგია რომლის მოძღვრებაც არასდროს არ იცვლება, გთავაზობს გარკვეული ცხოველური თვისებებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ სამუდამო ცხონებას. თუ სურვილი გექნება ოდნავ განვავრცობ იმას რისგანაც თავის შეკავებას მოგიწოდებს რელიგია და მიხვდები რომ ამ შეზღუდვებით ცხოვრებით ბევრად უფრო კარგად (თავისუფლად) იგრძნობს ადამიანი თავს ვიდრე იმ თავისუფლებისას რომელსაც ათეიზმი გვთავაზობს.

        Like

        • apollon201200 17/06/2012, 8:19 AM

          და საიდან იცი ასე დაზუსტებით რომ ღმერთი არსებობს?

          Like

        • michael 20/06/2012, 6:27 PM

          ძალიან ცდები მეგობარო, მეცნიერება და რელიგია არ უნდა შეადარო სულ სხვადასხვა რამეა. მეორეც არ გესმის საერთოდ რა არის მეცნიერება და როგორ მოქმედებს. ფაქტის უარყოფა არასდროს ხდება, იმიტომ რომ ფაქტი დამტკიცებულია. სამყაროს აღქმის საზღვრები კი იზრდება ამიტომ, მეცნიერული ცოდნაც იზრდება რაც შენ გგონია რომ თითქოს იცვლება თავიდან ბოლომდე. სიცოცხლის არსი კი შენ უნდა შექმნა შენ უნდა განსაზღვრო, განცალკევებით სადმე ჰაერში არ კიდია, რომ აღოაჩინო. არც ვინმეს ძველ წიგნში არ წერია რომ ამოიკითხო და გაიგო.

          Like

  8. Chumscrubber 17/06/2012, 4:36 AM

    პ.ს. მომცემ გესტ პოსტის დაწერის უფლებას შენი პოსტის საპასუხოდ? :))

    Like

    • Charlius 17/06/2012, 10:50 AM

      ცხადია 🙂 wordpress.com-ზე თუ ხარ დარეგისტრირებული, იმეილი მითხარი და მოწვევას გამოგიგზავნი

      Like

      • Chumscrubber 19/06/2012, 1:36 AM

        გადავიფიქრე :))) მეზარება გრძელი პოსტების წერა, მაგრამ თუ მაინც დავწერე ოდესმე რამე ფორუმზე აუცილებლად დავწერ და შეგეძლება წაკითხვა

        Like

  9. apollon201200 17/06/2012, 8:24 AM

    ისე ამდენი ფიქრი არ შეიძლება რა მოქმედებს ნერვებზე ჯობია არ ვიფიქროთ რა არის სიკვდილის შემდეგ არის რამე თუ არა ყოველშემთხვევაში იქნება რამე თუ არა დედამიწაზე არამგონია მეორეჯერ დავბრუნდეთ და სანამ დრო გვაქ ჯობია გავერთოთ და რავი …

    Like

  10. busblogi 18/06/2012, 1:54 AM

    apollon201200
    მსგავსი განცდები, რომელიც კომენტარებში დაწერე, მეც მქონდა, როდესაც პირველად შემეპარა ეჭვი ღმერთის არსებობაში და ეს ერთგვარი კამათი და გაურკვევლობა ჩემ თავთან რამდენიმე წელს გაგრძელდა. თუ ნებას მომცემ, ჩემი რჩევა იქნება, ტრაგიკულად ნუ მიუდგები საკითხს, გაეცანი ორივე მხარეს, რელიგია – მეცნიერება. წაიკითხე სხვადასხვა რელიგიებზე, მეცნიერების დასკვნებზე, შედეგიც თავისით მოვა და რაც მთავარია მიიღე შენი თავი ისეთი როგორიც იქნები, თეისტი თუ ათეისტი. ნუ შეგეშინდება კითხვების დასმა!
    მორალს კი რელიგია არ განსაზღვრავს, შენით უნდა მიხვიდე იქამდე, რომ თუნდაც ავტობუსში ადგილის დათმობას ღმერთის ან სამოთხის გამო არ აკეთებდე.
    p.s იმის გასარკვევად ღმერთი ან ჯოჯოხეთი არსებობს თუ არა, თავის მოკვლა, რაღა თქმა უნდა, არასწორი ნაბიჯია მსუბუქად რომ ვთქვათ.

    სამწუხაროდ, ეს მითები რაც პოსტშია აღწერილი რეალობაა, ყველაზე პოპულარული მაინც ათეიზმის რელიგიასთან გაიგივებაა :))

    Like

    • ZuRa 26/06/2012, 10:39 PM

      ბოლოს რა აზრამდე მიხვედი ღმერთი არსებობს? ღმერთი ყველა ლოგიკით უნდა არსებობდეს გააჩნია ჩვენ რას დავარქმევთ ღმერთს, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს, არსებობს ღმერთი? მე მაგალითად ღმერთად იმას ვთვლი ვინც/რამაც შექმნა ჩვენი მზის სისტემა და მასში მცხოვრები ბიოლოგიური თუ არაბიოლოგიური ორგანიზმები. დანარჩენი დოგმები არ მაინტერესებს, ჩემთვის სულ ერთია. ახლა კი შენი აზრი მაინტერესებს, არსებობს ღმერთი?

      Like

      • busblogi 26/06/2012, 10:49 PM

        არა, ჩემი აზრით, ღმერთი არ არსებობს. თუმცა შენი პოზიციაც მისაღებია, მაგრამ მე მაინც მირჩევნია, როდესაც გავიგებთ (თუ გავიგებთ) ვინ ან რამ შექმნა ადამიანი ან ეს სამყარო, მას თავისი სახელი ვუწოდო და არა ღმერთი.

        Like

        • ZuRa 26/06/2012, 11:02 PM

          ისედაც ვიცით რამაც შექმნა სამყარო, დიდი აფეთქება! მაგრამ ეს რამდენად მისარებია შენთვის?

          Like

          • busblogi 26/06/2012, 11:05 PM

            მისაღებია ეს ვერსიაც,თუმცა თავად ეს ვერსიაც ხომ დამუშავების პროცესშია და თავის თავში კიდევ სხვა სახის ვერსიებს მოიცავს, მაშინ რატომ უნდა უწოდო მას ღმერთი, როცა აქვს სახელი დიდი აფეთქება? 🙂

            Like

            • ZuRa 26/06/2012, 11:11 PM

              შენ მემგონი სიტყვა ღმერთი არ მოგწონს, თორე იმ რაღაცას/ვიღაცას აღიარებ რამაც შექმნა ეს ყოველივე, შენ “ღმერთის” ასეთი სახე არ მოგწონს და არ გინდა, ღმერთი რომელიც შეზღუდვებს გიწესებს, შენ გინდა,რომ უბრალოდ იცოდე ვინ და რატომ შექმნა სამყარო, დანარჩენი სულ ერთია, გინდა თავისუფლება,გინდა რო არავინ გზღუდავდეს და აკეთებდე იმას,რასაც შენ საჭიროდ ჩათვლი. თავისუფლება!!!

              Like

              • busblogi 26/06/2012, 11:18 PM

                მე არ მწამს არც ერთი რელიგიური ღმერთი, საერთოდ არ ვაღიარებ რელიგიებს, რა თქმა უნდა, არსებობს მოვლენა, რამაც ბიძგი მისცა ამ სამყაროსა და ადამიანის წარმოქმნას. სიტყვა ღმერთი კი აი, როგორ გითხრა, სხვა ასოციაციას იწვევს და ამიტომ მირჩევნია ყველაფერს თავის სახელი ერქვას. ათეისტი მარტო იმიტომ არ ვარ, რომ ვინმემ არ შემზღუდოს 🙂

                Like

  11. Carissima (@Carissima2) 24/06/2012, 7:52 PM

    საპასუხო პოსტიც კარგი იქნებოდა. არც ათეისტებშია ნაკლები მცდარი სტერეოტიპები გავრცელებული, არა?
    ბავშვობაში მეც მქონდა თვითმკვლელობაზე ფიქრები, ცნობისმოყვარეობის გამო არასერიოზული აზრები, ნეტავ იქ რა არის? :დ
    სამოთხესა და ჯოჯოხეთს არ აღვიქვამ გეოგრაფიულ ადგილად. პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. ესაა სულის მდგომარეობა. საკმაოდაცაა ეს მოსაზრება გავრცელებული. ჯოჯოხეთი ესაა უიმედობა, მარტოობა. სასოწარკვეთა ითვლება მძიმე ცოდვად, იგივე ღმერთის უარყოფად, იმიტომ რომ იმედი არის ღმერთი და როცა ვარდები სასოწარკვეთილებაში, უარყოფ, რომ არსებობს გამოსავალი, სიყვარული და რომ იგი შეგეწევა, რამე შეიცვლება და გზას დაინახავ. ჩამიდენია რაღაც და მაშინ ვიგრძენი თავი ასე ცუდად. თითქოს ვაკუუმში ხარ, სადღაც გამოკიდებული და ვერსად მიდიხარ. დიდი ტკივილია ეს და იმდენად მძულდა ამ დროს ჩემი თავი, რომ მაჯებს ვიკბენდი და სახეს ვიფხოჭნიდი. მინდოდა გავმქრალიყავი. აი ესაა მთლად ჯოჯოხეთი თუ არა პატარა ჯოჯოხეთუკა მაინც. ის აქ არსებობს და მას ჩვენ ვქმნით.
    მორალს რაც შეეხება, ეს მოდის სიყვარულიდან და სამოთხე–ჯოჯოხეთზე ფიქრიდან ნაკლებად.
    სიყვარული ვინმესი ესაა მასთან ერთად საკუთარი თავის რაღაც სრულყოფილ ერთობად აღქმა, მშრალად რომ ვთქვათ. აი მე ვუყურებ ადამიანს და ვფიქრობ, ისიც ჩემნაირია, ჩემნაირი სისუსტეები აქვს, ალბათ ჩემსავით იგივე ეჭვები აწუხებს, მე მასთან და სხვებთან ერთად ერთიანი ჯაჭვის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანი რომელიღაც სხვაზე გავლენას ახდენს. ერთმანეთს მიმართ გავცემთ რაიმეს(ენერგია დავარქვათ), ვიღებთ საპასუხოს. დაკვირვებიხართ საკუთარ ქცევებს და შედეგებს, რომ რაღაც ბალანსი არსებობს? ბალანსი არსებობს ამ ადამიანების \”ურთიერთქმედების\” ჯაჭვშიც. ფიზიკას რომ დავესესხოთ, ჩაკეტილ სისტემაში გაცემული და მიღებული ენერგიების ჯამი 0–ის ტოლია. )) სიყვარულია, როცა ვიღაცის ჭრილობას კურნავ, ავსებ ვიღაცის ნაკლულ ნაწილს. სამოთხე არის ასეთი სიმრთელე და სრულყოფილება. ადამიანის მიზანია სრულყოფილება.
    რა არის შენი ცხოვრების მიზანიო, ვინმეს რომ კითხოთ, გეტყვით ფული, ნორვეგიაში ცხოვრება ან რამე სურვილს, იმას, რაც არ აქვს და აკლია. შეიძლება რამდენიმეც თქვას, ცხოვრება პატარ–პატარა მიზნებიაო. ცხოვრების მიზანი ამ ნაკლულოვანებების შევსებაა, ამ \”მინდა\”–ს მოშორებაა. სრულყოფილი არის ის, ვისაც ისედაც აქვს, რაც სჭირდება, არ უჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ჰარმონიაშია თავის ჯაჭვში. არ გააჩნია დასასრული. რელიგიური ადამიანებისთვის ეს ნიშნავს განღმრთობას, ღმერთთან, სამოთხეს მიახლოებას. ესეც სულის მდგომარეობაა _ ნეტარება.
    რაც შეეხება იმათ, ვინც ქრისტიანობაზე არაფერი იცოდნენ და ცხონდნენ თუ არა, ისინი თავიანი რჯულის ანუ სინდისის მიხედვით განისჯებიან. ასეთ თემებზე(საუკუნო ჯოჯოხეთი მიესაჯაო და ა.შ.) პირდაპირი გაგებით საუბარი არ მგონია კორექტული.

    Like

    • Charlius 24/06/2012, 9:53 PM

      სინდისით განსჯაზე კი საუბრობს პავლე მოციქული, მაგრამ ის ისეთ ადამიანებზე ამბობს, ვინც ბუნებრივად იცავს სახარებისეულ კანონებს:

      14. ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული.
      15. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს.

      და ინდიელი, რომელიც ცოცხალ ადამიანს გულს აცლიდა, რომ თავისი ღმერთისთვის შეეწირა და ამით წვიმა მოეყვანა, ნაკლებად ჯდება ქრისტიანულ მორალში 😐

      ეს დიდი სჯულისკანონიდან:

      “მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს”

      ეს რუის-ურბნისის კრებიდან:

      “ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება”

      Like

      • Carissima (@Carissima2) 25/06/2012, 2:52 PM

        კი, მაგაზეა.
        26. თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება?
        და ინდიელს რაც შეეხება, რისი თქმა გინდა?
        რომ ღმერთის სახელით საზიზღობებს სჩადიან? ამის მიზეზი საკუთარი თავის, ადამიანების არასწორი აღქმაა, როცა სხვას აღიქვამ, როგორც მოხმარების საგანს, რომლის გულის ჭამა სიმამაცეს მოგცემს. თუ ზომბი ხარ და აბა რასა ღმერთი/”ღმერთი” კი არა, ნებისმიერი გეტყვის, იმას გააკეთებ. ხომ უღმერთოც შეიძლება მორალური იყოს? ვიღაცას რომ ტკივა, ხომ შეიძლება დაინახო, რომ შენც ასევე გტკივა ხოლმე მიუხედავად აღმსარებლობისა.(საინტერესო ისტორიაა, როგორ გაჩნდნენ აფრიკაში მართლმადიდებლები. ისინი არ იცნობდნენ მართლმადიდებლებს, თვითონ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რასაც ასწავლიდნენ არასწორი იყო.)
        რომ ადამიანი ღმერთზე მეტი გულმოწყალე გამოდის? ჯოჯოხეთს თვითონ ვიქმნით–მეთქი. იმ ჯაჭვის “კანონებს” ვერ უგულებელვყოფთ. რაღაცა არსებობს 😀

        Like

        • Charlius 26/06/2012, 8:08 PM

          ინდიელებზე იმის თქმა მინდოდა, რომ რასაც აკეთებდნენ, ქრისტიანული მორალის მიხედვით არის სატანის მსახურება და პავლე მაგაზე დაწერდა, რომ სამოთხეში მოხვდებაო? ინდიელებს ეგ ჩვეულებრივი ამბავი ეგონათ და სინდისი არავის აწუხებდა, დაჟე ზოგიერთი ბელადი ცდილობდა, მსხვერპლშეწირვა მაქსიმალურად მასშტაბური ყოფილიყო, რომ “ღმერთები” მოწყალეები ყოფილიყვნენ. რაღა საჭიროა მაშინ იესოს მოწოდება, წადით და იქადაგეთო? არ ეცოდინებოდათ იმათ საერთოდ ქრისტიანობაზე და წავიდოდნენ სამოთხეში. ან პავლეს მოქცევა რაღა საჭირო იყო? ქრისტიანებს დევნიდა და თავისი სინდისის წინაშე მართალი იყო. მაგის მიუხედავად სასწაულის გზით მივიდა ქრისტიანობის აღიარებამდე.

          ჯოჯოხეთს რაც შეეხება, ადამიანმა რაც გინდა დააშავოს, დაუსრულებელი ტანჯვა არის ყველა ვარიანტში გადამეტებული. დედამიწაზე რომ მუდმივად იტანჯოს ადამიანი, იმით შეიძლება გამართლება, რომ სიკვდილის მერე კარგად იქნება ან სხვისთვის მაგალითი იქნება გამოსასწორებლად, მაგრამ ჯოჯოხეთში ტანჯვას რაღა აზრი აქვს? სამოთხეში ვინც იქნება, შეხედავენ იმათ ტანჯვას და გაუხარდებათ, რომ იქ არ არიან? ვინმე გაფრთხილდება მაგით? რაღაც პერიოდის მერე რომ გადადიოდნენ სამოთხეში ან სულაც ქრებოდნენ, სხვა საქმე იქნებოდა

          Like

          • ZuRa 26/06/2012, 10:49 PM

            ქრისტეანობაში რატომ არის ასე რომ თუ ცუდს გავაკეთებთ ჯოჯოხეთში მოვხვდებით? გვაშანთაჟებენ? ეგ ხომ იგივეა რაც, ვინმე გავლენიანმა ბიძიამ გვითხრას: – ეი შენ ლაწირაკო, თუ წესიერად არ მოიქცევი დაგაჭრი ყურებს.

            Like

  12. ZuRa 26/06/2012, 10:33 PM

    ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ხალხნო
    თქვენი აზრით ღმერთი ადამიანმა შექმნა? დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ, შეგახსენებთ რომ უძველეს ადამიანებს “ჩვენი ღმერთების საერთოდ არ სჯეროდათ”, თქვენი აზრით ღმერთი ადამიანმა შექმნა?

    Like

    • Charlius 26/06/2012, 11:46 PM

      თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელი გაგებით რაცაა ღმერთი, მაგ იდეამდე იყო ანიმიზმი, ტოტემიზმი, ფეტიშიზმი, მაგია, კერპთაყვანისმცემლობა, შემდეგ მრავალღმერთიანობა და შემდეგ მონოთეიზმი, ანუ რელიგიური წარმოდგენები ადამიანის გონების განვითარების შესაბამისად იცვლებოდა, ხოლო ნებისმიერი რელიგიისა თუ მითოლოგიის ღმერთს ადამიანური თვისებები აქვს, დიდი ალბათობით კი.

      Like

  13. : )) 03/07/2012, 12:29 PM

    1.ღმერთი არსებობს.
    2.ღმერთი ყველაფერს ხედავს,ყველაფერი იცის.ღმერთმა შეჰქმნა ყველაფერი,უსულო თუ სულიერი ამ სამყაროში.
    3.ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად.მას უყვარს იგი.
    4.სატანა არსებობს,ის დაცემული ანგოლოზია და ადამიანის შეცდენას ცდილობს.
    ღმერთმა,მიუხედავად ნების თავისუფლებისა,წინასწარ იცის ჩვენი ყოველი მომდევნო ნაბიჯი.
    კითხვები:
    1.რატომ შეჰქმა/დაუშვა მისი დაცემა ღმერთმა სატანა,თუ იცოდა რომ ის მის შექმნილ სამყაროში ამხელა არეულობას შეიტანდა და მის საყვარელ არსებებს დატანჯავდა?
    2.რა მიზნიტ აუკრძალა ადამსა და ევას იმ ნაყოფის ჭამა,როცა იცოდა რომ ისინი მას მაინც შეჭამდნენ?
    3.რატომ დაუშვა ღმერთმა ის,რომ სატანამ სამოთხეში შეაღწია?

    რა საჭიროა გამოცდა,თუ დარწმუნებული ხარ,გამოსაცდელი მას ვერ გაივლის?
    რა მიზანი ჰქონდა ადამიანის სამოთხიდან გაგდებამდელ ღმერთის ქმედებებს?
    თუ მას უნდოდა ადამიანი დედამიწაზე დაესახლებინა,რა საჭირო იყო ჯერ სამოთხეში დაებინავებინა,შემდეგ კი გამოეგდო?
    რატომ უშვებს სატანას სამოთხეში და რატომ არ იცავს ადამიანს ბოროტისაგან?
    რატომ არ გააფრთხილა ადამი და ევა რომ ვიღაც შეეცდებოდა მათ შეცდენას?
    ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას:
    1.ღმერთმა ყველაფერი თავიდანვე ასე დაგეგმა.ის და სატანა,სულაც „ურთიერთშეთანხმებულად“ მოქმედებენ.
    2.ღმერთი არ არსებობს.
    martivi logika,romelic sabednierod uxvad maqvs..

    Like

    • Charlius 03/07/2012, 3:17 PM

      კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ადამმა და ევამ აკრძალული ხილის მიღების შემდეგ შეძლეს კარგისა და ცუდის გარჩევა, ანუ მანამდე ვერ იაზრებდნენ, სატანასთან დათანმება რატომ არ შეიძლებოდა.

      პ.ს. იობის წიგნს თუ გადავხედავთ, სატანა ღმერთთან ათანხმებს თავის ქმედებებს, მათ შორის ადამიანების ტანჯვას

      Like

      • Sophie 23/02/2013, 9:58 PM

        ყველაზე პრაგმატული გზით რომ განვიხილოთ ბიბლია რა გამოვა აქედან ? აღმოვაჩენთ მორალს, რომელიც ათეისტებისთვის, ფილოსოფოსებისთვის, მეცნიერებისთვის და ზოგადად ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მისაღებია. მეორეს მხრივ ვხვდებით სამყაროს და ადამიანის შექმნის ფაქტებს, სასუფევლის ვარიაციებს რომელიც ნამდვილად საკამათო საკითხია.
        რა გამოდის აქედან
        დღეს-დღეობით გავრცელებული ყველა მსხვილი რელიგიის მორალია მაქსიმალური ჰუმანიზმი, ნირვანა, სიკეთე და ერთი სიტყვით ყოველივე პოზიტიური რასაც შესაძლებელია მიაღწიოს ჩვეულებრივმა ადამიანმა. სამოთხისა და ჯოჯოხეთის ცნებები არის ”საჩუქარი და სასჯელი”.ანუ გეუბნებიან კარგად მოიქცევი – დაჯილდოვდები.ცუდად მოქცევის შემთხვევაში კი დაისჯები. ბევრი ამის გამო იკავებს თავს ცუდად მოქცევისგან. ბავშვის მაგალითზე ავიღოთ რომელსაც ეშინია დედა გაუბრაზდება იმ შემთხვევაში თუ მაისურს დასვრის.ის ყველენაირად შეეცდება არ დასვაროს იგი. ეს შიში და საუკუნო ნეტარების სურვილი დიდ საქმეს აკეთებდა თვის დროზე. მაგრამ, მაინც და მაინც საჩუქრის სურვილის ან სასჯელის შიშით შეიძლება აკეთებდე კეთილ საქმეს და იყო ჰუმანური ? არ ვიცი ზოგი რამდენად ოცნებობს ქალებში გულაობასა და კაცის კვლაზე, ფეხზე მდგარი მოკაკვული ბებერის ყურება თუ სიამოვნებს ავტობუსში ან მათხოვარს იმიტომ აძლევს ფულს რომ ღმერთს ასიამოვნოს მაგრამ პირადად ჩემთვის ელემენტარული ადამიანობაა ვაკეთო საქმე, რომელიც ბიბლიურ მორალსაც ესადაგება.

        უბრალოდ მიიღეთ ბიბლია როგორც ადამიანის სულიერ და მორალურ მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად ადაპტირებული წიგნი. სამოთხისა და ჯოჯოხეთის ცნება უბრალო მითია. წარმოუდგენელია რაიმე სამარადისოდ გაგრძელდეს. რად უნდა ღმერთს ვინმე მუდმივად ტანჯოს ცეცხლში. ან მუდმივი ნეტარება რა ბედენაა ? რაღაც ფილმის უაზრო ფინალს უფრო მაგონებს ეს სიუჟეტი.

        და კიდევ ერთი რამ რაც ათეიზმზე შეიძლება ითქვას
        შეიძლება სკეპტიკურად ვიყოთ განწყობილი სულის არსებობის და მეორე, საიქიო სიცოცხლის მიმართ, თუმცა არ მიმაჩნია ადამიანი ისეთ უბრალო და უმნიშვნელო არსებად რომელიც სიკვდილის მერე უბრალოდ გაქრება ! როგორც რიგითი ბაქტერია ან ამება დაასრულებდა სიცოცხლეს
        მე ნამდვილად არ ვისურვებდი ასე დამთავრებას

        Like

        • Charlius 23/02/2013, 11:10 PM

          1. რატომ გგონია, რომ ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის მისაღებია?

          “მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს” – ეს მისაღებია შენთვის?

          2. ყველა მსხვილი რელიგიის მორალი ნამდვილად არაა ჰუმანიზმი, უფრო პირიქით. მაგალითად, ყურანი კაცებს ნებას რთავს, ცოლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მძიმე ცოდვებზე ადამიანები სიკვდილით დასაჯონ.

          3. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მხოლოდ ჯოჯოხეთის შიშით იკავებს თავს დანაშულის ჩადენისკენ, ჩამდენზე ამორალურია.

          4. ადამიანი არ ქრება, ორგანიზმი იხრწნება და ბუნებას ერევა, რის შემდეგაც მისგან ცოცხალი ორგანიზმები იკვებებიან.

          Like

          • Sophie 23/02/2013, 11:35 PM

            ზოგადად, არც ქრისტიანობაში აქვს ქალს დიდი უფლებები
            ქალის თავი კაცია, კაცისა კი – ეკლესია და თავად უფალიო
            ეს რაღაც დისკრიმინაციასავითაც ჟღერს. მაგალითად ზიარების დროს ჯერ ბავშვები უნდა გაუშვა, მერე კაცები და ბოლო საწყლად ქალები მიჩანჩალდებიან. რატომ ? ვერ ამიხსნა ვერცერთმა ღვთის რჯულში გაცნობიერებულმა ადამიანმა. ის არგუმენტად არ მიმაჩნია რომ ღმერთმა პირველი ადამი შექმნა და მისი ნეკნის დამსახურებაა ქალის არსებობაც. ახალმა რეალობამ უკვე დაამტკიცა ქალის და კაცის მეტნაკლებად თანაბარი ფიზიკური და თანაბარი მენტალური შესაძლებლობები.

            მე არ მითქვამს ყველაფერს დაემორჩილეო.
            მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა.
            მცნება მერვე: არა იპარო.
            მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა.
            მეტნაკლებად მაინც საერთაშორისო სამართალთან მიახლოებული ცნებებია. დანარჩენი მცნებანი უბრალოდ მორალური ასპექტია. სიკეთე, ჰუმანურობა, ლოიალობა, შემწყნარებლობა, სიყვარული და მსგავსი ცნებანი კი უბრალოდ ადამიანურობის და არა ადამიანად ყოფნის აუცილებელი წინაპირობაა.

            არ მითქვამს ყველაფერში ვეთანხმები ბიბლიას თქო

            ახლახას თქვი რომ ადამიანი ბიოლოგიური ცხოველია. კარგი ასე იყოს. მასის მუდმივობის კანონის თანახმად კი ბატონო არ ვქრებით, მაგრამ ქრება ის რაც ჩვენ სხეულის მიღმა ვიყავით სული იქნება ეს თუ ცნობიერება. ფაქტობრივად არც გეცოდინება რომ მოკვდი. აი ესაა კატასტროფა ჩემთვის პირადად.

            Like

            • Charlius 01/03/2013, 7:33 PM

              ზიარების დროს რომ მასეა, ტრადიციაა,ეკლესიიდან ან ბიბლიიდან არ მოდის. სავარაუდოდ წარმართობის გადმონაშთია.

              მესმის რასაც ამბობ ბიბლიურ მორალზე, ანუ შეიცავს კარგსაც და ასე ვთქვათ არც ისე კარგს. მაგრამ კაცი რომ არ უნდა მოკლა, სხვას ნაშრომი არ წაართვა, მშობლებს პატივი სცე და ა.შ. ამას თანამედროვე ადამიანი ბიბლიის გარეშეც მიხვდება და მისი (ბიბლიის) საჭიროება აღარ არის

              ხო გაქრობა არ არის სახარბიელო, მაგრამ როგორც დაბადებას არ ვირჩევთ,ისე მაგასაც ვერ ვცვლით. საერთოდაც, ძალიან ცოტაა ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენი პიროვნების დიდი ნაწილი იმითი განისაზღვრება, რაც ჩვენი ნების მიღმაა – ეროვნება, სქესი, ოჯახი, ახლობლები, ეპოქა, კულტურა, ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობა, განათლების მიღების შესაძლებლობა და ა.შ.

              Like

              • Sophie 06/03/2013, 1:19 AM

                კითხვაზე, თუ რამდენადღაა ახლა ბიბლიის არსებობის საჭიროება რთულია პასუხის გაცემა, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ზოგიერთს, უფრო სწორად – ბევრს ცხოვრების ჩარჩოებსა და დოგმებში მოქცევა უფრო უადვილდებათ ვიდრე ”თავგზააბნეული” აგნოსტიკობა. მეორე ფაქტორი კი თუნდაც ისაა რომ სანამ ზოგად მორალურ კოდექსს ჩამოიყალიბებენ საკუთარ თავში ჯოჯოხეთში მოხვედრის შიშით კიდევ ბევრი ბოროტების ჩადენისგან შეიკავებენ თავს. უბრალოდ შეუქცევადი პროცესია. ყველა არ შინდება ამქვეყნიური სასჯელით, რომელიც ბოლო პერიოდში ერთობ ჰუმანურიც გახდა. საუკუნო ცეცხლში ბუგვა კი უფრო შემაძრწუნებლად ჟღერს ადამიანისთვის.

                Like

          • Sophie 23/02/2013, 11:40 PM

            ნუ 3ში გეთანხმები. შიშით ნაკეთები სიკეთე უსარგებლო დროის ფლანგვაა
            დასჯის შიშით შეკავებული ბოროტება კი ფსქიოლოგიურ დონეზე იგივე დანაშაულია

            Like

            • Sophie 23/02/2013, 11:44 PM

              გარდა ამისა მოდი იმაზეც შევთანხმდეთ რომ ზევით ჩამოთვლილი მორალური შეგნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე უბრალოდ არ ჩაიდენს ადამიანი ისეთ საქციელს როგორიც მკვლელობა, წამება, ქურდობა და ერთი სიტყით სხვა ამორალური საქციელებია. ასე რომ ერთი მეორეს განაპირობებს ხშირად ბიბლიაში

              Like

    • beretaa 24/12/2012, 11:43 PM

      ზუსტად მაგ მარტივი ლოგიკის ბრალია ეგრე რომ აზროვნებ. ცოტა გაართულე 😉

      Like

      • : )) 24/12/2012, 11:48 PM

        როგორ ასე,გამიმხილე თუ საიდუმლო არაა : ))
        ნაწყვეტ-ნაწყვეტი ძალით ირონიული ფრაზების სროლას,დაკონკრეტდი ცოტა : ))

        Like

  14. : )) 03/07/2012, 9:34 PM

    და ჩემი ყველაზე საყვარელი ფრაზა ბიბლიდან” “და ინანა ღმერთმა,რომ შეჰქმნა ადამიანი,და შეწუხდა”დაბადება 6.6 თუ გადაღლილი გონება არ მღალატობს : )

    Like

  15. : )) 04/07/2012, 11:08 AM

    . “ჯოჯოხეთი ესაა უიმედობა, მარტოობა. ”
    ჯოჯოხეთში ვყოფილვარ,მაშ? ))

    Like

  16. Levani 11/07/2012, 12:44 AM

    chemi azrit adamianma saertod ar unda ifiqros religiaze da eget ragac rugaceebze. dzalian didi dro ikargeba amashi. am temaze diskusias da debatebs jobia ragaca axali viswavlot da momval civilizaciad ragacit davexmarot. me piradad mgonia rom religia aris cudi, imitom rom jer erti amdeni gansxvavebuli religiaa, zizgs iwvevs gansxvavebuli religiebi(musulmanebs xo ezizgebat qristianebi da piriqit. mere kide ebraelebi budistebi ravi chortivoznaet) religia saertod ar unda arsebobdes da xalxic gaertianebuli iqneba. me aqamde eklesiashic davdiodi da yvelaferi magram roca chamovedi amerikashi, cota ragaca cxovrebas shevxede, davfiqrdi, da chemi azri gamovtqvi am cxovrebastan dakavshirebit, vfiqrob rom religia daushvebelia, da miznad isaxavs imas rom sxvadasxva religiis xalxs ertmaneti ezizgebodes, omi da egeti ubedurebebi.

    Like

    • Charlius 11/07/2012, 1:09 AM

      რელიგიების უმეტესობა ცივილიზაციისა და მეცნიერების შემაფერხებელია, თუ რელიგიაზე არ იფიქრეს, არაფერი შეიცვლება ამ კუთხით..

      Like

      • Levani 11/07/2012, 1:58 AM

        civilizacia da mecniereba mashin xo win waiwevs ara? xalxis yvela mecnierebis swavlas daiwyebs ganvitardebian ufro male vidre dgevandel dges vitardebian. jer marto 500 wlis win xalxs dedamiwa brtyeli egona da warmoidgine yvelas ro interesi gauchndeba mecnierebis mimart rogori progresi iqneba ganvitarebis mxriv. chemi azrit erti ori taobac da religiis gavlena xalxze iqneba 0

        Like

    • : )) 11/07/2012, 9:10 AM

      რელიგია თავის დროზე ხალხს ,პირიქით,აერთიანებდა.
      მაგრამ ჩვენს დროში უკვე იმდენი ინტელექტი კი უნდა ჰქონდეთ რომ ასეთი რაღაც აღარ სჭირდებოდეთ..
      მაგრამ,ვის აქვს რო?

      Like

  17. ფანატიზმი და ფანატიკოსები 19/07/2012, 12:10 PM

    ათეიზმზე ბევრი საინტერესო მასალები, გავათანაბროთ პოზიციები 🙂

    http://apologetik.ru/category/atheism/

    Like

  18. ფანატიზმი და ფანატიკოსები 19/07/2012, 12:28 PM

    რაც შეეხება აქ ჩამოთვლილ მრავალ ასე ვთქვათ მითებს ათეისტებზე და ათეისტობაზე, ყველა მითს ან ლეგენდას აქვს საფუძველი.. მაგალითად ჩარლზ დარვინი რომ ურწმუნოა ბევრი თეისტისთვის და ასევე ბევრი ათეისტი ამას ადასტურებს იმ მოტივით, რომ დარვინი ღმერთს უარყოფდა, ეს ხომ უცოდინრობის ნაყოფია? მაგრამ ეს რომ ასეა ვისი ბრალია? რათქმაუნდა ორივე მხარე თანაბრად ცოდავს, მაგრამ ლომის წილი ათეისტი მეცნიერების და საზოგადოების კისერზეა .. აი ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აფიორა ათეისტი მეცნიერების მხრიდან და რატომ გვიკვირს თეისტების პოზიცია… ?

    პილტდაუნის ადამიანი. თავის ქალა, რომელიც 1912 წელს აღმოაჩინეს ინგლისის ქალაქ პილტდაუნში, მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ უძველეს ადამიანსა და პრიმატს შორის გარდამავალი სახეობა, ე.წ. „დაკარგული ჯაჭვი”, რადგან მას ახასიათებდა ორივე მათგანის შტრიხები. თავის ქალის ზედა მხარე ადამიანური შესახედაობის იყო, ხოლო ყბა – მაიმუნის. აღსანიშნავია, რომ ამ ტყუილის 40 წლის განმავლობაში სჯეროდათ და მასზე უამრავი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა. მხოლოდ 1953 წელს რამდენიმე დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ეს იყო თანამედროვე ადამიანის თავის ქალაზე მიმაგრებული ორანგუტანის ყბა. კონკრეტული დამნაშავე ამ ამბავში არ ჩანს, თუმცა ცხადია, რომ თითს იმ არქეოლოგებისკენ იშვერენ, ვინც ეს თავის ქალა იპოვა ან პოპულარიზაციას უწევდა – პიერ ტეიარ დე შარდენი, ჩარლზ დოუსონი, არტურ კონან დოილი, არტურ კიტი, მარტინ ჰინტონი და ვირ კოული. ამის შემდეგ სამეცნიერო წრეებში გამოთქმა „პილტდაუნის თავის ქალა” (ან „პილტდაუნის ადამიანი”) გამოიყენება სიცრუისა და ფარსის სინონიმად, ის ითვლება სამეცნიერო წრეში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითობად, რადგან წლების განმავლობაში პილტდაუნის თავის ქალის მიხედვით მსჯელობდნენ ადამიანის ევოლუციური განვითარების გზაზე.

    თავის ქალებთან დაკავშირებული ტოპ 10 ფარსი
    http://ucnauri.com/205394/skull-hoaxes/

    ЧАРЛЬЗ ДАРВИН (1809-1882), создатель теории эволюции
    “Что же касается богословской стороны вопроса – для меня это всегда болезненно. Я в замешательстве. У меня не было намерения писать с атеистической точки зрения.
    Изучая эту удивительную вселенную и в особенности природу человека, я никак не могу назвать их результатом действия грубой силы. Я скорее считаю, что всё произошло посредством действия установленных законов, и только мелкие детали – хорошие или плохие – оставлены на волю того, что можно назвать случаем”. (Darwin 1993, 224).

    Like

  19. Pingback: 2012 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  20. სუიციდალი გოგონა 13/06/2013, 6:49 PM

    ყველას თავისი პოზიცია აქვს ამ საკითხის მიმართ მე მაგალითად ვარ ათეისტი და ვარიარებ ;)))

    Like

  21. Elena 26/06/2013, 11:50 PM

    ზოგჯერ იმასაც ამბობენ რომ რელიგიის უარყოფა ავტომატურად ათეიზმს ნიშნავს, რაც არასწორია, რადგან შეიძლება რელიგიის დოგმებს არ მისდევდეს ადამიანი, მაგრამ ღმერთის სწამდეს. მე მაგალითად ეგრე ვარ, არ მიმაჩნია რომ ღმერთი არის ვიღაც წვერებიანი კავი რომელიც ცაშია და ადამიანებისაგან დიდებას მოითხოვს.

    Like

  22. zaza 20/09/2017, 11:45 PM

    ჩარლიუს, შენ ამბობ რომ, მეცნიერება გთავაზობს ძიებასა და ინფორმაციას და სანაცვლოდ არაფერს გთხოვს?..
    ვერ დაგეთანხმები, არასწორად ფიქრობ.
    როდესაც ადამიანს რაიმე სწამს, ამ დროს მეცნიერება იმ რწმენას 180 გრადუსით რომ შემოუტრიალებს, ისე რომ თვითონ მეცნიერმაც რომ არ იცის ზუსტად, დარწმუნებით, 100% და მაინც ამტკიცებს რაღაცას და ადამიანების ტვინებში ნერგავს თავის ჩატარებულ ცდებს და იმ ყველაფრის საფუძველზე შემდეგ ცდილობს რომ ადამიანები დაარწმუნოს იმაში თუ როგორ მიაგნო იმ აზრს რომ სხვა ადამიანები ცდებოდნენ და თვითონ არის მართალი, ამას რა ჰქვია, არაფერს ითხოვს?..
    და თუ მაინც არ დაიჯერებ, მაშინ დაგცინიან, წინა საუკუნეში ჩარჩენილო, ბნელო, ძველმოდურო… (რა თქმა უნდა ირონიულად, ტექნიკურად, არა მე არაფერს გიმტკიცებთ მე მხოლოდ ცდებს ვატარებ…)
    ამას რა ჰქვია?

    და, შენ ამბობ რომ, რელიგია კი გთავაზობს წინასწარ განსაზღვრულ დოგმებს და გაკისრებს ვალდებულებებს?..

    რელიგია (კონკრეტულად ქრისტიანული მართლმადიდებლობა) არანაირ დოგმებს არ გაკისრებს.
    თუ ვინმე, ვინმეს რამეს აკისრებს და აძალებს ეს მხოლოდ ინდივიდუალურად ხდება ან შეგნებულად ან უცოდინრობით, (და სხვებიც შეჰყავს შეცდომაში, თითქოს რელიგია სთხოვს) მხოლოდ თვითონ რომ ჰგონია რომ მართალია და რელიგია ითხოვს ამას…

    როდესაც შენ, უფროსი ადამიანი პატარა ბავშვს (რომელმაც არაფერი არ იცის) რაღაცეებს ასწავლი რომ “კისერი არ მოიტეხოს” და სწორად მოიქცეს, როგორ ფიქრობ, ამას დოგმები ჰქვია რომელიც არ შეიძლება?.. (არ შეიძლება, იმიტომ კიარ შეიძლება რომ რელიგიას სურს ასე, იმიტომ არ შეიძლება რომ შენთვის იქნება ზიანის მომტანი)

    რელიგია შენ მხოლოდ გასწავლის, რომ გაიზარდო, სწორად მოიქცე შენ საკეთილდღეოდ, როგორც ის პატარა ბავშვი რომელმაც არაფერი არ იცის და ჰგონია რომ იცის…
    რელიგია, შენ არაფერს არ გაძალებს და არც გთავაზობს, შენ თუ არ გინდა, თუ არ მოგწონს ნუ ისწავლი არავინ გაძალებს.
    და თუ მაინც ისწავლი და არ გინდა რომ შეასრულო ის ყველაფერი, ნუ შეასრულებ, მხოლოდ შენთვის იქნება ცუდი, ზიანი მოგადგება, ზიანი რომ მოგადგება მერე იმას კიარ იტყვი რომ რელიგიამ რაც მასწავლა ისე არ მიცხოვრია და იმიტომ წამივიდა საქმე ცუდადო…
    პირიქით რელიგიას დაადანაშაულებ, ვისწავლე ის ყველაფერი რაც მასწავლა რელიგიამ მაგრამ ვერ მიშველაო და ეს ყველაფერი ტყუილია, ღმერთი არ არსებობსო…

    Like

    • Charlius 05/11/2017, 5:20 PM

      ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა. რელიგია სწორედ დოგმებზეა აგებული. “დამემორჩილე ან სამუდამოდ ჯოჯოხეთში იტანჯე” თავისუფალი არჩევანი არ არის, ისევე როგორც მძარცველი რომ დაგესხას და მოკვლის მუქარით ყველაფერი წაგართვას, არ ნიშნავს, რომ შენი ნებით მიეცი ყველაფერი. მეცნიერება არის სამყაროს კვლევა. მეცნიერები არ გეუბნებიან, რომ თუ მათი არ გჯერა, სიკვდილის მერე რაღაც დაგემართება. რა საფრთხეზეც შეიძლება მეცნიერებამ გაგაფრთხილოს (მაგალითად, გლობალური დათბობა, ვაქცინაციის აუცილებლობა და ა.შ.) როგორც წესი, ადვილად გადამოწმებადია.

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: