19 წლის გოგონა, კატია კორენი მუსლიმებმა ქვით ჩაქოლეს, რადგან მან მონაწილეობა მიიღო უკრაინაში გამართულ ადგილობრივ სილამაზის კონკურსში. განაჩენი აღასრულეს ყირიმის რეგიონში, მის სახლთან ახლოს.
როგორც მეგობრები ამბობენ, გოგონას უყვარდა მოდურად ჩაცმა და დაინტერესებული იყო მსგავსი კონკურსებით. ამ უკანასკნელში მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ჩაქოლვის შემდეგ მისი დაჟეჟილი და დასახიჩრებული სხეული ტყეში დაწვეს. გვამი ინციდენტიდან 1 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს.
პოლიციამ საქმე აღძრა მკვლელობის მუხლით და გამოძიება დაიწყო. ამჟამად ისინი განიხილავენ იმ სამი მუსლიმის საქმეს, რომლებმაც განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
ერთ-ერთი მათგანი 16 წლის ბიჰალ გაზიევია. ის დაკავებულია და პოლიციელებს განუცხადა, რომ გოგონამ ეს სასჯელი დაიმსახურა, რადგან შარიათის კანონი დაარღვია. ასევე დაამატა, რომ მომხდართან დაკავშირებით არანაირ სინანულს არ განიცდის.
უკრაინაში მცხოვრები მუსლიმების უმეტესობას შეადგენენ ეთნიკური ყირიმელი თათრები, ცხოვრობენ ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე.
საერთაშორისო კვლევების მონაცემების თანახმად, 2010 წელს არ დაფიქსირებულა ქვით ჩაქოლვის შემთხვევა. თუმცა არის ცნობები, რომ სხვა სახით (არა ჩაქოლვით) დასჯა მოხდა ირანში, ნიგერიასა და პაკისტანში. გასული წლის ბოლოს ირანში მინიმუმ 10 ქალსა და 4 კაცს მიესაჯა სიკვდილი. ირანში ქვით ჩაქოლვა მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი მუსლიმს მეუღლის ღალატზე წაასწრებენ. ჩაქოლვა უცხო არ ყოფილა ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ამას ხელს ირანული სამართალიც უწყობდა, თუმცა ხშირად ხდებოდა სასჯელის შეცვლაც.
გასულ წელს მთელ მსოფლიოს მოედო საკინე აშტიანის ამბავი, რომელსაც ღალატისთვის ჩაქოლვას უპირებდნენ. ირანელ ქალს რამდენიმე წლის განმავლობაში უწევდა ნარკოტიკებზე მიჯაჭვული ქმრისგან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა. საკინეს ადვოკატი ამბობდა, რომ ქმარი მას რეგულარულად სცემდა, შემდეგ კი ოპიუმის მომხმარებელს, იბრაჰიმ გადერზადეს მიჰყიდიდა ხოლმე გარკვეული პერიოდით. სწორედ მასთან კავშირში იყო დადანაშაულებული საკინე. ირანულმა სასამართლომ მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა 2006 წელს, 2007 წელს კი 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალა, თუმცა მოგვიანებით ქალს ისევ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ასევე ბრალი დასდეს არაკანონიერ ქმედებებში, რის გამოც 99-ჯერ შოლტის გადაკვრა მიესაჯა. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით საკინე გაამართლეს და ბრალდებები მოუხსნეს.
ევროკავშირი ასეთ შემთხვევებს ბარბაროსულს უწოდებს, ვატიკანი კი ისლამურ სამყაროს ლმობიერებისკენ მოუწოდებს. ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის მხრივ პასუხობს მათ, რომ შარიათის წესების ამოქმედება კანონისა და წესრიგის დასამყარებლადაა საჭირო. მკვლელობა, გაუპატიურება, შეიარაღებული ძარცვა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და მეუღლის ღალატი ირანში დღემდე სიკვდილით ისჯება. მარტში ირანში ჩამოახრჩვეს ქალი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ქმრის საყვარლის მკვლელობაში.
2010 წელს სიკვდილით დასჯის საკითხში ასეთი შედეგები იყო:
ქვეყანა | სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა |
---|---|
ჩინეთი | რამდენიმე ათასი |
ირანი | 252+ |
ჩრდ. კორეა | 60+ |
იემენი | 53+ |
ვიეტნამი | 46+ |
აშშ | 46 |
საუდის არაბეთი | 27+ |
სინგაპური | 27+ |
ლიბია | 18+ |
სირია | 17+ |
ბანგლადეში | 9+ |
სომალი | 8+ |
სუდანი | 6+ |
პალესტინა | 5 |
ეგვიპტე | 4 |
ეკვატორული გვინეა | 4 |
ტაივანი | 4 |
ბელორუსია | 2 |
იაპონია | 2 |
ერაყი | 1+ |
მალაიზია | 1+ |
ბაჰრეინი | 1 |
ბოტსვანა | 1 |
იაპონიაშიც თუ იყო სიკვდილით დასჯა არ მეგონა. და ამერიკაში 46 რაამბავია 🙂
LikeLike
რა საშინელებაა 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს!
LikeLike