გევინ ტაიტი, იგივე TyTe, 39 წლის ბრიტანელი მღვდელია, რომელმაც ქადაგების ცოტათი უჩვეულო ფორმა აირჩია – ბითბოქსი და რეპი. ამ მეთოდს ის ძირითადად ახალგაზრდებთან იყენებს. ამჟამად მან საშობაო ისტორია გარეპა 
კატეგორია: რელიგია
ადრეულ ქრისტიანთა წამების შემთხვევები

თავიანთი რწმენის თამამად აღიარების გამო ქრისტიანობის ადრეულ სტადიაში ბევრი ადამიანი დასაჯეს და აწამეს რომის იმპერიაში რელიგიური ნიშნით. ასეთი შემთხვევები ხშირად შთაგონების წყარო და გამხნევების მიზეზი ხდებოდა მათი თანამოაზრეებისთვის.
ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტიანული სასწაულები

წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის.
Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ
Quinque viæ, იგივე 5 გზა ან 5 მტკიცებულება – წარმოადგენს 5 არგუმენტს თეიზმის (რწმენის) სასარგებლოდ, რომელიც შემუშავებულ იქნა XIII საუკუნეში რომაული კათოლიკური ეკლესიის თეოლოგისა და ფილოსოფოსის, წმინდა თომა აქვინელის მიერ. ეს არგუმენტები მოყვანილია ნაშრომში “Summa Theologica”.
Quinque viæ ეხება ბიბლიაში აღწერილ იუდეურ-ქრისტიანულ მონოთეისტურ ღმერთს. თუმცა შეიძლება მიესადაგოს სხვა რელიგიებსაც, მაგალითად, ისლამს, სიქიზმს, ვედანტურ და ბჰაქტურ ინდუიზმს, მაგრამ არა პოლითეიზმს, პანთეიზმს, დეიზმს და ა.შ. ცხადია, ეს არგუმენტები არ უნდა იქნას მიჩნეული ღმერთის არსებობის მტკიცებულებად, რადგან გამომდინარე ქრისტიანული ღმერთის არსიდან, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც თავად თომა აქვინელი წერს, ის უბრალოდ შეეცადა, უკეთ აეხსნა ღმერთის არსი.
ბალთაზარ კოსა (ანტიპაპი იოანე XXIII)
ბალთაზარ კოსა ერთ-ერთი იყო იმ 7 კარდინალიდან, რომლებმაც უღალატეს რომის პაპს, გრიგოლ XII-ს, და გადავიდნენ ანტიპაპ ბენედიქტ XIII-ის მხარეს. 1409 წელს მოიწვიეს პიზის კრება, რომლის ლიდერიც იყო ბალთაზარ კოსა. კრებამ გადააყენა პაპი გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII, მათ მაგივრად ეკლესიის მეთაური გახდა ალექსანდრე V. გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII-მ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს, ამიტომ მალე ერთდროულად სამი პაპი მოქმედებდა.
ბალთაზარ კოსა წარჩინებულ, მაგრამ ღარიბ ოჯახში დაიბადა 1370 წელს. საწყის ეტაპზე ის ჯარისკაცის კარიერას მისდევდა და ომებშიც იღებდა მონაწილეობას. მისი ორი ძმა მეკობრეობის ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. შემდგომში ბალთაზარი ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს. 1392 წლიდან ის პაპ ბონიფასე IX-ს სამსახურში ჩადგა, ჯერ ბოლონიაში და შემდეგ რომში.
მუსლიმი გოგონა სილამაზის კონკურსში მონაწილეობისთვის ჩაქოლეს
19 წლის გოგონა, კატია კორენი მუსლიმებმა ქვით ჩაქოლეს, რადგან მან მონაწილეობა მიიღო უკრაინაში გამართულ ადგილობრივ სილამაზის კონკურსში. განაჩენი აღასრულეს ყირიმის რეგიონში, მის სახლთან ახლოს.
როგორც მეგობრები ამბობენ, გოგონას უყვარდა მოდურად ჩაცმა და დაინტერესებული იყო მსგავსი კონკურსებით. ამ უკანასკნელში მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ჩაქოლვის შემდეგ მისი დაჟეჟილი და დასახიჩრებული სხეული ტყეში დაწვეს. გვამი ინციდენტიდან 1 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს.
პოლიციამ საქმე აღძრა მკვლელობის მუხლით და გამოძიება დაიწყო. ამჟამად ისინი განიხილავენ იმ სამი მუსლიმის საქმეს, რომლებმაც განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
ერთ-ერთი მათგანი 16 წლის ბიჰალ გაზიევია. ის დაკავებულია და პოლიციელებს განუცხადა, რომ გოგონამ ეს სასჯელი დაიმსახურა, რადგან შარიათის კანონი დაარღვია. ასევე დაამატა, რომ მომხდართან დაკავშირებით არანაირ სინანულს არ განიცდის.
განაგრძე კითხვა
ინტერნეტ-მითი: სტუდენტი აინშტაინის დიალოგი ლექტორთან
ამ ტიპის ვიდეოები, ზოგჯერ კი იგივე დიალოგი ტექსტის სახით ბევრგან გავრცელდა. მასში მორწმუნე სტუდენტისა და ათეისტი ლექტორის დებატებია, სადაც ბოლოს სტუდენტი იმარჯვებს და ლექტორს უხსნის როგორც ღმერთის არსებობას, ისე ბოროტების წარმოშობის მიზეზს. დიალოგი ასე თუ ისე საინტერესოა, თუმცა აინშტაინს შეცდომით მიაწერეს. უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ეს დიალოგი მთლიანად მოგონილია და რეალურ ამბავს არ წარმოადგენს.
განაგრძე კითხვა
აშურა – შიიტების სისხლიანი ტრადიცია

ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. მუჰარამი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან “حرام – ჰარამ”, რაც აკრძალულს ნიშნავს. ზოგიერთი მუსლიმი ამ დროს მარხულობს კიდეც.
მუჰარამის მეათე დღეს ეწოდება იაუმუ-ლ’აშურაჰ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ცნობილია, როგორც ‘მწუხარების დღე’. ამ დღეს გარდაიცვალა იმამ ჰუსეინი (حسين بن علي بن أﺑﻲ طالب – ჰუსაინ იბნ ალი იბნ აბუ თალიბ), წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი. ის VII საუკუნეში, ქარბალას ბრძოლის დროს მოკლეს პოლიტიკურმა მტრებმა 72 მოკავშირესთან ერთად. აშურა სწორედ მისდამი მიძღვნილი გლოვის დღეა.
დაში-დორჟო ითიგელოვი – უხრწნელი ბუდისტი ბერი

2002 წელს ულან უდეში (რუსეთის ფედერაცია) აღმოაჩინეს ხის დიდი ყუთი, რომელშიც ლოტოსის პოზაში მჯდომი ბუდისტი ბერის სხეული იყო. კუნთები, კანი, კიდურები რბილი და მოქნილი იყო, სახსრები მოძრავი, ისე როგორც ახლად გარდაცვლილებს აქვთ ხოლმე. ანალიზმა დაადგინა, რომ სხეული ეკუთვნოდა დაში-დორჟო ითიგელოვს – ბუდისტ ბერს, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა.
განაგრძე კითხვა
სამოთხე, ჯოჯოხეთი და მეორედ მოსვლა ისლამში

ქრისტიანების მსგავსად, მაჰმადიანებსაც სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული აგრძელებს ცხოვრებას და ან ჯოჯოხეთში მიდის, ან სამოთხეში. და აგრეთვე ოდესღაც იქნება განკითხვის დღე, როცა სულები სამუდამოდ გადანაწილდებიან ამ ორ სამყაროში.
განაგრძე კითხვა