საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას მრავალი მითოლოგიური ქმნილებისა და უცნაური მოვლენების სწამდა, მათგან ზოგიერთი კი მრავალ ცივილიზაციაში ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცივილიზაციებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. თუმცა მითების მსგავსება არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენები რეალურია. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი წარმოადგენს ადამიანური სწრაფვის შედეგს, აეხსნათ მათთვის გაუგებარი ფენომენები, რის გამოც მითებს სხვადასხვანაირი ვარიაციები ეძლეოდათ. თანამედროვე ცოდნის საფუძველზე ზოგიერთ მითოლოგიურ რწმენას მოეძებნება ლოგიკური მეცნიერული ახსნა.
ჭდე: დემონი
გუდიანი კაცი სხვადასხვა ქვეყნებში
მრავალ ქვეყანაში არსებობს ანალოგია გუდიანი კაცისა – მოგონილი პერსონაჟის, რომელიც ბავშვების შესაშინებლად გამოიყენება. მას არ აქვს სპეციფიკური გარეგნობა, ამიტომ შტრიხები იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეში მოიგონეს ის. გუდიანი კაცი უმეტესად მამრობითი სქესისაა, ზოგან მდედრობითი, ზოგანაც – ორივე.
სუკუბუსი
შუასაუკუნეების ლეგენდებსა და თქმულებებში სუკუბუსი წარმოადგენდა მდედრობითი სქესის დემონს, რომელიც იღებდა ქალის ფორმას და აცდუნებდა მამაკაცებს, ჰქონდა მათთან სექსუალური ურთიერთობები. წარსულში სუკუბუსები ჯერ საშიშ არსებებად ითვლებოდნენ, შემდეგ კი უბრალოდ მაცდურად და მიმზიდველად. სუკუბუსის მამრობითი ანალოგია ინკუბუსი. რელიგიურ ტრადიციებში მიჩნეულია, რომ როგორც ინკუბუსთან, ისევე სუკუბუსთან ხანგრძლივი ურთიერთობები იწვევს ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას, ზოგჯერ კი სიკვდილსაც.
განაგრძე კითხვა
ინკუბუსი
ინკუბუსი წარმოადგენს დემონს, რომელსაც მამაკაცის ფორმა აქვს და მძინარე ქალებთან ამყარებს სექსუალურ კავშირებს. ზოგჯერ ეს ხდება სიამოვნების მიღების მიზნით, ზოგჯერ დასაორსულებლად. რელიგიურ ტრადიციებში მიჩნეულია, რომ ინკუბუსთან ხანგრძლივ და მრავალჯერად ურთიერთობას მოჰყვება ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, ზოგჯერ კი სიკვდილიც. ამბები ადამიანისა და დემონის ურთიერთობის შესახებ ძირითადად შუასაუკუნეებს მიეკუთვნება, თუმცა დღესდღეობითაც არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იგივე რამ გადახდათ თავს.
განაგრძე კითხვა
კლარა გერმანა ჩელეს ეგზორციზმი
როგორც ამბობენ, ბოროტი ძალებისგან ყველაზე დაუცველები ახალგაზრდები არიან. ეგზორციზმის ყველაზე გახმაურებული შემთხვევების მთავარი გმირებადაც ძირითადად სკოლის მოსწავლეები გვევლინებიან. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება კლარა გერმანა ჩელეს ისტორია, ის სულ 16 წლის იყო, როცა აუცილებელი გახდა მისთვის ეგზორციზმის ჩატარება.
განაგრძე კითხვა
ჯორჯ ლუკინსის ეგზორციზმი
ჯორჯ ლუკინსი – ეს სახელი დღეს ალბათ უმეტესობას არაფერს ეუბნება, მაგრამ 2 საუკუნის წინანდელ ინგლისში მის გაგონებაზე ყველას ჟრუანტელი უვლიდა ტანში და უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა. ჯორჯი იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ბოროტი ძალების ქმედება, გახდა შეპყრობილი და გადაიტანა ეგზორციზმის რიტუალი.
განაგრძე კითხვა