ჩრდილოეთის ციალი ისლანდიაში


25 თებერვალს მზეზე წლის ყველაზე მძლავრი კორონალური ამოფრქვევა მოხდა, დამუხტული ნაწილაკების დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას კი ფერადი და ეფექტური ციალი წარმოიქმნა.

მოცემული ვიდეო ისლანდიაშია გადაღებული თებერვალსა და მარტში. 2 წუთიანი ბუნების ხედების შემდეგ ჩრდილოეთის ციალიც იწყება.

ვარდისფერი ციალი განსაკუთრებით იშვიათია. ატმოსფეროს ზედა ფენებში შემოჭრილი ელექტრონების ჟანგბადთან და აზოტთან შეჯახების შედეგად მწვანე, წითელი ან ლურჯი ფერის ნათება მიიღება. ვარდისფერი წარმოიქმნება აზოტის მოლეკულების მიერ შექმნილი წითლისა და ლურჯის კომბინაციის შედეგად.

5 thoughts on “ჩრდილოეთის ციალი ისლანდიაში

Leave a reply to ვაიბი კომენტარის გაუქმება