როგორ ახერხებდნენ სექსს დინოზავრები?


პალეონტოლოგებს დინოზავრების შესახებ მრავალ საინტერესო და საჩოთირო კითხვაზე გაუციათ პასუხი, თუმცა უამრავი ადამიანისთვის ყველაზე დამაინტრიგებელი საკითხი ალბათ ისაა, როგორ ახერხებდნენ შეწყვილებას 30 ტონიანი ცხოველები, რომლებიც ზომით 4 სართულიან შენობებს აღემატებოდნენ.

შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ამ დეტალის ამოხსნას მეცნიერთა მხრიდან საკმაო ყურადღება დაეთმო და მრავალი კვლევაც ჩატარდა. შედეგად მკვლევართა უმეტესობა მივიდა დასკვნამდე, რომ პრეისტორიულ გიგანტებს სექსი ძაღლების მსგავსად ჰქონდათ.

„ყველა დინოზავრი ძირითადად ერთსა და იმავე პოზას იყენებდა შეწყვილებისთვის”, ამბობდა ბრიტანელი პალეონტოლოგი ბევერლი ჰოლსტედი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მეცნიერი იყო, ვინც ამ საქმეს ხელი მოჰკიდა. „მამრი მდედრის ზურგზე ადიოდა, წინა კიდურებს მხრებზე კიდებდა, ერთ უკანა ფეხს გვერდზე სწევდა და თავის კუდს პარტნიორის კუდზე აჭდობდა.”

სამეცნიერო ილუსტრატორები ცდილობდნენ, გრაფიკულად აესახათ უზარმაზარი მხეცების დამაინტრიგებელი რიტუალი.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური მონაცემები ყოველმხრივ შთამბეჭდავი იყო – ტირანოზავრის სასქესო ორგანოს სიგრძე დაახლოებით 3.5 მეტრს შეადგენდა.

კრისტი როჯერსმა, მინესოტას შტატში მდებარე მაკალესტერის ინსტიტუტის ასისტენტმა პროფესორმა ბიოლოგიისა და გეოლოგიის დარგში, “Discovery Channel”-ს განუცხადა: „ყველაზე სავარაუდო პოზიცია უნდა ყოფილიყო მდედრის უკან მყოფი და მის ზემოთ მოქცეული მამრი. ყველა დანარჩენი ვარიანტი მოუხერხებელი იქნებოდა.”

ექსპერტების ნაწილი ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს და გვთავაზობს ვერსიას, რომ დინოზავრები წყალში ცელქობდნენ. ბიოლოგი სტიუარტ ლენდრი მიიჩნევს, რომ დიდი დინოზავრები ამ პოზაში წაიქცეოდნენ და მიწას დაენარცხებოდნენ, ამიტომ წონასწორობის დასაცავად წყალი დასჭირდებოდათ.

Advertisements

70 responses to “როგორ ახერხებდნენ სექსს დინოზავრები?

  1. Z E I T G E I S T 19/07/2012, 10:08 PM

    “18+” რატო არ აწერია ჩარლი? 😀

    Like

    • Charlius 19/07/2012, 10:13 PM

      ეს ხომ მეცნიერებაა 😀

      Like

      • Z E I T G E I S T 19/07/2012, 10:22 PM

        ნეტა სექსის ხანგრძლივობა რამდენი იყო?

        Like

        • apollon201200 20/07/2012, 3:54 AM

          ალბათ სადამდეც სპერმა ეყოფოდათ, უნდა დავადგინოთ რამხელა კვერცხები ქონდათ და მერე ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი, დინოზავრისაზე გადავაჯამოთ და საშვალოს მივიღებთ. ჩემი გამოთვლებით 2-3 კვირა გრძელდებოდა ალბათ.
          ისე 2-3 კვირა რა უბედურებაა ადამიანებზე გარყვნილები ყოფილან, არადა ტვინი კვერცხისხელა ქონდათ, საიდან იცოდნენ საერთოდ ეს პოზები, ან მაინცდა-მაინც ძაღლის პოზაზე რატო იყვნენ ჩაციკლულები, კამასურტა რა იყო არ იცოდნენ :D.

          Like

          • nestandarejan 20/07/2012, 8:31 AM

            აი, კამასუტრაზე მეც უნდა მეთქვა, მაგრამ გითქვია უკვე…
            ესეთი ნასიამოვნებსახიანი დინოზავრების ფოტოები მაინც ყველაზე მაგარი იყო !!!

            Like

          • Z E I T G E I S T 20/07/2012, 10:12 AM

            არა, რა 2-3 კვირა 😀 გარყვნილი მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს, ხოლო პოზას რაც შეეხება, ყველა ცხოველს სექსი ძაღლის პოზაში აქვს, მათთვის ასეა უფრო მოხერხებული და ფანტაზიის უნარიც არ აქვთ. ძაღლის პოზა წმინდად ინსტიქტურია, ყველა დანარჩენი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია 😉

            Like

  2. michael 20/07/2012, 1:30 AM

    აი ბრონტოზავრების ყურება კი მართლა საინტერესო იქნებოდა 😀

    Like

  3. apollon201200 20/07/2012, 3:46 AM

    დინოზავრები არ არსებობდნენ.

    Like

    • ფანატიზმი და ფანატიკოსები 20/07/2012, 9:50 AM

      დინოზავრები წარმატებით არსებობდნენ და ბიბლია მათ არსებობას ადასტურებს,არ უარყოფს. უბრალოდ ათეისტები ამ საკითხს იყენებენ სათავისოდ და უცოდინარი თეისტი ვერ იცავს თავს,მან არ იცის,რომ დინოზავრები იმაზე უფრო ახლო წარსულში ბინადრობდნენ ვიდრე ათეისტი მეცნიერები გვისახავენ და გრძელვადიანი ციფრები გამოყავთ.ასაკის დადგენა ხდება ისეთი ტექნოლოგიით, რომელსაც აქვს დიდი ცნომილებები,მაგრამ ამაზე ნაკლებად საუბრობენ.

      რას ამბობს ბიბლია დინოზავრების შესახებ და როგორ არიან მოხსენიებულნი

      სადღეისოდ ჩვენს წინაშე არ დგას საკითხი – “არსებობდნენ თუ არა დინოზავრები დედამიწაზე?”. მრავალი ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმებში სავსეა ამ უძველეს ცხოველთა არსებობის დამამტკიცებელი ფაქტობრივი მასალები – დინოზავრების ჩონჩხები და ნაკვალევები. მეტიც, მსოფლიოს ყველა მუზეუმი ერთად აღებული ვერ დაიტევს იმ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რომლებიც გაკეთდა მოცემული საკითხის კვლევის პროცესში. მაგრამ დღის წესრიგში დგას სხვა საკითხი, რომელზე პასუხმს შეუძლია კარდინალურად შეცვალოს წარმოდგენა ძველი ადამიანის ცხოვრებაზე – “ცხოვრობდნენ თუ არა დინოზავრები და ადამიანები ერთად?”. რას ამბობს ბიბლია დინოზავრებზე?
      დინოზავრები შექმნა ღმერთმა, ისევე როგორც სხვა ქმნილებები: მცენარეები, ცხოველები და ადამიანი. დღე, როდესაც ღმერთმა შექმნა დინოზავრი, შეიძლება ამოვიკითხოთ ბიბლიაში, დაბადების წიგნში: “თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე. იყო საღამო, იყო დილა – მეხუთე დღე. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით – პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო” (დაბ. 1:20-25).

      არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ აქ არ გვხვდება სიტყვა “დინოზავრი”, რადგან ეს სიტყვა გაჩნდა 1941 წელს. ეს სახელწოდება ეკუთვნის დოქტორ რიჩარდ ოუენს – ცნობილი ფრანგი მეცნიერის, დოქტორ გეორგ კიუვიეს მეგობარს. ოუენმა პირველმა გამოიყენა ეს სიტყვა თავის სამეცნიერო ნაშრომში 1941 წელს, რომლის სახელწოდება იყო: “მოხსენება რეპტილიათა ბრიტანული ნარჩენების შესახებ”. ტერმინი “დინოზავრი” შედგება ორი სიტყვისგან: “დინოს” – წარმოუდგენლად დიდი და “ზაურუს” – ხვლიკი. ამგვარად, სიტყვა “დინოზავრი” სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც “წარმოუდგენლად დიდი ხვლიკი”.

      საბოლოოდ, მსოფლიოს ყველა მეცნიერმა მიიღო ეს სიტყვა და დღეს იგი დედამიწის ყოველი ადამიანისთვის არის ცნობილი, პატარა ბავშვების ჩათვლით. პალეონტოლოგთა უმეტესობა, თუმც არა ყველა, დინოზავრებს განაკუთვნებს რეპტილიებს დინოზავრების ნარჩენებთან მათი ძვლების, კბილების, კანისა და ძვლის ფირფიტების მსგავსების გამო. და თუმცა ზუსტად განსაზღვრული არ არის, ვინ განაკუთვნონ დინოზავრებს და ვინ არა, ყველა შეთანხმებულია ერთში, რომ არიან არსებები, რომლებსაც უწდებენ დინოზავრებს.

      უფალმა ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა 6 დღეში (რაზეც მოწმობს არა მარტო დაბადების წიგნი (თ. 1), არამედ გამოსვლათა წიგნიც (20:11) და იოანეს სახარება (1:3). მეტიც, არსებობს მოწმობები, რომ დინოზავრები ცხოვრობდნენ ადამიანებთან ერთად, ერთ დროს, ერთ პერიოდში და არა მილიონობით და მილიარდობით წლებით ადრე, ადამიანის გამოჩენამდე, მაგრამ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით.

      ახსენებს თუ არა ბიბლია დინოზავრებს?

      შეგახსენებთ, რომ სიტყვა “დინოზავრი” ბიბლიაში არ გვხვდება, რადგან თვით ეს ცნება გაჩნდა საკმაოდ გვიან, მაგრამ არსებობს ზოგიერთი არსების აღწერილობა, რომელიც ძალიან ჰგავს იმ არსებებს, რომელთა ნარჩენებს პოულობენ არქეოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რომლებიც სხვას არავის ჰგვანან თუ არა დინოზავრებს.

      ერთ ერთი ასეთი ამომწურავი აღწერა დინოზავრთმსგავსი ცხოველისა გვხვდება იობის წიგნის მე-40 თავში: “აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი! აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე! დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი! მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე. მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა. აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს. აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე – მუცლის კუნთებშია; ნაძვივით დრეკს თავის კუდს, თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს; მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები – რკინის წნელები; ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს?” (იობი 40:10-19). (ძვ. ქართ. “აჰა, ეგერა, მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა ზროხანი, ჭამენ. აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი უპესა მუცლისასა აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი შეთხზულ არიან. გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი რკინაჲ დასხივებული; ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა”).

      ბიბლია ლაპარაკობს არსებაზე, რომლებიც დინოზავრს მოგვაგონებს. ბიბლია სარგებლობს ისეთი სახელწოდებებით, როგორიცაა “ბეჰემოთი” და “ტანინი”. სიტყვა “ბეჰემოთი” ნიშნავს გიგანტურ სამეფო ცხოველს, ხოლო სიტყვა “ტანინში” მოიაზრება დრაკონის მსგავსი გიგანტური ზღვის ცხოველები: ვეშაპი, გიგანტური რვაფეხები და კალმარები, ასევე ზღვის ხვლიკები, პლეზიოზავრები, რომლებიც სადღეისოდ პრაქტიკულად ამოწყდნენ.

      რატომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ნაწყვეტში ლაპარაკია დინოზავრზე? როდესაც ამ ნაწყვეტს ზედაპირულად ვკითხულობთ, ვერ ვამჩნევთ, რომ მასში ბევრი რამ არის უცნაური და საინტერესო, რაც უფრო დაკვირვებული კითხვისას ხდება თვალსაჩინო. კერძოდ, ცხადი ხდება, რომ აქ ლაპარაკია არა იმ ბეჰემოთზე, რომელიც ჩვენს დროში ცხოვრობს, არამედ სხვა ცხოველზე, რომელიც თავისი მასშტაბებით და სიძლიერით ბევრად აღემატება ბეჰემოთს. აი, რა საინტერესო დეტალებზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას კენტ ჰოვინდი, კრეაციონისტი და მრავალ სემინართა ავტორი, რომელმაც თავისი შრომები მიუძღვნა სამყაროს წარმოშობას.

      – ის “ჭამს ბალახს”, – ბალახს მრავალი ცხოველი ჭამს, მაგრამ შემდგომი მუხლი ამბობს: “აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე – მუცლის კუნთებშია” . ამ ცხოველის ყველაზე დიდი ნაწილი არის მისი მუცელი. ასეთ ცხოველებს განეკუთვნებიან სპილო, ჰიპოპოტამი, დინოზავრი.

      შემდეგი მუხლი ამბობს: “ნაძვივით დრეკს თავის კუდს”. ანუ მისი კუდი ნაძვივითაა, სპილოს კუდი არ ჰგავს ნაძვს.

      “თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს; მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები – რკინის წნელები”. დინოზავრს აქვს დიდი ძვლები, “რკინის წნელებივით”. მისი ფეხის სიმაღლე 6 მეტრია.

      ყველაზე დიდი დინოზავრი აღმოჩენილ იქნა კანადაში, მისი სიგრძედ ცხვირიდან კუდამდე 50 მეტრია, მაგრამ ძნელდება მისი ამოყვანა მიწიდან. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დინოზავრის წონა 100 ტონაა!

      შემდეგ, ბიბლიაში ვკითხულობთ: “ის პირველია ღვთის ქმნილებებში” (ძვ. ქართ. “ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა”). “ის პირველია” (ანუ “იგი არს დასაბამად დაბადებისა…”) არ გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ აქ იგულისხმება სპილო ან ჰიპოპოტამი, არამედ რომელიღაც ძალიან დიდი ცხოველი.

      იობის წიგნი – ერთ ერთი ყველაზე ძველი წიგნია ძველაღთქმისეულ წერილში და დაწერილია საყოველთაო წარღვნის შემდეგ, დაახლოებით 2000 წელს ქრისტეს შობამდე. აქ ღმერთი აღწერს მიწიერ ცხოველთა მეფეს, დინოზავრთა ოჯახის დიპლოდოკისა და აპატოზავრის მსგავს ცხოველს. ეს იყო უდიდესი და არაჩვეულებრივად სანახავი ცხოველი დიდი და მყარი ძვლებითა და კუნთებით, რომელიც იკვებებოდა გიგანტური მცენარეებით.

      “ბეჰემოთს” არ ჰქონდა არაფრის შიში. ის იყო უზარმაზარი და მისი გრძელი და მძლავრი კუდი ძველი სამყაროს ერთ ერთი ძლიერი და დიდი ხის, კედარის მსგავსი იყო.

      მოხდა ისე, რომ დროთა განმავლობაში ბიბლიური “ბეჰემოთები” გადაშენდნენ ან ამოწყვიტეს, და ადამიანებმა ისინი დაივიწყეს. მხოლოდ 150 წლის უკან დაიწყეს მუზეუმებში მათი ძვლების შეკოწიწება და უზარმაზარი ექსპონატების გამოფენა თავიანთ დარბაზებში. დღეს მრავალი შეცდომით მიიჩნევს, რომ ბიბლიაში ნახსენები “ბეჰემოთი”, ჩვენთვის ცნობილი სპილო ან ჰიპოპოტამია (დღევანდელი ბეჰემოთი). მაგრამ ისინი ვერანაირად ვერ შეესატყვისებიან ბიბლიის მიერ აღწერილ “ბეჰემოთს”, რადგან არც სპილოს და არც ჰიპოპოტამის კუდი არანაირად არ გვაგონებს კედარის ხეს.

      რაც შეეხება გადაშენებას, ბოლო 350 წლის განმავლობაში მეცნიერებმა დააფიქსირეს ცხოველთა 400-ზე მეტი სახეობის გადაშენება. და თუკი უბრალო ცხოველები ქრებიან პირისაგან მიწისა, რა უნდა ვთქვათ ისეთ ეკზოტიკურ ცხოველებზე, როგორებიც არიან დინოზავრები? მიუხედავად ამისა, ისინი აქაიქ მაინც გვხდებიან. ჩვენს თანამედროვე დინოზავრებზე თვითმხილველთა მიერ ყველაზე მეტი მოწმობა შეგროვილია აფრიკის ჭაობებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში იქ მიავლინეს 40-მდე ექსპედიცია. არსებობს მრავალი წიგნი, რომელიც ამ ექსპედიციათა მონაწილეების მიერ არის დაწერილი და ამტკიცებებნ, რომ დინოზავრები ჯერ კიდევ არსებობენ.

      კედრის ხე ბიბლიაში 42-ჯერ არის ნახსენები ( ნახეთ ინტერნეტში კედრის ხის ფორმა )
      http://www.russianbible.net/cgi-bin/searchRB.cgi?moses=1&history=1&poetry=1&prophets=1&newtest=1&limit=100&target=%CB%C5%C4%D2
      კრეაციონისტთა ახალი მუზეუმი ამერიკაში და ვულკანი,რომლის კველევების შედეგად დაადგინეს, რომ დღემდე დათარიღებული დედამიწის ასაკი და ნაშთები შეიცავს დიდ უზუსტობას
      Музей Сотворения мира в США стал Меккой для христиан: более 0,5 миллиона посетителей
      http://travel.newsru.com/article/13oct2008/museum_creation

      Репортаж о музее креационизма,

      უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ვულკანზე იხილეთ ამ მისამართზე
      http://toldot.ru/tora/articles/articles_553.html

      Like

      • Charlius 20/07/2012, 12:46 PM

        ნუ ატყუებ ბავშვს, ეშმაკის ჩაფლულია ეგ ძვლები

        Like

        • : )) 20/07/2012, 12:49 PM

          ხო დინოზავრებზე ამბები მეცნიერებმა გამოიგონეს,ხალხს ყურადღება რომ გაუფანტონ და ანტიქრისტემ ადვილად დაგვიპყროს ;დდდ

          Like

      • apollon201200 20/07/2012, 2:35 PM

        აუ ვიხუმრე და რა დაიჯერეთ :DD ვიცი ყველაფერი დინოზავრებზე ყველაფერი წაკითხული მაქ ენციკლოპედიაში :დდ

        Like

      • : )) 21/07/2012, 3:12 PM

        მეტიც, არსებობს მოწმობები, რომ დინოზავრები ცხოვრობდნენ ადამიანებთან ერთად, ერთ დროს, ერთ პერიოდში და არა მილიონობით და მილიარდობით წლებით ადრე, ადამიანის გამოჩენამდე, მაგრამ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით.
        ^^^
        :megafacepalm:

        Like

  4. Grio 20/07/2012, 8:54 PM

    ესეც რამ მოგაგონა ჰა?

    Like

  5. Vagos 20/07/2012, 10:27 PM

    dinozavri nakavelvio rom idzaxian martla aris? dinozavrebis dros rom or metriani ormo gageketebina dges isic ar iqneboda da ra nakvalevi shemorcheboda:D lol

    Like

  6. Lord Vader 21/07/2012, 1:51 AM

    დინოზავრების დროს სექსი არ იყო

    Like

  7. apollon201200 21/07/2012, 4:26 AM

    ადამიანების სექსზეც დადე რა ადმინ პოსტებბი :*

    Like

  8. nestandarejan 21/07/2012, 9:19 AM

    ახლა ვიმკრეხელებ: ღმერთმა შექმნა დინოზავრები, შეხედა და დაინახა, რომ კარგი იყოოოოოო ?! ღმერთს ასეთი ცუდი გემოვნება აქვს? მე მეგონა მხოლოდ მშვენიერება შექმნა თავდაპირველად, თურმე დეგენერატობებიც მოსწონს?! რომელიმე თქვენგანს მოსწონს დინოზავრის აღნაგობა?! არა,არა — დინოზავრის შექმნის შემდეგ ადამიანის შექმნა ნამდვილად დიდი წინსვლა იყო და მადლობა ღმერთს, რომ ვარსებობთ ადამიანებიც ამდენ დებილურ არსებებში, ისეთებში, როგორებიცაა მღრღნელები და ქვეწარმავლები…და, მაინც — რაში დასჭირდა ღმერთს დინოზავრი? მე მწამს ღმერთის, უბრალოდ მის შემოქმედებასთან ცოტაოდენი პროტესტი გამაჩნია, იმიტომ, რომ მოაზროვნე არსებად შემქმნა და ახლა თუ ვეკამათები, თავის თავს დააბრალოს!!!

    Like

    • apollon201200 21/07/2012, 10:01 AM

      ბავშვობაში დინოზავრებზე გადაღებული მულტფილმები არ მოგწონდა ან ფილმები ? მე მაგრად მევასებოდა, უფრო საინტერესოა ასე 🙂 დინოზავრი რატო უნდა მოგვეწონოს ისე 😀 ანჯელინა ჯოლი ხომ არ არის? საინტერესო ცხოველია და სიამოვნებით ვნახავდი დინოზავრებს 🙂 შენ ეტყობა არ გაქ ამის სურვილი ცხოველები ყველას არ უყვარს რას ვიზამთ არადა მაგრა მევასება დინოზავრები, ისე რა დაგიშავეს ასეთი?
      და ადამიანი დინოზავრს არაფრით არ ჯობია და ზოგიერთ ძაღლსაც კი არ ჯობია ძოგიერთი ადამიანი (:
      ღმერთს დინოზავრი არაფრად არ ჭირდებოდა ის ჩვენ გვჭირდებოდა ფანტაზიის გასაღრმავებლად (: ასევე დინოზავრების იდეა რომ არა შესაძლოა მხოლოდ ეროტიული ჟანრის ფილმები არსებულიყო ;]

      Like

      • nestandarejan 21/07/2012, 2:20 PM

        მე მომწონს ”დაკარგული ქვეყანა” რომაა არტურ კონანდოილის, ოღონდ, სერიალის სახით და ვერონიკა მიზიდავს ყველაზე მეტად !…

        Like

        • nestandarejan 21/07/2012, 2:23 PM

          მგონია, რომ მაგათი არარსებობა არაფერს დაგვაკლებდა, მაგრამ რადგან ფილმებში, ხელოვნებაში ასეთი ადგილი დაიკავეს, რას ვიზამთ! ისე ,საბოლოოდ, ვფიქრობ, ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა, მაგრამ ის არ ვიცი ზუსტად, როგორ მოხდა…

          Like

    • ფანატიზმი და ფანატიკოსები 21/07/2012, 11:58 AM

      ყველა ქვეწარმავალს და ყველა ცხოველს აქვს თავისი დანიშნულება დედამიწაზე,მე თუ მკითხავთ,ადამიანზე უფრო უნიკალური არაფერი შეუქმნია უფალს და ამავე დროს ადამიანზე უფრო საშიში ცხოველიც. დაანებეთ თავი თანამედროვე და ათეისტი მეცნიერბის მხრიდან წარმოდგენილ დასკვნებს და ინფორმაციებს გადაშენებულ ცხოველებთან დაკავშირებით, უმეტესობა ამ ცხოველებიდან ადამიანთან ცხოვრობა ჰარმონიაში. უფრო დაწვრილებით ამ ყველაფერზე და იმაზე,თუ რა დანიშნულება ქონდა ასეთ დიდ ცხოველებს დედამიწაზე.

      Like

    • leonce7 06/08/2012, 8:52 PM

      sagol 🙂 eg kitxvebi mec michndeboda qvecnobiershi 😀 😀 😀 magari iyo bolo tavis tavs daabralos 😀

      Like

    • Zaza 12/03/2018, 1:39 PM

      არა, ღმერთს არ აქვს ცუდი გემოვნება, პირიქით, ღმერთს ძალიან კარგი და მრავალფეროვანი გემოვნება აქვს. (მრავაფეროვანი).
      ღმერთს რომ ამხელა, მრავალფეროვნება არ ჰქონოდა, ის ხომ ღმერთი აღარ იქნებოდა. (ეს კიდევ ერთი მიზეზი და დასტური იმისა რომ ღმერთი უსასრულოა და უსაზღვროა)
      ყველას თავის თავი ჰგონია ყველაზე ლამაზი.
      განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც საუკეთესო ქმნილებებს შორის ყველაზე საუკეთესო ქმნილება, ადამიანი.
      ერთ დროს, სატანამაც ესე გადახედა თავის გარშემო ყველა ანგელოზს და თქვა, მე ხომ ყველაზე ძლიერი ვარ, ყველაზე ლამაზი ვარ, ყველაზე ჭკვიანი და ყოვლისშემძლე ვარ, და ვინ შემედრება მე, და ამ ყველაფრის შემდეგ, რაც მოჰყვა ყველამ ვიცით…
      შეიძლება დინოზავრების და მსგავსნი მათისა, მოგწონდეს, მაგრამ მათი გეშინოდეს, შენთვის შიშისმომგვრელია, ჯერ ეს უნდა გაარკვიო, დინოზავრის გეშინია თუ აღნაგობა არ მოგწონს?.. 🙂
      რა იცი, იქნებ დინოზავრებიც ასე ფიქრობდნენ შენზე, ჩემზე, ჩვენზე, ადამიანებზე, რაში დასჭირდა ღმერთს რომ ადამიანი შექმნაო? 🙂
      აბა კარგად დაფიქრდი, და დაუკვირდი, ღმერთი უსაზღვროა რას ნიშნავს… 🙂

      Like

  9. ფანატიზმი და ფანატიკოსები 21/07/2012, 12:16 PM

    გაიცანი ასტრონომი William Herschel -ი

    „ყველა მეცნიერული აღმოჩენა დაშვებულია ერთი მიზნით:
    დამოწმდეს ის ღვთიური გამოცხადებანი, რომლებზეც ბიბლიაშია მოთხრობილი.“
    ასტრონომი გირშელი
    William Herschel
    http://en.wikipedia.org/wiki/William_Herschel

    “მზე გაჩერდა ანუ ნაჩუქარი დღე”

    მცირე ამონარიდი საინტერესო სტატიიდან იმისათვის,რომ უცოდინარ ადამიანს, რომელსაც მომენტალურად უჩნდება კითხვა, მზე როგორ უნდა გაჩერდეს თუკი ის არ მოძრაობსო და ეცდება ჩემს დადანაშაულებას ტყუილში, ეს იგივეა, რომ დავადანაშაულოთ ლევ ტოლსტოი უცოდინარობაში, რადგან ხომ გახსოვთ, როგორ წერს: „მზე გაჩერდა აუსტერლიცის ზემოთ“. აი როგორი ბებერი იდიოტია! იმას კი არ იტყვის: „დედამიწა მოტრიალდა ამდენი და ამდენი გრადუსით თავისი ღერძის გარშემო, ისე, რომ მზის სხივები ამ კუთხით შეეხნენ ასეთი კოორდინატების (გრძედის და განედის) ამ ველს“.

    http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91/
    __________
    სივრცე/დროითი სამყარო დღესაც განაგრძობს გაფართოებას სინათლის სხივთან მიახლოებული სიჩქარით ანუ დღესაც იქმნება ახალ- ახალი სივრცე/დროითი განზომილებები, რის გამოც შორეული კოსმოსური ობიექტები იმდენად სწრაფად გვშორდება, რომ ეს სინათლის სიხშირის გადახრას იწვევს გრძელი დიაპაზონისკენ, ასეთი სამყაროს შემოქმედს ცხადია არ “გაუჭირდებოდა” არც დედამიწის ღერძული ბრუნვის შეჩერება და იმის არგუმენტად მოყვანა, რომ დედამიწის ღერძული ბრუნვის შეჩერება შეუძლებელია, რადგან მას ძალიან დიდი ინერცია აქვს უაზრობად და ძალიან ვიწრო კუთხით შეფასება იქნებოდა. თეორიულად ყოველთვის შეიძლება “ანტი-გრავიტაციული” და “ანტი-ინერციული” ველის და ლოკალური გარემოს შექმნა, რომელიც ცხადია ღვთისთვის არაა შეუძლებელი, მაგრამ კითხვა სხვაგვარად ისმის, რამდენად მართალია უბრალოდ ფაქტი, რომ დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა. ბიბლიაში წერია ამის შესახებ, მაგრამ ეს შეიძლება ყოფილიყო ლოკალური სასწაული, რომელიც ღმერთმა კონკრეტული ქვეყნის ან კონკრეტული ადგილის მცხოვრებლებს დაანახა.

    მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში ამერიკელ სწავლულებსა და ასტრონავტებს შეემთხვათ, რომლებიც სივრცის შემსწავლელ პროგრამაზე მუშაობდნენ. ისინი იკვლევდნენ, როგორი მდგომარეობა ექნებოდა მზეს, მთვარესა და სხვა პლანეტებს კოსმოსში 1000 წლის შემდეგ.

    „ამის ცოდნა იმისათვის გვჭირდება, რომ ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული თანამგზავრის ორბიტა მისი მთელი არსებობის მანძილზე და, ამგვარად, მომავალში თავიდან ავიცილოთ მათი შეჯახებანი“, – ამბობს „კერტის ენჯირინგის“ კომპანიის პრეზიდენტი, ამ პროგრამის კონსულტანტი, ბატონი ჰაროლდ ჰილი.

    მეცნიერები მუშოაბდნენ კომპიუტერზე, რომელიც სპეციალური პროგრამის საშუალებით ასრულებდა გამოთვლებს როგორც ერთი საუკუნის შემდეგ მონაცემებზე, ისე ერთი საუკუნის წინანდელზე.

    მოულოდნელად კომპიუტერმა მუშაობა შეწყვიტა და მონიტორზე გამოჩნდა შეტყობინება, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ან პროგრამა იყო არასწორი, ან მასში შეტანილი მონაცემები და მიღებული შედეგები ერთმანეთს არ უთანხმდებოდა. როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერი შეამოწმეს და განაცხადეს, რომ ყველაფერი „წესრიგში იყო“, პროექტის უფროსი დაინტერესდა, რა ხდებოდა. პასუხად კი მიიღო, რომ გასულ დროს ერთი დღე აკლდა.

    ტვინის ჭყლეტამ სწავლულებს არაფერი მოუტანა. მათ ვერ გაეგოთ, რატომ მოხდა ასე.

    მაშინ ერთმა მეცნიერმა, როგორც აღმოჩნდა, მორწმუნე ქრისტიანმა თქვა, რომ ბავშვობაში საკვირაო სკოლაში დადიოდა, სადაც გაეგონა იმის შესახებ, თუ როგორ გაჩერდა მზე და არ იძვროდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ერთბაშად ყველამ როდი ირწმუნა.

    მან აიღო წმიდა წერილი, მოძებნა „ისუ ნავეს წიგნი“ და ყველამ წაიკითხა ნებისმიერი „საღადმოაზროვნე“ ურწმუნო ადამიანისათვის საკამოდ უცანური მტკიცება:

    Иисус Навин
    Joshua
    http://en.wikipedia.org/wiki/Joshua

    „უთხრა უფალმა ისუს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ” (ისუ ნავეს ძე 10; 8).

    ისუ ნავე წუხდა დროის სიმცირის გამო, რადგან ბინდდებოდა, დღის სინათლე კი, როგორც ის ფიქრობდა, აუცილებელი იყო მტერზე გასამარჯვებლად.

    „მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს იმ დღეს და თქვა მზეო დადექ და მთვარევ ! და დადგა მზე და არ განძრეულა მთვარე. განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში? „იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.“ (ისუ 10; 12-13).

    „ძლიერი იყო ომში ისუ ნავეს ძე , როგორ განდიდდა, როცა ხელები აღაპყრო ! განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და იქმნა ერთი დღე ვითარცა ორი?“ (ზირ. 46; 1-5).

    „აი, ის დღეც, რომელიც საუკუნეს აკლია“, – თქვეს მეცნიერებმა და გადაწყვიტეს, კომპიუტერში ისევ გადაემოწმებინათ, ანუ გამოეთვალათ წარსულის დღეები, ოღონდ იმ დღემდე, რომელზედაც ბიბლიაშია მოთხრობილი.

    გამოირკვა, რომ დრო, რომელიც ისუ ნავეს ძის ბრძოლისას აკლდებოდათ 23 საათი და 20 წუთი იყო და არა მთელი დღე.

    მიღებული პასუხის მიახლოებითობამ, უფრო ზუსტად, 40 წუთის ნაკლებობამ, მეცნიერებს ინტერესი გაუღვიძა და მათ წმიდა წერილის ტექსტები უფრო გულმოდგინედ გადაიკითხეს; იქ ხომ სწორედ ასე წერია: „მზე თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას“ (ისუ 10; 13), და არა მთელი დღე.

    მეცნიერებს კიდევ ერთხელ მოუწიათ დაეჯერებინათ, რომ „ღვთიურ წიგნებში შემთხვევით არაფერია ნათქვამი. თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება“, – როგორც წმიდა განმანათლებელი იოანე ოქროპირიც გვასწავლის. (Толк. быт. 10; 4).

    ეს პატარა სიტყვა „თითქმის“, როგორც აღმოჩნდა, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღეს მეცნიერები ვერ შეაჯერებენ 40 წუთს, ორბიტის გამოთვლისას იგივე შეცდომა განმეორდება ათასობით წლის მანძილზე. კოსმოსური პროექტებისათვის კი, სადაც წამებიც კი გამოითვლება, მთელი 40 წუთი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია.

    როდესაც იმავე მორწმუნე მეცნიერს გაახსენდა, რომ ბიბლიაში არა მარტო მზის გაჩერების სასწაულზეა მოთხრობილი, არამედ მის უკუსვლაზეც, სხვა სწავლულებმა ეს მეცნიერი გიჟად მონათლეს. ყველაზე ეჭვიანებმა კი ბიბლიის პარალელური ადგილების მიმანიშნებელი სისტემის მეშვეობით, ადვილად მიაგნეს „მეოთხე მეფეთას“, სადაც წაიკითხეს:

    „უთხრა ხიზკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი ? თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას. ათი საფეხურით წინ ჩავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან? თქვა ხიზკიამ: უკან დაბრუნდეს ჩრდილი. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და დააბრუნა უფალმა ჩრდილი ათი საფეხურით“ (4 მეფ. 20; 8-11).

    მაშ, „მხოლოდ ჩრდილი დააბრუნა, თუ მასთან ერთად მზეც?“ ყურადღებას გვაქცევინებს მოსკოვის განმანათლებელი ფილარეტი და ამ გზით გვეხმარება, გავარკვიოთ „ქვეყანაში მომხდარ რომელ კონკრეტულ სასწაულზე“ (2 ნეშტთა 32; 31) ეკითხებოდნენ იეხიზკიაჰუს ბაბილონის ელჩები.

    მეფე ხიზკიაჰუს განკურნებისას, უფალმა მზე ზენიტში დააბრუნა; და ეს სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ჯერ კიდევ შორს იყო, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ცხოვრების საღამო“ თავისი „ჩრდილით“.

    კითხვაზე – ეს მხოლოდ იქ დამსწრეთათვის ხილული გადაადგილება იყო ჩრდილისა, თუ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ასტრონომიულ სასწაულს? – სწავლულებმა პასუხი „ესაია წინასწარმეტყველის წიგნში“ ნახეს, სადაც ამ მოვლენის დამატებით დეტალურ აღწერაში წამოჭრილი კითხვის პირდაპირი განმარტებაა მოცემული:

    „და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია საფეხურებზე და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა“ (ეს. 38; 4-8).

    დადებითი გაგებით (აზრით), თვითონ მზის მობრუნების საკითხი ჯერ კიდევ ნეტარმა თეოდორიტემ ახსნა, რომელიც ძველი აღთქმის ტექსტების საუკეთესო კომენტატორად ითვლება: „მზესთან დაკავშირებული სასწაული მთელ მსოფლიოში მოხდა. ვინაიდან მზის უკან დაბრუნების შესახებ ყველამ შეიტყო“ (вопр. 52)!

    და დასასრულ, მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბის ათი საფეხური, რომელიც ზევით, პირდაპირ ახაზ მეფის ოთახში ადიოდა, – ზუსტად 40 წუთია. ამგვარად, 23 საათი და 20 წუთი, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველსა და წინამძღოლს – ისუ ნავეს აჩუქა და 40 წუთი, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიას მისცა, ერთიანობაში უდაოდ ზუსტად ის ერთი დღეა, რომელიც მსოფლიო დროს აკლია.

    როგორც კი პროგრამის მონაცემებში ბიბლიური მოვლენების შესახებ შეიტანეს ინფორმაცია, ღვთის შეწევნით, კომპიუტერმა მუშაობა განაგრძო!

    როგორ შეიძლება, ამ ფაქტს გაკვირვება და უფლის სახელის დიდება არ გამოეწვია?

    გვიამბობს თუ არა რაიმეს ამ სასწაულის შესახებ ისტორია?

    „ბრძენი ჰეროდოტე, რომელიც „ისტორიის მამამთავრადაა“ მიჩნეული, ქრისტეს შობამდე 480 წლით ადრე მოგვითხრობს, რომ ზოგიერთმა ეგვიპტელმა მოგვმა უჩვენა ჩანაწერები, თუ როგორ გაგრძელდა დღე-ღამე 24 საათით“, – წერს მეცნიერი ა. ჰუკი. – უძველეს ჩინურ ხელნაწერებში პირდაპირაა მითითებული, რომ ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა იმპერატორ იოს დროს, და ჩინურ გენეალოგიურ ნუსხაში მინიშნებულია, რომ ეს იმპერატორი ჩინეთში მეფობდა ისუ ნავეს ძის დროს.

    „ბერძნული, ეგვიპტური და ჩინური მტკიცებების გარდა, – ამბობს მეცნიერი მ.ველიკოვსკი, – მზის გაჩერების ისტორიულ ფაქტს, როგორც ცნობილია, ადასტურებს მექსიკური, ფინური, იაპონური, პერუსა და ბევრი სხვა ისტორიული წყაროები“.

    მაგალითად, მეცნიერმა ლ.კინგსბოროუმ პირველყოფილი ამერიკელი ინდიელების ყოფა-ცხოვრების ცნობილმა მკვლევარმა დაადგინა, რომ მექსიკელებს, რომლებმაც ევროპელების მიერ ამერიკის „აღმოჩენამდე“ გაცილებით ადრე, განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს, აქვთ უძველესი გადმოცემა მზეზე, რომელიც „უძრავად იდგა“ მთელი დღის განმავლობაში და ეს მოხდა ზუსტად „შვიდი კურდღლის“ წელს, რაც შეესაბამება ისუ ნავეს პალესტინაში ბრძოლის თარიღს.“
    ***
    გთხოვთ უყუროთ ლინკზე არსებულ ვიდეო მასალას, რომელიც არის ყველაზე თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილი თეორია ღმერთის შესახებ – The God Theory:

    ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=W9feXeL-3XA

    ასევე ძალიან საინტერესო გადაცემა სახელწოდებით, კოსმოლოგია ამტკიცებს ღმერთის არსებობას – Cosmology ProvesThe Existence of God – Lee Strobel

    ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=kdeiRYXwg1E

    Like

    • Charlius 21/07/2012, 12:22 PM

      წაკითხული მაქვს ეგ კურაევის სტატია და აგერ მიწერია მასში არსებულ ხარვეზებზე
      http://forum.ge/?f=84&showtopic=33734007&st=495

      მაგ კაცს კიდევ ჰერშელი ჰქვია და არა გირშელი. ჰოკინგს ალბათ ანდუყაფარს დაარქმევენ

      Like

      • ფანატიზმი და ფანატიკოსები 21/07/2012, 12:33 PM

        სტატიის ხარვეზი რა შუაშია ? :)) საუბარია ამ მონაკვეთზე,რომელიც მე გამოვიყენე 🙂

        ” მცირე ამონარიდი საინტერესო სტატიიდან იმისათვის,რომ უცოდინარ ადამიანს, რომელსაც მომენტალურად უჩნდება კითხვა, მზე როგორ უნდა გაჩერდეს თუკი ის არ მოძრაობსო და ეცდება ჩემს დადანაშაულებას ტყუილში, ეს იგივეა, რომ დავადანაშაულოთ ლევ ტოლსტოი უცოდინარობაში, რადგან ხომ გახსოვთ, როგორ წერს: „მზე გაჩერდა აუსტერლიცის ზემოთ“. აი როგორი ბებერი იდიოტია! იმას კი არ იტყვის: „დედამიწა მოტრიალდა ამდენი და ამდენი გრადუსით თავისი ღერძის გარშემო, ისე, რომ მზის სხივები ამ კუთხით შეეხნენ ასეთი კოორდინატების (გრძედის და განედის) ამ ველს“ ”

        აქ რამე გაუგებარია? :))

        ხოლო სტატიაში უამრავი რამ წერია და თუ სადმე ვინმეს რამე არ მოწონს,არ ნიშნავს,რომ ეს ხარვეზია,მითუმეტეს თბილისის ფორუმის მესვეური რომ დაიწყებს რამის მტკიცებას :)) მეგობარო,ნუ დამაკარგინებ შენზე წარმოდგენას :)) ვიფიქრე რამე გესმოდა,აღმოჩნდა,რომ ამ სტატიებს მხოლოდ თარგმნი და შენი არაფერია? :)))

        Like

  10. ფანატიზმი და ფანატიკოსები 21/07/2012, 12:48 PM

    რუსულად Гершель, Уильям -ია და ასოების დევნას აზროვნება სჯობს 🙂

    Like

  11. apollon201200 21/07/2012, 4:26 PM

    ჩვენს დროში რატო აღარ ხდება მაშინ არანაერის სასწაული? ვიდეოკამერის შიში აქვთ სასწაულებს თუ რაა?

    Like

  12. ფანატიზმი და ფანატიკოსები 21/07/2012, 5:37 PM

    მარკოზის სახარება
    თავი მერვე

    11. გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.
    12. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.

    აქ სასწაულის პრობლემა არ დგას,პრობლემა იმაში მდგომარეობს,რომ ადამიანის აღქმის უნარი ქვეითდება,ხდება მიჩვევა,ადაპტაცია.. მუდმივად მისი გამოცოცხლება და სტიმულაცია ახალი და ახალი სასწაულებით ( ზებუნებრივი მოვლენებით ) იქნება არასწორი, ასე ადამიანი ვერ გაიზრდება ვერასდროს,ვინაიდან სასწაულებზე კი არ უნდა ხდებოდეს აქცენტი და კონცენტრაცია,არამედ სიყვარულზე,კულტურაზე,განათლებაზე და სხვა მრავალ ნიჭზე,ქრისტეს ჯვარცმამდე იმიტომ იყო ამდენი სასწაული საჭირო,რომ ადამიანი მოკლებული იყო სულიწმინდის მადლს და ცხოველური ინსტიქტებით მოქმედებდა… მაგრამ როდესაც ქრისტე ევნო ჯვარზე ყველაფერი შეიცვალა, ადამიანი შეიმოსა სულიწმინდის მადლით, მას თვითონ შეუძლია უკვე გაზარდოს თავისი სულიერი და გონებრივი დიაპაზონი ცხოველური საწყისებიდან ანგელოზურ მდგომარეობამდე. 🙂

    Like

    • apollon201200 21/07/2012, 6:45 PM

      თუ ღმერთი მართლა არსებობს როგორ გაჩნდა? როგორ შეიძლება ყოველთვის ყოფილიყო? რანაერი ახსნააქ ამას ;]?

      Like

      • ფანატიზმი და ფანატიკოსები 21/07/2012, 7:15 PM

        რაც დავწერე ის თუ გაიგე ? აბა ჩამოაყალიბე და დაწერე როგორ გაიგე და იმის მიხედვით ვეცდები შენს კითხვას გავცე პასუხი 🙂 ვინაიდან ყველას ერთნაირად არ ესმის ნათქვამი და გაგონილი 🙂

        Like

        • apollon201200 21/07/2012, 7:59 PM

          ყველაფერი დედამიწაზე ღმერთის არსებობას მოწმობს და უდავო ფაქტია რომ იესო რომელიც ჯვარს აცვეს მართლა ღმერთის შვილი იყო მაგრამ
          როგორ შეიძლება თუნდაც ღმერთი ყოველთვის არსებულიყო? ვერ ვხვდები როგორ შეიძლება არაფრისგან გაჩენილიყო ან თავისი თავი შეექმნა თუ ვინმემ გააჩინა ასე უსასრულობამდე წავალთ და ეს არის მთავარი დამაეჭვებელი ღმერთის არსებობა არარსებობაში :X
          წარმოუდგენელია ჩემთვის მე ვერ აღვიქვამ ამას მაგალითად …
          შენ რას ფიქრობ ამაზე? როგორ გაჩნდა ღერთი?

          Like

          • apollon201200 21/07/2012, 8:04 PM

            ის გავიგე ერთი დღე რომ გამოაკლდა დედამიწას მაგრამ ღმერთი როგორ გაჩნდა? ადამიანის ფორმა აქ თუ სამყაროზე დიდია ნამდვილი ფორმით?

            Like

            • ფანატიზმი და ფანატიკოსები 21/07/2012, 8:07 PM

              არა, მე გეკითხები აი ამაზე

              მარკოზის სახარება
              თავი მერვე

              11. გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.
              12. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.

              აქ სასწაულის პრობლემა არ დგას,პრობლემა იმაში მდგომარეობს,რომ ადამიანის აღქმის უნარი ქვეითდება,ხდება მიჩვევა,ადაპტაცია.. მუდმივად მისი გამოცოცხლება და სტიმულაცია ახალი და ახალი სასწაულებით ( ზებუნებრივი მოვლენებით ) იქნება არასწორი, ასე ადამიანი ვერ გაიზრდება ვერასდროს,ვინაიდან სასწაულებზე კი არ უნდა ხდებოდეს აქცენტი და კონცენტრაცია,არამედ სიყვარულზე,კულტურაზე,განათლებაზე და სხვა მრავალ ნიჭზე,ქრისტეს ჯვარცმამდე იმიტომ იყო ამდენი სასწაული საჭირო,რომ ადამიანი მოკლებული იყო სულიწმინდის მადლს და ცხოველური ინსტიქტებით მოქმედებდა… მაგრამ როდესაც ქრისტე ევნო ჯვარზე ყველაფერი შეიცვალა, ადამიანი შეიმოსა სულიწმინდის მადლით, მას თვითონ შეუძლია უკვე გაზარდოს თავისი სულიერი და გონებრივი დიაპაზონი ცხოველური საწყისებიდან ანგელოზურ მდგომარეობამდე.

              რა გაიგე აქ?

              Like

              • apollon201200 21/07/2012, 8:14 PM

                სასწაულის მოხდენა არ შეეძლო მაგ დროს და ეგ იმიტო თქვა?

                Like

                • apollon201200 21/07/2012, 11:39 PM

                  ღმერთის არსებობის მჯერა, ქრისტიანი ვარ მაგრამ ,როგორ შეიძლება თავისით გამჩნდარიყო ღმერთი? ყველაფერს ხომ აქვს დასაწყისი? რა არის ამ კითხვის იდუმალებით მოცული პასუხი? როგორ გაჩნდა ღმერთი?

                  Like

                  • ფანატიზმი და ფანატიკოსები 22/07/2012, 12:26 AM

                    აბა თუ შეგიძლია მითხარი შენი მომავალი, მაგალითად რა გელის ერთი წლის შემდეგ? ანუ იცი ზუსტად რა იქნება ხვალ ან ზეგ? 🙂 შენ ხომ არსებობ,ეს ხომ ნამდვილად იცი,ჰოდა გეკითხები ადამიანო,რომელიც ნამდვილად არსებობ, რა გელის ხვალ ? 🙂

                    Like

                    • apollon201200 22/07/2012, 8:03 AM

                      აზე არ ვარ 😀 ვანგამაც კი ვერ იწინასწარმეტყველა წესივრად მას თუ დავუჯერებთ ეხლა მესამე მსოფლიო ომი უნდა იყოს გაჩაღებული 😀

                      Like

                  • : )) 22/07/2012, 1:06 AM

                    შენ რა მაგარი ვინმე ხარ)))
                    მე რომ გითხარი როგორ გაჩნდა ღმერთი თქო დამცინე xD ნუ შეეცადე დაგეცინა :უსერ:

                    Like

                    • ფანატიზმი და ფანატიკოსები 22/07/2012, 1:21 AM

                      მარტივ კითხვებს ვსვამ და პასუხები მინდა ასევე მარტივი თუკი ის არ გახსოვთ რა ჭამეთ გუშინ და არც ის იცით რა იქნება ხვალ, ასეთი გონებრივი შესაძლებლობებით როგორ უნდა გაიგოთ და ჩაწვდეთ სამყაროს საიდუმლოებებს? ) ანუ უფრო მეტს და უფრო მნიშვნელოვანს?

                      Like

                    • : )) 22/07/2012, 1:37 AM

                      შენ არ გეკუთვნოდა ეს კომენტარი,ჩვენში დარჩეს და ))

                      Like

                    • ფანატიზმი და ფანატიკოსები 22/07/2012, 1:48 AM

                      ასეც ვიფიქრე,რომ რომელიმე ათეისტი მას გაამწარებდა და უაზრო კითხვებით მოწამლავდა ბავშვს 🙂 ამიტომაც ეს ადამიანი ფიქრობს,იქნებ მე მათქმევინოს რამე,რომ თქვენც გაიგოთ 🙂

                      ჰოდა დამაკვირდეს ახლა რა ტაქტიკურ სვლებს ვაკეთებ,თვითონაც ისწავლის და თან ნახავს, როგორ ვაწამებ ფანატიკოს ათეისტებს:)))

                      Like

      • Zaza 15/03/2018, 10:48 AM

        ღმერთი როგორ გაჩნდა?..
        ეს რომ იცოდე, ან ყველამ იცოდეს მაშინ ღმერთი, ღმერთი აღარ იქნებოდა…
        ნახე, დააკვირდი სიტყვას, ღმერთი ყოვლისშემძლეა!
        შენც რომ ყველაფერი იცოდე, მაშინ შენც ყოვლისშემძლე ღმერთი იქნებოდი.
        ამიტომ ჰქვია ღმერთს ღმერთი, ყველა ვერ მიწვდება, ყველა ვერ დაინახავს, ყველა ვერ მივა ღმერთთან…
        უხეში შედარებით, მაგალითი რომ მოვიყვანოთ (რა თქმა უნდა ეს ძალიან შორს არის მაგრამ ჩვენ ენაზე, ჩვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ).
        პრეზიდენტთან ყველა ხომ ვერ შევა? 🙂
        რაც პრეზიდენტმა იცის, ინფორმაცია, ყველამ ხომ არ იცის?
        რიგითი მოქალაქისთვის ხომ არ არის აუცილებელი ყველაფრის ცოდნა, რაც პრეზიდენტმა იცის?
        და ასე შემდეგ და შემდეგ…
        ეს რა თქმა უნდა ისე, დაახლოებითი წარმოდგენისათვის… 🙂

        Like

  13. nestandarejan 22/07/2012, 12:04 AM

    gmerticragacam tu gaachina, mashin , gamodis is ragaca iyo gmerti da ase usasrulobashi wavalt ukan-ukan…aq is adgilia, ubralod rom unda iwamo da ar iazrovno…

    Like

    • Charlius 22/07/2012, 12:20 AM

      ან იაზროვნო და თქვა, რომ დროებით პასუხი არ გაქვს :))

      Like

      • ფანატიზმი და ფანატიკოსები 22/07/2012, 12:47 AM

        აბა მითხარი ჭკუის კოლოფო,ერთი თვის მანძილზე რა საკვებს მიირთმევდი ყოველ დღე:) შეგიძლია მითხრა ის,რაც უკვე იყო? ანუ გაიხსენო და ზუსტად მითხრა ერთი თვის განმავლობაში რა საკვებს მიირთმევდი და არაფერი არ უნდა გამოგრჩეს 🙂 რას მეჭკუისკოლოფები აქ:) გინდა მეცნერული მტკიცებულებები დაგიდო,რომ ათეისტის ტვინი შეზღუდულად მუშაობს? :)) IQ ტესტებს არ ვგულისხმობ 🙂 ეს ცხოველსაც არანაკლებ კარგი აქვს,უბრალოდ დაგიმტკიცებ,რომ ადამიანი,რომელიც არ ლოცულობს,ის დეგრადირდება და ცხოველურ საწყისებს ვერ ცდება 🙂

        Like

        • : )) 22/07/2012, 1:08 AM

          ცინეკოსებისთვის რამე წრეა და იქ იმზედდებოდი? ;ს
          ასეთი მაღალი დონის ცინიზმი..
          ღმერთმანი ))))))
          მიდი მიდი,გამლანძღეე .

          Like

          • ფანატიზმი და ფანატიკოსები 22/07/2012, 1:20 AM

            რატომ უნდა გაგლანძღო ? წამებულის გვირგვინი გინდა? :))) მარტივ კითხვებს ვსვამ და პასუხები მინდა ასევე მარტივი 🙂 თუკი ის არ გახსოვთ რა ჭამეთ გუშინ და არც ის იცით რა იქნება ხვალ, ასეთი გონებრივი შესაძლებლობებით როგორ უნდა გაიგოთ და ჩაწვდეთ სამყაროს საიდუმლოებებს? :)) ანუ უფრო მეტს და უფრო მნიშვნელოვანს? 🙂

            Like

            • : )) 22/07/2012, 1:35 AM

              რავიცი ლანძვის და ძალით ცინიზმის გარდა შენს კომენტარებში ნიშანდობლივი ვერაფერი ვნახე ))

              Like

              • ფანატიზმი და ფანატიკოსები 22/07/2012, 1:39 AM

                ეს აღქმის პრობლემაა,როდესაც ადამიანი ერთმანეთში ურევს ცინიზმს და იუმორს:))

                Like

                • : )) 22/07/2012, 1:49 AM

                  ერთი თვე რა ღირს შენთან მომზადება? ;ს
                  გავიგებდი რამეს ცხოვრებისას ))
                  მართლმადიდებელი რო ვინმეს და მით უმეტეს ,ათეისტს ეტყვის ფანატიკოსი ხარო ;დდდ
                  თან მართლმადიდებელსაც გააჩნია :უსერ:

                  Like

                  • ფანატიზმი და ფანატიკოსები 22/07/2012, 2:00 AM

                    რათქმაუნდა დიდი ნაწილი ათეისტებისა ფანატიკოსები არიან ისევე როგორც მორწმუნეების ნაწილი, ეს უნდა ვაღიაროთ 🙂 მაგრამ ის რაც ათეისტებმა ჩაიდინეს,მსგავსი აფიორა ჯერ ისტორიას არ ახსოვს, რის საფუძველზეც უამრავი რიგითი ათეისტი აფანატებდა და ამტკიცებდა თავის სიმართლეს :))

                    პილტდაუნის ადამიანი. თავის ქალა, რომელიც 1912 წელს აღმოაჩინეს ინგლისის ქალაქ პილტდაუნში, მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ უძველეს ადამიანსა და პრიმატს შორის გარდამავალი სახეობა, ე.წ. „დაკარგული ჯაჭვი”, რადგან მას ახასიათებდა ორივე მათგანის შტრიხები. თავის ქალის ზედა მხარე ადამიანური შესახედაობის იყო, ხოლო ყბა – მაიმუნის. აღსანიშნავია, რომ ამ ტყუილის 40 წლის განმავლობაში სჯეროდათ და მასზე უამრავი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა. მხოლოდ 1953 წელს რამდენიმე დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ეს იყო თანამედროვე ადამიანის თავის ქალაზე მიმაგრებული ორანგუტანის ყბა. კონკრეტული დამნაშავე ამ ამბავში არ ჩანს, თუმცა ცხადია, რომ თითს იმ არქეოლოგებისკენ იშვერენ, ვინც ეს თავის ქალა იპოვა ან პოპულარიზაციას უწევდა – პიერ ტეიარ დე შარდენი, ჩარლზ დოუსონი, არტურ კონან დოილი, არტურ კიტი, მარტინ ჰინტონი და ვირ კოული. ამის შემდეგ სამეცნიერო წრეებში გამოთქმა „პილტდაუნის თავის ქალა” (ან „პილტდაუნის ადამიანი”) გამოიყენება სიცრუისა და ფარსის სინონიმად, ის ითვლება სამეცნიერო წრეში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითობად, რადგან წლების განმავლობაში პილტდაუნის თავის ქალის მიხედვით მსჯელობდნენ ადამიანის ევოლუციური განვითარების გზაზე.

                    Like

                    • apollon201200 22/07/2012, 7:59 AM

                      ეგ მართლა სისულელეა რომ ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს რომ მაიმუნისგან გაჩნდა, 😀 … მაშინ ცხოველები უნდა ვიყოთ ისევ ან ყველა მაიმუნი ადამიანი უნდა იყოს (უფროსწორად მაიმუნისმსგავსი ცხოველისგან) მაგრამ ადამიანში ცხოველურზე მეტად ადამიანური თვისებები მეტია ამიტომ ცხოველები კიარა ადამიანები ვართ
                      ადამიანსა და ცხოველს შორის ისეთი განსხვავებაა როგორიც მაგალითად დათვსა და ბეღურას შორის. ბეღურას ცხოველს ვერ ვუწოდებ ფრინველია დათვს რომ ჩიტი დავუძახო აქ უკვე გონებრივად ჩამორჩენილი ვიქნები 😀 ყველაზე მეტად ადამიანის ცხოველთან შედარება მაღიზიანებს რასაც ასთეისტები აკეთებენ ნუ ისეთ მაიმუნს ან კოდალას თუ დამისახელებენ რომელსაც ჰიტლერის თვისებები ექნება ან ადრიანა ლიმას სილამაზე ან ისეთ ენოტს რომელიც მანქანას მექანიკურ დახმარებას გაუწევს მუხლს მოვიდრეკ ))))
                      ყველაზე მეტად მაუმუნების პლანეტის ფილმები მაღიზიანებს 7 ნაწილია მგონი განსაკუთრებით პირველი ნაწილები მაღიზიანებს ყველაზე მეტად მაგ ფილმის 1968-1973 წლებში გამოშვებული ნაწილები ამ ფილმის ნახვის შემდეგ შემზიზღდა მაიმუნთა მოდგმა :@ მაგრამ ახალი ვარიანტის რომ გადაიღეს იმაში პირიქით საყვარელ არსებებად ყავთ მაიმუნები წარმოჩენილი

                      Like

  14. ფანატიზმი და ფანატიკოსები 22/07/2012, 9:00 AM

    აბა რას ჩიოდა დარვინი? მისი თეორია აიტაცეს და დაუპირისპირეს რელიგიას,დღემდე უამრავ უცოდინარ ათეისტს ჯერა, რომ მისი დიდი ბებია იყო მაიმუნი ..:) არა და დარვინს სულ სხვა გეგმა ქონდა…:))

    4. “Что же касается богословской стороны вопроса – для меня это всегда болезненно. Я в замешательстве. У меня не было намерения писать с атеистической точки зрения.
    Изучая эту удивительную вселенную и в особенности природу человека, я никак не могу назвать их результатом действия грубой силы. Я скорее считаю, что всё произошло посредством действия установленных законов, и только мелкие детали – хорошие или плохие – оставлены на волю того, что можно назвать случаем”. (Darwin 1993, 224).

    Like

  15. ფანატიზმი და ფანატიკოსები 22/07/2012, 9:34 AM

    ევოლუციის უარყოფა დიდი სისულელეა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ადამიანი მაიმუნისგან განვითარდა,იქნებ ყველაფერი პირიქიდ მოხდა? ანუ ჯერ ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა განიცადა მუტაცია და გაცხოველდა, მაგალითად ასე

    http://ucnauri.com/202503/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98/

    Александр Белов
    ОБЕЗЬЯНА И ИНВОЛЮЦИЯ.
    КРАХ СИМИАЛЬНОЙ ТЕОРИИ АНТРОПОГЕНЕЗА ДАРВИНА.

    ЧЕЛОВЕКООБРАЗНЫЕ ОБЕЗЬЯНЫ СОВЕРШИЛИ ДРУГОЙ «ПЕРЕХОД» – ОНИ ВЛЕЗЛИ НА ДЕРЕВЬЯ!
    http://www.vozrozhdenie-planety.ru/involution-theory/

    Like

  16. arsena 15/08/2012, 5:41 PM

    ateistebisa ki ara fanatikosebis tvioni mushaobs shezgudulad, kvela didi moazrovne ateisti iko!

    Like

  17. www.hand.ge 08/10/2012, 7:11 AM

    კაი სტატიაა და საინტერესო ინფორმაცია. მარა ის ვერ გავიგე რა შუაშია დინოზავრების სექსის ხერხები და თქვენს კომენტარებში წარმოთქმული რელიგიურ თუ ფანატიკური მოსაზრებები

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: