ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. მუჰარამი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან “حرام – ჰარამ”, რაც აკრძალულს ნიშნავს. ზოგიერთი მუსლიმი ამ დროს მარხულობს კიდეც.
მუჰარამის მეათე დღეს ეწოდება იაუმუ-ლ’აშურაჰ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ცნობილია, როგორც ‘მწუხარების დღე’. ამ დღეს გარდაიცვალა იმამ ჰუსეინი (حسين بن علي بن أﺑﻲ طالب – ჰუსაინ იბნ ალი იბნ აბუ თალიბ), წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი. ის VII საუკუნეში, ქარბალას ბრძოლის დროს მოკლეს პოლიტიკურმა მტრებმა 72 მოკავშირესთან ერთად. აშურა სწორედ მისდამი მიძღვნილი გლოვის დღეა.
აშურა არაბული სიტყვაა და ქართულად “მეათეს” ნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, აშურას დღეს კაცები და ბიჭები სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოთქვამენ, შიგადაშიგ შიშველი ხელით თუ ჯაჭვებით, ზოგჯერ კი ცივი იარაღითაც საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რაც იმამ ჰუსეინმა გადაიტანა 680 წელს.
ქაბული (ავღანეთი), 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტები ლოცულობენ აშურას დაწყების წინქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელ შიიტებს ლოცვისას ცრემლები სდითქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტი მოთქვამს ლოცვისასქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტები სხეულზე მუშტებს ირტყამენქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტები თავს იმათრახებენ მუჰარამის მსვლელობისასქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტები ზურგზე მათრახებს ირტყამენქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. პროცესიის ერთ-ერთი მონაწილექაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. საკუთარი თავის გამათრახების შემდგომ შიიტს სისხლი სდისქაბული, 2010 წლის 13 დეკემბერი. ფარდის უკნიდან გადაღებულ სურათზე მოსჩანს ავღანელი შიიტი ქალი, რომელსაც ბურქა ახურავს და ჩენდავოლის მეჩეთის გასასვლელთან დგასქაბული, 2010 წლის 13 დეკემბერი. შიიტები თავს იშოლტავენქაბული, 2010 წლის 13 დეკემბერი. ავღანელი შიიტი ლოცულობს ქაბული, 2010 წლის 13 დეკემბერი. ავღანელი შიიტი მამაკაცები მონაწილეობას იღებენ მუჰარამის პროცესიაშიკარაჩი (პაკისტანი), 2010 წლის 13 დეკემბერი. მამაკაცი რელიგიურ ნივთებს ყიდისსრინაგარი (ინდოეთი), 2010 წლის 14 დეკემბერი. მუსლიმი მამაკაცი ჯაჭვზე მობმულ დანებს ზურგზე ირტყამსსრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი ბიჭი დანით ჭრილობებს იყენებსსრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. პროცესიაში მონაწილე ერთ-ერთ მამაკაცს გამათრახების შემდეგ გული წაუვიდა. მის სხეულს სხვა დამტირებლები ზიდავენსრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქალები მკერდზე მღიჯს იცემენსრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. პროცესიის გასისხლიანებულ მონაწილეს სხვა მოხალისე სახეს უწმენდსსრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტები სისხლის გუბესთან დგანანაჰმედაბაბი (ინდოეთი), 2010 წლის 14 დეკემბერი. შიიტი მუსლიმი ზურგზე დანას ირტყამსჩენაი (ინდოეთი), 2010 წლის 14 დეკემბერი. შიიტები მკერდში მუშტებს იცემენხანდა (ინდოეთი), 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი ნახშირებს ახურებსხანდა, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი ცხელ ნახშირზე ფეხშიშველა დადისხანდა, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი სანთლებს ანთებსსრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტები ცერემონიას ესწრებიანქარბალა (ერაყი), 2010 წლის 14 დეკემბერი. ინდოელი შიიტები სხეულზე გაშლილ ხელებს ირტყამენლაჰორე, 2010 წლის 15 დეკემბერი. შიიტი ბიჭი ცხელ ნახშირზე დადისსრინაგარი, 2010 წლის 15 დეკემბერი. შიიტი მუსლიმი უზარმაზარი დანით ჭრილობებს იყენებსქაბული, 2010 წლის 16 დეკემბერი. ავღანელ შიიტ ბიჭს პროცესიისას დროშა უჭირავსქაბული, 2010 წლის 16 დეკემბერი. ავღანელი შიიტი ჯაჭვებს ამზადებს გამათრახებისთვისსრინაგარი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი დანებს ირტყამსქერბალა, 2010 წლის 16 დეკემბერი. პილიგრიმი რკინის ჯაჭვებს ირტყამს ზურგსა და თავზებეირუთი (ლიბანი), 2010 წლის 16 დეკემბერი. ლიბანელი შიიტი შუბლზე ხმლით ღრმა ჭრილობას იყენებსბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ლიბანელი შიიტი მოხალისეს სამართებლით უჭრის შუბლსბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ლიბანელი შიიტი, მას შემდეგ რაც სამართებლით შუბლი გაიჭრა, ბოთლიდან წყალს სვამსბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ლიბანელი შიიტი ბავშვები ლოზუნგებს მღერიანბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. შიიტის შუბლიდან ჩამოღვენთილი სისხლი მკერდზე შრებაბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ჰეზბოლას ლიბანელი წევრები სამგლოვიარო ცერემონიას ატარებენლაჰორე, 2010 წლის 16 დეკემბერი. შიიტი მუსლიმები თავს იშოლტავენლაჰორე, 2010 წლის 16 დეკემბერი. შიიტები მორთულ ცხენს ეხებიან მუჰარამის მსვლელობისასკარაჩი, 2010 წლის 16 დეკემბერი. მუჰარამის პროცესიამდე შიიტები ერთხმად გასძახიან რელიგიურ ლოზუნგებს დაკა (ბანგლადეში), 2010 წლის 17 დეკემბერი. გამათრახების შედეგად დასისხლიანებული შიიტებიდაკა, 2010 წლის 17 დეკემბერი. მუსლიმები დანებიან ჯაჭვებს ირტყამენ ტანზედაკა, 2010 წლის 17 დეკემბერი. შიიტი მუსლიმი თავის რიგს უცდის, რათა მათრახები დაირტყას სხეულზე
omg ra kretinizmia..
LikeLike
zogs ra eshvelebaaa. erti am muslimanebs ganatleba da kultura miscat da meti ar minda araperi
LikeLike
amati deda movtyan ras shvebian es bozebi.,tvini mieci amat gmerto da meti araperi ar minda
LikeLike