როგორ შეიძლება გამოიცადოს მულტისამყაროს თეორია


პარალელური სამყაროების იდეა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალთა გამონაგონს ჰგავს, რომელსაც ცოტა რამ თუ აკავშირებს თანამედროვე თეორიულ ფიზიკასთან. მაგრამ მოსაზრება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ „მულტისამყაროში”, რომელიც შედგება უსასრულო რაოდენობის პარალელური სამყაროებისგან, დიდი ხანია, მეცნიერულად დასაშვებად ითვლება – თუმცა ფიზიკოსებს შორის მაინც ცხარე დავის საგანია. ამჟამად მეცნიერთა მთავარი მიზანი იმ მეთოდის პოვნაა, რომლითაც თეორია შეიძლება გამოიცადოს, მათ შორისაა კოსმოსზე დაკვირვება სხვა სამყაროებთან შეჯახების ნიშნების აღმოსაჩენად.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მულტისამყაროს იდეა არა თეორია, არამედ თეორიული ფიზიკის ამჟამინდელი გაგების შედეგია. ეს განსაზღვრება გადამწყვეტია. არავის მოსვლია ერთ დღეს თავში აზრად: „დაე, მულტისამყარო არსებობდეს”. ის, რომ ჩვენი სამყარო უსასრულოდ მრავლიდან ერთ-ერთია, კვანტური მექანიკისა და სიმების თეორიის გაგრძელებას წარმოადგენს.

მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია

ალბათ გსმენიათ შრედინგერის კატის წარმოსახვით ექსპერიმენტზე, სადაც ჩაკეტილ ყუთში ცხოველი უცნაურ მდგომარეობაშია. ყუთის გახსნით ჩვენ მივყვებით კატის შესაძლო მომავლის ისტორიებიდან ერთ-ერთს, მათ შორის იმას, რომელშიც ის ცოცხალიცაა და მკვდარიც. მიზეზი, რის გამოც ეს შეუძლებლად გვეჩვენება, ისაა, რომ ადამიანური ინტუიცია მსგავს სიტუაციებზე არაა მორგებული.

თუმცა კვანტური მექანიკის უცნაური კანონების მიხედვით ეს სავსებით შესაძლებელია, რაც იმის გამოა, რომ კვანტური მექანიკის შესაძლებლობათა სივრცე უზარმაზარი გახლავთ. მათემატიკურად კვანტური მექანიკური მდგომარეობა არის ყველა შესაძლო მდგომარეობის ჯამი (ან სუპერპოზიცია). შრედინგერის კატის შემთხვევაში კატა იმყოფება „ცოცხლისა” და „მკვდრის” მდგომარეობათა სუპერპოზიციაში.

თუმცა როგორ განვმარტოთ ეს ყველაფერი ისე, რომ პრაქტიკული ღირებულება მიეცეს? ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი არის ყველა შესაძლებლობათა იმ ჭრილში განხილვა, რომ კატის ერთადერთი „ობიექტურად ჭეშმარიტი” მდგომარეობა ისაა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. თუმცა ასევე შეიძლება იმ აზრის განხილვაც, რომ ყველა შესაძლებლობა ჭეშმარიტია და ისინი მულტისამყაროს სხვადასხვა სამყაროებში ხორციელდება.

სიმების პეიზაჟი

სიმების თეორია ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი იმედისმომცემი შანსია კვანტური მექანიკისა და გრავიტაციის გასაერთიანებლად. ეს გამორჩეულად რთული რამ გახლავთ, რადგან ძალიან ძნელია, გრავიტაციული ძალა აღიწეროს ისეთ პატარა მასშტაბებში, როგორიცაა ატომები და სუბატომური ნაწილაკები – რაც კვანტური მექანიკის მეცნიერების სფეროა. თუმცა სიმების თეორიას, რომლის მიხედვითაც ყველა ფუნდამენტური ნაწილაკი შედგება ერთგანზომილებიანი სიმებისგან, შეუძლია ერთდროულად აღწეროს ბუნების ყველა ცნობილი ძალა: გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი და ბირთვული ძალები.

სიმების თეორიამ მათემატიკურად რომ იმუშავოს, საჭიროა მინიმუმ 10 ფიზიკური განზომილება. რადგანაც ჩვენ მხოლოდ 4 მათგანს ვიცნობთ: სიმაღლეს, სიგანეს, სიღრმესა და დროს, დამატებითი განზომილებები სადღაც უნდა იყოს მიმალული. ჩვენ მიერ დანახული ფიზიკური მოვლენების აღსაწერად სიმების თეორია რომ მართებული იყოს, უნდა მოხდეს დამატებითი განზომილებების „კომპაქტიფიკაცია” – უნდა დაიპრესონ იმ დონემდე, რომ ზომაში შემცირდნენ და ჩვენთვის უხილავი გახდნენ. იქნებ ჩვენს დიდ 4 განზომილებიან გარემოში ყოველ წერტილში არსებობს 6 დამატებითი განურჩეველი მიმართულება?

სიმების თეორიის პრობლემა, ზოგის აზრით კი მახასიათებელი, იმაში მდგომარეობს, რომ ამ კომპაქტიფიკაციის უამრავი ხერხი არსებობს – ყველაზე ხშირად კი 10⁵⁰⁰-ს ასახელებენ. თითოეული ასეთი კომპაქტიფიკაციის შედეგი განსხვავებული ფიზიკური კანონების მქონე სამყაროა – მაგალითად განსხვავებული მასის მქონე ელექტრონებითა და გრავიტაციის სხვა მუდმივებით. თუმცა კომპაქტიფიკაციის მეთოდს აქტიური მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, ამიტომ ეს საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა: ამ შესაძლებლობათა ლანდშაფტებიდან რომელში ვცხოვრობთ ჩვენ? სიმების თეორიას არ გააჩნია ამის წინასწარმეტყველების მექანიზმი, რაც უსარგებლოდ აქცევს მას, რადგან მეცნიერულად გამოცდა ვერ ხერხდება. თუმცა ადრეული სამყაროს კოსმოლოგიის შესწავლისას წარმოშობილმა აზრმა ეს პრობლემა მახასიათებლად აქცია.

ადრეული სამყარო

ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ, სამყარომ გაიარა ინფლაციად წოდებული აჩქარებული გაფართოების პერიოდი. თავდაპირველად ინფლაცია შემოიტანეს იმის ასახსნელად, თუ რატომაა ამჟამინდელი დაკვირვებადი სამყარო თითქმის ერთგვაროვანი ტემპერატურის. თუმცა თეორიამ ასევე იწინასწარმეტყველა ტემპერატურული წონასწორობიდან არსებული გადახრების (ფლუქტუაციების) სპექტრი, რაც მოგვიანებით დაადასტურა რამდენიმე კოსმოსურმა ხომალდმა, როგორებიც იყო კოსმოსის ფონის მკვლევარი (COBE), უილკინსონის ზონდი (WMAP) და პლანკი (PLANCK).

თეორიის ზუსტი დეტალები ჯერ კიდევ აქტიური მსჯელობის საგანია, თუმცა ინფლაცია ფიზიკოსთა ფართო წრეებში აღიარეს. თეორიიდან გამომდინარეობს, რომ არსებობს სამყაროს სხვა ნაწილები, რომლებიც ჯერ კიდევ ფართოვდება. თუმცა დროისა და სივრცის კვანტური ფლუქტუაციების გამო სამყაროს ზოგიერთი ნაწილი ინფლაციის საბოლოო მდგომარეობას ვერასდროს მიაღწევს. მაშასადმე სამყარო, სულ მცირე ჩვენი ამჟამინდელი ცოდნიდან გამომდინარე, უსასრულო ინფლაციას განიცდის. მისი ზოგიერთი ნაწილი შეიძლება ახალ სამყაროდ იქცეს, რომლიდანაც სხვა ახალი სამყაროები წარმოიშობა და ა.შ. ეს მექანიზმი უსასრულო რაოდენობის სამყაროებს წარმოშობს.

ამ სცენარისა და სიმების თეორიის გაერთიანებით ჩნდება ალბათობა, რომ თითოეულ ამ სამყაროს გააჩნია დამატებითი განზომილებების განსხვავებული კომპაქტიფიკაცია და შესაბამისად განსხვავებული ფიზიკის კანონებიც.

თეორიის გამოცდა

სიმების თეორიითა და ინფლაციით ნაწინასწარმეტყველები სამყაროები ერთ ფიზიკურ სივრცეში თანაარსებობენ (განსხვავებით კვანტური მექანიკის მრავალი სამყაროსგან, რომლებიც მათემატიკურ სივრცეში მდებარეობენ), ისინი შეიძლება გადაიკვეთოს ან ერთმანეთს შეეჯახოს. მათი შეჯახება გარდაუვალია, რაც კოსმოსურ სივრცეში შესაძლო კვალს დატოვებს, ამ კვალს კი მოვძებნით.

კვალის კონკრეტული დეტალები მოდელებზეა დაფუძნებული – კოსმოსის მიკროტალღურ ფონში არსებული ცივი ან ცხელი ლაქებით დაწყებული, გალაქტიკების განლაგებაში არსებული ანომალიური სიცარიელეებით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, რადგან სხვა სამყაროებთან შეჯახებები გარკვეული მიმართულებით უნდა ხდებოდეს, უნდა ველოდოთ, რომ ნებისმიერი კვალი დაკვირვებადი სამყაროს ერთფეროვნებაში არსებული დარღვევა იქნება.

შესაძლო კვალს მეცნიერები აქტიურად იკვლევენ. ზოგი პირდაპირ კოსმოსის მიკროტალღურ ფონში, ანუ დიდი აფეთქების ექოში არსებულ ანაბეჭდებში ეძებს მათ, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნეს. სხვები ეძებენ ირიბ კვალს, მაგალითად გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც მასიური ობიექტების ჩავლის შედეგად გამოწვეული შეშფოთებებია დროსა და სივრცეში. ასეთი ტალღები შესაძლოა ინფლაციის არსებობის პირდაპირი მტკიცებულებაც იყოს, რაც თავის მხრივ მულტისამყაროს თეორიისადმი მხარდაჭერას გააძლიერებს.

ძნელია წინასწარ იმის თქმა, მათი არსებობის დამტკიცებას ოდესმე შევძლებთ თუ არა. თუმცა თუკი გავითვალისწინებთ აღმოჩენის უზარმაზარ ქვეტექსტებს, კვლევა-ძიებად ნამდვილად ღირს.

The Conversation

Advertisements

12 responses to “როგორ შეიძლება გამოიცადოს მულტისამყაროს თეორია

  1. lasha 28/09/2015, 7:30 PM

    პარალელური სამყაროების არსებობის მჯერა რატომაც არა ეს სამყარო ერთადერთი სულაც არაა უბრალოდ მისი ერთადერთობა ალოგიკურია ვფიქრობ ეს სამყარო ღმერთმა შექმნა რომელსაც იეჰოვა ქვია და იესო კიდევ მისი ძეა ასე წერია ბიბლიაში და სახარებაში სამ სახარებაში და მოციქულთა საქმეებშიც წერია რომ იესო იეჰოვას ძეა ძველ ებრაული ღმერთის, მაგრამ იოანეს სახარებაში ბოლო სახარება რომაა იქ წერია რომ იესო თვითონაა იეჰოვა და თვითონ ამბობს რომ ვინც იესო ძე იხილა იმან იეჰოვა იხილა და ამას ეყრდნობა მართმადიდებლური ეკლესია რომ იესო თავადაა ერთადერთი ღმერთი რომელმაც სამყარო შექმნა არადა თვითონ ლოცვებშიც და მრწამსშიც უწერიათ რომ მამის ძეა და მამის მარჯვნივ ზის უთხრა უფალმა უფალს დაჯექი ჩემს მარჯვნივ მოკლედ არეულობაა ვის რისი სჯერა ვის რისი ვის ალაჰის კიდე და ვის ბუდასი სადაა ჭეშმარიტება არავინ უწყის მე თუ მკითხავთ 3 სახარებაზე და მოციქულთა საქმეებზე დაყრდნობით ვასკვნი რომ იესო იეჰოვას რომელსაც მუსლიმები ალაჰის სახელით მოიხსენიებენ ძეა მემკვიდრე და რაც იეჰოვასია იესოსაც ეკუთვნის და როგორც იეჰოვას შეუძლია ადამიანების განსჯა და იწოდება უფლის სახელით ასევე იესოც მისი ძეც უფალია იეჰოვას მოწმე სულაც არა ვარ პირიქით, სასუფევლის მჯერა იეჰოვას მოწმეებს კი მიაჩნიათ რომ ადამიანს ერთი სიცოცხლე აქვს და როცა კვდება ყველაფერი მთავრდება რაც არასწორია და რაზეც ქრისტემ დაამოწმა და დედამიწაზე მოვიდა ისაა რომ სასუფევლის შესახებ ეუწყებინა ხალხისთვის მოკლედ ქრისტიანებიც ცდებიან და იეჰოვას მოწმეებიც
    ამის თქმა რაში დამჭირდა პარალელურ სამყაროების და მულტისამყაროს არსებობის დაშვება რას ნიშნავს თუ ხვდებით იმას რომ ღმერთი მულტისამყაროდან რომელიღაც სამყაროში იმყოფება და იქედან მართავს დანარჩენებს და თავად იმ სამყაროსაც რომელშიდაც თავადაა იეჰოვას ვგულისხმობ, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა ღმერთი საიდან შეიქმნა როგორი იყო მისი საწყისი ნუთუ სულ იყო მარადიულად, რაღაც არამგონია ყველაფერს აქვს დასაწყისი ხომ ასეა და ღმერთსაც ხომ უნდა დაეწყო საიდანღაც მოდი ასე ღმერთი საიდან მოვიდა ამის პასუხი მხოლოდ ერთია ვიღაცამ თავად ღმერთი იეჰოვაც შექმნა რომელიც დღეს მულტისამყაროს ღმერთია და ის ვიღაც სადაა პასუხი: სხვა მულტისამყაროში არა აქ სადაც იეჰოვაა არამედ უფრო ძველ მულტისამყაროში თავად მიხვდებით რომ ის ვიღაც ღმერთია ” და რას ეწოდება სიტყვა ღმერთი” რომელმაც იეჰოვა შექმნა და ისიც შექმნილია სხვა ღმერთის მიერ რომელიც კიდევ უფრო ხნიერია და ასე შემდეგ უსასრულოდ ესაა სამყაროთა შემოქმედების უსასრულობა რომლებიც თავ თავის მულტისამყაროებს მართავენ ეს მულტისამყაროები კი ერთგვარად ჯაჭვების სახითაა დაკავშირებული ერთმანეთთან.
    ეს იდეა მე არ გამჩენია ჩემმა მეგობარმა მომიყვა თავად დაფიქრდით წყალბადის ატომი ზომაში რომ შეგვემცირებინა რას მივიღებდით ან მისი ბირთვის ორბიტაზე კიდევ ერთი ელექტრონი რომ გაგვეშვა მაშინ რას მივიღებდით ან წყალბადის ატომში ელექტრონისთვის ორბიტა შეგვეცვალა მაშინაც რას მივიღებდით არაფერს ვამბობ ატომის ბირთვის დამძიმებაზე ან ბირთვის მასის შემცირებაზე ხომ არსებობს დეიტერიუმი და ტრიტიუმი და ასე შემდეგ შეიძლება წყალბადის ატომის უამრავი იზოტოპი არსებობდეს რომელიც ამ სამყაროში ვერ შეიძლება ჩამოყალიბდეს მაგრამ სხვა სამყაროებში სადაც გრავიტაცია ელექტრომაგნეტიზმი და ძლიერი და მცირე ბირთვული ძალები ეს კომპონენტები სხვადასხვა იქნებოდა იმ წყალბადის იზოტოპებისთვისაც შესაფერისი გარემო იქნებოდა არსებობისთვის და ასე შემდეგ სხვა ელემენტებისთვის მე იქეთკენ მიგანიშნებთ რომ სამყაროები მულტისამყაროებში სრულიად განსხვავებულები შეიძლება იყვნენ სხვადასხვანაირი ფიზიკური ძალებით და ქიმიური ელემენტებით ამას ქიმიის და ფიზიკის უსასრულობებამდე მივყავართ.
    თუ სამყაროები უსასრულოა ღმერთის ცნებაც შეიძლება უსასრულო იყოს და თავდაპირველი შემქმნელი სულაც არავინ იყოს ვინაიდან რაღაცა რაღაცისგან გამოდის და ასე უსასრულოდ ასე რომ წაიკითხეთ ჩემი კომენტარი

    Like

    • Harry713 01/10/2015, 11:05 PM

      რატომ? რატომ გინდათ ყველაფერში ამ ზებუნებრივი ყოვლისშემძე არსების “ღმერთის” გარევა? მითუმეტეს რომ მულტისამყაროს თეორიის მიღების შემთხვევაში, სართოდ აღარ რჩება ღმერთისთვის ადგილი… კარგი გასაგებია შემოიღო ღმერთის მცნება რომ ახსნა ჩვენი, მხოლოდ ერთი სამყარო, ანუ ჩვენი სამყაროს თავისებურებები რომ ღმერთმა შექმნა მაინცდამაიც ასეთი სამყარო რომელიც ჩვენზეა მორგებული ( სინამდვილეში ჩვენ ვართ ამ სამყაროზე მორგებულები და არა პირიქით… მაგრამ ჩვენ ხომ გვსიამოვნებს ვიფიქროთ რომ ასე არაა?! ადამიანს უნდა რომ მთელი სამყარო მის გარშემო ბრუნდავდეს… ეჰჰ…) მაგრამ როდესაც მულტისამყაროს მცნება შემოგვაქვს მაშინ სრულიად ალოგიკურია ღმერთის გაკვეხება ამ გაუგებრობაში… გლეხურად რომ ვთქვათ: უბრალოდ არსებობს უსასრულო რაოდენობის სამყაროები რომელთაგანაც ერთ ერთში არის ისეთი ფიზიკის კანონები როგორიც ჩვენს სამყაროში და ვარსებობთ ამ სამყაროში ჩვენ… ვსიო… უბრალოდ თუ ამ სამყაროების რიცხვი უსასრულოა შეუძლებელია არ არსებობდეს სამყაროს ეს ვარიანტი რომელშიც ვიმყოფებით და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ…

      Like

    • Oto Metreveli 07/11/2017, 2:06 PM

      “მოციქულთა საქმეებშიც წერია რომ იესო იეჰოვას ძეა ძველ ებრაული ღმერთის, მაგრამ იოანეს სახარებაში ბოლო სახარება რომაა იქ წერია რომ იესო თვითონაა იეჰოვა და თვითონ ამბობს რომ ვინც იესო ძე იხილა იმან იეჰოვა იხილა და ამას ეყრდნობა მართმადიდებლური ეკლესია”

      როგორ გეტყობა, რომ დიდად განათლებული ხარ თეოლოგიურ საკითხებში 😀

      Like

  2. Z3R0 28/09/2015, 10:17 PM

    cota glexurad rom agexsna uketesi iqneboda, torem ase cota dzneli gasagebia .. da ert rameshi getanxmebi, shegvidzlia usasrulod vedzebot dasawyisi da ver vipovot imitom rom yovel dasawyiiss isev dasawyisi eqneba da ase shemdeg, sabolood sheidzleba isic itqvas rom mokeld dzalian chaxlartulai yvealferi
    😀

    Like

  3. zaza 29/09/2015, 2:37 AM

    ღმერთი ადამიანის დაბადებიდან იწყება, ჩვენთვის ადამიანებისთვის, ადამიანების არსებობიდან გახდა ღმერთი, ღმერთი… მანამდეს რა იყო რა ხდებოდა ჩვენ ეს არ ვიცით და ვერც გავიგებთ სანამ არ გარდავიცვლებით და სანამ ახალ სამყაროში არ გადავალთ სულით სიცოცხლის გასაგრძელებლად, მეცნიერები რასაც ამტკიცებენ ეს ყველაფერი მხოლოდ გართობაა და ვარაოდი, 100%-ით ჩვენ არაფერი არ ვიცით, მეცნიერება არის მრგვალი ქოთანივით რომელზეც საიდანაც გინდა ხელის მოსაკიდს გაუკეთებ და მერე იკამათებ სხვა მხარეს რომ გავუკეთო უფრო სწორი იქნებაო და ასე… წრეზე სიარულია, საბოლოო აზრი კი მხოლოდ მაინც ერთია, რომელსაც ვერავინ ვერც გაურბის და ვერც მალავს და ვერც დამალავს რადგან დასაწყისიც ღმერთია ყველაფრისა და დასასრულიც, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სად იწყება და სად მთავრდება…
    ვისაც ღმერთის სჯეროდა მათ დღესაც სჯერავთ, ისინი ხილულობის გარეშეც გრძნობდნენ და გრძნობენ ღმერთს, ვინც ვერ გრძნობდა ღმერთს მათ დასარწმუნებლად მოვიდა ღმერთი ხილულად, იესო და ეჩვენა მოვედი და თქვენს წინაშე ვდგავარო, მაგრამ ადამიანები იმდენად გაამპარტავნებულები არიან დღემდის რომ, ხილულისაც კი არ სჯერავთ, ვერ იჯერებენ დღემდის რომ ღმერთი სიყვარულია, სიკეთეა და ჩვენშია ყოველი თვითოეულ ადამიანშია, რადგან ღმერთმა ადამიანს ხომ თავისი სული ჩაჰბერა და იმ სულით ვცოცხლობთ დღემდის, კავშირში ვართ დღემდის, გონიათ რომ მაინცადამაინც ძალიან დიდი გოლიათი უნდა იყოს, მთელ ცას რომ ფარავდეს, ქედმაღალი უნდა იყოს, არ შეიძლება თავმდაბალი რომ იყოს, ხელში დიდი კომბალი, ხმალი… უნდა ეჭიროს და საშიში თვალებით უნდა იყურებოდეს, უკან ძალიან დიდი ჯარი, კბილებამდე შეიარაღებული უნდა ედგეს რომ დაიჯერონ ღმერთის ღმერთობა… :)))))) …..
    ყოველი შექმნილი უკვე მულტისამყაროა, (ღმერთი ვინ შექმნა ან როგორ შეიქმნა ჩვენ ეს არ ვიცით, ვარაოდის დონეზეც კი არ ვიცით) განა ეს ყველაფერი მულტისამყარო არ არის, რასაც ჩვენ ვქმნით ადამიანები დედამიწაზე?… რომ გარდავიცვლებით თან ხომ ვერ მიგვაქვს რასაც ვქმნით, რა გამოდის, ესეიგი ჩვენ თვითონვე შევქმენით მულტისამყარო?
    პირველი ადამიანის გაჩენის დღიდან დღემდის ჩვენ არ ვქმნით ამ მულტისამყაროს, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, პირველი ადამიანის დროს ხომ ესეთი არ ყოფილა ეს სამყარო როგორიც დღეს არის?..
    შეცდომა რა თქმა უნდა ყველას მოსდის და ყველა ცდება, ამდენმა საუკუნეებმა გაიარა და რა თქმა უნდა სიტყვასიტყვით, ზუსტად ისე ყველაფერი ვერ მოვიდოდა ჩვენამდე ქრისტიანობაზე, (ამიტომაც ყველა ადამიანი თავისი ცხოვრებით განისჯება) მაგრამ, მთავარი არსი ქრისტიანობისა ხომ მოვიდა და ვიცით თუ რა უნდა ვაკეთოთ და როგორ უნდა გადავრჩეთ, ჩვენ როდესაც ვიწყებთ კრიტიკას ეგრევე ქრისტიანობის კრიტიკით ვიწყებთ და არავინ ფიქრობს იმაზე (ძალიან ცოტა ფიქრობს) რომ ქრისტიანობა რა შუაშია როდესაც თვითონ პიროვნება არასწორად იქცევა, რა მნიშვნელობაა მღვდელია თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, მღვდელიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, იმასაც ორი ხელი აქვს ორი ფეხი და ერთი თავი აქვს ისიც ხომ შეიძლება ცდებოდეს, შეეშალოს ვერ შეასრულოს ყველაფერი ისე როგორც ითხოვს ქრისტიანობა… ბავშვი თუ არ სწავლობს, საგანს ხომ ვერ დავაბრალებთ, ბრალია მასწავლებლის, კარგად ვერ ასწავლის, ან თვითონ აქვს პრობლემა…

    Like

  4. zaza 29/09/2015, 11:07 AM

    ეს ისე ზოგადად, აზრის დაფიქსირებაა, ვინმეს თუ უკეთესი აზრი აქვს, რა პრობლემაა, ყველა აზრი უნდა წავიკითხოთ გავიგოთ და შესაბამისად თუ მისაღებია მივიღებთ თუ არადა ყველანი კარგად ვიყოთ, ყველას ღმერთმა გაუმარჯოს, ეგ არის და ეგ…

    Like

  5. zaza 02/10/2015, 7:04 AM

    ჩემი აზრით აქ გასაკვირი არაფერია თუ კი ღმერთს ახსენებ, იმიტომ რომ ყველაფერი მართლაც ღმერთის შექმნილია, და ღმერთის ადგილი ყოველთვის და ყველგან არის თუ ყველაფერს კარგად ჩავუღრმავდებით, დარწმუნებული ვარ რომ არიან ადამიანები რომლებმაც ეს ძალიან კარგად იციან მაგრამ დღევანდელ (და არამარტო დღევანდელ) მსოფლიო ლიდერებს არ აწყობთ ბევრი რაღაცეების გახმაურება რაც ღმერთს ეხება, რადგან ადამიანეს ისე კარგად ვეღარ გააკონტროლებენ რაც მომავალში გეგმაში აქვთ, ფსიქიკას ვეღარ შეუცვლიან თავიანთ სასარგებლოდ, მასონების გაგებით, მასონებისთვის ნომერ პირველი მტერი ღმერთია და ღმერთის მორწმუნენი, განსაკუთრებით ქრისტიანი მართლმადიდებლები, რეალობა ეს არის…
    განა შეიძლება რომ ეს ყველაფერი თავისით შექმნილიყო, ყველაფერს თავის კანონები აქვს, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, თუ მულტისამყაროს თვალით შევხედავთ და მარტივი ენით რომ ვილაპარაკოთ განა არ ჯდება ესეც იმ კანონებში რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვცხოვრობთ, თავისით როგორ შეიქმნებოდა ბუნების სილამაზე, როგორ შეიქმნებოდა ის კანონები რომელი კანონებითაც მუშაობს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი რა დროს წვიმა მოდის რა დროს თოვლი, წყლის ცირკულაცია, როდის თენდება როდის ღამდება, “დრო” თავისით შექმნილა თურმე… :)))) (მულტისამყარო ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია, როგორც ფილმი რომ არის მაგალითად, მატრიცა, ყოვლისშემძლე რომ ხარ? :))))) ადამიანის აგებულებას სამედიცინო თვალით რომ შევხედოთ განა თავისით შეიქმნებოდა ადამიანი როგორიც არის თავისი დამცავი მექანიზმებით, თავდაცვისუნარიანობით თუ თვით აღდგენის უნარიანობით, ეს როგორც ხორცი, რომ არაფერი ვთქვათ სულზე, ადამიანის ჩასახვიდან სული საიდან მოდის, როგორ მოდის, როგორ ჯდება ადამიანის სხეულში, ამას რომელი ფიზიკის კანონები ხსნის ვინმე ხომ ვერ მეტყვის, აუხსნია როდისმე მეცნიერებას?… საქმეც ამაშია, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის, რა საკითხებშიც მეცნიერება კუთხეშია მიყენებული და პასუხებს ვერ სცემენ, სადაც ნამდვილად იციან რომ ღმერთია საჭირო ესეთ საკითხებზე პასუხის გასაცემად, ესეთ საკითხებს იგნორს უკეთებენ, თითქოს არ არსებობს ღმერთი და ყველაფერი თავისით მოხდა და ხდება, არადა მართლაც რეალურად რომ შევხედოთ ყველაფერს და ვიფიქროთ, სული როგორ მოდის საიდან მოდის, როგორ ისახება ადამიანში, ამას ხომ ვერანაირი ფიზიკა და მათემატიკა ვერ ხსნის, სულის არსებობამ მედიცინაც გააოგნა ბევრჯერ, და პასუხებს რომ ვერ პოულობენ მარტივად ამბობენ, ადამიანებს ჰალუცინაციები აქვთ, მეხსიერებაში დარჩენილი ინფორმაცია აქვთ, რასაც ფიქრობენ ის ელანდებათ, ქვეცნობიერი და… მაგრამ, სინამდვილეში ყოველ საკითხს დეტალურად თუ მიყვები ამ თემასთან მიმართებაში ძალიან ბევრ რაღაცეებს იპოვით ისეთს რომ მართლაც შეუძლებელია რომ თავისით მომხდარიყო, შექმნილიყო რაიმე…
    ყველაზე მეტად გასაკვირი ის არის რომ ზოგიერთი ადამიანები იმას იჯერებენ რომ ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე თავისით შეიქმნა და იქმნება, და იმის დაჯერება უჭირთ რომ ყველაფერი ღმერთის შექმნილია და თავისით არაფერი არ იქმნება… :)))))
    თუ დაიჯერებ რომ ყველაფერი თავისით იქმნება, უფრო პროგრესული ადამიანი ხარ და უფრო თავისუფალი?… :))))))
    თუ ღმერთის გწამს და გჯერავს რომ ყველაფერი ღმერთის შექმნილია და ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, მაშინ მონები ვყოფილვართ და განუვითარებლები?… :)))))))
    და მაინც, რა უფრო ჯობია, ის რომ საკუთარ თავს ატყუებდე რომ ყველაფერი თავისით შეიქმნა და შენც შენით შეიქმენი, თუ ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი და ჩვენც ღმერთმა შეგვქმნა, რა რითი არის უკეთესობა, რეალობა და ჭეშმარიტება?… :)))))

    Like

    • Harry713 02/10/2015, 5:42 PM

      შენი აზრით რა არის დრო? ან რას გულისხმობ “დროის” თავისით შექმნაში? დრო არის უბრალოდ მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი თანმიმდევრობის ათვლის სისტემა… თუ წელიწადის დროებს თვლის სასწაულად?! მინდა გითხრა რომ “სასწაული” რომლის მეშვეობითაც დედამიწაზე წელიწადის დროები იცვლება მხოლოდ და მხოლოდ დედამიწის ოვალური ორბიტის დამსახურებაა და სხვა არაფერი… რატომ თენდება და რატომ ღამდება ამის ამოხსნა ჯერჯერობით მიჭირს… 😀 ან რომელ ბუნების სილამაზეზე ლაპარაკობ რომელიც შეუძლებელია შექმნილიყო თავისით? მცენარეებზე და ცხოველებზე? აუტოტროფული და ჰეტეროტროფული სიცოცხლის წარმოშობის და ევოლუციური საფეხურების ჩამოთვლა შემიძლია ერთუჯრედიანი “პირველყოფილი” ბაქტერიიდან, ჩაკ ნორისამდე… ვერაფერ ზებუნებრივ და სასწაულებრივს ვერ ვხედავ ამაში… 🙂

      რაც შეეხება სულს… ისლე ლაპარაკობ თითქოს რამე უტყარი მტკიცებულება გაგაჩნდეს სულის არსებობის… 🙂 ან თითქოს ყველასთვის უკვე ცხადია რომ ადამიანს გააჩნია სული და ამაში ეჭვი არავის ეპარება… სულის არსებობას არავინ გაუოგნებია, რადგან არანაირი სულის არსებობაა არაა დამტკიცებული ფაქტებით და ვერც ვერავის გააოგნებდა…

      იმ ყველაფერს რაც შენ ზემოთ ჩამოთვალე გააჩნია გაცილებით ლოგიკუყრი ახსნა რომელზე დაკვირვებაც შესაძლძლებელია და რომელიც უკვე არავის აკვირვებს… იმისათვის რომ ჩათვალო წელიწადის დროები, გათენება, დაღამება და ბუნების “სილამაზე” ღმერთის არსებობის დამამტკიცებელ საბუთად უკვე ძალიან გვიანია… მინიმუმ 2500 წლით არის დაგვიანებული… 🙂

      Like

  6. zaza 03/10/2015, 12:24 AM

    დრო რა არის? დრო ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია ღმერთისგან, მარტივად რომ ვთქვათ, დროში ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ან გადარჩეს, დრო შანსია ადამიანის…
    დრო არც ისე მარტივია როგორც წარმოგიდგენია, გაზაფხული, ზაფხულით…. ეს თანმიმდევრული მოვლენა ნუ გგონია, ეს სისტემაა რომელიც თავისით არ იქმნება (როგორც საათს რომ დაქოქავ და შემდეგ მიდის თავისით ისრები, მაგრამ საათიც ხომ ვიღაცამ შექმნა) და არ შეიძლება სისტემები თავისით იქმნებოდეს, სისტემას ყოველთვის ვიღაც ქმნის…
    მერწმუნე, ამ სამყაროში ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, სიტყვას განსაკუთრებით…
    თავიდან თმის ღერი ტყუილად არ ჩამოგვარდება ყველაფერს თავისი მიზეზი და მნიშვნელობა აქვს, (ეს ყველაფერი მარტო ფიზიკა და მათემატიკა ნუ გეგონებათ, არის კიდევ ისეთი რაღაცეები რის აზრზეც რომ არავართ ჩვენ) ესეც სისტემის ერთ-ერთი ნაწილია, რასაც დღემდე ვერ ხსნიან მეცნიერები, (ვისაც სჯერავთ მეცნიერების ზღაპრები, მხოლოდ მათ სჯერავთ, მითუმეტეს თვითონ ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, მეცნიერები რომ ჩვენი ფიზიკა და მათემატიკა თავდაყირა დგებაო, უძლურიაო, და ამის მერე როგორ შეიძლება რამე დაიჯერო მათი დამტკიცებული) დღეს მხოლოდ სიტყვებია მეცნიერება ლამაზად შეფუთული და ერთმანეთს ეჯიბრებიან ყოველ წინადადებაში ვინ როგორ და ახალ-ახალ ტერმინებს გამოიყენებენ რათა ამ ახალახალი ტერმინებით და ლამაზად შეფუთული წინადადებებით ადამიანები მოხიბლონ…
    და ნამდვილად ეგრეა, ნებისმიერი სილამაზე თავისით არ იქმნება, თუ ვინმემ არ შექმნა, რაიმე საშუალებებით ან ხელი არ შეუწყო, განსაკუთრებით ბუნება თავისი სისტემით…
    სულზე? სულზე მე ვიტყოდი რომ სირცხვილია ადამიანმა თავისი თავი მხოლოდ ხორცად, უსულო ხორცად წარმოიდგინოს ცხოველივით, რადგან ეს ესე არ არის, ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა, ღმერთმა ადამიანი იმიტომ შექმნა რომ ადამიანი თავისი კეთილშობილობით ღმერთს დამსგავსებოდა, და როგორ შეიძლება ადამიანმა თავისი თავი მხოლოდ ხორცად წარმოიდგინოს, მაშინ რისთვის ცხოვრობ ამ ქვეყანაზე, ერთჯერადად? მაშინ რა საჭიროა რელიგია, რა საჭიროა კულტურა, ხელოვნება, ინტელექტი, შვილების მომავალზე ზრუნვა, მომავალი ან რა საჭიროა კოსმოსში ფრენა და საერთოდ რაიმეს კვლევა აზრი მითხარი თუ მომავალი არ გექნება იმისათვის რომ უკვდავებაში თუ არ გადახვალ?…
    არსებობს ძალიან ბევრი ფაქტები, რომ სული არსებობს, ექიმებიც პირდაღებულები რომ დარჩენილან და ისეთი ადამიანებიც ვისაც საერთოდ რომ არ სწამდათ არც ღმერთი და არც სული, და როდესაც თავისთვალით შესწრებიან ფაქტებს მემგონი მაგათზე დიდი მორწმუნეები არავინ ყოფილან შემდეგ (ეს ისე, ცოდნისათვის)…. :)))))
    რაც შეეხება ღმერთის დამამტკიცებელი საბუთს, ეს საბუთი, საბუთი არა, საბუთები, ადამიანის დაბადებიდან დღემდის არსებობს უამრავი, ვისაც გაგება უნდა გაიგებს, ვინც ეძებს პოულობს, როცა არ გინდა არაფრის გაგება არ გაიგებ, იესო წინ დაუდგა ადამიანებს უთხრა თქვენს წინაშე ვდგავარო, მაგრამ ვისაც არ უნდოდა არ გაიგო, ვერ კიარა, არ… :)))))
    ეს არის რეალობა, ხოლო ვირტუალობას ჩვენ ვქმნით, ვცდილობთ რეალობას მოვწყდეთ და რაღაც ვირტუალობები დავიჯეროთ, თავისით ყველაფერი როგორ იქმნება და ასე შემდეგ, და შემდეგ… :)))))))

    Like

  7. zaza 03/10/2015, 12:39 AM

    რელიგია და მეცნიერება 2

    Like

  8. zaza 03/10/2015, 12:51 AM

    მემგონი ეს გადაცემა ყველა კითხვას პასუხს სცემს, თავიდან ბოლომდე თუ ნახავ კარგი იქნება…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: