დედა ტერეზას ბნელი მხარე


დედა ტერეზა დღესდღეობით კეთილის, გულმოწყალეს, ქველმოქმედისა და უანგაროს სინონიმია. თუმცა სამწუხაროდ, როგორც ფაქტები მიანიშნებენ, რეალური დედა ტერეზა იყო ავტორიტარული თაღლითი, რომელიც იმ პერიოდის ცნობილ კრიმინალებთან თანამშრომლობდა.

დედა ტერეზა ცნობილია, როგორც ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ალტრუისტი. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღარიბების დახმარებას, 1950-იანებში კალკუტაში დააარსა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები”, რასაც მოჰყვა მთელ მსოფლიოში მისი ასობით ფილიალის გახსნა. მან მალე მოიპოვა საზოგადოების ყურადღება და შედეგად მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარებებს იღებდა, რაც შემდეგ ხმარდებოდა მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია.

რეალობა სხვანაირი და გაცილებით სასტიკია. მოხალისეების მონაყოლი ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ აზრებს. მაგალითად, ხშირი იყო ურჩი ბავშვების საწოლზე დაბმა და ცემა, ვადაგასული და მწყობრიდან გამოსული მოწყობილობები არ იცვლებოდა, ჰაიტის მსგავს ქვეყნებში (სადაც შიდსის მაღალი დონეა), ერთსა და იმავე ნემსებს ბევრჯერ იყენებდნენ. ზოგჯერ იმდენჯერ, რომ წვერი ბლაგვდებოდა და გაკეთება ძალიან მტკივნეული ხდებოდა. ამას დამატებული უპირობო მორჩილება, გასაიდუმლოება და კონტროლი, რაც კულტის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს.

ეს შეიძლება გაგვემართლებინა იმ შემთხვევაში, თუკი მისიონერები მთელ ძალისხმევას მოახმარდნენ ქველმოქმედებას, მაგრამ ასე არ ხდებოდა. 1991 წელს გერმანულმა გაზეთმა „შტერნმა” გამოააშკარავა, რომ ორგანიზაციის შემოწირულობების მხოლოდ 7% იხარჯებოდა მოწყალებაზე. თანხის დანარჩენი ნაწილი მიედინებოდა საიდუმლო საბანკო ანგარიშებზე ან ახალ მისიებზე. ცნობების მიხედვით, მისიებში მონაწილე ადამიანებისთვის ზოგჯერ საკვებსაც არ ყიდულობდნენ და მათ სხვისი დახმარების იმედზე ყოფნა უწევდათ.

ასევე საინტერესო საკითხია, საიდან მოდიოდა ეს შემოწირულობები? ნაწილი, ცხადია, ჩვეულებრივი, პატიოსანი ადამიანების მიერ გაღებული თანხა იყო. თუმცა უფრო მეტს ორგანიზაცია იღებდა ჟან-კლოდ დუვალიესგან – ჰაიტის ფსიქოპათი პრეზიდენტისგან, რომელიც ერთ-ერთი უბოროტესი ადამიანია ისტორიაში. უფრო მეტიც, 1980 წელს დედა ტერეზა ჰაიტიში ჩავიდა და პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ განცვიფრებულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დუვალიეების ოჯახის ურთიერთობა რიგით მოქალაქეებთან მისთვის სამაგალითო იყო.

1990-იანებში თაღლითმა ჩარლზ კიტინგმა „ქველმოქმედების მისიონერების” ანგარიშზე გადარიცხა 1.25 მილიონი დოლარი, რომელიც სხვებისგან უკანონოდ ჰქონდა მითვისებული. როცა ფულის დაბრუნება მოსთხოვეს, დედა ტერეზამ მხოლოდ დუმილით უპასუხა. 90-იანებში კიტინგის წინააღმდეგ ფინანსური სკანდალები აგორდა და ამ უკანასკნელს რამდენიმე წლით ციხეში ჯდომა მოუწია.

2010 წელს ჟურნალმა „ფორბსმა” გამოავლინა, რომ დედა ტერეზას მიერ აგებულ პირველ თავშესაფარში სიკვდილიანობის დონე 40%-ზე მეტი იყო. ჰემლი გონსალესი, რომელიც ორი თვით ესტუმრა საქველმოქმედო ორგანიზაციას ინდოეთში, იხსენებს, რომ ნემსებს ცივ წყალში რეცხავდნენ და შემდეგ ისევ იყენებდნენ. პაციენტებს ხშირად აძლევდნენ ვადაგასულ წამლებს. მოხალისეებმა არ იცოდნენ პაციენტების მოვლა და ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. შოკისმომგვრელი იყო იმის ხილვა, რომ თავშესაფრის ერთ-ერთ მობინადრეს ინფექცირებული თითი ანესთეზიის გარეშე მოაჭრეს.

ჰემლი გონსალესმა შემდგომში თავად შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც თანხის მოძრაობას მთლიანად ასაჯაროებს. დედა ტერეზას დაარსებულ ორგანიზაციას კი ფეისბუქითა და სხვა ხერხებით ებრძვის.

კიდევ ერთი ყოფილი მოხალისე, მერი ლოუდონი, ამბობს, რომ თავშესაფარში პაციენტებისთვის არ იყო სკამები, ჰქონდათ მხოლოდ იატაკზე დაფენილი საწოლები, ისიც ძალიან ძველი. თავშესაფარს არ ჰქონდა ბაღი, არც ეზო. ფაქტიურად ეს იყო ორი ოთახი, თითოეული 50-60 მობინადრით. ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იყო და შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. არ ჰქონდათ საკმარისი წვეთოვანები, არც ნემსები, რის გამოც თითოეულს უამრავჯერ იყენებდნენ. კითხვაზე, რატომ არ ასტერილებდნენ ან მდუღარე წყალში არ ავლებდნენ ნემსებს, პასუხი იყო: „ამის არც საჭიროებაა და არც დრო.” 15 წლის ბიჭი, რომელსაც თირკმლის არც ისე სერიოზული გართულება ჰქონდა, თანდათან უარეს დღეში ვარდებოდა იმის გამო, რომ არ აძლევდნენ ანტიბიოტიკებს. ბოლოს კი საოპერაციოდ საავადმყოფოში გადაყვანაზეც უარი თქვეს.

დედა ტერეზა გარდაიცვალა 1997 წელს, 2003 წელს კი ნეტარად შეირაცხა კათოლიკური ეკლესიის მიერ.

23 thoughts on “დედა ტერეზას ბნელი მხარე

  1. Nick

    ალბათ ყველაზე დიდი სისულელეა რაც მე წამიკითხავს… პოლიმიკაში არ შემოვალ შენთან, მაგრამ უნდა იცოდე ერთი რო რასაც წაიკითხავ არ უნდა დაპოსტო 🙂 კეტილ ადამიანებს ზუსტად რო ებრძვიან….

    Like

    1. სანამ სისულელეს დაუძახებდი, წყარო მაინც გეთხოვა :დ საიტზე მხოლოდ ისეთ რამეს ვდებ,რაც სანდო წყაროშია გადამოწმებული.

      მაშინ იქნებ ახსნა, რაში ჭირდება “ფორბსს” დედა ტერეზასთან ბრძოლა? და რატომ არ ხდება იგივე ვთქვათ დალაი-ლამასთან მიმართებაში?

      Like

      1. აფსოლიტური სისულელელააააა!!!!!!!! , ეს ქალი სიყვარულის და სათნოების განსახიერება იყო. ციტატას მოვიყვან მცირეს : ” სადაც არ უნდა წახვიდე ეცადე სიყვარული მიიტანო თან, აჩუქე სიყვარული შენს ბავშვებსა და მეუღლეს , შენს ახლო მეზობლებს, არავის მისცე უფლება ისე დაგშორდეს უფრო კარგად და ბედნიერად არ იგრძნოს თავი, იყავი ღვთის სიკეთის ცოცხალი გამოხატულება.. სიკეთე შენს სახეზე, სიკეთე შენს თვალებში, სიკეთე შენს ღიმილში ” დედა ტერეზა

        Like

    1. Nick

      ყველასთვის ნათელია რომ ქრისტიანულ ეკლესიას ბევრი ებრძვის…. მილიონობიტ დაფინასებას იღებდნენ და ათასობით პრიუტი გახსნეს მე ამ საქმეში მეტნაკლებად ვერკვევი და ზუსტად ვიცი რო კარგი პრიუტის გახსნას კარგი ფულიც ჭირდება. მომკვდაობა იყო 40% იო კი იყო და არის ეხლაც მანდ რადგან ყველზე მიტოვებულებიც და ავადმყოფებიც აყავდათ ….

      Like

      1. ჰიგიენა რომ დაეცვათ და ვადაგასული წამლები არ ეხმარათ, მნიშვნელოვნად დაიკლებდა ეგ 40%. ასეთ ელემენტარულ რამეებზე ფულის დაზოგვა ნორმალურია? o_O

        Like

        1. Nick

          კაი უკვე საშინელი პოლიმიკა გამოდის … შენ გჯერა რასაც დაბოღმილი მილიონერები იტყვიან მე კი არ მჯერა …. წარმატებები :))))

          Like

    1. Nick

      გაღმერთება ნამდვილად არ შეილება მაგრამ კარგი საქმე უდნა დაუფასდეს და უნდა ვთქვათ რო სხვამაც მიიღოს მაგალითად

      Like

  2. აბგდ

    თავი გაიბანძე ამ პოსტით

    ვერ მიხვდები გეტყობა, ვითომ საინტერესო საინდაურე ბლოგი გახადე, აზრით არ ფილტრავ რას დებ

    Like

    1. flip

      rao mwarea simartle? 😀 mogxvda gulze? :3
      Charlius, dzalian kargi postia. da rac ufro meti adamiani waikitxavs uketesi iqneba. yvelas ro wmindani gonia eg cofiani dzukna. es aris kargi magaliti rogor ibadebian wmindanebi xD

      Like

  3. აბგდ

    გულზე კი არ მომხვდა ასეთი იყო თუ ისეთი მაინც საერთოდ სტიმულს იძლევა კარგი საქმეების კეთების და ესეც საკმარისია . აქ კიდე ოღონდ ვიღაცამ თავისი ბლოგი პოპულარული გახადოს ყველაფერზე მიდის. არადა კარგი სანდო ბლოგად ვთვლიდი
    ყვითელი პრესის სტილია და აბანძებს ბლოგს, თუმცა შეიძლება მობეზრდა ავტორს ხარისხიან პოსტებზე წვალება და ეგრე ურჩევნია მოსკანდალო ტყუილები წეროს რომელიც ეგრევე ისედაც ცხადია რო ტყუილია, ფორბსი არა ქლიბი 🙂

    Like

    1. იგივეს გეტყვი შენც: სანამ ტყუილს დაუძახებდი, შეგეძლო წყარო მოგეთხოვა, გადაგეხედა, გამოგეკვლია და თუ არ დაეთანხმებოდი, საპირისპირო არგუმენტები მოგეყვანა. ასე იქცევიან რაციონალური ადამიანები და არა პირდაპირ „ტყულიას” ძახილით.

      ადრე მეც მეგონა, რომ უანგარო ქველმოქმედი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფაქტები სხვა რამეს ამბობს. თუმცა სამწუხაროდ ბევრს არ შეუძლია ფაქტები თავის მოსაზრებებზე წინ დააყენოს.

      პოსტს რაც შეეხება, არც ფეიჯზე დამიშეარებია და არც სხვაგან. პოსტის პოპულარობა როცა მინდა, სხვანაირად ვიქცევი ხოლმე.

      სტიმულს რაც შეეხება, საბედნიეროდ ბევრი ქველმოქმედი ადამიანი არსებობს და იმათ მიბაძონ. ისე კი ჩემი აზრით, გაჭირვებული ადამიანებია ყველაზე დიდი სტიმული.

      Liked by 1 person

  4. აბგდ

    კარგია რო ეგრე ფიქრობ ჩარლიუს რო კარგია უანგაროდ სიკეთის კეთება

    ისე მომავალში მაინც გირჩევ რო პოზიტიურები უფრო დაწერო, გეხერხება, და ისედაც ხო ხვდები არავის ჭირდება დადებითი სიმბოლოების ნგრევა, გარდა …..

    აბა დაუკვირდი თურმე დედა ტერეზა იტყუებოდა რომელიც სიკეთის სიმბოლოდ აღიქმება ამ პლანეტაზე,

    და ფორბსი კიდე თურმე სანდო წყაროა და ტყუილს როგორ იკადრებს? მაშინ როცა ვის უფრო მეტი ფული აქვს პლანეტაზე მარტო იმას ითვლის და სუ ახატია ბოროტად იშოვნეს თუ კეთილად ამ დროს ეს იშვერს ხელს

    მოკლედ სათაურშივე გამაღიზიანებელია და ამეებს ბავშვები რო კითხულობენ გიჟდებიან და ბოროტდებიან ნელნელობით

    Like

  5. კომენტარები გადავიკითხე და აი ამ დროს მივხვდი, რომ ტოტალურად ყლე ვარ რომ წავიკითხე :დდდ

    “პოლიმიკა”, “პრიუტი”.

    ხომ ვამბობდი ყლე ვართქო :დ

    თქვენ არაფერ შუაში ხართ გაიზ!

    Like

  6. შენ კიდე ჩარლიუს, ჩემ თვალში უბანძესი ხარ ამ პოსტის შემდეგ! გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, არა და როგორ გენდობოდი აქამდე 😥

    Like

  7. oditganve religias didi dzqalaufleba qonda, darota ganmavlobashi adamianebma iswavles tu rogor unda gaoiyeno religia rata gaxde gavleniani da mdidari.
    katolikur eklesiebi papebi itogshi mteli is ese rom vtqvat struqtura dzalian didi fulis patronia, amastanave dzalauflebis. dzalian didi fuli ixarjeba mxolod da mxolod mat xushturebze, es FAQTIA.
    sul mciredi magalitistvis germaniashi mamaom 35 milioni evro rom koshkis asasheneblad

    Like

  8. გამოხმაურება: ბლოგის 2013 წლის სტატისტიკა | ჩრდილოეთის ციალი

  9. Aus Arschloch Deutschland

    გერმანელები ცდილობენ დღეს , რომ ჩაძირონ სხვა ქვეყნები და სხვა კეთილი ჟანრის პერსონები…
    ფლორენციაში არის ქუჩა via mazzini არის ერთი რესტორანი კათარზისი სადაც დღემდე დედა ტერეზას სახელით კვებავენ უფულო ხალხს (მათ შორის მეც დავაგემოვნე)
    გერმანიაში კი ჩაყრილ ლტოლვილებს სად აცხოვრებენ ვინმეს გაქვთ ნანახი???
    იცით რომ გერმანიაში გარდაცვლილი ლტოლვილების სხეულის ნაწილებს უღებენ??? იცით ან გესმით გერმანული ეკონომიკური სისტემით ხალხს როგორ აზომბირებენ???
    და კიდევ ნუ ჩამომათვლევინებთ გერმანელებზე ყველაფერს ისიც ეყოფა 6 მილიონი ებრაელი ამოგვხოცეს !!! და ეს ნაცისტები კიდე სხვის სიკეთეებს დარაჯობენ და ჩიჩქნიან…
    გერმანიის მედია შემდეგნაირად მუშაობს ; რაც გერმანიაში საზიზღრობები ხდება არაფერს აშუქებენ გარდა გერმანიისა სხვა ყველა ქვეყნისას აშუქებს…
    თვითონ გერმანული ერის მასიური ფსიქოლოგიაა ცბიერობა , თვალთმაქცი და მოჩვენებით კეთილშობილება!!! გერმანელმა ვინ უნდა გააკრიტიკოს საყვარელი ადამიანები და ოჯახები ცოლ_ქმარი დღემდე ცალცალკე იხდიან რესტორანში ფულს 😀
    მე არ ვარ ნაცისტი მე პირიქით ცსაუბრობ ნაცისტებზე რაც არიან.
    უბრალოდ მესმის გერმანული მედიიდან რატომ გაჟღერდა დედა ტერეზაზე ასეთი რამ…
    პასუხი მარტივია : გერმანელი ერი დღემდე შტერად თვლის მას ვინც ემსახურება სხვას !!! მორჩა

    Like

დატოვე კომენტარი