რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფაქტი ადამიანის სხეულზე

ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ასპირინს. ხილისა და ბოსტნეულის ჭამა ეხმარება სხეულს, თავად წარმოქმნას ასპირინი. კვლევამ აჩვენა, რომ ვინც იღებდა ბენზოინის მჟავას – ნივთიერებას, რომელიც უხვადაა ხილ-ბოსტნეულში – შეეძლო სალიცილის მჟავის გამომუშავება. სალიცილის მჟავა თავის მხრივ ასპირინის შემადგენელი ნაწილია, აძლევს მას ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს.

თანამშრომლების თვლემა უფროსისთვის სასარგებლოა. სამსახურში 20 წუთიანი წათვლემა აფხიზლებს ორგანიზმს, ააქტიურებს ტვინს, უფრო ნაყოფიერს ხდის შრომას. ეს სასარგებლოა ასევე გულისთვის. ბერძენ სტუდენტებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვინც კვირაში სამჯერ მაინც დღისით წაიძინებდა, 37%-ით უმცირდებოდა შანსი გულთან დაკავშირებული პრობლემებით სიკვდილისა.

ეაკულაცია ზოგჯერ ცემინებას იწვევს. მამაკაცების რაღაც ნაწილი ეაკულაციის მომენტში და შემდგომ განიცდის თავის ტკივილს, ტკივილს სხეულში, ზოგს კი ცემინება ეწყება. ორგაზმის დროს ნერვული სისტემის აქტიურობა იზრდება, რაც ზემოთ ხსენებული შედეგების წინაპირობა ხდება. ამ მოვლენის შესაძლო ახსნა ისაა, რომ ტვინში ორგაზმზე პასუხისმგებელი ცენტრი ახლოსაა ცემინებისა და მთქნარების გამომწვევ უბნებთან.

თეთრი კანი მოგვიანებით განვითარდა. დიახ, დღესდღეობით მიჩნეულია, რომ ჩვენი შორეული წინაპრები ზანგები იყვნენ. ეს იმ ფაქტს ეფუძნება, რომ ადამიანის ყველაზე ძველი ნაშთები აფრიკაშია ნაპოვნი. მოგვიანებით ადამიანთა რაღაც ნაწილი ეკვატორს გაცდა, რამაც კანის გაღიავება გამოიწვია. საერთოდ, კანი შეფერილობის გარეშე არის კრემისფერი. კანთან ახლოს მდებარე სისხლძარღვები და კაპილარები მოწითალო ელფერს აძლევენ. ყვითელი პიგმენტებიც გარკვეულ გავლენას ახდენს. ამათ ემატება სეპიას (ღია ყავისფერი) ფერის მელანინი, რაც ულტრაიისფერ სხივებზე რეაგირების შედეგია. დიდი რაოდენობით მელანინი მოშავო ელფერს აძლევს კანს. ამ კომპონენტების სხვადასხვა რაოდენობის შერევით მიიღება სხვადასხვა ფერის კანი, რაც ქმნის ძირითად რასებს დედამიწაზე.

ტერფზე ყველაზე სქელი კანია. ხელისგულებსა და ფეხისგულებზე კანის სისქე აღწევს 4 მმ-მდე. ყველაზე უხეში და მსხვილი კი ქუსლის წილზე მოდის, სადაც შეიძლება 4 მმ-ს გაცდეს. აქ ასევე თავს იყრის ყველაზე მეტი საოფლე ჯირკვალი, ვიდრე სხვა ნაწილებში.

აპენდიქსი არც ისე უსარგებლოა. დიდი ხნის განმავლობაში მას უსარგებლოდ ან წარსულიდან შემორჩენილად თვლიდნენ, მაგრამ მას აქვს დადებითი თვისება – საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული სასარგებლო ბაქტერიებისთვის გამრავლების ადგილს და უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენს. ეს ბაქტერია, გარდა იმისა, რომ საჭმლის მონელებაში გვეხმარება, ებრძვის დიარეასაც.

ადამიანები სიბნელეში ანათებენ. ზემგრძნობიარე კამერების მეშვეობით გამოვლინდა, რომ სხეული გამოყოფს სინათლის პატარა ნაკადებს, რომლებიც ჩვენი თვალისთვის უხილავია. დიდი ხანი ვარაუდობდნენ, რომ უჯრედებში მიმდინარე ქიმიური რეაქციების გამო ორგანიზმს ეს უნარი უნდა ჰქონოდა, დამტკიცება კი იაპონელმა მეცნიერებმა შეძლეს 2009 წელს. უცნაურია, მაგრამ ყველაზე მეტად მანათობელი ნაწილები არ წარმოადგენენ ყველაზე თბილ ადგილებს.

კუჭი ყოველ სამ დღეში იცვლის “სარჩულს”. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მისმა გამოყოფილმა მჟავებმა არ მოინელონ და არ გაანადგურონ. მარილმჟავა საკმაოდ საშიში სითხეა, მას ინდუსტრიულ სამყაროში მეტალების დასამუშავებლად იყენებენ. თუმცა კუჭს შიგნიდან ლორწოვანი კედელი აქვს, რაც მის უსაფრთხოდ შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჭამის შემდეგ ეს სითხე შლის საკვებს, მაგრამ არა კუჭს.

სხეულის მდგომარეობა მეხსიერებაზე მოქმედებს. ვერ იხსენებ ქორწილის დღეს? სცადე და ცალი ფეხით ჩაიმუხლე. მეხსიერება დიდ კავშირშია გრძნობებთან. სურნელმა ან ბგერამ შეიძლება ბავშვობის რომელიმე მოგონება გააღვიძოს. თანამედროვე კვლევები ცდილობენ გამოააშკარავონ, როგორ ხდება ძველი სცენების წამოტივტივება. 2007 წელს გამოქვეყნებული შედეგები გვაცნობებს, რომ წარსულის ამბებს უფრო სწრაფად გავიხსენებთ, თუკი სხეულს იმავე პოზაში დავაყენებთ, როგორშიც მაშინ ვიყავით.

ტვინის ზრდა პირს ამახინჯებს. ადამიანის სხეული არაა სრულყოფილი. რომ იყოს, შეიძლება ფრთები გვქონოდა სიბრძნის კბილის მაგივრად. ზოგიერთი უსარგებლო რამ იმიტომ აქვს დღემდე ადამიანს, რომ უბრალოდ არაფერს აშავებს. მაგრამ სიბრძნის კბილები ყოველთვის სტომატოლოგების ფულის წყარო არ ყოფილა. დიდი ხნის წინ ჩვენს წინაპრებს ის საკვების დამუშავებაში ეხმარებოდა, როცა მათი საკვები დიეტა ხორცისგან შედგებოდა. შემდგომში ტვინი მოცულობაში გაიზარდა, ყბის ძვლების სტრუქტურა შეიცვალა, რის გამოც კბილებისგან “გადაჭედილი” პირი შეგვრჩა. დღესდღეობით, სიბრძნის კბილი საჭირო აღარაა.

ქერებს მეტი თმა აქვთ. თმის ფერი განსაზღვრავს იმასაც, თუ რამდენად ხშირი თმა გვაქვს. საშუალოდ ადამიანს 100,000 თმის ძირი აქვს, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 20 ღერის გამომუშავება ადამიანის სიცოცხლის მანძილზე. ქერებისთვის ეს მაჩვენებელი 146,000-ს შეადგენს, შავგვრემნებისთვის კი – 110,000-ს. ყავისფერი თმის პატრონები 100,000-ს ჯერდებიან, წითურები კი ყველაზე მეტად იჩაგრებიან – მათ მხოლოდ 86,000 თმის ძირი აქვთ.

ორგაზმი კაცებს პროსტატის კიბოსგან იცავს. ორმა დიდმა კვლევამ, რომლებიც 2003 და 2004 წლებში ჩატარდა, დაადგინა, რომ საშუალო ასაკის მამაკაცებს, ვისაც კვირაში მინიმუმ 4 ორგაზმი ჰქონდა 20-40 წლების ასაკში, 1/3-ით ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი პროსტატის კიბოთი დაავადებისკენ. ზუსტი მიზეზი უცნობია, მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ორგაზმი წმენდს წინამდებარე ჯირკვალს (პროსტატას) კანცეროგენებისგან.

ყავის მოყვარულები მკვდრებს უფრო ხშირად ‘ხედავენ’. ის, ვინც ყავას აქტიურად ეტანება, უფრო ხშირად გამოცდის შეგრძნებას, თითქოს მას მიცვალებული (სული) უთვალთვალებს. კვლევაში მონაწილე 200 ბრიტანელ სტუდენტს, რომლებიც ხშირად სვამდნენ ყავას, სხვებზე ხშირად ესმოდათ, ხედავდნენ ან განიცდიდნენ არარეალურ რამეებს. ის ვინც დღეში 7 ან მეტ ფინჯანს მიირთმევდა, სამჯერ ხშირად ჰქონდა ასეთი შეგრძნებები პასიურ (1 ფინჯნიან) მომხმარებლებთან შედარებით. დურემის უნივერსიტეტის ცნობით, ამას კოფეინი იწვევს. ანუ იგივე ეხება შოკოლადის, კაკაოს, ჩაის, გაზიანი და ენერგიული სასმელების მოყვარულებს.

კბილმა შეიძლება თვალის ფუნქცია შეასრულოს. 2009 წლის ივნისში ქირურგებმა ბრმა მამაკაცს მისივე კბილი გადაუნერგეს თვალის ადგილას. კბილში ლინზა მოათავსეს, კბილი კი – თვალის ბადურაში. ეს მაშინაა შესაძლებელი, როცა თვალში მხოლოდ რქოვანაა დაზიანებული და სხვა მხრივ ჯანმრთელია. ოპერაციისთვის საჭიროა ცოცხალი კბილი, რადგან ხელოვნურს ორგანიზმი უცხო სხეულად ჩათვლის.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: