
როგორც ერთ-ერთ პოსტში გამცნეთ, ნიუ-იორკის ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიაში მეცნიერებმა რეკორდი მოხსნეს და შექმნეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე ყოფილა დედამიწაზე – 4 ტრილიონი გრადუსი ცელსიუსით. თუმცა იქვე აღნიშნული იყო, რომ შვეიცარიაში მოღვაწე „ცერნის” ფიზიკოსები ამ შედეგის გაუმჯობესებას აპირებდნენ. ეს დღეც დადგა და ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი ტემპერატურა უკვე 5.5 ტრილიონ გრადუსს აღწევს.
კატეგორია: მეცნიერება
ის, რაც დარვინმა არ იცოდა (გაგრძელება)

ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუციის თეორია დღეს მეცნიერულ ჭეშმარიტებად ითვლება, თუმცა საწყის ეტაპზე მან დაპირისპირებების უზარმაზარი ტალღა წარმოქმნა. მისი მოპაექრეები იყვნენ როგორც რელიგიური ადამიანები, ისე დარვინის დროის მეცნიერები, რომლებიც აკრიტიკებდნენ თეორიას მტკიცებულებების ნაკლებობისა და ვარაუდების სიმრავლის გამო. დარვინი, როგორც პატიოსანი მეცნიერი, აღიარებდა სიმართლეს და ეთანხმებოდა მათ. მან იცოდა, რომ ევოლუციის თეორიას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ იმედებს ამყარებდა მეცნიერთა მომავალ თაობებზე, რომლებიც დაასრულებდნენ ნაშრომს და დარვინისეული ხედვის მართებულობას დაამტკიცებდნენ. სწორედ ეს ხდებოდა ბოლო 150 წლის განმავლობაში და თავად ევოლუციის თეორიამაც განიცადა ევოლუცია. დღეს ის გაცილებით დახვეწილი და ფართოა, ვიდრე დარვინი ოდესმე წარმოიდგენდა.
ის, რაც დარვინმა არ იცოდა

ჩვენ ვცხოვრობთ მრავალფეროვან სამყაროში, სადაც სახეობების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ის რიცხვი, სადამდე დათვლაც შეგვიძლია. მაგალითისთვის ავიღოთ მალავის ტბა. მასში ბინადრობს ასობით სხვადასხვა თევზი, რომლებსაც დედამიწის სხვა ვერცერთ ადგილას ვერ ნახავთ. რატომ ამდენი? რატომ ასეთი განსხვავებული?
ბიბლიის გამოცანები: ნოეს ძიებაში

ცოდვილი მსოფლიო. განრისხებული ღმერთი. მართალი ადამიანი, სახელად ნოე, რომელმაც ააგო კიდობანი და გადაურჩა წარღვნას. მაგრამ მოხდა თუ არა ყველაფერი ისე, როგორც ამას ბიბლია აღწერს? იმ დროს, როცა მეცნიერთა ნაწილი პასუხების ძიებაშია, სხვები ბიბლიური ისტორიის მტკიცებულებების პოვნას ცდილობენ. შეძლებენ თუ არა ისინი ამას? რეალურია წარღვნის ამბავი თუ უბრალოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

100 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც ემსახურება სამყაროს შესახებ მეტი ცოდნის მიღებას, „ნასას” მიერ შერაცხულია უპრეცედენტო მიღწევად ადამიანთა შემოქმედების ისტორიაში. საერთაშორისო კოსმოსური სადგური წლების, ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე ფიქრისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შედეგია.
ტექნოლოგიის უარყოფითი მხარე

ცნობილი თეორეტიკოსი ფიზიკოსი და მეცნიერების პოპულარიზატორი მიჩიო კაკუ პასუხს სცემს მკითხველის კითხვას – რა არის ყველაზე საშიში ტექნოლოგია?
როგორ ახერხებდნენ სექსს დინოზავრები?

პალეონტოლოგებს დინოზავრების შესახებ მრავალ საინტერესო და საჩოთირო კითხვაზე გაუციათ პასუხი, თუმცა უამრავი ადამიანისთვის ყველაზე დამაინტრიგებელი საკითხი ალბათ ისაა, როგორ ახერხებდნენ შეწყვილებას 30 ტონიანი ცხოველები, რომლებიც ზომით 4 სართულიან შენობებს აღემატებოდნენ.
მეცნიერებმა სავარაუდოდ „ღმერთის ნაწილაკი” აღმოაჩინეს

ოთხშაბათ დილას (4.06.2012) ჟენევაში გამართულ აუდიენციაზე „ცერნის” გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა დაადასტურა, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე ორი სხვადასხვა ჯგუფი 99%-ზე მეტითაა დარწმუნებული, რომ აღმოაჩინეს ჰიგსის ბოზონი, იგივე „ღმერთის ნაწილაკი”. ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არის აქამდე უცნობი ნაწილაკი, რომელიც ზუსტად იქ იყო, სადაც ჰიგსის არსებობას ვარაუდობდნენ.
პასუხი 10 კითხვაზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, ელის თუ არა სამყაროს განადგურება ან რამდენად შესაძლებელია დროში მოგზაურობა. ბრიტანულმა ციფრულმა ტელეარხმა Eden-მა გადაცემა Science Month-ის გაშვებასთან დაკავშირებით ათასობით ადამიანში გამოკითხვა ჩაატარა და ამოარჩია 10 საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მათ ყველაზე მეტად სურთ. აშკარა გახდა, რომ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ადამიანის ადგილი სამყაროში და უმთავრესი მეცნიერული დილემები.
გალაქტიკები

გალაქტიკა წარმოადგენს კოსმოსში არსებულ სისტემას, რომელიც შედგება მტვრისგან, აირისგან და უამრავი ვარსკვლავისგან. გალაქტიკების ზუსტი რიცხვის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება – მხოლოდ დაკვირვებად სამყაროში მათი რაოდენობა სავარაუდოდ 100 მილიარდია. ამ სისტემებიდან ზოგიერთი ჩვენს „ირმის ნახტომს” ჰგავს, ზოგიც ძალიან განსხვავებულია.