ბალთაზარ კოსა (ანტიპაპი იოანე XXIII)

ბალთაზარ კოსა ერთ-ერთი იყო იმ 7 კარდინალიდან, რომლებმაც უღალატეს რომის პაპს, გრიგოლ XII-ს, და გადავიდნენ ანტიპაპ ბენედიქტ XIII-ის მხარეს. 1409 წელს მოიწვიეს პიზის კრება, რომლის ლიდერიც იყო ბალთაზარ კოსა. კრებამ გადააყენა პაპი გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII, მათ მაგივრად ეკლესიის მეთაური გახდა ალექსანდრე V. გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII-მ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს, ამიტომ მალე ერთდროულად სამი პაპი მოქმედებდა.

ბალთაზარ კოსა წარჩინებულ, მაგრამ ღარიბ ოჯახში დაიბადა 1370 წელს. საწყის ეტაპზე ის ჯარისკაცის კარიერას მისდევდა და ომებშიც იღებდა მონაწილეობას. მისი ორი ძმა მეკობრეობის ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. შემდგომში ბალთაზარი ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს. 1392 წლიდან ის პაპ ბონიფასე IX-ს სამსახურში ჩადგა, ჯერ ბოლონიაში და შემდეგ რომში.

1378 წლიდან დასავლური სქიზმა იყო დაწყებული და ეკლესიას ორი პაპი ჰყავდა: ერთი ავინიონში, რომელსაც საფრანგეთი და ესპანეთი მფარველობდნენ, ხოლო მეორე – რომში, მას მხარს უჭერდა იტალიის დიდი ნაწილი, გერმანია და ინგლისი.

ბალთაზარ კოსა მალე სიმონიის (საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა) საკითხების მმართველი გახდა. ჯერ კიდევ ერისკაცი, ის მალე იქცა კარდინალად 1402 წელს, ხოლო პაპის წარმომადგენელი ბოლონიაში – 1403 წელს.

1410 წლის 3 მაისს რომის პაპი ალექსანდრე V მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი იმ სადილით მოწამვლა იყო, რომელსაც კარდინალ ბალთაზარ კოსასთან ერთად შეექცეოდა. იტალიელმა კარდინალებმა მის შემცვლელად კოსა აირჩიეს. რომის ახალ პაპს ტიტულის დაკავებისას ეწოდა იოანე XXIII (1410-1415). მას მხარს უჭერდა საფრანგეთი, ინგლისი, ბოჰემია, პრუსია, პორტუგალია, საღვთო რომის იმპერიის ნაწილი, ასევე იტალიის ჩრდილოეთი ტერიტორია, მათ შორის ფლორენცია და ვენეცია. ბენედიქტე XIII-ს კი აღიარებდნენ არაგონი, კასტილია და შოტლანდია, ხოლო გრიგოლ XII-ს – სიცილია, გერმანია, ბავარია, პოლონეთი.

მედიჩების საგვარეულოს წარმომადგენლები ეხმარებოდნენ კოსას ჯერ კარდინალად, შემდეგ კი პაპად გახდომაში. კარდინალ კოსას მანკიერი მხარე კარგად მოეხსენებოდათ როგორც იტალიელ კარდინალებს, ისე იტალიის რიგით მაცხოვრებლებს. ვერაფერი აჩვენებდა იმაზე უკეთ, თუ ვის ხელში იყო კათოლიკური ეკლესიის სადავეები ამ დროს, ვიდრე 1410 წელს მიღებული გადაწყვეტილება. ბალთაზარმა ამომრჩევლები მოქრთამა და ამგვარად გაიმარჯვა. უკვე აშკარა იყო, რომ ერთ დროს წმინდად მიჩნეულ ტიტულს ზნედაცემული ადამიანის ბინძური ხელი შეეხო.

ბალთაზარ კოსა ცნობილი იტალიელი მეკობრის შვილი გახლდათ. ის 15 წელი ატარებდა რომის პაპის ტიტულს, რასაც თავისი ავხორცი მიზნებისთვის იყენებდა. ხელი მიჰყო ინდულგენციების გავრცელებას, რითიც საკმაოდ მოითბო ხელი ფინანსურად. არად აგდებდა იმას, რომ მსგავს ქმედებას აპროტესტებდა ევროპის გარკვეული ნაწილი, მაგალითად ჩეხეთი.

სქიზმისა და რამდენიმე პაპის ერთდროული მოღვაწეობის ეპოქა რომ დაესრულებინა, იმპერატორმა ზიგისმუნდმა 1414 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია ეკლესიის გენერალური საბჭო, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. ბოლო ოთხი წელი იყო შემზარავი მონაკვეთი, რომლის დროსაც მღვდლები ეწეოდნენ აღვირახსნილობას და ქალაქის მოსახლეობის გარყვნას შეუწყვეს ხელი. საბჭოს მსვლელობის პერიოდში მღვდლებმა დაიქირავეს 1500 კურტიზანი ქალი, რომლებსაც “მოხეტიალე მეძავები” უწოდეს. საბჭოს სხდომაზე დღისით თათბირის შემდგომ ისინი ემსახურებოდნენ მათ. ქორწინების გარეშე ინტიმური ურთიერთობები სასულიერო პირებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთმა კურტიზანმა ქალმა ამ რამდენიმე დღეში 800 ფლორინი გამოიმუშავა.

მოწმეებისა და თვითმხილველების მოსმენის შემდგომ საბჭომ შეადგინა ვრცელი ოქმი იოანე XXIII-ის წინააღმდეგ. ეს ოქმი შეიცავდა 54 საკითხს, რომლის მიხედვითაც პაპს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში, აღვირახსნილობაში, ინცესტში, ჰომოსექსუალიზმსა და პაპ ალექსანდრე V-ს მკვლელობაში. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, გადააყენა თანამდებობიდან და პატიმრობა მიუსაჯა. საბჭოს გადაწყვეტილებით, სამივე პაპი უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ახალი პიროვნება აერჩიათ. ეს ადამიანი მოგვიანებით მარტინ V გახდა.

ბალთაზარ კოსამ გერმანიის ციხეში გაატარა რამდენიმე წელიწადი, შემდეგ კი გამოსასყიდით გამოუშვეს. პაპმა მარტინ V-მ მიუტევა მას და ტუსკულის ეპისკოპოსად აკურთხა. კოსა ფლორენციაში გაემგზავრა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. როცა მისი გვამი რომში გადაასვენეს, იტალიელებმა კუბოს ტალახი და ქვები დაუშინეს.

ვატიკანში გადაწყვიტეს, რომ იოანე XXIII-ს სახელიც კი ამოეშალათ პაპობის ისტორიიდან, ანუ იოანე XXII-ზე გააჩერეს ისტორია და საუკუნეების განმავლობაში იოანეს სახელით პაპი აღარ ჰყოლიათ. 543 წლის შემდეგ, 1958 წლის 28 ოქტომბერს რომის პაპი გახდა ანჯელო ჯუზეპე რონკალი, რომელსაც იოანე XXIII ეწოდა. ამით კათოლიკურმა სამყარომ კიდევ ერთხელ სცადა ბალთაზარ კოსას “მოღვაწეობით” მიყენებული სირცხვილისაგან გათავისუფლება და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბალთაზარ კოსა ანტიპაპად შეირაცხა.

 

ბალთაზარ კოსას ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულები:

ინცესტი: პაპ იოანე XXIII-ს სექსუალური კავშირი ჰქონდა თავის ყველა შვილთან. ზოგიერთთან უკანონო შვილებიც შეეძინა. შემდეგ კი ამ უკანონო შვილებთანაც ჰქონდა კავშირი.
მკვლელობა: პაპის თანამდებობა რომ დაეკავებინა, იოანე XXIII-მ მოკლა იმჟამინდელი პაპი, ალექსანდრე V.
კანიბალიზმი, სექსი და მკვლელობა: იოანე XXIII-მ ეკლესიები და მონასტრები აქცია სექსუალური ორგიების მოსაწყობ ადგილად, დედათა მონასტრები – საკუთარ ჰარამხანებად. ატარებდა ბავშვების მკვლელობის სპეციალურ რიტუალებს, უარს არ ამბობდა კანიბალიზმზეც. ნამუსი ახადა ასობით უმანკო ქალწულს და ლოგინში ჩაიწვინა ასობით ქმრიანი ქალი.
ჰომოსექსუალიზმი და ბავშვების მკვლელობა: პაპი იოანე XXIII და სამღვდელოების წევრები ეძლეოდნენ ჰომოსექსუალურ კავშირებს, ხშირად ბავშვებთან ან ახალგაზრდა ბიჭებთან. ამის შემდეგ მათ ხოცავდა რიტუალურად. პაპს ურთიერთობა ჰქონდა მღვდლებთან და ბერებთანაც.
ერესები: სხვა დანაშაულებთან ერთად იოანე XXIII-ს ბრალი დაედო ათეიზმსა და ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლების გავრცელებაში. მას არ სწამდა საიქიო ცხოვრება და მიცვალებულთა აღდგომა. გმობდა ქველმოქმედებას.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: