
სტივ ჯობსმა უარი განაცხადა “Apple Inc”-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციაზე და ამით დაასრულა უმაღლეს თანამდებობაზე მოღვაწეობა ტექნოლოგიური გიგანტის კომპანიაში, რომელსაც საფუძველი სტივ ვოზნიაკთან ერთად ჩაუყარა, მშობლების ფარეხში.
კატეგორია: ნიუსი
MABEL – ყველაზე სწრაფი ორფეხა რობოტი
მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, სახელად MABEL, რომელიც სირბილისას 11 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ორფეხიან მანქანებში ეს მაჩვენებელი რეკორდია.
ტყვიაგაუმტარი კანი უკვე რეალობაა
ჰოლანდიელმა მკვლევარებმა შეძლეს და გენეტიკური ინჟინერიის წყალობით გამოიყვანეს ისეთი ცხვრები, რომელთა რძე ობობის ქსელის ანალოგიურ პროტეინს შეიცავდა. შემდეგ რძიდან პროტეინი გამოწოვეს და მისგან შექმნეს ისეთი მასალა, რომელიც ფოლადზე 10-ჯერ მტკიცეა. ამ მასალით შესაძლებელია სხეულის დამცავი საფარის შექმნა – მას ტყვიის შეჩერებაც კი ძალუძს.
მოზარდი ბიჭი “მერსედესის” ხელით

უამრავი მოზარდია მსოფლიოში, რომელიც ოცნებობს “მერსედესის” ავტომობილის ქონაზე, თუმცა იშვიათია “Formula 1”-ის გულშემატკივრის, მეთიუ ჯეიმსის მსგავსი ადამიანები. მას გაცილებით სპეციფიკური და უჩვეულო მიზანი ჰქონდა – დახმარებოდა საავტომობილო გიგანტი ახალი ბიონიკური ხელის შექმნაში.
განაგრძე კითხვა
Falcon HTV-2 – მორიგი ტექნოლოგიური ნახტომი და მორიგი მარცხი
წინასწარი ვარაუდებით, ეს იქნება რევოლუცია საფრენ ხომალდებში – Falcon HTV-2 ლონდონიდან სიდნეიმდე მანძილს სულ რაღაც 1 საათში დაფარავს. 11 აგვისტოს უკვე განახორციელა საცდელი ფრენა უპილოტო სარაკეტო თვითმფრინავმა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 21 000 კმ/სთ-ს შეადგენს. ეს კი ბგერის სიჩქარეს 20-ჯერ აღემატება. თუმცა რამდენიმე საათში Falcon-მა მარცხი განიცადა. გაშვება წარმატებული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც რაკეტისგან გამოცალკევდა, კონტაქტი დაიკარგა და ადგილმდებარეობა გაურკვეველი დარჩა.
Falcon HTV-2-ის სიგრძე 3.6 მეტრია, წონა – 900 კგ. დამზადებულია ექსპერიმენტული მასალით, რომელიც უძლებს 2000 გრადუსს. დამზადება $308 მილიონი დაჯდა. შეუძლია ზიდოს 5.5 ტონა ტვირთი, მათ შორის ატომური ბომბი. პენტაგონი მის იარაღად გამოყენებას გეგმავს, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა კომერციულ მგზავრობაში დიდი ნახტომი იქნება – Falcon HTV-2-ს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე მისაღწევად მაქსიმუმ 1 საათი სჭირდება.
ჯგუფი “Anonymous” 5 ნოემბერს ფეისბუქს დაჰაკავს

ჰაკერების ჯგუფი, რომელიც ცნობილია, როგორც “Anonymous”, დებს პირობას, რომ ფეისბუქი 5 ნოემბერს განადგურდება. 5 ნოემბერი დიდ ბრიტანეთში გაი ფოქსის დღეა და ე.წ. დენთის შეთქმულების მოსაგონრად აღინიშნება.
განაგრძე კითხვა
უდიდესი აფეთქება მზეზე ბოლო 5 წლის მანძილზე
9 აგვისტოს მზეზე მოხდა მასიური აფეთქება, რამაც დედამიწის მიმართულებით 10 მილიარდი ტონა ღრუბელი გამოტყორცნა 8 მილიონი კმ/სთ სიჩქარით. რადიაციის ტალღა ატმოსფეროს გავლით დედამიწაზე ვერ შემოაღწევს, თუმცა შეიძლება ზიანი მიაყენოს თავად ატმოსფეროს, ასევე ხელოვნურ თანამგზავრებსა და საკომუნიკაციო სისტემებს, რაც სავარაუდოდ კომუნიკაციის დროებით შეფერხებას გამოიწვევს. აფეთქებამ ასევე გამოათავისუფლა პროტონის რადიაცია, რაც კოსმოსში მყოფ ადამიანებს დიდ ზიანს მიაყენებს, თუკი თავს არ დაიცავენ.
კომეტის მზეში ჩავარდნა
6 ივლისს პირველად მოხერხდა და ნასას ობსერვატორიაში კამერაზე აღიბეჭდა, როგორ ვარდება კომეტა მზეში. თუმცა ვიდეო საკმაოდ ხანმოკლეა, თვალის დახამხამება და მთავარი მომენტი გამოგეპარებათ.
დედამიწას წარსულში 2 თანამგზავრი ჰყავდა

ახალი თეორიის მიხედვით, დედამიწის გარშემო კიდევ ერთი მთვარე მოძრაობდა, მაგრამ ამჟამინდელ თანამგზავრთან შეჯახების გამო განადგურდა. ის უფრო პატარა ზომის იყო და სავარაუდოდ მთვარის ბნელ მხარეს შეუერთდა.
განაგრძე კითხვა
პირველი მოაზროვნე რობოტი, რომელიც სიახლეებს ითვისებს
ის მთლად “ტერმინატორის” სკაინეტი არაა, თუმცა აქვს უნარი, თავისით ისწავლოს ის, რაც მის პროგრამაში არ დევს. იაპონელმა მეცნიერებმა ტოკიოს ტექნოლოგიის უნივერსიტეტიდან შექმნეს რობოტი, რომელიც ითვისებს გარკვეულ ფუნქციებს – ფუნქციებს, რომლებიც მისთვის არ ჩაუნერგავთ. მექანიზმი წარსულ გამოცდილებასა და ცოდნას იყენებს, რათა ახალ, უცნობ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს. ჯერჯერობით, მისი შესაძლებლობები მწირია, მაგალითად, წყლიანი ჭიქის აღება და მასში ყინულის ჩადება. თუმცა იაპონელები იმედოვნებენ, რომ მსგავსი რობოტები ბავშვებივით შეიძენენ ახალ უნარებს და დროთა განმავლობაში განვითარდებიან.