
მაიას ტომის წინასწარმეტყველება არ ახდა, თუმცა ადამიანებმა შესაძლოა ოდესმე მართლაც მოუღონ ბოლო თავიანთ არსებობას. ბუნებაში ნამდვილად არაა საფრთხის დეფიციტი – შორეულ მომავალში ასტეროიდების წვიმა და სუპერვულკანების ამოფრქვევა გველის. თუმცა მანამდე არანაკლები საფრთხის მომტანი შეიძლება ადამიანთა ქმედებები აღმოჩნდეს.
7 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც

ჯერჯერობით არ გაგვაჩნია იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზე, თანამგზავრებზე ან კოსმოსურ სივრცეებშიც არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე დამაფიქრებელი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ოდესმე უცხოპლანეტურ სიცოცხლის ფორმებს აღმოვაჩენთ, შესაძლოა მზის სისტემაშიც კი. აქვე აღსანიშნავია, რომ სიტყვა «უცხოპლანეტელი» არ გულისხმობს აუცილებლად დიდთავიან მწვანე არსებებს, სიცოცხლის პრიმიტიული ფორმებიც კი, რომლებიც დედამიწის მიღმა გაჩნდა, უცხოპლანეტურად ითვლება.
ჩრდილოეთის ციალი 2011-2012 (ვიდეო)
ჩრდილოეთის ციალი 2011-2012 წლების შემოდგომა-ზამთარში ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში.
ცხოველებზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენები

არსებობს ცხოველებთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებიც უმეტესობამ კარგად იცის: სპილოს ფეხზე დამდგარს შეუძლია ძილი, ყველა ვეფხვს უნიკალური ზოლები აქვს და ა.შ. თუმცა არსებობს ფართოდ გავრცელებული ისეთი შეხედულებებიც, რომლებიც სიმართლესთან არც ისე ახლოს დგას.
ალბინოსების ტრაგიკული ცხოვრება ტანზანიაში

ტანზანიაში ალბინოსად დაბადება სასიკვდილო განაჩენს უდრის. 2006 წლიდან მოკლულ იქნა 71 ადამიანი, რომლებსაც არ ჰქონდათ პიგმენტები კანზე, თმაზე ან თვალებზე, 29 კი თავდასხმის ობიექტი გახდა. დღესდღეობით 1400 ტანზანიელიდან 1 ალბინოსია (მსოფლიო მასშტაბით კი – 20 000-დან 1). ზოგიერთ ადგილობრივს სწამს, რომ ალბინოსი მოჩვენებაა და მისი მოკვლა შეუძლებელია. სხვების აზრით, ეს საგვარეულო წყევლაა, თუმცა ყველაზე შემაძრწუნებელი მაინც მაგიის მიმდევარი „ექიმები” არიან – ისინი ალბინოსთა კიდურებზე ნადირობენ, რათა წარმატებისა და ჯანმრთელობის მომტანი მაგიური წამლები დაამზადონ. ალბინოსის სრული „კომპლექტი” – ყურები, ენა, ცხვირი, გენიტალიები და ოთხივე კიდური – ზოგჯერ 75 000 დოლარამდე ღირს.
ბიბლიის გამოცანები: მკვდარი ზღვის გრაგნილები

ათასობით წლების განმავლობაში ისინი უდაბნოს გამოქვაბულებში ინახებოდა. 972 ტექსტი, რომელთაგან უმეტესობა ფრაგმენტის სახითაა, სერიოზულ თავსატეხს ქმნის. მკვდარი ზღვის გრაგნილები ანტიკური ხელნაწერების უძველესი და ყველაზე სრულყოფილი კრებულია, რომელიც თანამედროვე ეპოქაში აღმოუჩენიათ. აღმოჩენიდან 60 წლის შემდეგ ისინი ისევ გვამცნობენ ახალ საიდუმლოებს იმ ებრაული სამყაროს შესახებ, რომელშიც იესო ქრისტე იშვა. მათ შორისაა სპეციფიკური განძეულობების რუკა მათი შესაბამისი ადგილმდებარეობებით. რას გვიმხელენ ეს უძველესი ხელნაწერები? შეგვიძლია თუ არა, მათი მეშვეობით ნათელი მოვფინოთ იმ პერიოდს, როცა ორი დიდი რელიგია ერთმანეთს გამოეყო და სამუდამოდ შეცვალა ისტორია?
ბიბლიის გამოცანები: ისრაელის მეფეები

ერთხელ ახალგაზრდა ბიჭმა გოლიათი მოკლა და ამით თავისი ხალხი იხსნა. ბიბლია გვამცნობს, რომ მან იერუსალიმის აღება განაგრძო და მოხეტიალე ებრაელებს თავშესაფარი მისცა. მისმა ვაჟმა, სოლომონ ბრძენმა, მათ ტაძარი აუგო, ჩაასვენა მასში აღთქმის კიდობანი და სკივრები ძვირფასეულობით აავსო. დავითმა და სოლომონმა ებრაელები ერად აქციეს. ვინ იყვნენ ისინი – ისტორიული ფიგურები თუ უბრალოდ ლეგენდები? შემორჩა თუ არა რაიმე მტკიცებულება 3000 წლის შემდეგ? ისრაელიდან ეგვიპტემდე და სირიიდან იორდანიამდე ბევრი ეძებდა ისრაელის მეფეთა არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
2012 წლის საუკეთესო პოსტები

მიიწურა 2012 წელი და წარმოგიდგენთ ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტების ტოპ ათეულს. თუკი სიაში მყოფი რომელიმე პოსტი არ გაქვთ წაკითხული, იცით, რაც უნდა ქნათ 🙂
განაგრძე კითხვა
უკვდავების უარყოფითი მხარეები

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ალბათ ყველას გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ადამიანები რომ უკვდავები ვიყოთ. ერთი შეხედვით, ეს არაჩვეულებრივი პერსპექტივაა – არანაირი სიკვდილის შიში, მრავალი საოცარი რამის გამოცდა, ადამიანური პროგრესის თვალყურის დევნება და მასში მონაწილეობა, მსოფლიოს მოვლა და სხვა მრავალი რამ, რასაც შეზღუდული სიცოცხლის მანძილზე ვერ ვახერხებთ. მაგრამ ისევე როგორც ყველაფერს, უკვდავებასაც გააჩნია ნეგატიური მხარე, რომელსაც ამ პოსტში გაეცნობით. სიაში წარმოდგენილია ეთიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლის გამოცდაც სავარაუდოდ მოუწევთ უკვდავ არსებებს. სიტყვა „უკვდავი” ამ შემთხვევაში აღნიშნავს მდგომარეობას, როცა ადამიანს არ ემუქრება ბუნებრივი მიზეზით სიკვდილი (სხეულის დაუძლურება, ავადმყოფობა და ა.შ.).
10 უდიდესი კატასტროფა, რომელიც დედამიწას მომავალში ემუქრება

დედამიწა მუდმივი ცვლილებების პროცესში იმყოფება. ადამიანის ჩარევით თუ მზეზე მომხდარი აფეთქებების შედეგად მომავალში ბევრი სერიოზული ცვლილება მოხდება, რომელთაგან ზოგიერთი არც ისე სასიამოვნო პერსპექტივას წარმოადგენს. სიაში წარმოდგენილია 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებსაც დედამიწა მომდევნო მილიონობით თუ მილიარდობით წლების განმავლობაში გადაიტანს.