
სირცხვილის ნიღაბი – ამ ნიღაბს იმ დამნაშავეებს უკეთებდნენ, ვისთვისაც სახელის გატეხა სურდათ, რათა მთელ ქვეყანას სცოდნოდა, რომ მისი მატარებელი ცოდვილი და უწმინდურია. თავად ნიღაბი ტკივილს არ აყენებდა მის მფლობელს, მხოლოდ გარკვეულ მოძრაობებში ზღუდავდა მას. თუმცა გარეუბნებში ასეთი ნიღბის მატარებლებს ადგილობრივი გლეხები იჭერდნენ, ბოძზე აბამდნენ და აწამებდნენ.