ჯგუფი “Anonymous” 5 ნოემბერს ფეისბუქს დაჰაკავს


ჰაკერების ჯგუფი, რომელიც ცნობილია, როგორც “Anonymous”, დებს პირობას, რომ ფეისბუქი 5 ნოემბერს განადგურდება. 5 ნოემბერი დიდ ბრიტანეთში გაი ფოქსის დღეა და ე.წ. დენთის შეთქმულების მოსაგონრად აღინიშნება.

“Anonymous”-ის განცხადებით, ამ ნაბიჯს იმიტომ დგამენ, რომ ფეისბუქი რეალურად სულაც არ იცავს მომხმარებელთა უსაფრთხოებას და პირადი მონაცემების დამალვა სინამდვილეში მითია.

ფეისბუქი 2004 წელს გაეშვა და ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 750 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს. მისი 27 წლის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება, ჟურნალ “ფორბსის” მიხედვით, 13.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

რაც უფრო მეტად იზრდება სოციალური ქსელის პოპულარობა, მით მეტი კითხვა ჩნდება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით – გაჩნდა ეჭვები და შიშები, რომ ფეისბუქის მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია შეიძლება გარკვეულ წყაროებს მიეწოდებოდეს.

“Anonymous” ცნობილია ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლითა და WikiLeaks-ის მხარდაჭერით. ხალხმრავალ ადგილებში ისინი ყოველთვის ჩნდებიან გაი ფოქსის ნიღბით, რომელიც აღებულია ფილმიდან V for Vendetta.

“Anonymous”-მა განცხადება იუტუბის მეშვეობით გაავრცელა და პირობა დადო, რომ კალიფორნიაში შექმნილი კომპანია 5 ნოემბერს დაემხობა, რაც სიმბოლურად უკავშირდება 1605 წლის 5 ნოემბერს გაი ფოქსის მიერ განხორციელებულ მცდელობას, აეფეთქებინა ინგლისის პარლამენტი.

“Anonymous”-ის განცხადებით, 2011 წლის 5 ნოემბერი ისტორიაში შევა. “ერთ დღესაც, როცა უკან მოიხედავთ, მიხვდებით, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ, სწორი იყო. მადლობას გადაუხდით ინტერნეტის მმართველებს. ჩვენ არ გაყენებთ ზიანს, არამედ ვცდილობთ თქვენს გადარჩენას.”

“აჯანყებები უკვე დაწყებულია. ეს ბრძოლა არ ეხება უსაფრთხოებისა და საჯაროობის მომავალს, არამედ ესაა ბრძოლა არჩევანის სასარგებლოდ.”

გასულ თვეში ჯგუფმა ტვიტერის ანგარიში შექმნა, რომლის მეშვეობითაც გაავრცელა იუტუბის ვიდეო, სახელად “Message from Anonymous: Operation Facebook, Nov 5 2011”. ამით თავიანთი ზრახვები ფართო საზოგადოებას გაუმხილეს, ასევე მოუწოდეს ყველას, ვისაც ფეისბუქის განადგურება სურს, შეუერთდნენ მათ.

2 წუთიან ვიდეოში “Anonymous” აფრთხილებს ყველას, რომ ფეისბუქი მათ ინფორმაციას სულაც არ იცავს, მათ შორის არც მაშინ, როცა ანგარიშს აუქმებთ. ფეისბუქი აწარმოებს მოლაპარაკებებს აშშ-ის მთავრობასთან და სახელმწიფო სააგენტოებთან და დაინტერესებული პირების მონაცემებს მათზე ყიდის. “ფეისბუქმა მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თქვენი ოჯახის წევრებმა. ვერ დაემალებით იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობთ თქვენ და ინტერნეტის ყველა მომხმარებელი.”

ბოლოში კი ასეთი მიმართვაა:
“ეს ახლა ჩვენი სამყაროა. ჩვენ ვცხოვრობთ ეროვნებისა და რელიგიური გავლენის გარეშე. ჩვენ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ მონები.”

“ჩვენ ვართ Anonymous, ჩვენ ვართ ლეგიონი. ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ. გველოდეთ.”

ვიდეო ატვირთულია 16 ივლისს და ამ მომენტისთვის 2,233,658 ნახვა აქვს.

Advertisements

5 responses to “ჯგუფი “Anonymous” 5 ნოემბერს ფეისბუქს დაჰაკავს

  1. cucqira 12/08/2011, 4:16 PM

    გატეხონ მაგის დედაც 🙂 იქნებ ეგრეც ჯობდეს

    Like

  2. Chiamaria 12/08/2011, 11:32 PM

    გატეხავენ და გატეხონ, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ 5 ნოემბრამდე დიდი დროა დაცვის ზომების მისაღებად…

    Like

  3. cucqira 13/08/2011, 2:09 AM

    დაცვის ზომები ამდენხანაც მიღებული ქონდათ 🙂

    ხო ისე მართლა რო გატეხონ გუგლ პლიუს როგორ ეწყინება ალბათ ეგ ამბავი 🙂

    Like

  4. kostadon 13/08/2011, 9:59 PM

    რახან თქვეს ალბათ არც ეშინიათ დაცვის სისტემის…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: