ბალთაზარ კოსა ერთ-ერთი იყო იმ 7 კარდინალიდან, რომლებმაც უღალატეს რომის პაპს, გრიგოლ XII-ს, და გადავიდნენ ანტიპაპ ბენედიქტ XIII-ის მხარეს. 1409 წელს მოიწვიეს პიზის კრება, რომლის ლიდერიც იყო ბალთაზარ კოსა. კრებამ გადააყენა პაპი გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII, მათ მაგივრად ეკლესიის მეთაური გახდა ალექსანდრე V. გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII-მ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს, ამიტომ მალე ერთდროულად სამი პაპი მოქმედებდა.
ბალთაზარ კოსა წარჩინებულ, მაგრამ ღარიბ ოჯახში დაიბადა 1370 წელს. საწყის ეტაპზე ის ჯარისკაცის კარიერას მისდევდა და ომებშიც იღებდა მონაწილეობას. მისი ორი ძმა მეკობრეობის ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. შემდგომში ბალთაზარი ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს. 1392 წლიდან ის პაპ ბონიფასე IX-ს სამსახურში ჩადგა, ჯერ ბოლონიაში და შემდეგ რომში.